ლუქსემბურგში დამთავრდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა
ლუქსემბურგში დამთავრდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ ხუთი მედალი დაიმსახურეს.

განსაკუთრებით კარგად იასპარეზა ჩვენი ქვეყნის წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა სალომე ურუშაძემ (იგი სახელოვანი მწვრთნელის - ნელი სალაძის შვილიშვილია, რომელსაც ინგა კიკვაძე ავარჯიშებს).

ახალგაზრდებს შორის მრავალჭიდში მან 38,0 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველ ადგილზე მარტინა პოპლინსკი (ისრაელი, 46.650 ) გავიდა, 36.550 ქულით მესამე იყო ვალერია ვინაჰრადავა (ბელორუსი), რომელმაც ნახევარი ქულით გაუსწრო რუს ეკატერინა სადოვნიკოვას.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ ცალკეული საგნებით ასპარეზობის დროსაც იყოჩაღა - ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ბურთი. 1. მარტინა პოპლინსკი (14,72), 2. სალომე ურუშაძე (13,40), 3. ვალერია ვინაჰრადავა (12,85); გურზები. 1. პოპლინსკი (12,85), 2. ურუშაძე (12,65), 3. ვინაჰრადავა (12,60). რგოლი. 1. პოპლინსკი (14,75), 2. ანასტასია ტიხონოვა (რუსეთი, 13,90), 3. ურუშაძე (12,00).

უფროს ასაკში თამარ ჭანტურიძემ მრავალჭიდში 47.500 ქულას მოუყარა თავი, რაც მე-5 ადგილისთვის ეყო. სამაგიეროდ, მან გურზებით მოიპოვა ბრინჯაო (13,35).

პირველ-მეორე ადგილებზე, შესაბამისად, სლოვენიელი სპელა კრატოხვილი (14.85) და კორეელი ლიმ ჯინჰიუნი (13.40) გავიდნენ. მრავალჭიდშიც კრატოხვილმა (57.600) აჯობა ყველას. მისი თანამემამულე კარმენ პეტანი (50,500) მეორე ადგილს დასჯერდა, უკრაინელ დარია პეტროვას (48.350) ბრინჯაოს მედალი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა თურქეთსა და საფრანგეთში წარმატებით იასპარეზეს
ᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᓛᓐ ᓢᓐᕜᕛᓝᕕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓔᓑᓛᓐ 2015 ᓬᓚᕘᓡ ᕔᓕᕠᓝᓞᓘᓡ ᕞᓘᓠᓕᕔᓚᓘ ᓝᓚᕘᓛᓞᓘᓣᓠᓘ ᓗᓐᕛᕐᓨᓔᓑᕘᕡ ᓝᕠᕘ ᓡᓐᓒᕖᓣᕠᓘ ᓛᓝᕘᕞᓝᓕᓔᓡ
სალომე ფაჟავა: ტაბლოს რომ ავხედე, თვალებს არ ვუჯერებდი - მესამე ვიყავი
სალომე ურუშაძემ აზიის პირველობაზე ხუთი მედალი მოიპოვა
ნათელა ბოლატაევა მოსკოვის ღია პირველობაზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა
სალომე ფაჟავას ბრინჯაო და "რაჭული" მოსკოვის გრან-პრიზე [VIDEO]
ქართველი ტანმოვარჯიშეები გერმანიის ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ