ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

მრავლისმთქმელი პაუზა...

საინტერესო და უკომპრომისო გამოდგა სამ დღეზე "გაწერილი" მეოთხე ტური, ერთი-ორი მოულოდნელი შედეგიც რომ დაფიქსირდა.

ნიშანდობლივია, რომ ტურის ექვსი მატჩიდან ხუთში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო ახალ სეზონში რომ ფრეების ნაკლებობაა, ამას სატურნირო ცხრილიც ადასტურებს. თავად განსაჯეთ: ჩემპიონატის დასაწყისიდან დღემდე მხოლოდ 4 მატჩი დამთავრდა საყაიმო ანგარიშით!

თუმცა გასულ ტურში ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტები თუ მოვლენები მოხდა: ჩემპიონატს ერთადერთი ლიდერი ჰყავს ("ჩიხურა"), "ზუგდიდმა" პირველი მატჩი მოიგო, "სპარტაკი" კვლავაც უქულოდ აგრძელებს ასპარეზობას. და, რაც მთავარია, პირველი მარცხი განიცადა თბილისის "დინამომ"!

თანაც, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "დინამომ" რომელიმე კონკურენტთან კი არ წააგო, არამედ უმაღლეს ლიგაში 11-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "გურიასთან", გუნდთან, რომელსაც არც ძვირად ღირებული ლეგიონერები ჰყავს და არც შეკრება გაუვლია და ეგ კი არა, სეზონის დაწყებამდე იმის საფრთხეც არსებობდა, რომ საერთოდ ვერ მიეღო მონაწილეობა ჩემპიონატში.

თუმცა ლანჩხუთელთა გუნდის მონდომებულმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ფეხბურთში ფინანსებისა თუ "გვარ-სახელის" გარდა, სხვაც ბევრია მნიშვნელოვანი, კერძოდ, მონდომება და გამარჯვებისკენ სწრაფვა!

ჰოდა, დაუფასდათ კიდევაც გურულებს ეს მონდომება და ძალიან, ძალიან დიდი პაუზის მერე შეძლეს ერთ დროს უპრინციპულესი მეტოქის დამარცხება. გასული ტურის მიმოხილვაც, რაღა თქმა უნდა, ამ მოვლენით უნდა დავიწყოთ...

გურულების 21-წლიანი მოლოდინი...

ტურის წინათქმაშიც ვახსენეთ, რომ პირველ სამ ჩემპიონატში (1990, 1991, 1991-92) თბილისის "დინამოს" (იმდროინდელ "იბერიას") ყველაზე რეალური კონკურენტი ლანჩხუთის "გურია" იყო. პირველ და მეორე ჩემპიონატში ოქროს მედლებზე პრეტენზიას მხოლოდ ეს ორი გუნდი აცხადებდა და ორივეგან ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ.

თუმცა, ასეთი კონკურენციის მიუხედავად, "გურიამ" მხოლოდ მეხუთე ცდაზე შეძლო "დინამოს" დამარცხება: მესამე ჩემპიონატის ფინიშისკენ გიგლა იმნაძის დამოძღვრილმა "გურიამ" საშინაო შეხვედრა მოუგო რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" (2:1).

იმ მატჩში მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს გამოცდილმა მერაბ თევზაძემ და 20 წლის გიორგი ნემსაძემ, რომელსაც იმ სეზონის დაწყების წინ (ისე, როგორც კახა გოგიჩაიშვილს) "დინამოდან" წამოსვლა მოუწია (რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით არ მომხდარა), სტუმართაგან კი ერთადერთი გოლი ასევე 20 წლის გოჩა ჯამარაულმა გაიტანა.

აი, ეს იყო "გურიას" პირველი და... უკანასკნელი მოგება "დინამოსთან" - ამის შემდეგ ლანჩხუთელები არაერთხელ დამარცხებულან ხუთი თუ ექვსბურთიანი სხვაობით და ეგ კი არა, პრინციპული მეტოქის კარში გოლის გატანაც ენატრებოდათ.

თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და 21-წლიანი პაუზის შემდეგ "გურიამ" კვლავ მოახერხა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება!

ისე, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი აჟიოტაჟი იქნებოდა, ეს შეხვედრა ქობულეთის ნაცვლად ლანჩხუთში რომ ჩატარებულიყო...

რა ხდება დინამოში?

..."ტოტენჰემთან" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის მერე "დინამოს", ასე თუ ისე, მაინც ჰქონდა "გურიასთან" შეხვედრისათვის მოსამზადებლად საჭირო მეტ-ნაკლები დრო; ანუ ჩემპიონის ამ წაგებას მთლად დაღლილობასაც ვერ დავაბრალებთ; ალბათ, ვერც იმას, რომ ქობულეთში დუშან უჰრინმა, ცოტა არ იყოს, ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა: სხვადასხვა მიზეზით "დინამოს" ხომ გიორგი ლორია, დავით კვირკველია, უსტარიცი, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, ჩისკო და ჯაბა დვალი აკლდნენ (პლუს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული მართლაც პერსპექტიული ნახევარმცველი გიორგი პაპავა).

ჰო, ზოგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ზოგს - ტრავმა ჰქონდა (ჩისკო, უსტარიცი, კვირკველია); აი, დვალის არყოფნა კი დუშან უჰრინმა იმით ახსნა, რომ ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი "დინამოს" მეორე გუნდში ყოფილა გადაყვანილი!

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც უცნაური ფაქტია, ისე, როგორც ლონდონში, "ტოტენჰემთან" საპასუხო შეხვედრაში დვალის სათადარიგოთა სკამზე გამწესება.

დინამოელთა ჩეხ მწვრთნელს თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია: "ეს ჩვენი კლუბის შიდა სამზარეულოა", - განაცხადა "გურიასთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

კი, ბატონო, იყოს "შიდა სამზარეულო", მაგრამ ისიც გვინდა უჰრინს "შევახსენოთ", რომ "დინამო" მართლაც არ არის "ჩვეულებრივი კლუბი" და, ბუნებრივიც იქნება ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების დაინტერესება გუნდში მიმდინარე პროცესების მიმართ. მით უფრო იმ ფაქტთან დაკავშირებით, როცა ეს ინტერესი ეხება გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, საქართველოს ორგზის საუკეთესო ბომბარდირის მეორე გუნდში გადაყვანას.

და კიდევ: ახალ, 2013-14 წლების სეზონში "დინამომ" 9 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და აქედან 3 მოიგო (2 - ფარერების გუნდთან, 1 - ახალშეკოწიწებულ "ზესტაფონთან", ისიც ბოლო წამებზე), 1 ფრედ დაამთავრა და 5 წააგო! ამას გარდა, გვეეჭვება, რომ "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას (რომელმაც ამ ორწლინახევრის განმავლობაში კლუბში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა) გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა აკმაყოფილებდეს: სპორტული თვალსაზრისითაც (ცხრილს გახედეთ! - გ.ტ.) და გუნდში არსებული მიკროკლიმატითაც...

ლანჩხუთელთა მოტივაცია

აი, ასეა მუდმივად: "დინამოს", ფაქტობრივად, ნებისმიერი მარცხი ტურში მომხდარ ყველა დანარჩენ მოვლენას გადაწონის ხოლმე; არადა, "დინამოს" გარშემო რაც ხდება, ამით რატომ უნდა დაკნინდეს "გურიას" მწვრთნელ-ფეხბურთელთა მონდომება თუ დამსახურება?

მოდი, ჯერ მთავარ მწვრთნელზე ვთქვათ: ყველამ იცის, თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა დავით მახარაძემ იმ დროისათვის, ფაქტობრივად, არარსებული "გურია"; ახლა კი, ოთხი ტურის მერე, "გურიასა" და "დინამოს"... ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვთ!

...ლანჩხუთელთა შემადგენლობაში ყველა მოტივირებულად გამოიყურებოდა: ალექსანდრე კოშკაძე, თენგიზ ჩიკვილაძე და ნიკა ჯიშკარიანი ყოფილი დინამოელები არიან (და ამით ყველაფერი ნათქვამია), კამერუნელმა მარჯვენა მცველმა არნო ჩუენსუმ (გახსოვთ "სიონის" ყოფილი ცენტრფორვარდი ერიკ-რომეო ჩასემი, - იმის უმცროსი ძმა გახლავთ) სტუმრებს უამრავი პრობლემა შეუქმნა; გუნდის ახალწვეულმა ვილი ისიანმა პირველი გოლი ეფექტურად (დასწრებაზე) ხომ გაიტანა, მეორეშიც (ჯიშკარიანთან ერთად) ლომის წილი დაიდო; შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე შენგელიამ კი ამ შეხვედრის გადამწყვეტი გოლი გაიტანა (რომელიც 24 წლის ფეხბურთელისათვის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო იყო).

სხვა ფაქტები

ამ ტურში მხოლოდ "დინამოს" არ უთამაშია შესუსტებული შემადგენლობით: გიორგი დევდარიანის დამოძღვრილ "დილას" 5 წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი ილურიძე, ლაშა გვალია, ოთარ ხიზანეიშვილი, გულვერდ თომაშვილი, მიხაილ გორელიშვილი) აკლდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც შეძლო დიდი ანგარიშით (3:0) "მეტალურგის" დამარცხება.

ყოფილი კლუბის კარში დუბლი შეასრულა ირაკლი მოდებაძემ, რომელსაც გარჯა დაუფასდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს.

ტურის მეორე დუბლი კი "ვიტ ჯორჯიას" მარჯვენა გარემარბმა გიორგი კორიფაძემ შეასრულა; აღსანიშნავია, რომ "ვეტერინარებს" აქამდე არც ქულა ჰქონდათ აღებული "მერანთან" დაპირისპირებებში და არც გოლი ჰქონდათ გატანილი...

ტურის სხვა გამორჩეული ფაქტებიდან "ზუგდიდის" პირველი გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ, რომელიც ახალ ამპლუაში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კობა წიტაიშვილისათვის სადებიუტო იყო. ამას გარდა, გვერდს ვერ ავუვლით პირველი ეგვიპტელი ფეხბურთელის გამოჩენას საქართველოს ჩემპიონატში: "ზუგდიდის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ამირ მეგაჰედის!

P.S. სანაკრებო მატჩების გამო ჩემპიონატში ახლა პაუზაა, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ პაუზის დროს შევიტყოთ რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ. ამ შემთხვევაში კი, რაღა თქმა უნდა, სამწვრთნელო გადაადგილებებს ვგულისხმობთ...

საქართველოს ჩემპიონატი. IV ტური

გურია-დინამო 2:1 - გურული ფირალები და გაძარცვული ჩემპიონი [VIDEO]

ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - გამარჯვებულს არ ასამართლებენ [VIDEO]

დილა-მეტალურგი 3:0 - გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]

სპარტაკი-ტორპედო 0:1 - მონდომებაც და ლოგიკაც [VIDEO]

ზუგდიდი-სიონი 2:1 - კობა წიტაიშვილმა სიტყვა შეასრულა

ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0 - რა უნდა ჩაენიშნა თემურ ქეცბაიას ასეთ თამაშში?

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირები:

გ. დოლიძე (დილა) 3

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3

თ. კაპანაძე (ტორპედო) 2

ნ. საბანაძე (ტორპედო) 2

დ. კირკიტაძე (მეტალურგი) 2

ი. მოდებაძე (დილა) 2

ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 2

გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 2

ლ. თოთაძე (სიონი) 2

ლ. ახალაია (სიონი) 2

გ. დათუნაიშვილი (ჩიხურა) 2

ვ. ისიანი (გურია) 2

გ. მერებაშვილი (დინამო თბ) 2

V ტური

13 სექტემბერი, პარასკევი

დინამო-ზუგდიდი

მერანი-ჩიხურა

სიონი-ვიტ ჯორჯია

ტორპედო-გურია

მეტალურგი-სპარტაკი

ზესტაფონი-დილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ptuu

- ჩემის აზრით, ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის გამოსწორება უნდა დაიწყოს ამ სფეროში მოღვაწე ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებით და მერე ვიზრუნოთ და ვიმსჯელოთ თუ რა უბედურება სჭირს რეალურად ქართულ ფეხბურთს, ამის თქმის უფლებას მაძლევს ის არაკომპეტენტურობა და არაობიექტური მსჯელობები თუ განსჯის უნარი, რომელიც აქვთ ჩვენს სპორტულ ჟურნალისტებს(თუნდაც ამ სტატიის დამწერს), ციტირება: მართლაც უცნაური ფაქტია, ისე, როგორც ლონდონში, "ტოტენჰემთან" საპასუხო შეხვედრაში დვალის სათადარიგოთა სკამზე გამწესება; ციტირება:ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი "დინამოს" მეორე გუნდში ყოფილა გადაყვანილი!. ნამდვილად არ მესმის თქვენი და მინდა გკითხოთ დვალთან დაკავშირებით: თავდამსხელისთვის საჭირო და აუცილებელი რომელი თვისებებით გამოარჩევთ(აღარაფერს ვამბობ მის ფიზიკურ მონაცემებზე და როგორც ეტყობა ამ ბიჭს ჰიგიენური და დისციპლინარული პრობლემებიც აქვს, სათამაშო ინტელექტზე, ხომ საუბარიც ზედმეტია)?? მე მეტსაც მოგახსენებთ, კიდევ დაგვიანებულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დუშან უჰრგინისაგან და ვფიქრობ მანაც უნდა აღიაროს, რომ კარგი მენეჯერისათვის საჭირო უნარი მან დინამოში ვერ გამოავლინა და თვითონაც უნდა გადავიდეს დინამოს დუბლებში!!!

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?

ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!

ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა

უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა

გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის

ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა

დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება

ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ

"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ

ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა

ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო

ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]

ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა

ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...

ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა

გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში

ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა

დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს