25 ოქტომბერს, მალხაზ კოხრეიძის გუნდმა სუპერლიგაში მეორე გამარჯვება იზეიმა
25 ოქტომბერს, სუპერლიგაში მეორე გამარჯვება იზეიმა "ქუთაისმა". პირველ ტურში "სოხუმის" დამარცხების შემდეგ მალხაზ კოხრეიძის გუნდმა ქუთაისში ქვემოქართლურ "რუსთავს" უმასპინძლა და ზედმეტი პრობლემების გარეშე - 100:67 დაამარცხა.

გასული სეზონისგან განსხვავებით, რუსთაველებს არც ლეგიონერები ჰყავთ და არც შემადგენლობა ჰყავთ ამბიციური.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ქუთაისში, მასპინძლებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველი მეოთხედის შემდეგ გაირკვა - საწყისი 10-წუთეული მასპინძლებმა 24:5 (!) მოიგეს.

დიდი შესვენებისთვის ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, რის შემდეგაც მატჩმა ინტრიგა დაკარგა.

ქუთაისელთა გუნდში 21 ქულით საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა უჩვენა, ხოლო 13-13 ქულა ზაურ ფაშაევისა და რევაზ დიდიას ანგარიშზე დაგროვდა.

დამარცხებულებს 16 ქულით ზურა მაჭავარიანმა ულიდერა, ხოლო ლევან ხმელიძემ პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მალხაზ კოხრეიძე ("ქუთაისის'' მთავარი მწვრთნელი):

"დღევანდელ შეხვედრაში არ ყოფილა ძალების თანაფარდობა. ბიჭები სათანადოდ გაისარჯნენ, თავიდანვე დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეხვდრა მეორე სათადარიგო ხუთეულით დავასრულეთ. რუსთავს კალათბურთში დიდი შრომა აქვს გაწეული და გაძლიერებას ვუსურვებ. ეს გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს".

ოთარ ხმელიძე ("რუსთავის'' მთავარი მწვრთნელი):

"შეხვედრა თავიდანვე ცუდად დავიწყეთ, მეტოქემ ძალიან იოლად დაგვამარცხა, ვერ დავალაგეთ თამაში და ტრავმებმაც ხელი შეგვიშალა. თითქმის ნახევარი გუნდი ტრავმირებულია, ლიდერი არ გვყავს, ამიტომ ჩვენს გუნდს ამ ეტაპზე ძალიან უჭირს. ვფიქრობ დრო გვჭირდება, ტექნიკის მხრივ არავის ჩამოვუვარდებით და იმედია გარკვეული პერიოდის შემდეგ დავლაგდებით".

სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება: "დინამო "სოხუმს" შეხვდება, "ოლიმპი" - "მაკაბის".

წყარო:

superleague.ge

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქუთაისი-ოლიმპი 83:64 - მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვება
ᓝᕚᓘ
სოხუმი-რუსთავი 79:65 - გამარჯვება ლეგიონერების გარეშე
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
"ᓐᓠ
All Star 2015-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
მთავარი მწვრთნელი "ქუთაისშიც" იცვლება

All Star 2015-ის გამოკითხვა დაიწყო! აქციას ''თბილისი მოლი'' უმასპინძლებს!
პაატა გურასპაული საკალათბურთო საზოგადოებას შეხვდა
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
რუსთავი-შსს აკადემია 71:69 - გამარჯვება ბოლო წამებზე