სპორტის სასახლის VIP-ლოჟაში 2012-13 წლების სეზონის შემაჯამებელი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო
19 ოქტობმერს, 2012-13 წლების სეზონის შემაჯამებელი წიგნის პრეზენტაცია სპორტის სასახლის VIP-ლოჟაში მოეწყო.

ეს გახლავთ რიგით მეორე გამოცემა, სადაც თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება, რომლის ორგანიზებაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გასულ სეზონში გასწია.

წლის წიგნის პრეზენტაციას ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ფედერაციისა და სუპერლიგის სპონსორები, რომლებმაც დამსწრეთა შორის სხვადასხვა პრიზები გაათამაშეს.

დამსწრეთ სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე მიესალმა:

"მოგილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას და გთავაზობთ ახალ, რიგით მეორე ჟურნალს, რომელშიც ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებია თავმოყრილი. ასევე აქ არის ის ღონისძიებები, რომლის ორგანიზებაშიც ფედერაცია სხვებს დაეხმარა.

პირველი ჟურნალი 1000-იანი ტირაჟით გამოვიდა, თუმცა მოთხოვნის გაზრდის გამო ტირაჟი 3000-მდე ავიდა.

ამ წიგნში თავმოყრილია ციფრები და ეს არის არა ჰაერზე ლაპარაკი, არამედ დოკუმენტალურად გადმოცემული ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს და რა საქმიანობას ეწევა კალათბურთის ფედერაცია.

გასულ სეზონში მთლიანობაში 1300-მდე მატჩი გავმართეთ და მინდა ვთქვა იმათ გასაგონად, ვინც ვერ ხედავს კალათბურთის ფედერაციის მუშაობას. წაიკითხონ ეს წიგნი და ნახონ, თუ რა კეთდება კალათბურთში.

ეს წიგნი დაურიგდება საქართველოს ჩემპიონატების ყველა მონაწილეს, საკალათბურთო სკოლებს და ორგანიზაციებს. ასევე განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და მისი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება".

პრეზენტაციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ღვაწლმოილ ჟურნალისტს, ქართული კალათბურთის მემატიანე გარუნ აკოფოვს, რომელსაც 19 ოქტომბერს 90 წელი შეუსრულდა.

იუბილარი საპატიო სიგელითა და ფულადი ჯილდოთი დააჯილდოვა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

ფედერაციისა და სუპერლიგის სპონსორებმა პრეზენტაციაზე მოსული საზოგადოებისთვის პრიზები გაათამაშეს: კომპანია ნატახტარმა ლუდი "ქარვა", აუდიტორულმა კომპანია "ცოდნისამ" - წიგნები, აზარტული თამაშების კომპანია "ევროპა-ბეთმა" 50-ლარიანი ინტერნეტ-ვაუჩრები. კალათბურთის ფედერაციამ კი საკალათბურთო ბურთები და ეროვნული ნაკრების მაისურები გაათამაშა.

პრეზენტაცია სუპერლიგის ტორტის საზეიმო გაჭრითა და ალაფურშეტით დასრულდა.

წყარო: gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა