საქართველოს ნაკრები 9 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრები 9 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს გამართავს.

"ბორჯღალოსნები" კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელიც თბილისში ოთხშაბათს, გამთენიისას ჩამოვიდა და მატჩისთვის ადგილზე ემზადება.

ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი გამოაცხადა.

სამწუხაროდ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ხელის თითი მოიტეხა "ედინბურგის" მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ. მის ნაცვლად ეროვნულ გუნდში "არმიას" მესამეხაზელ გიორგი თხილაიშვილს უხმეს, რომელმაც წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ამპლუის შეცვლა გადაწყვიტა და საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩში შერკინების კვაჭად ითამაშა. ის ადგილს სათადარიგოთა შორის დაიკავებს.

შესაბამისად, რვა ნომრის პოზიციაზე დაბრუნდება გიორგი ჩხაიძე, რომელიც ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩებში მეორე ხაზში ირჯებოდა, თუმცა ფრანგულ "ტარბში" თავის ჩვეულ ამპლუაში გამოდიოდა.

სხვა მხრივ, ჩვენს ნაკრებში რაიმე სიახლე არ არის. შერკინებას და უკანა ხაზსაც ამ შემადგენლობით არაერთხელ უთამაშია და, ვფიქრობთ, საკმაოდ კარგად შეთამაშებულნი უნდა იყვნენ.

პირველ ხაზში სერიოზული დანაკლისი გვაქვს. ტრავმების გამო ნოემბრის ტესტებზე ვერ ითამაშებენ დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ირაკლი ნატრიაშვილი (მასი), ჯაბა ბრეგვაძე და ვასილ კაკოვინი (ორივე - ტულუზი).

ძნელი სათქმელია, მათი ყოფნის შემთხვევაში ჰეიგი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა იმათ, რომლებიც დღეს ნაკრებში არიან, გამოუცდელს ვერაფრით ვუწოდებთ და ძირითად შემადგენლობაში თამაშზე სამართლიანად აცხადებენ პრეტენზიას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკანა ხაზში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობაა თავმოყრილი. ახლა მთავარია, თითოეული მათგანი როგორ სათამაშო ფორმაში იმყოფება და შეძლებს თუ არა, ნაკრების თავკაცის დავალებას თავი გაართვას.

შეხვედრა "დინამო არენაზე" 9 ნოემბერს, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

საქართველო

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12, მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. გიორგი ჩხაიძე.

16. სიმონ მაისურაძე, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

ნოემბრის ტესტები

9 ნოემბერი

საქართველო-კანადა

16 ნოემბერი

საქართველო-აშშ

23 ნოემბერი

საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია
აბა თქვენ იცით ბიჭებო!!!!!!!!!!!!!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
"ბორჯღალოსნების" ახალი ფორმის პრეზენტაცია გაიმართა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს