სერენას რაფა და როჯერი უნდა
ქალებმა მეორე ნახევარფინალური წყვილი დააკომპლექტეს. მათი პროგრამა მორიგი იტალიური დერბით გაიხსნა. საინტერესოა, რომ გასულ წელსაც, ამავე სტადიაზე ორი იტალიელის მატჩი გაიმართა. მაშინ სარა ერანიმ რობერტა ვინჩი დაამარცხა. ამჯერად ეს უკანასკნელი ფლავია პენეტას ხვდებოდა. ურთიერთშეხვედრებში მათ თანაფარდობა ჰქონდათ - 4:4.

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ვინჩიმ ორჯერ დაიბრუნა დაკარგული საკუთარი მოწოდება, 2:4-ზე კი სამმაგი ბრეიკ-პოინტიდან გადაარჩინა საკუთარი გეიმი. თუმცა სეტის ბოლოს პენეტამ ორი თანაბარი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა და პარტიაში გამარჯვება გამოსტაცა მეტოქეს. მეორე სეტი პენეტასთვის გაცილებით იოლი გამოდგა - ის მხოლოდ 20 წუთი გაგრძელდა და ვინჩიმ მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. ფლავია კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში.

ამ ეტაპზე მისი მეტოქე ბელორუსი ვიქტორია აზარენკა იქნება, რომელმაც, მოლოდინისამებრ, ორ სეტში დაამარცხა სლოვაკი ვეტერანი დანიელა ჰანტუხოვა. ამ უკანასკნელს მეოთხედფინალამდე განთესილი მეტოქე არ ჰყოლია - მან დაამარცხა კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში გასული ორი ჩოგბურთელი და "უაილდ-ქარდის" ორი მფლობელი. საინტერესოა, რომ პირად შეხვედრებში აზარენკა და ჰანტუხოვა თანაბრად მიდიოდნენ - 2:2.

შეხვედრის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ შემდეგ აზარენკამ მოუმატა და წინ გაიჭრა. ჰანტუხოვა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ აზარენკა აქტიურად მოქმედებდა, შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანა და მეტოქეს შანსი არ მისცა. პირველი სეტი ნახევარ საათში დასრულდა - 6:2.

მეორე სეტში ვიქტორიამ უფრო მეტი შეცდომის დაშვება დაიწყო, რამაც ჰანტუხოვას ბრეიკი მოუტანა. თუმცა ამას მოჰყვა სლოვაკის ჩავარდნა - ის შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და აზარენკამ მალე დაიბრუნა უპირატესობა. მართალია, მან მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო, სამაგიეროდ, მიღებაზე ითამაშა კარგად და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა - 6:2, 6:3.

¼-ფინალი

ფლავია პენეტა (იტა)-რობერტა ვინჩი (იტა, 10) 6:4, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:2, 6:3.

½-ფინალი

ს. უილიამსი (1)-ნა ლი (5); პენეტა-აზარენკა (2).

სერენას რაფა და როჯერი უნდა

ქალებს შორის მსოფლიოს პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ უარს არ იტყოდა მიქსტში ესპანელ რაფაელ ნადალთან ან შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან ერთად გამოსვლაზე.

"დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მიქსტს ავსტრალიაში ან პარიზში, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაფიქრება შეიძლება, - ამბობს უილიამსი აშშ-ის ღიას ოფიციალურ ვებგვერდზე. - შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. კიდევ რამდენიმე წელი მაქვს ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად. თუმცა მე წყვილებში გამოვდივარ, სამივე თანრიგში თამაში კი შეუძლებელი იქნება. არ მინდა წყვილებს თავი დავანებო მიქსტის გამო. ასე რომ, სიტუაცია არც ისე მარტივია".

უმცროს უილიამსს კარიერაში მხოლოდ ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსის შერეულ წყვილთა თანრიგი არ აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ-ის ღია პირველობა: ტორნადო, სახელად სერენა

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ნა ლი დედა გახდება
ᓚᓘ ᓓᓐ ᓠᓝᓓᓠᓘᓒᓔᓡᓘ ᓒᓐᓘᓧᓐᓠᓜᓔᓜ
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ᓣᓘᓛᓑᓚᓓᓝᓜᓘ 2014: ᓐᓖᓐᓠᓔᓜᓙᓐ ᓯᓔᓠ ᓣᓤᓝᓠᓛᓝᓐ
სინგაპური 2015: უშანსოდ არავინაა
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული თხოვდება
ᓩᓘᓜᓔᓚᓛᓐ ᓜᓐ ᓚᓘᓛ 32 ᓬᓚᓘᓡ ᓐᓡᓐᓙᓨᓘ ᓙᓐᓠᓘᓔᓠᓐ ᓓᓐᓐᓡᓠᓣᓚᓐ
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
სინგაპური 2015: "წითლებმა" დაამთავრეს
ფოტო-NEWS: რიო ქრისტეს ქანდაკებიდან
აშშ-ის ღია პირველობა ციფრებში
რეიტინგები: ვინ წავა სინგაპურში?
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
გასული წლის 10 მოვლენა მსოფლიო ჩოგბურთში
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
ᓐᓨᓨ-ᓘᓡ ᓦᓘᓐ ᓜᓐ ᓚᓘᓡ ᓒᓐᓠᓔᓨე ᓩᓐᓘᓕლᓘᓡ