"დეილი მეილმა" ადნან იანუზაი ინგლისის ნაკრების მაისურში გამოაწყო
ინგლისურ პრესას რომ სკანდალები უყვარს, ეს ახალი ამბავი არ არის. ამჯერად ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ როი ჰოჯსონმა ანდროს ტაუნსენდთან საუბრისას "შემთხვევით" სიტყვა მაიმუნი გამოიყენა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

მით უფრო, რომ ფეხბურთელს არავისთვის შეუჩივლია, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. ვისი წყალობით გახდა ცნობილი მედიისთვის მწვრთნელისა და ფეხბურთელების საუბრის შინაარსი, უცნობია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს მობოდიშება დასჭირდა:

"ბოდიშს ვიხდი, თუკი პოლონეთთან შესვენებისას ჩემ მიერ გამოყენებული ფრაზა ძალიან უხეში აღმოჩნდა. ნამდვილად არ მქონია სურვილი, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. მე ეს ანდროსს ჯერ კიდევ გასახდელში ყოფნისას ავუხსენი. ჩვენ ერთმანეთს მატჩის მეორე დღესაც შევხვდით, ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გამიმეორა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები იყო და ჩემი ფრაზა ცუდად არ მიუღია".

ანალოგიური განცხადება გააკეთა უეინ რუნიმაც. მან გაზეთებს უადგილო ადგილას სკანდალის აგორებაში დასდო ბრალი.

პრესკონფერენციაზე ჰოჯსონმა, თავის მართლების გარდა, ნაკრების მომავალზეც ილაპარაკა. მან ყველაზე დიდი დრო ახალგაზრდა თაობაზე ლაპარაკს დაუთმო:

- რაველ მორისონი უცბად გამოჩნდა სცენაზე. ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ მისი პერსპექტივა. ის უკვე შედის ჩვენს გეგმებში, რადგან განსაკუთრებულ ტალანტად მივიჩნევთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე უკვე გამოკვეთილია მოთამაშეების ძირითადი ჯგუფი. ძალიან მომწონს ახალგაზრდული ნაკრების თამაში. ეს გუნდი თამაშობს ზუსტად ისე, როგორც თავად გვინდა, რომ ვითამაშოთ. ის მოძრაობს სინქრონულად და პასებსაც ასე იძლევა.

მომდევნო ექვსი თვე განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის იმის გასარკვევად, ვინ არის მზად დიდი გამოცდისთვის. თუმცა გვყავს ისეთებიც, რომელთაც თავიანთი საჭიროება უკვე დაამტკიცეს. მაგალითად - უელბეკი, უოლკერი, უილშირი და ბარკლი.

იანუზაი მზად არის

"დეილი მეილის" მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ნახევარმცველი ადნან იანუზაი მზად არის, მიიღოს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის შეთავაზება და "სამ ლომში" თამაშს დათანხმდეს. თავად ადნანი ბრიუსელშია დაბადებული.

მისი მშობლები კი კოსოვოელი ალბანელები არიან, რომლებმაც ბელგიას ბალკანური კრიზისის დროს მიაშურეს. ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ იანუზაი რამდენჯერმე მიიწვია ასაკობრივ გუნდებში, თუმცა ამაოდ. ალბანელთა წინადადება კი ადნანს სერიოზულად არც განუხილავს.

იმისთვის, რომ იანუზაიმ უახლოეს მომავალში შეძლოს ინგლისელთა რიგებში თამაში, მას დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღება დასჭირდება. ასოციაცია უკვე აწარმოებს კონსულტაციებს კვალიფიციურ იურისტებთან.

19 ნოემბერს "უემბლიზე"

"ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ინგლისის ნაკრები 19 ნოემბერს "უემბლიზე" გერმანიას უმასპინძლებს. ინგლისი 15 ან 16 ნოემბერსაც ჩაატარებს ერთ შეხვედრას, თუმცა ვისთან, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ლონდონს ან ავსტრალია ეწვევა, ან არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014: ინგლისი ირჩევს რიოს

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
ადნან იანუზაი: პირველ გოლს ვან გაალს მივუძღვნი
"ტოტენჰემი" - ტალანტების თავყრილობა
სიახლე "ლომების" ბანაკში: სტერლინგი სარეზერვო სიაშია
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ადნან იანუზაი ლა ლიგის მორიგ კლუბში გადავიდა
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
ადნან იანუზაი "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
ᓢᓝᓢᓐᓚᕘᕖᓐᓢᓝᕠᓨᓘ ᓗᕐᓛᓐᕨᓘ ᓐᓠ ᕨᓔᓘᓫᓚᓔᓑᕐ! - ᓘᓜᓒᓚᓘᓡᕨᓘ ᓖᓝᓛᓔᓑᕘ ᓛᓙᓐᓪᓠᕓᓔᓑᕐ
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
ინგლისის ლიგის თასი. 1/4-ფინალი: ინგლისში წვიმა გაუკვირდათ
ევრო 2016-ის ამბები: ინგლისმა სტარიჯი დაკარგა?
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის
31 წლის ასაკში შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს
"სოსიედადში" გადაბარგებამდე იანუზაიმ ინგლისში სახლი 9.8 მილიონად შეიძინა