თემა რუსეთში მოთამაშე და, ზოგადად, ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს ეხება
ახლახან "კრასნოდარის" ბელორუსმა კაპიტანმა ალექსანდრ მარტინოვიჩმა რუსეთის საფეხბურთო კავშირს პრემიერლიგაში უცხოელ ფეხბურთელზე დაწესებული ლიმიტის გამო უჩივლა. საქმე რეზონანსულია და ამ ფაქტის გამო სააგენტო "როიტერმა" 5 ცნობილი მოთამაშის სია გამოაქვეყნა, რომლებმაც საკუთარი უფლებები სამოქალაქო სასამართლოში დაიცვეს.

ჩვენთვის საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ სიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძეც მოხვდა.

თემა რუსეთში მოთამაშე და, ზოგადად, ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს ეხება - ფეხბურთელთა უფლებების დაცვა საქართველოშიც აქტუალური და პრობლემურია.

ალექსანდრ მარტინოვიჩი

რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის მიერ 2011 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ლეგიონერად ჩაითვალა ყველა ის მოთამაშე, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის ნაკრებში თამაშის უფლება. ადრე კი ლეგიონერებად რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები არ ითვლებოდნენ.

შედეგად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოთამაშეები (ბელორუსები, უკრაინელები, ქართველები...) ახლა პრემიერლიგაში ლეგიონერებად განიხილებიან. მაგალითად - მოსკოვის "სპარტაკის" უკრაინელი მეკარე ანდრეი დიკანი (აგრეთვე, სამარის "კრილია სოვეტოვის" კაპიტანი ალეკო ამისულაშვილი, მახაჭყალის "ანჟის" მცველი გია გრიგალავა და ასე შემდეგ - რედ).

თუმცა "კრასნოდარის" კაპიტნის სარჩელის შემდეგ, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს. მარტინოვიჩს მიაჩნია, რომ ახალი რეგულაცია მის უფლებებს ლახავს და თუ საქმეს მოიგებს, რეფორმა არალეგიტიმურად ჩაითვლება.

ჟან მარკ ბოსმანი

ბელგიელ ფეხბურთელ ჟან მარკ ბოსმანს სახელი საფეხბურთო მოედანზე არ მოუპოვებია. 1990 წელს მას ბელგიურ "ლიეჟთან" კონტრაქტი დაუსრულდა. კლუბს სურდა, რომ ის ხელფასის 75 პროცენტით შემცირებაზე დათანხმებულიყო. ამ დროს მან ფრანგული "დიუნკერკიდან" ბევრად უკეთესი შეთავაზება მიიღო.

ბელგიურმა კლუბმა ფრანგულს დიდი ოდენობით კომპენსაცია მოსთხოვა, რაზეც "დიუნკერკმა" უარი განაცხადა და გარიგება ჩაიშალა.

ბოსმანმა კლუბს უჩივლა და 5 წლის შემდეგ, 1995 წელს, ბელგიის სასამართლომ მისი სარჩელი საბოლოოდ დააკმაყოფილა, რამაც ევროპულ და მსოფლიოს ფეხბურთში სატრანსფერო სისტემა რადიკალურად შეცვალა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ მოთამაშე ახალ კლუბში უფასოდ გადასულიყო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის მოთხოვნა არალეგიტიმურად ითვლება.

იგორ სიმუტენკოვი

2001 წელს, როცა სიმუტენკოვი "ტენერიფეში" თამაშობდა, ესპანეთში მოქმედებდა კანონი - მოედანზე ყოფნა სამ არაევროკავშირელზე მეტს არ შეეძლო. სიმუტენკოვი იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე, რადგან კლუბს რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი ჰყავდა.

სიმუტენკოვმა აღმოაჩინა, რომ ესპანეთში მოქმედი წესი არ შეესაბამებოდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას და რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა...

და შედეგი? 2005 წელს სასამართლომ რუსი ფეხბურთელის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო.

ვალერი კარპინი

სიმუტენკოვამდე უცხოელის სტატუსის მოხსნას რამდენიმე აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელი ცდილობდა. მათ შორის იყო ვიქტორ ონოპკო, მაგრამ რუსეთის ნაკრებში თამაშების რაოდენობით რეკორდსმენმა მცველმა სარჩელი წააგო.

უფრო წარმატებული მოსკოვის "სპარტაკის" ამჟინდელი თავკაცი ვალერი კარპინი აღმოჩნდა. ის 2002 წელს "სელტაში" გამოდიოდა. კარპინმა სასამართლოსგან თამაშის ისეთივე შეუზღუდავი უფლება მოითხოვა, როგორც ევროკავშირელებს ჰქონდათ.

მოხდა სასწაული და აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელებიდან პირველმა, რუსმა ნახევარმცველმა სასამართლოსგან ევროკავშირელი ფეხბურთელის დარი სტატუსი მიიღო.

გიორგი დემეტრაძე

ცნობილი ქართველი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე სხვებზე შორს წავიდა. დონეცკის "მეტალურგის" თავდამსხმელმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას იმ მოტივით უჩივლა, რომ უცხოელ მოთამაშეებზე დაწესებული ლიმიტი უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

კონსტიტუციაში კი პირდაპირ ეწერა - ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში ოფიციალურად იმყოფება, უკრაინის მოქალაქეების მსგავსი (ან თანაბარი) შრომის უფლება გააჩნია. გამონაკლისი მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობაა.

დემეტრაძეს საქმე რომ მოეგო, უკრაინის ფედერაცია ვალდებული იქნებოდა, ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი გაეუქმებინა, მაგრამ ქართველმა პროცესი წააგო - მისმა ადვოკატმა ვერ დაამტკიცა, კონკრეტულად როგორ ირღვეოდა კონსტიტუცია და ლიმიტი რატომ ლახავდა ლეგიონერთა უფლებებს.

ჩვენთვის საინტერესო...

სიმუტენკოვის საქმეში ჩვენთვის საინტერესო საკითხზე მინიშნებაც აღმოვაჩინეთ: თურმე, სასამართლომ რუსი ფეხბურთელის სასარგებლოდ გადაწყვეტილება რომ მიიღო, მაშინვე ითქვა - ამის შემდეგ ასეთივე კანონი უნდა გავრცელდეს ყველა იმ ქვეყნის მოთამაშეებზე, რომლებსაც ევროკავშირთან რუსების მსგავსი ხელშეკრულებები გაუფორმებიათ.

აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში უცხოელ ფეხბურთელებზე არსებული შეზღუდვები და ლიმიტი ნელ-ნელა შეცვალა მოთხოვნამ, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ მოთამაშეებს ეხებათ - კლუბი ვალდებულია, თავის მიერ გაზრდილი ფეხბურთელების განსაზღვრული მინიმალური რაოდენობა ჰყავდეს. რა თქმა უნდა, მეტის ყოლაც არ ეკრძალებათ.

ანუ არაევროკავშირელებზე არსებული შეზღუდვები ამ გაერთიანების წევრი ქვეყნების კანონმდებლობებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ამ დროს კი საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობისა და მოქალაქეთა დასაქმების შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს, რაც ჩვენი მოქალაქეების დისკრიმინაციას უნდა გამორიცხავდეს. მაგრამ რეალურად, სპორტში ეს ხელშეკრულება არ მოქმედებს.

ბოლო მაგალითი - ბაჩანა არაბულმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ალკორკონთან" კონტრაქტი 31 აგვისტოს გააფორმა, მაგრამ განაცხადში ჯერაც ვერ შეჰყავთ, რადგან სამუშაო ვიზას ელის.

"საბურთალოს" გენერალური დირექტორის, კახა ჭუმბურიძის თქმით, არაბული თამაშის უფლებას 20 დღეში მიიღებს.

ქართული სიმართლე და უმოქმედობა

სიმუტენკოვის მსგავსად, უნგრული "დიორი ეტოს" პრეზიდენტის ქართველმა მრჩეველმა ლაშა ოდილაძემაც აღმოაჩინა, რომ ევროკავშირის წევრ უნგრეთში ლეგიონერებზე მოქმედი საფეხბურთო შეზღუდვებიც არ შეესაბამება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ შეთანხმებას და რომ ქართველები, დასაქმების მხრივ, დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებიან.

ოდილაძემ ლოზანის სპორტულ სასამართლოში საქმე აღძრა და მოიგო, რომლის მეშვეობითაც უნგრულ კლუბებში ქართველებს არაევროკავშირელებზე დაწესებული ლიმიტი აღარ ეხებათ - ანუ ჩვენები იქ უცხოელებად აღარ ითვლებიან.

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ კანონიერი სამუშაო ვიზა გაქვს, ევროკავშირის ქვეყნებში დისკრიმინაციას არ განიცდი. ამ ხელშეკრულებას ჩვენ ბოლომდე მივყევით და სასამართლოში პროცესი მოვიგეთ.

მაგალითი უკვე გვქონდა - მსგავსი ხელშეკრულება ევროკავშირთან თურქეთსაც აქვს, რაც "სოსიედადის" ყოფილმა თავდამსხმელმა ნიჰათმა გამოიყენა. მისმა ადვოკატებმა პროცესი მოიგეს და ფეხბურთელი ესპანეთში უცხოელად აღარ ითვლებოდა.

ჩვენ უნგრეთშიც იგივე გავაკეთეთ. არადა, გეხსომებათ, ამ ქვეყანაში რამდენი ქართველი ჩამოვიყვანე, უმეტესობა "დიორი ეტოში" მოვაწყვე. წარმოიდგინეთ, სერბები თუ ბოსნიელები უნგრეთში უცხოელებად ითვლებიან, ქართველები კი - არა. ქართველ ფეხბურთელებს ხომ არაევროკავშირელზე არსებული ლიმიტი ხელს უშლის. არადა, იგივე პროცესი სხვა ქვეყნებშიც თავისუფლად შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ საქართველოდან ამაზე არავინ მუშაობს.

საერთოდ, ჩვენების ფეხბურთისადმი დამოკიდებულება არ მესმის", - განაცხადა ოდილაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მართლაც, ეს ის საქმეა, რომელსაც ცალკეული ქართველი ფეხბურთელი ან კლუბი ვერ მოიგებს. მას ფეხბურთის ფედერაციის დაინტერესება და მონდომება ესაჭიროება. სხვა თუ არაფერი, ისევ ჩვენი ფეხბურთის ინტერესშია, ევროკავშირში მეტი ქართველი რომ თამაშობდეს.

მაგრამ საამისოდ სურვილი და მონდომებაა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
რა უნდოდა ეხლა ამ მარტინოვიჩს...)) იქნებ ვერ მოიგოს ეს პროცესი... ნეტავ საერთოდ ემბარგო შემოიღონ ჩვენს ფეხბურთელებზე რუსეთში და იქნება გვეშველოს რამე...
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
გია გრიგალავა "ანჟიში" - უძვირფასესი ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში?
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
კვარაცხელიას საგოლე პასი - ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება