არცერთ მწვრთნელს უნდა, ხელმოცარულმა დატოვოს გუნდი, მაგრამ ორი შესარჩევი ციკლი, ალბათ, საკმარისია, რომ მწვრთნელმა გულშემატკივარს თავი შეაყვაროს
საფეხბურთო ნოემბერი უქმე თვე არ არის, აქეთ ეროვნული ჩემპიონატი, იქით - ასაკობრივი ნაკრების პერიპეტიები... თუმცა მთავარი საკითხი ნოემბერში სულ სხვა იქნება - ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხი უნდა გაირკვეს.

თემურ ქეცბაიამ მიჯრით ორ შესარჩევში უხელმძღვანელა ქვეყნის მთავარ გუნდს და კონტრაქტით კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპზე უნდა დამოძღვროს ნაკრები, მაგრამ ხელშეკრულება ერთია და ეროვნული ნაკრების შედეგი - მეორე. ანუ საკითხავი გახდა, ისევ ქეცბაიამ უნდა უთავკაცოს თუ არა გუნდს.

იმ ვარიანტებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, "ლელო" უკვე წერდა და ამაზე აღარ შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. ახლა მოქმედების დროა, ოღონდაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქეცბაიასთან საუბრის გარეშე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, ცხადია, ვერ გადაწყვეტს.

ქეცბაია კი საზღვარგარეთაა...

შევიტყვეთ, რომ ის 15 ნოემბერს აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამის შემდეგღა მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას მწვრთნელი და ფედერაციის მესვეურები.

ვფიქრობ, უკეთესიც არის, ფეხბურთის თავებმა და ქეცბაიამ წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ პაუზა რომ აიღეს და მყის არ დაიწყეს იმაზე სჯა-ბაასი, თუ რა და როგორ იქნება მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის.

ემოციები ნაწილობრივ დამცხრალია, თუმცა ნაკრების ცუდი შედეგი და მის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი ამ ემოციებს ბოლომდე მაინც ვერ აცხრობს.

რის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ ფედერაციამ ქეცბაიას უთხრას - არა უშავს, ჩვენ შენი გვჯეროდა და ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვარიანად რთული საქმეა.

როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ფეხბურთის ფედერაციას დამოუკიდებლად შეუძლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა, თუმცა ეს ამოცანა მაშინ დადგება დღის წესრიგში, როცა ნაკრების მთავარი პოსტი ვაკანტური გახდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად ქეცბაიას პოზიციაც. არც ერთ მწვრთნელს არ უნდა, ხელმოცარულმა დატოვოს გუნდი, მაგრამ ორი შესარჩევი ციკლი, ალბათ, საკმარისია, რომ მწვრთნელმა გულშემატკივარს თავი შეაყვაროს.

და თუკი მან ეს ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, გამოდის, რომ დროის კრედიტი ამოწურულია - ასე მგონია.

თუმცა ჟურნალისტური აზრი აქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მწვრთნელის დანიშვნა-მოხსნის საკითხი სპეციალისტების გადასაწყვეტია, პასუხისმგებლობა კი უკვე მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრება.

ასე რომ, 15 ნოემბრამდე დრო ქეცბაიასაც აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?

Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს

გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?

bondo
ქეცბაიას წასვლით ,თუ ეშველება ჩვენს ფეხბურთს ალბათ წავა ეგ კაცი.უბრალოთ არაა მისი ლანძღვა ლამაზი.არ იმსახურებს.
guja_kakhadze
ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა, ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა გახდეს და ნაკრების მწვრთნელებს ანაზღაურება მხოლოდ შედეგის მიხედვით უნდა ჰქონდეთ!!!!
akhali
ქეცბაიას როგორც მოხსნიან ჩვენს ფეხბურთელებს მოემატებათ ფიზიკა,ტექნიკა,ინტელექტი...გადავლენ ბაიერნ,რეალ,ბარსაში....
giorgi1975
მეგობრებო ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ჯობია საქმეს თავიდან მივხედოთ და გავაანალიზოთ. ეს არარის მარტო ფეხბურთის ფედერაციის პრობლემა. ეს ჩვენი საერთო საქმეა. მე მოვსწრებივარ თემოს თამაშებს ჯერკიდევ მაშინ როცა ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა და თამამად ვიტყვი რომ თემოსნაირი შემტევიუ ნახევრმცველი მაშინდელ საბჭოთა კავშირში ძალიან ძნელად თუ მოიძებნებოდა საერთოდ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ბატონებო იყო ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიუონატი ევროპაში. ამ ჩემპიონატის მონაწილეები იყვნენ ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები მეგობრებო, გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ რადგან მათი გვარების ცამოთვლა ძელიან შორს წაგვიტყვანს და ერთერთი იყო თემური რომელიც ჩივაძეს, შენგელიას და სულაქველიძეს გვერდით თამაშობდა (ვინც ჩამოვთვალე ესენი იყვნენ მაშინდელი საბჭოთა კავშირის და ევროპის ლეგენდები ძმებო ეს კარგად დაიმახსოვრეთ) ასეთი ფეხბურთელების გვერდიგვერდ თამაშობდა და მათგან პროფესიულ რჩევებს იღებდა ძმებო თემური. არმინდა თავი მოგაბეზროთ ზედმეტი ლაპარაკით, ჯობია თემურის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ყოფნა არყოფნის საკითხი გადაწყვიტონ პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ვინც იცის და ჩახედულია ქართულ ფეხბურთში.
tijana513
გეგუჩაძე მთავარ მ წვრთნელად დევდარიანი ასისტენდათ ძაან მაგარი იქნება დამიჯერეთ, როგორც ყიფიანი ძოძუაშვილი, ან ვაფშე ძოძუაშვილი დავნიშნოთ ეგაა დღეს დღეისობით მაგარი მწვრთნელიი
tijana513
ყველაზე მაგარი ტანდემი გეგუჩაძე დევდარიანი იქნებოდა, დევდარიანი ასისტენტად გეგუჩაძე მთავარ მწვრთნელად, როგორც ყიფიანი ძოძუაშვილი იყო ეგრე მინდა
murtalo
15 ნოემბერს რატომ უნდა ველოდოთ, როცა აქამდეც უნდა მოეხსნა ფედერაციას უნიათო მწვრთნელი, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ელემენტრული სახე დაუკარგა...მოხსენით და დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი ბოლოს და ბოლოს....გეგუჩაძეზე კარგი სპეციალისტი არა გვყავს დღესდღეობით!
მერაბი
აშკარად შეკვეთლი სტატიაა უკვე ჟურნალისტებიც გახდნენ 2 ლარიანები. ყენიაზე რას წერენ გერმანიაში აბა წაიკითხე და საერთოდ ფეხბურთელები ნახე ქეიფისა დროსტარების მეტს რო არაფერს აკეთებენ.
levani
როდის აჩვენეს უკეთესი შედეგი, თუ გაიხსენებთ. ქეცბაია რა შუაშია სახლის შენება სახურავიდან დაიწყო არ გამიგია ჯერ ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ. დავაკვირდეთ რა ხდება. თაობა დაიკარგა საფეხბურთო საქათველოში იმითი, რომ 20 ლარს დაზდევდნენ მწვრთნელები. ქეცბაია საიდან მოგიყვანს პროფესიონალ ფეხბურთელს? იმაზე დაწერე ჯერ რო მცველი შეტევას ვერ იწყებს და მაგ პრობლემის გამო მეტოქის ნახევარზე დზლივს გადავდივართ არ გვყავს პროფესიონალი ფეხბურთელები, თორე გვყავდა ჩვენ თუ გავიხსენებთ ტოპ კლასის მწვრთნელები.
Walkabout
ყველაფერში კი ვეთანხმები ავტორს მაგრამ იქნებ გვითხრათ ბოლო აბზაცში რომელ სპეციალისტებს გულისხმობთ? გვყავს რომ მასეთები?)))
დათო
რა გახდა ამ ქეცბაიას მოშორება ასეთი შეუძლებელი? ბოლობოლო მიშა მოვიშორეთ და ეს ვინ გახდა?! ნაგვის მოშორება რა რთული ყოფილა ნებისმიერი პოზიციიდან!
დათო
რა გახდა ამ ქეცბაიას მოშორება ასეთი შეუძლებელი? ბოლობოლო მიშა მოვიშორეთ და ეს ვინ გახდა?! ნაგვის მოშორება რა რთული ყოფილა ნებისმიერი პოზიციიდან!
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია