ასლან ბალაძე: "სერიოზული იმედი გვაქვს, რომ მალე "შუქურას" პარტნიორი ძლიერი უცხოელი ბიზნესმენი გახდება"
წელს პირველ ლიგაში აჭარის ხუთი წარმომადგენელი გამოდის - ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ქედის "ბეთლემი" და ბათუმის "ადელი".
მათ შორის, ყველაზე დიდი ამბიცია ბათუმის დინამოელებსა და "შუქურას" აქვთ. ისინი ტრადიციული კლუბებიც არიან...
2012 წელი ქობულეთის "შუქურასთვის" მნიშვნელოვანი გამოდგა: განაახლეს სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააგო, მოაწყვეს 4300-ადგილიანი ტრიბუნები და ცნობილი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის საპატივსაცემოდ, "ჩელე არენა" უწოდეს (მას ხომ გულშემატკივრები სწორედ ასე ეძახდნენ).
სტადიონის მთლიანი რეკონსტრუქციაც თითქმის დასრულებულია, გასახდელები მოწესრიგდა, დასამთავრებელია პრესლოჟა...
შარშანვე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გუნდი პირველ ლიგას დაუბრუნდა. ამჟამად, კლუბის პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძეა, მთავარი მწვრთნელი - ასლან ბალაძე. დღეს "ჩელე არენა" იმდენად კომფორტული და კეთილმოწყობილია, უმაღლესი ლიგის ბევრ სტადიონს სჯობია. ამიტომაც არის, საკუთარი სტადიონის რეკონსტრუქციამდე, ლანჩხუთის "გურია" ქობულეთს რომ სტუმრობს...
თუმცა ქობულეთელები იმედოვნებენ, რომ მალე "ჩელე არენაზე" უმაღლესი ლიგის გუნდებს თავად უმასპინძლებენ. მართალია, პირველი ლიგის A ზონაში ქობულეთის "შუქურა" ჯერ მხოლოდ მე-6 ადგილზეა, მაგრამ დაწინაურების იმედი არ დაუკარგავს და, რაც მთავარია, შემადგენლობითა და ღონიერი ბიუჯეტით, უდავო ფავორიტებს შორისაა.
"შუქურას" მთავარი მწვრთნელი ასლან ბალაძე ამბობს:
"შუქურა" შარშან ზაფხულში ჩავიბარეთ. ახლა კლუბის აღორძინებას ერთობლივად ვცდილობთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შევკრიბეთ. მაგალითად, მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა მიხეილ კაკალაძე, რომელსაც უმაღლეს ლიგასა და ევროთასებზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს.
გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები - გიორგი ჩელებაძე, ავთანდილ ბრაჭული, ლევან ელიზბარაშვილი, მინდია ფუტკარაძე, აჩიკო ბაჯელიძე, ზურაბ მალანია, ნოდარ მაჭავარიანი... თითოეულ მათგანს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.
ჩელებაძე რუსეთის პირველი ლიგის ვორონეჟის "ფაკელში" თამაშობდა, ყაზანის "რუბინი 2-დან" მოვიდა ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატი ავთანდილ ბრაჭული; ჩვენთან აგრძელებს კარიერას რუსეთში ნათამაშები ვლადიმერ შეროზია, რომელსაც არმავირის "ტორპედოსა" და სმოლენსკის "დნეპრში" უასპარეზია".
ქობულეთელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს საკმაოდ კარგად აფინანსებენ:
"ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კლუბს კარგად აფინანსებს. წლის დასაწყისში ჩვენი ბიუჯეტი 500 ათასი ლარი იყო, ახლა კიდევ 300 ათასს გვპირდებიან. პირველი ლიგის გუნდისთვის ეს მშვენიერი ბიუჯეტია.
გუნდს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა - სტადიონის რეკონსტრუქცია მალე დასრულდება. გეგმაშია ტრიბუნების გადახურვა და 900-ლუქსიანი განათების სისტემის დამონტაჟება. რეალურია ბობოყვათში ბაზის მშენებლობაც.
გარდა ამისა, ქობულეთში ორი საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს, მოედანი არის დაბა ოჩხამურშიც, სადაც ბავშვები იზრდებიან...
გუნდის წარმატებისთვის აუცილებელი ეს სამი წინაპირობა ძალიან გვაიმედებს. "შუქურა" ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა და საფეხბურთო ელიტაში დამკვიდრებაა.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის პოტენციალის კარგად ათვისებით, უმაღლეს ლიგაში აჭარის ორი გუნდით წარდგენა სავსებით რეალურია".
ბალაძემ გაგვიმხილა, რომ კერძო ინვესტიციების მოზიდვაზეც მუშაობენ:
"ფინანსების მოზიდვაზე კარგად მუშაობს ჩვენი კლუბის პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე. სერიოზული იმედი გვაქვს, რომ მალე "შუქურას" პარტნიორი ძლიერი უცხოელი ბიზნესმენი გახდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
seztafoni
ერტი ტქვენი *** არგაიშვა
luka
ქობულეთის 'შუქურას ' მთავარი მწვრთნელი ვალერიან ჩხარტიშვილია !
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
Sports.ru-ს გამოძიება - ეჭვობენ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გადაიხადა და აქედან შესაძლოა, 10 მილიონი კვარაცხელიამ მიიღო
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს