ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ზესტაფონი" თორნიკე გორგიაშვილს მაინც ვერ ელევა

"ზესტაფონი" თორნიკე გორგიაშვილს მაინც ვერ ელევა

ანუ, როცა გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ... გასაჩივრებას მაინც ექვემდებარება
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და თორნიკე გორგიაშვილს შორის დავა გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული სპორტული არბიტრაჟი გამოიტანს...

საქმის პერიპეტიებს შეგახსენებთ. წინა საფეხბურთო სეზონში "ზესტაფონს" პრობლემები შეექმნა და ფეხბურთელების ვალი დაუგროვდა. გაურკვევლობა სეზონებს შორის პერიოდშიც გაგრძელდა, სეზონის დაწყებამდე კი ყველაფერი მოგვარდა, ოღონდაც, "ზესტაფონის" 25 წლის ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი კლუბში არ გამოცხადდა და ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტს მიმართა - თავისუფალი აგენტის სტატუსი მომანიჭეთო, რაც კლუბთან ხელშეკრულების გაუქმებასაც გულისხმობდა.

ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა საქმე და გორგიაშვილის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა. გორგიაშვილმა მიმართა სააპელაციო კომიტეტს, რომელმაც ფეხბურთელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ისიც განაცხადა - გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო.

ახლა უკვე "ზესტაფონმა" გამოიდო თავი და სპორტულ არბიტრაჟს მიმართა, რომელმაც საქმე წარმოებაში მიიღო, მიუხედავად სააპელაციო კომიტეტის ზემოთ ხსენებული განცხადებისა.

ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის იურისტს ვკითხეთ და ასეთი განმარტება მივიღეთ - თურმე, ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრება სპორტულ არბიტრაჟში შესაძლებელია გამონაკლისების გარდა, მაგალითად, როცა საქმე ეხება თამაშის წესების დარღვევას, ერთიდან ოთხ მატჩამდე დისკვალიფიკაციასა და ტექნიკურ საკითხებს, გორგიაშვილისა და "ზესტაფონის" საქმე კი ამ გამონაკლისებში არ შედის.

ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული სპორტული არბიტრაჟი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის დირექტორი ჯიმშერ ტყებუჩავა გახლავთ. როგორც მან გვითხრა, "ზესტაფონის" საჩივრის განხილვა დაახლოებით ორი კვირაში დაიწყება და არბიტრიც (ანუ მოსამართლე) დაახლოებით იმ დროისთვის დაინიშნება.

ტყებუჩავასვე თქმით, გადაწყვეტილების გამოტანის დროს არბიტრაჟი ფიფას კანონებს გაითვალისწინებს.

"ზესტაფონის" პოზიცია გასაგებია - თუ გორგიაშვილთან დავას წააგებს, შეიქმნება იმის ალბათობაც, რომ კლუბის სხვა ფეხბურთელებმაც მოითხოვონ თავისუფალი აგენტის სტატუსი და გუნდის შემადგენლობა, ფაქტობრივად, განახევდრეს. ესეც რომ არა, გორგიაშვილი სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია, კლუბი მას წვრთნიდა, ხელფასს უხდიდა და, რა თქმა უნდა, მის გასხვისებაში გარკვეული თანხის მიღებასაც ვარაუდობდა.

მეორე მხრივ, ფეხბურთელის ინტერესებიც გასათვალისიწნებელია...

მოკლედ, ბრძოლა გრძელდება და სიახლეებს კიდევ ორი კვირა უნდა ველოდოთ. მანამდე კი ისიც შევიტყვეთ, რომ "ზესტაფონმა" ფეხბურთის ფედერაციას მიმართა - დავის დასრულებამდე გორგიაშვილს სხვა გუნდში გადასვლის ნებას ნუ დართავთო.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ფედერაციას "ზესტაფონის" ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილებია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თავისუფალი თორნიკე გორგიაშვილით გორის "დილა" დაინტერესდა

თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონთან" ბრძოლას აგრძელებს

ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!

თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს

თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია

• ალეკო1981

სპორტული არბიტრაჟი არ არსებობს საქართველოში და არც შეიძლება არსებობდეს. როგორც ჩანს განუკითხაობაა ფედერაციაში და ალბათ ამის შესახებ ფიფას და უეფას ეცნობება.

• nika

ანუ რა გამოდის, რომ კოკაია ასაჩივრებს მაგრამ აზრი არ აქვს? ვერავინ ურჩევს მერე?!

• sasha

ნიკა, ნუ გეშინია ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული. საქართველოში არბიტრაჟები შექმნილია არბიტაჟის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რომლებიც წარმოადგენენ შპს-ების სახით დაფუძნებულ ორგანიზაციებს, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი, ან ქვეყნის სხვა კანონი, არ ცნობს სპორტული დავის განხილვის ცალკე აღებულ შემთხვევებს, არც სხვა რაიმე მუხლია არბიტრაჟის შესახებ მოქმედ კანონში, რომელიც სპორტული დავის განხილვის შესაძლებლობას შექმნის, მით უმეტეს ფეხბურთელისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მინიჭების შემთხვევას. არბიტრაჟის შესახებ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის,, ფეხბურთელისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მინიჭება და ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელსაც არ ერთვის ქონებრივი ხასიათის მოთხოვნა, ვერ გახდება არბიტრაჟის განხილვის საგანი, რადგან აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, ან ყველა შემთხვევაში გახდება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

• ნიკა

კაროჩე "კარაბას ბარაბასს" ნაღდად ამ ბიჭის "გაფუჭება" აქვს გადაწყვეტილი. თუ მე არა მაშინ არავისო და თუ მოიგებს ამ მასკარადს კოკაია, ნამდვილად დასჯიან გორგიაშვილს და თანაც უსამართლოდ! ტრეფიკინგის მსხვერპლის დასჯა წარმოგიდგენიათ? თან ტრეფიკიორი ჩიოდეს? ძალიან მინდა გორგიაშვილმა შექმნას ის პრეცედენტი რომელიც ფეხბურთის გაჯანსაღებას ძალიან წაადგება, აღარ იპარპაშებენ კოკაიას და მისნაირები და ერთხელ და სამუდამოდ ექნებათ შიში გორგიაშვილის პრეცენდენტისა. წარმატებები გორგი.

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს

ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო