თბილისელი არქიტექტორის მომზადების უნიკალური მეთოდის უარყოფითი მხარე ისაა, რომ დასაჯერებლად ძნელია
ქართველი ფეხბურთელების ფიზიკური სისუსტე ცნობილი ამბავია. ახალი (უცნაურიც) კი ის არის, რომ ამ პრობლემის მოგვარება, თურმე, დატვირთვების გარეშეც ყოფილა შესაძლებელი.

დიახ, თბილისელმა არქიტექტორმა გუჯა კახაძემ სპორტსმენების მომზადების უნიკალური მეთოდიკა - "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე" - შეიმუშავა. ის მოკლე პერიოდში აღწევს შედეგს, თუმცა ჩვენში რატომღაც სიახლეების დანერგვას ერიდებიან.

კახაძის მეთოდი კი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ფიზმომზადების სპეციალისტები ეყრდნობოდნენ.

აი, რას გვიყვება ჩვენი რესპონდენტი:

წარუმატებელი მძლეოსნის აღმოჩენა

- ინერგება აზრი, თითქოს ქართველები ფიზიკურად სუსტები ვართ. არადა, საპირისპიროს ამტკიცებს კიევის "დინამოს" ფიზმომზადების ყოფილი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ავარჯიშებდა. მეც ამ აზრზე ვარ - გენეტიკურად, ქართველები ფიზიკურად ძლიერები ვიყავით და ვართ, მაგრამ სპორტსმენების სწორად მომზადება არ ვიცით, რაც ადვილი საქმეა.

10 წელია, ვარჯიშების ახალი სისტემა შევიმუშავე, რომელსაც მოკლე დროში ფიზიკური კონდიციების საგრძნობი მატება და ორგანიზმის მაქსიმალური გაჯანსაღება შეუძლია; თანაც, სპორტსმენი მინიმალურ ენერგიას ხარჯავს. აქ 90 პროცენტი ფსიქოლოგიური მომზადებაა და მხოლოდ 10 - ფიზიკური, ისიც დატვირთვის გარეშე. ამ დროს პულსიც არ უჩქარდებათ.

რაც შეეხება თავად მეთოდს. ყველაფერი ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება. მძლეოსანი ვიყავი, თანაც წარუმატებელი და კიდევ კარგი, ასე იყო. რაც უფრო მეტს ვცდილობდი, შედეგები მით უფრო მიუარესდებოდა და მე-9 კლასში სპორტს შევეშვი.

მიზეზებზე ბევრი ვიფიქრე და სრულიად შემთხვევით ერთ აღმოჩენამდე მივედი. არსებობს დაფარული ცოდნა, რომელსაც კომუნისტები გვიმალავდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არქივები გაიხსნა და ისეთი მასალები აღმოვაჩინე, დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი - სპორტსმენი ვარჯიშით კი არ უნდა მოკლა, არამედ მრავალმხრივი უნდა გახადო.

არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე და ვიცი, რომ უმცირესი ენერგია სხვა ენერგიასთან რეზონანსში საოცარ ძალას წარმოქმნის და შენობებს ანგრევს. მაგალითად, ჯარისკაცებმა ხიდზე მწყობრი ნაბიჯით თუ გაიარეს, ხიდი დაინგრევა.

ამას გარდა, ეკლესიური სწავლებიდან ვიცით, რომ ადამიანს ენერგიის ოთხი წყარო გააჩნია - ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი. ჩვენი სპორტსმენები მხოლოდ ფიზიკურს იყენებენ. არადა, დანარჩენი სამიც აუცილებელია. ვიფიქრე, ფიზიკურ ენერგიას სხვა წყაროსთან რეზონანსში თუ მოვიყვანდი, ადამიანი უდიდეს ძალას წარმოქმნიდა და ვერ დაიღლებოდა.

საბოლოოდ, ამ რეზონანსის გამოწვევა მოვახერხე.

ევრიკა! იკურნებიან!

- თუ ტრადიციული მეთოდით ბავშვის მომზადებას წლები სჭირდება, ჩემთან ეს 47 დღეში ხდება. უბრალოდ, ვასწავლი, როგორ გააკეთოს საქმე იოლად. ამის შემდეგ ვისთანაც უნდა მივიდეს, ვერ დაიღლება, რადგან მოძრაობაში ფიზიკურ ენერგიას არ ხარჯავს - ის ხომ ტრადიციული ერთის ნაცვლად, ენერგიის ოთხი წყაროდან იკვებება. ამიტომაა, ჩემთან ნავარჯიშები სპორტსმენები უდიდეს შვებას რომ გრძნობენ. ოღონდ ამ ენერგიების გამოყენება უნდა ასწავლო.

ამ მეთოდით ჯერ ჩემი შვილი ვავარჯიშე. ფეხბურთიდან დაბრუნებული კიდევ საათნახევარი ისე ვარჯიშობდა, არ იღლებოდა. მერე სხვებმაც გაიგეს, მათაც დავეხმარე და მერე ხალხმა თავად მომაკითხა.

ბევრი ცნობილი სპორტსმენი მახსენდება, გაოცებული რომ წასულა ჩემგან...

ამ ვარჯიშებით მეორე აღმოჩენამდეც მივედი: ერთხელ ტრავმირებული ბავშვი მოვიდა - მუხლი მტკივა, ორ დღეში თამაში მაქვს და უნდა ვითამაშოო. ორი დღის შემდეგ ტკივილებმა გაუარა და თავადაც გაოცებული დავრჩი. მერე იგივე სხვასთანაც რომ განმეორდა, მივხვდი, რაღაც ხდებოდა. საბოლოოდ, ამ შემთხვევების წყალობით, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეთოდი ტრავმირებულთა განკურნებასაც უწყობდა ხელს.

სხვა მაგალითსაც გეტყვით: ამბობენ, მენისკი პროფესიული დაავადებააო. არადა, ეს არასწორი სირბილის შედეგია. მაგალითად, ჩემთან მოსულ არც ერთ ფეხბურთელს მენისკი არ აწუხებს. მეტიც, ბევრს დაუსვეს ეს დიაგნოზი, მაგრამ ჩემთან ყოველგვარი ოპერაციის, რეაბილიტაციისა და დიდი ხარჯის გარეშე, ვარჯიშით გამოჯანმრთელებულა, გარდა იმისა, რომ სწორი მოძრაობა სპორტსმენს ფიზიკურად აყალიბებს და აჯანსაღებს კიდეც.

ეს ბავშვობაში არასწორად ნასწავლი სირბილის შედეგია, რაც წლების შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ბავშვმა დილიდან დაღამებამდე ეზოში ითამაშოს, მაგრამ ის ამ დროს ერთობა, საფეხბურთო სკოლაში კი საათ-ნახევარი თუ ორი საათი ვარჯიშით იღლება და მერე იფიტება.

მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვს ძვლის მოტეხილობის დიაგნოზი დაუდგინეს და ერთი წლით დასვენება ურჩიეს. რეალურად, ქუსლი სტკიოდა და ორ დღეში ჩვეულებრივ დატვირთვებზე გადავიყვანე. ორკვირიანი კურსით ფეხბურთელს სწორ სირბილსაც ვასწავლი, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამის შემდეგ 15 კილომეტრს ძუნძულით ისე ირბენს, დაღლა გამორიცხულია. არ დავმალავ, ამ მეთოდის გამო ბევრი ჩემში მტერს ხედავს.

კონკურენცია და შიში

- ლოგიკურად ისმის კითხვა: რატომ არც ერთი ნაკრები და კლუბი არ მომმართავს? ბევრი მცდელობაც მქონდა, ხმა მიმეწვდინა, ორ გუნდთან ვიმუშავე კიდეც და ერთი კვირის შემდეგ შედეგიც დაინახეს, ბიჭები დაფრინავდნენ, დაღლა არ იცოდნენ, მაგრამ ორივე მწვრთნელთან პრობლემა შეიქმნა. გარკვეულწილად, ჩემში კონკურენტს ხედავდნენ, ისინი კი მიჩვეულები არიან, რომ ფიზმომზადების მწვრთნელის საქმე შეითავსონ, უფრო - საფეხბურთო სკოლებში.

დატვირთვებს ისინი ადგენენ მაშინ, როცა ადამიანის ორგანიზმს ყველა არ იცნობს - როდის და რა დოზით დატვირთოს ბავშვი და ასე შემდეგ...

ბევრიც ვერ ხვდება, რომ ჩემი მეთოდი სულიერებისა და მეცნიერების ცოდნის შედეგად შევიმუშავე და არ არის შარლატანობა, მაგრამ ამით მწვრთნელებს დისკომფორტი ექმნებოდათ. კლუბების პრეზიდენტებსაც ლოგიკით ვერ აუხსნი, რომ ფეხბურთელის მომზადება დატვირთვის გარეშეც შესაძლებელია. ის ხომ ამის შესახებ პირველად ფიზმომზადების მწვრთნელს ეკითხება, რომელიც ეუბნება, რომ ჩემი მეთოდი ბლეფია.

მათი კარგად მესმის, მათ იციან ის, რაც ასწავლეს. სხვაგვარი მომზადება ვერც წარმოუდგენიათ, მაგრამ შედეგი რომ გვაქვს, ეს ფაქტია და ვერავინ უარყოფს.

უმოკლეს დროში ჩემი მოსწავლეების შედეგები იმდენად დაუჯერებელია, ვინმეს რომ გაუმხილონ, აბსურდულად მოეჩვენებათ და, შესაძლოა, გიჟადაც ჩათვალონ. მეორეცაა - გუნდები სხვაგან ვარჯიშს უკრძალავენ და გაჩუმებას ამჯობინებენ.

მუჯირს, კალაძეს და კობახიძეს არ უნანიათ...

- იქნებ ახლა დაინტერესდნენ და ეს მეთოდი ქართულ ფეხბურთში გამოვიყენოთ. არასწორი იქნება იმის თქმა, თითქოს კარგად არ მიცნობენ და ამიტომ არ მენდობიან. მაგრამ ეს მეთოდი ბევრის წარმოდგენაში არ ჯდება.

რამდენიმე პროფესიონალი ფეხბურთელი მოვიდა და რაც ვიცი, არ უნანიათ. მაგალითად, დავით მუჯირი, კახა კალაძე, სანდრო კობახიძე...

ამ მეთოდის უარყოფითი მხარე ისაა, რომ დასაჯერებლად ძნელია. სხვა უარყოფითი ჩვენება არ გააჩნია. პირველად საჯაროდ ეს მუჯირმა განაცხადა, რადგან იაპონიაში წასვლამდე შედეგები ნახა. არადა, ექიმისგან დატვირთვები აკრძალული ჰქონდა, წელი სტკიოდა და მოვურჩინე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელს სიარულითა და სირბილით ვარჩენ.

მე ვიცი თავის ტვინის ის თვისება, რაც ადამიანის ფიზიკურ გაჯანსაღებასაც იწვევს და ისიც ვიცი, ეს თვისება როგორ გავააქტიურო. ესეც დაუჯერებელია და უცნობთან რომ თქვა, გიჟად ჩაგთვლიან. ერთი ფეხბურთელი კი, ეს რომ თქვა, გუნდიდან გააგდეს...

ქვეყნის ღირსების საკითხი

- ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, რამდენიმე მწვრთნელმა, სელექციონერმა და აგენტმა საკუთარი თვალით ნახა ვარჯიშის შედეგები და დარწმუნდა, რომ მართლაც თვისობრივად ახალი მეთოდია და, ასე ვთქვათ, სპორტული ექიმბაშობა არ არის. საქმე ისაა, რომ სპორტსმენთა მომზადების ყველა ძველმა მეთოდმა უკვე თავისი დრო მოჭამა და წამყვანი ქვეყნები ახალ გზებს ეძებენ, რაშიც უზარმაზარ თანხებს იხდიან.

ჩემი მეთოდის შესახებ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში იციან, სერიოზული შემოთავაზებებიც მივიღე და საქართველომ არ უნდა გამოიყენოს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლია ნარიმანიძე
ჩვენ ერთი რამ გვჭირს ქართველებს ოდითგანვე-არ გვაქვს მიმღებლობა სხვათა აზრების რადგან საკუთარი უკეთესად გვეჩვენება... როცა სხვა გამოიყენებს ჩვენს მოქალაქეს მერე ვყვირით ვაუ რა მაგრებივართო. ვინც ჭკვიანია კი უსმენს და იყენებს ბ ნ გუჯას და შედეგსაც იღებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ სინამდვილეა რა მეთოდებსაც იყენებს გუჯა ბატონი. ჩემს შვილს გარდატეხის ასაკში დაეწყო წელის პრობლემები და ექიმების გარეშე და წამლების გარეშე მოუგვარა ეგ პრობლემა სწორი სიარულით მხოლოდ 5 გაკვეთილში. წლები გავიდა და არც წელი და არც სიარულის დროს დაღლა არ იცის დიდება უფალს და მადლობა გუჯას. სანამ გვყავს ხალხო დავაფასოთ თორემ იგივე შეცდომა განმეორდება როგორც არაერთი ქართველის მიმართ მოხდა
ლია ნარიმანიძე
ჩვენ ერთი რამ გვჭირს ქართველებს ოდითგანვე-არ გვაქვს მიმღებლობა სხვათა აზრების რადგან საკუთარი უკეთესად გვეჩვენება... როცა სხვა გამოიყენებს ჩვენს მოქალაქეს მერე ვყვირით ვაუ რა მაგრებივართო. ვინც ჭკვიანია კი უსმენს და იყენებს ბ ნ გუჯას და შედეგსაც იღებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ სინამდვილეა რა მეთოდებსაც იყენებს გუჯა ბატონი. ჩემს შვილს გარდატეხის ასაკში დაეწყო წელის პრობლემები და ექიმების გარეშე და წამლების გარეშე მოუგვარა ეგ პრობლემა სწორი სიარულით მხოლოდ 5 გაკვეთილში. წლები გავიდა და არც წელი და არც სიარულის დროს დაღლა არ იცის დიდება უფალს და მადლობა გუჯას. სანამ გვყავს ხალხო დავაფასოთ თორემ იგივე შეცდომა განმეორდება როგორც არაერთი ქართველის მიმართ მოხდა
QWERTY
გუჯა კახაძე მოდით სიმართლე ვთქვათ. შენი პრობელმა ის არის რომ არ იცი არც მეთოდიკა და არც წესები შენი შეთავაზება-წინადადების საჯაროდ გამოტანის, ადრესატამდე მიტანა, არ იცი როგორ უშფოთველად და ადვილად დაარწმუნო ხალხი უფასოდ და ლამაზად რომ რაღაც შეგიძლიათ. თქვენ არქიტექტორები და ასტროფიზიკოსები მგონი საერთოდ არ უსმენთ იმათ ვისთანაც საუბარი გიწევთ. ორი დიდებული არქიტექტორი ხართ, შენ და ტარიელ კაპანაძე. რაღა ის დაათრევს თავის 20 წლის წინანდელ გამოგონებას ეთერიდან ელენერგიის მიღების მეთოდისა და ვერც თავს გამოადგა, ვერც ხალხს და ვერც სახელმწიფოს,ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოის მაგრამ ისე წავა იმ ქვეყანდ რომ მისი კაპაგენი დარჩება დაუნერგავი. თუმცა ათეულობით მამტკიცებელი ვიდეოები დევს რომ ეს მუშაობს მაგრამ თვით ავტორი ყველაფერს შვება რომ მისი გამოგონება არავის გამოდგეს და ვერავინ გამოიყენოს წესიერად.ასევე გჭირს შენაც, ამდენი წლებია ამ თემით დარბიხარ და უბრალოდ ერთი ჭ კლასის კლუბიც კი არ აიყვანე სავარჯიშოდ (ახალ პირობებში შეგეძლო თვითონ შეგექმნა კლუბი სამოყვარულო და აქეთ მოგცემდნენ ფულს) რომ ფაქტობრივი მტკიცებულებები გამოგეტანა სხევბისაგან დამოუკიდებლად და არა ყოველთვის იმას წუწუნებდე რომ შენ გმტრობენ, რომ არავის უდნა შენი მოსმენა და გაგონება. ასეთივე დღეშია ასტროფიზიკოსი ემზარ ხვიჩია რომელმაც იმდენი ჰქნა რომ მის მიერ აღმოჩენილი თეორია თუ მეცნიერება სახელად ნოოლოგია, გახადა საქვეყნოდ საქილიკო საქმედ, თუმცა რეალობაში ბევრ საინტერესო რაიმეს ხსნის ის კაცი, მაგრამ თუ საზოგადოებასთან ურთიერთობა და საკუთარი წინადადების მიტანა არ ისწავლეთ, თუ ყველგან თქვენ მტრები გეჩვენებათ, მოყვარეს ვერასოდეს დაინახავთ. არავინ აყენებს ეჭვქვეშ რომ რაღაც საინტერესო გაქვთ მოფიქრებული მაგრამ ისწავლეთ არა კლუბებისა და ვიღაცეებისათვის,არამედ საზოგადოებისათვის შეთავაზება და მიაღებინეთ საზოგადოებას თქვენი მეთოდი და აზრი,შემდეგ უკვე მას ვერავინ უარყოფს. წარმატებები ამჯერად მაინც.
haha
ქართულ ფეხბურთს გუჯა კახაძე კი არა მამა ღმერთი ვერ უშველის. თქვენ მართლა გჯერათ, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემები სუსტ ფიზიკურ მომზადებაშია. არ დაიჯეროთ, არა და ვერა. მთავარი ტვინი არ გვაქვს არც ტრენერს, არც ფეხბურთელს, არც მენეჯერებს და არც ქომაგებს. ბატონო გუჯა, თქვენი მეთოდი ტვინის გასავარჯიშებლად თუ გამოიყენება?
გიორგი
არაა საჭირო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება, მე ეგ ჩემს ფეხბურთელ შვილებზე(ტყუპებზე ), გამოვცადე, მალე იგლებოდNენ ეხლა კი დაახლოებით 8-10 ვარჯიშის მერე თითქმის 2 ტაიმს თამაშობენ და რომ გამოყავს მწვრთნელს კიდევ უნდათ თამაშის გაგრძელება და ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებთ.
ვაიკიკი
როდემდე უნდა იყვნენ ასე ტვინგაყინულები ამ სპორტის ფედერაციებში? სინჯეთ, თქვენი რა მიდის, თქვე დალოცვილებო და თუ შედეგი გექნებათ, ეს ხომ უნიკალური შემთხვევა იქნება და ამ მეთოდის დანერგვის პიონერებიც ვიქნებით! ვაი თქვენ პატრონს!
David
გამარჯბა გუჯა! ძალიან მინდა, რომ ერთი ჭკვიანი ადამიანი მაინც გამოჩნდეს და შენი ნათქვამის გადამოწმების მიზნით მაინც საჯარო ექსპერიმენტი ჩაგატარებინოს.......
murtalo
...საკვირველია, ამ კაცის შესახებ თითქმიწ 10 წელია მესმი, მაგრამ ნუთუ არავის არა მოუვიდა თაში მისი საჯაროდ გამოყვანა და რამენაირი კონსილიუმის შექმნა ყველა მომხრე და მოწინააღმდეგე რომ დავაპირისპიროთ?...და თუ 1 %-მაინც გაამართლებს მისი მეთოდი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?...აბა სულ ქეცბაიას მეთოდებით ვიმუშაოთ?...ეს უკვე საკვირველზე ცოტა მეტია?!
zviadi
ღმერთმა გაგახაროთ ბატონო გუჯა როგორც ეხლა თქვენ მე გამახარეთ მარტო მაგ სიტყვებით!!
guja_kakhadze
zviadi! 47 ვარჯიში საშუალებას მოგცემს, რომ საქართველოში ფიზიკურად ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდე. კიდევ ერთხელ 47 ვარჯიში უცხოეთისთვის საჭირო ფიზიკურ ფორმაში ჩაგაყენებს.
zviadi
ბატონო გუჯა, ჩემი ოცნება არის დიდი ფეხბურთის თამაში.. ვარ 20 წელზე მეტის ახალგაზრდა, უვარჯიშებელი და უთამაშებელი (17-18 წლიდან დავანებე თავი ფეხბურთში ვარჯიშს, მიზეზების გამო). რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი თქვენი ვარჯიშებით, რომ მივაღწიო იმ ფიზიკურ კონდიციას რაც პროფესიონალ ფეხბურთელს მოეთხოვება დიდი ფეხბურთის სათამაშოდ? იქნება მეორე ლიგის "ჩხერიმელა" და "საპოვნელა" გუნდებში მაინც შევძლო თამაში..
zviadi
ეს სიმართლეა!
guja_kakhadze
ciba! გულით ავადმყოფებთან რამდენჯერმე ვცადე. ძირითადად ასაკოვან ხალხთან. სირბილი ყველა მათგანმა შესძლო და კმაყოფილები წავიდნენ. დატვირთვის ოდენობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს. მე ვასწავლი იგივე მოცულობის მოძრაობა დატვირთვის გარეშე როგორ შეასრულოს, ამიტომ გაჯანსაღება ბევრად სწრაფად ხდება.
ciba
სანდროს კლასელია ჩემი ბიჭი და აქ რომ იყო სანდრიკა ჩამოსული,ვკითხე ამ მეთოდის შესახებ.მართალს ამბობს ეს ადამიანი, სანდრომაც დაადასტურა ამ ვარჯიშების უნიკალური შესაძლებლობის შესახებ.
ciba
ბატონო გუჯა,ძალიან საინტერესოა,გულით ავადმყოფებთან თუ გამოგიყენებიათ ეს მეთოდი.მაგალითად კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
guja_kakhadze
baden ! მეთოდი ფეხბურთელებისთვის შევქმენი, მაგრამ რაგბისტებთან, კალათბურთელებთან, ჩოგბურთელებთან, ფრებბურთელებთან, მოჭიდავეებთან და მოჭადრაკეებთან (ცაიტნოტში აღარ ჩავარდნილან) ვიმუშავე და ყველას მაქსიმალური შედეგი ჰქონდა.
baden
მგონი უეჯველს იძახის ეს კაცი. ეს კაცი აკლია ჩვენს ფეხბურთს . მარტო ფეხბურთელებს ამზადებთ ბატონო გუჯა?
guja_kakhadze
ბექა! ფეხბურთელის საუკეთესო ფორმაში ჩაყენებას წლები სჭირდება და 47 დღეში მაქსიმალური შედეგის ჩვენება რატომ არ გიკვირთ? 2 დღეში 47 დღის ჩატევა კიდევ უფრო ძნელია, მაგრამ შესაძლებელია (სხვაგვარად ჩვენს ნაკრებს ვერ დავეხმარებით) და იმდენად დამღლელი მწვრთნელისთვის, რომ ძალების აღდგებას 5 დღეს ვანდომებ. სამედიცინო თვალსაზრისით კი უკვე შეფასებულია. ექიმები თვითონ მოდიან და ჯანსაღდებიან!!!! MIRIANI ! გაგიკვირდება და ჟურნალისტებს არ აწყობთ ჩემი პირდაპირ ეთერში გაშვება. მაშინ იძულებული ვიქნებოდი გულშემატკივრების შეკითხვებზე მეპასუხა და სიმართლე გაირკვეოდა. რუსთავი 2 მოვიდა, გადაიღო სიუჟეტი და აღარ გაუშვა. dave ! ჩემთან ნავარჯიშები ფეხბურთელების და მათი მშობლების მოსაზრებები დევს ჩემი ფეისბუქის გვერდზე. დამიკავშირდი: 591 287 212
მაგალითად, დავით მუჯირი, კახა კალაძე, სანდრო კობახიძე...
რიჟამ არაოოოოოოოოო !
arcvin
კარგი პოსტი აქვს MIRIANI. " მაგალითად, დავით მუჯირი, კახა კალაძე, სანდრო კობახიძე... "თუ არა და დაურეკეთ მაინც ამ ხალხს და ჰკითხეთ. რა უბედურებაა ამდენი მკითხაობა ერთის მხრიდან და წუწუნი-მეორედან
gela
ბატონო გუჯა გუნდს ვერ გამიკეთებთ სადმე?
MIRIANI
ამას ჭირდება ერთი რომელიმე ჭურნალისტის ინტერესი და კარგი გადაცემის მომზადება, სადაც სამედიცინო კუთხითაც გაანალიზებული იქნება კომპეტენტურ ხალხთან ერთად გუჯა კახაძის მეთოდის პლუსები და მინუსები. იქნებ მართლა რაღაცას მიაგნო ამ კაცმა??? თუ არადა ის მაინც გვეცოდინება, რომ არ ვარგა ეს მეთოდი და დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ ეს სპეკულაციები. ან ასეთი გადაცემა ნებისმიერ ეთერში რამხელა ინტერესს გამოიწვევს ხომ წარმოგიდგენიათ??? გეზარებათ???
dave
გამარჯობა ბატონო გუჯა. საინტერესოა ეს რასაც თქვენ ბრძანებთ. სად შეიძლება თქვენი ნახვა და ვარჯიშის დაწყება. იქნებ დადოთ აქ საკონტაქტო ინფორმაცია. მადლობა წინასწარ.
ბექა
100000 ევროს ღირებულების სპორტსმენები და მითუმეტეს ფეხბურთელები ერთეულებია საქართველოში და ვისაც მაგხელა ფასი აქვს ისინიც უცხოურ კლუბებში თამაშობენ,სადაც თავიანთი სამედიცინო მომსახურეობა აქვთ საკმაოდ მაღალ დონეზე. აქ საუბარია იმ პორტსმენებზე რომლებიც საქართველოში თამაშობენ და მათი შემოსავალი ნამდვილად არ არის მაღალი(სამწუხაროდ) და კიდევ ცოტა გაუგებარია 47 დღე როგორ უნდა მოაქციო 2 დღეში? და თუ ეს შესაძლებელია მაშინ რაღა საჭიროა 47 დღე? საინტერესოა აგრეთვე სამედიცინო თვალსაზრისით თქვენი მეთოდის შეფასება სპეციალისტების მიერ
guja_kakhadze
ზურა - მიშა ბარაბაძე საფრანგეთში თავის გუნდში რომ დაბრუნდა მწვრთნელს გაუკვირდა იმდენა ჰქონდა სისწრაფე გაზრდილი. როდესაც აუხსნა ჩემი მეთოდი, მწვრთნელმა უბრალოდ არ დაუჯერა. მასეთი რამ არ შეიძლება არსებობდესო. ახლაც იქ არის და თავს კარგად გრძნობს.
guja_kakhadze
sss - ჩემი მეთოდი შემუშავებულია პროფესიონალი ფეხბურთელებისათვის. თუ მათ სატრანსფერო ღირებულებას 47 დღეში 100 000 ევროთი გავზრდი 940 ლარი არ უნდა დაენანოთ. თუ 47 დღის სამუშაოს 10 დღეში დამიკვეთავენ იგივე ფასი არ იქნება გადასახდელი (სამართლიანი იქნება ფასი გაიზარდოს). აქ ალბათ ლაპარაკია 2 დღიან ვარჯიშზე ნაკრების წევრებისათვის, რომელთაც უფრო დიდხანს ჩამოსვლა არ შეუძლიათ. როგორ ფიქრობთ: 47 დღის სამუშაო თუ 2 დღეში შევასრულე რამდენის გადახდა იქნება სამართლიანი?
sss
ბ-ნო გუჯა! მე როგორც ვიცი თქვენთან ერთი დღე ღირს 20 ლარი,ე.ი სრული კურსი 940 ლარი,გარდა ამისა დღეებს მნიშვნელობა არა აქვს გინდა 10 დღე იარე გინდა 47,მაინც 940 ლარია გადასახადი და თქვენ თვლით, რომ ეს მისაღებია?
vaxvax
ბატონო გუჯა,საქართველოში ასე თუ ისე გიცნობენ,გამსაკუთრებით სპორტსმენები,მაგრამ რატომღაც არავინ ხმას არ იღებს.თქვენ,რომ საზღვარგარეთ პოპულარული გახდებით, ქართველები მერე გამოიღვიძებენ და იცით რა მოხდება?ბრალს იქეთ დაგდებენ,სქართველოდან გაიქცა დიდი ფულის გამოო.წარმატებებს გისურვებთ
ზურა
ერთი ფეხბურთელი ვარჯიშობდა თქვენთან, ბარაბაძე თუ არ ვცდები.... შედეგს აუცილებლად გაიგებთო ეწერა მაშინ, ვიდეოც იყო დადებული. საწყისი ტესტები თითქოს დადებითი იყო, შემდეგში რა მოხდა?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
გამოვიყენოთ NASA-ს მეთოდი ქართულ ფეხბურთში?
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ორი ტაიმი დაუღლელად - გუჯა კახაძის მიერ შემუშავებული მეთოდიკის "საიდუმლო"
პოლონელებს ფიზიკურად ვაჯობებთ! - "ჯადოქარი", რომელმაც ქეცბაიას დაურეკა...
"ამ ტემპით წლები დაგვჭირდება, რომ უცხოელებს ფიზიკურ მომზადებაში დავეწიოთ"
გუჯა კახაძე: რცხვენიათ აღიარონ, რომ ჩემი მეთოდით ივარჯიშეს
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა