მართალია "სიონი" არასტაბილურად ასპარეზობს, თუმცა ბოლნისელთა კლუბის მწვრთნელ-ფეხბურთელებს "დინამოსთან" საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნებათ
კვირის მატჩების შემდეგ ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდება: მოგეხსენებათ, ამ პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი უნდა ჩაატაროს ესპანეთის ნაკრებთან, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისში ორი ოფიციალური მატჩი ელოდება ჰოლანდიელ და შოტლანდიელ თანატოლებთან (შესაბამისად, 10 და 14 ოქტომბერს).

ვნახოთ, როგორ "განწყობაზე" შეხვდებიან ჩვენი მწვრთნელ-ფეხბურთელები კარსმომდგარ ტურს, რომელიც განსაკუთრებული იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 4 ოქტომბერს საგანგებო განცხადება გააკეთა სოფელ დიცსა და დვანში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს იქნება ქართული საფეხბურთო ოჯახის ხმამაღალი პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ... (იხილეთ ვრცლად)

ჩიხურა-სპარტაკი

დისკვალიფიკაცია: გიორგი გაბედავა (ჩიხურა); კონსტანტინე ხიზანეიშვილი (სპარტაკი)

ეს ორი გუნდი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში არასდროს შეხვედრია.

არადა, "ჩიხურასა" და "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელები, უმაღლეს ლიგაში ყველაზე გამოცდილი სპეციალისტები სოსო ფრუიძე და ვლადიმერ ხაჩიძე ერთმანეთს არაერთხელ დაპირისპირებიან სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გუნდის თავკაცების რანგში.

ერთი შეხედვით, ამ წყვილში ფავორიტად "ჩიხურა" უნდა მივიჩნიოთ,-კომფორტულ, მესამე საფეხურზე რომ მოკალათებულა. ამ დროს კი "სპარტაკი" კვლავაც ბოლო ადგილზეა, თუმცა ცხინვალელთა გუნდის მდგომარეობას კრიტიკული ჯერ მაინც არ ეთქმის.

გურია-დილა

დისკვალიფიკაცია: არავინ

სამწუხაროდ, "გურია" კვლავაც ვერ ახერხებს საშინაო მატჩების ლანჩხუთში ჩატარებას;

თუმცა, უმაღლეს ლიგაში 11-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა გუნდმა დავით მახარაძის ხელმძღვანელობით, "პირობითი მასპინძლის" რანგში სამი მატჩი ჩაატარა ქობულეთში და სამჯერვე გაიმარჯვა.

აი, 6 ოქტომბერს კი "გურიას" პირველად უნდა უხელმძღვანელოს საშინაო მატჩში უკრაინელმა რომან პოკორამ, რომელსაც ერთობ რთული პაექრობა ელოდება ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან (უამრავი დანაკლისისა თუ ცვლილების მიუხედავად), გორის "დილასთან".

ისე, გიორგი დევდარიანის გუნდს თუ უნდა, რომ მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოლოს, მოგებებს სტუმრადაც უნდა "დაეჩვიოს".

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ უმაღლეს ლიგაში "გურია"-"დილას" პაექრობა... 14-წლიანი პაუზის მერე უნდა აღდგეს!

ზუგდიდი-ზესტაფონი

დისკვალიფიკაცია: ირაკლი ქობალია (ზესტაფონი)

ორივე გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო, თუმცა მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო აქვს შედარებით მოკრძალებული მიზნების მქონე "ზუგდიდსაც" და ბევრად უფრო ამბიციურ "ზესტაფონსაც".

საერთოდ კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში იმერლებს სოლიდური უპირატესობა აქვთ: "ზესტაფონი" ერთადერთხელ დამარცხდა (2010 წელს) თავის ხვალინდელ მეტოქესთან.

სხვათა შორის, "ზესტაფონის" შემადგენლობაში 4 ისეთი ფეხბურთელია, წინა თუ იმისწინა სეზონში "ზუგდიდში" რომ თამაშობდა: ირაკლი ქობალია, ლევან კუტალია, გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე.

თუმცა, დღესდღეობით "ზესტაფონის" და წინა წლებში "ზუგდიდის" საუკეთესო ბომბარდირი, 21 წლის ირაკლი ქობალია მომავალ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი

დისკვალიფიკაცია: ლევან კუხალეიშვილი (ვიტ ჯორჯია); დავით კირკიტაძე (მეტალურგი)

...წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება "საინტერესო სცენარით" მიმდინარეობდა: "ვეტერინარებმა" ორჯერ მოუგეს "მეტალურგს" და ორჯერვე რუსთავში იმარჯვეს, აი, მცხეთაში კი ორჯერვე დამარცხდნენ.

საერთოდაც, უკვე დიდი ხანია, "ვიტ ჯორჯია" ვერ ახერხებს "მეტალურგის" საშინაო მატჩში დამარცხებას და ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად, როცა გამოცდილი სპეციალისტის ზურაბ ბერიძის დამოძღვრილი ახალგაზრდა "ვეტერინარები" ახალგაზრდა მწვრთნელის, გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ "მეტალურგში" არაერთი ისეთი ფეხბურთელია, კარიერის არცთუ მცირე პერიოდი "ვიტ ჯორჯიაში" რომ გაუტარებია: გრიგოლ ბედიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ლაშა ჯაფარიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე, დავით მაისაშვილი...

მერანი-ტორპედო

დისკვალიფიკაცია: არავინ

როგორც გნებავთ, ისე აღიქვით, მაგრამ ფაქტია: ეს არის VIII ტურის ერთადერთი მატჩი, სადაც ერთმანეთს... ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან!

ჰო, უკვე არახალი ამბავია, რომ მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილი "მერანია" ამ სეზონის სტარტის სასიამოვნო მოულოდნელობა.

თანაც, "გურიას" მსგავსად, "მერანიც" სხვაგან ატარებს საშინაო მატჩებს, მაგრამ ასპროცენტიანი შედეგით დაიკვეხნის. ოთხი მატჩი და ოთხი მოგება!

საერთოდ კი, "მერანისა" და "ტორპედოს" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ერთობ საინტერესო თანაფარდობაა: ორივე გუნდს სამ-სამი მოგება აქვს და ყოველთვის მასპინძელი იმარჯვებდა!

სიონი-დინამო (თბ)

დისკვალიფიკაცია: არავინ

მოგეხსენებათ, რომ "სიონი" საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებს, მაგრამ ძველი მეტოქეების დაპირისპირება ამჯერად... რუსთავში შედგება!

ისე, უმაღლესი ლიგის "ძველი კადრების" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში აშკარა უპირატესობა დინამოელთა მხარესაა და დუშან უჰრინის გუნდი 6 ოქტომბერსაც შეეცდება თავისი წარმატებული სერიის გაგრძელებას.

აი, "სიონი" კი კვლავაც არასტაბილურად აგრძელებს ასპარეზობას, თუმცა ბოლნისელთა კლუბის მწვრთნელ-ფეხბურთელებს ხომ საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნებათ: ჯერ ერთი, "დინამოსთან" ყველა ცდილობს მაქსიმალურად თავის წარმოჩენას.

ამას გარდა, "სიონის" მთავარ მწვრთნელს გიორგი კიკნაძეს და ფეხბურთელთა სოლიდურ ნაწილს (ზურაბ ბათიაშვილი, რევაზ ქემოკლიძე, ვალერი აბრამიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ირაკლი სამხარაძე, გიორგი კახელიშვილი, კოკა მიკუჩაძე, ლადო ახალაია, გიორგი ჩივაძე) სხვადასხვა დროს "დინამოში" უთამაშიათ.

P.S. შეგახსენებთ, რომ, დებულების თანახმად, საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ოქტომბერში 15 საათზე იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა