მარინერმა "ჩელსი" ვერ გაწირა
"ჩელსი"-"ვესტ ბრომვიჩს" 42 წლის ანდრე მარინერი უძღვებოდა, არბიტრი, ვინც თავისი რბილი მსაჯობით ცნობილი არასოდეს ყოფილა. ამას სტატისტიკაც მოწმობს:

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში იმსაჯა და 4 წითელი ბარათი უჩვენა. კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე სტივენ რიდისა და რამირესის უმნიშვნელო კონტაქტის შემდეგ მან პენალტი დანიშნა. აშკარა იყო, რომ ბრაზილიელმა იქამდე დაიწყო ვარდნა, ვიდრე მეტოქეს შეეხებოდა. არადა, სტუმარი დამსახურებულად იგებდა უღიმღამო შეხვედრას.

სტივ კლარკს შეეძლო გამხდარიყო პირველი მწვრთნელი, ვინც ჟოზე მოურინიოს პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე დაამარცხებდა, თუმცა მარინერმა აბსურდული გადაწყვეტილებით ამის საშუალება არ მისცა.

ახლა ორიოდე სიტყვით უშუალოდ თამაშსაც შევეხოთ. პირველი ტაიმის მიწურულს სამუელ ეტო'ომ უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში მეოთხედ გამოიჩინა თავი. კამერუნელის გოლი რაღაცით "შალკესთან" გატანილს ჰგავდა, თუმცა სხვაობა ის იყო, რომ სტუმართა მეკარე არაფერ შუაში იყო. მაიჰილის მოგერიებული ბურთი რიჯუელმა დროულად ვერ გამოიტანა და სამუელმა ამჯერად მას დაასწრო და ახლო მანძილიდან შეაგდო.

მეორე ტაიმში "ვესტ ბრომვიჩმა" უარი თქვა ყრუ დაცვაზე და შეტევაში წავიდა. შეინ ლონგს 56-ეზე თავურით უნდა გაეთანაბრებინა, თუმცა ხარიხას მოარტყა.

ოთხ წუთში კუთხურის შემდეგ დამაგვირგვინებელი დარტყმა ისევ ირლანდიელმა აიღო საკუთარ თავზე. მან ბურთისთვის ბრძოლა ტერის, ლამპარდსა და ივანოვიჩს ერთდროულად მოუგო და ჩეხი "დახვრიტა". 68-ე წუთზე ტერი კიდევ ერთხელ შეცდა. არანაკლები როლი ითამაშა ჩეხმაც - სესინიონმა პირველი იოლად მოატყუა, მეორეს კი ხელებში გაუძვრინა - 1:2. ბოლო წუთების შესახებ კი ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

იხილეთ ვიდეო

ზედიზედ მეორედ

ცოტა რამ ისტორიიდან: "ენფილდზე" "ფულჰემის" შარშანდელი სტუმრობაც 4:0 დასრულდა. პარალელები ამით არ მთავრდება. ანგარიშის გარდა, განმეორდა გოლის ავტორთა სახელებიც: სუარესი და შკრტელი. ჯერარდმა კი შარშანდელი ერთი ბურთი შაბათს ორ შედეგიან გადაცემაში "გადაცვალა".

"წითლებმა" წინა ტურში "არსენალთან" უსახური წაგების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ განსაკუთრებულად მოინდომეს და ამგვარად მოიხადეს ბოდიში. შაბათს მოედანზე სულ სხვა "ლივერპული" ვნახეთ. ეს იყო გუნდი, რომელმაც საკუთარ არენაზე ზედიზედ მეორედ გაიტანა 4 გოლი.

"ვესტ ბრომვიჩთან" სუარესმა ჰეთ თრიქი შეასრულა, მაგრამ ურუგვაელი მაშინაც არ ყოფილა კარზე ასე დაგეშილი. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მას 6-7 გოლის გატანა შეეძლო.

ლუისის წინააღმდეგ ლონდონელთა ცენტრალური მცველები სენდეროსი და ამორებიეტა ვერაფერს გახდნენ. უკანასკნელმა ჯერ საკუთარი კარი დალაშქრა, მერე შკრტელთან ორთაბრძოლაც წააგო და სლოვაკს 11-თვიანი პაუზის შემდეგ გაატანინა. დიახ, მარტინის საგოლე პაუზა "ფულჰემთან" შარშანდელი მატჩის შემდეგ გრძელდებოდა.

შეტევები 4:0-ის შემდეგაც არ შეწყვეტილა, თუმცა ეს უფრო ინერციის დამსახურება გახლდათ. სტეკელენბურგს თამაშში ჩართვა და საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება უხდებოდა. ჰოლანდიელი არც ერთ გოლში დამნაშავე არ ყოფილა.

იხილეთ ვიდეო

საუკეთესოს რჩეულნი

პარასკევს "საუთჰემპტონის" 41 წლის დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინიო პრემიერლიგამ ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. წინა დღეებში კი ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა "წმინდანებიდან" სამ ფეხბურთელს უხმო შეკრებაზე. გუშინწინ "სენტ მერიზე" ის თავადაც მიბრძანდა. ნაკრებში გამოძახებამ განსაკუთრებულად აღაფრთოვანა ადამ ლალანა.

25 წლის ნახევარმცველმა მაყურებელს შესთავაზა წარმოდგენა, სადაც მთავარი როლიც თავად შეასრულა და მეორადსაც გასწვდა. 90 წუთის განმავლობაში ბურთს ის 69-ჯერ შეეხო, პასების აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტი გააკეთა, მოიპოვა პენალტი, რამაც "ჰალი" საბოლოოდ გატეხა და რაც მთავარია, გაიტანა.

ლალანას გოლი ცალკე უნდა გამოვყოთ. ადამმა ჰადლსტოუნი, კერტისი და ელმოჰამადი ისე იოლად ჩამოიშორა, თითქოს, ვერც შეამჩნია მათი არსებობაო. ბრწყინვალედ ითამაშა რიკი ლამბერტმაც. მან გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვირადღის მოულოდნელობები

კვირის შეხვედრებმა ცხრილში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. პირველები მოედანზე "ტოტენჰემი" და "ნიუკასლი" გავიდნენ. "უაით ჰართ ლეინს" 10 ნოემბერს მხოლოდ ერთი გმირი ჰყავდა და მას ტიმ კრული ჰქვია. თუკი სტატისტიკას ვენდობით, 25 წლის ჰოლანდიელმა საკუთარი გუნდი 14-ჯერ გადაარჩინა. აქედან იყო ეპიზოდები, რომლებშიც, ადამიანური ლოგიკით, ისიც კი უძლური უნდა ყოფილიყო.

ძლიერი დარტყმის შემდეგ მან რამდენჯერმე უხეიროდ მოიგერია, თუმცა შეცდომებს ამ შემთხვევებშიც თავად ასწორებდა. "ნიუკასლისგან" ერთადერთი გოლი კონტრშეტევაზე რემიმ გაიტანა. ფრანგისთვის ეს სეზონში უკვე მეშვიდე ბურთია.

"სტედიუმ ოფ ლაითსზე" "სანდერლენდმა" მრისხანე მეტოქე ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა მინიმალური ანგარიშით. ამ მატჩებში "შავმა კატებმა" ორჯერ გოლი სულაც საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე გაიტანეს. ამჯერად საქმე აქამდე არ მისულა. ყველაფერი 21-ე წუთზე გადაწყდა. ეს გააკეთა ფეხბურთელმა, ვინც დი კანიოს შერისხული ჰყავდა და გუნდში პოიეტმა დააბრუნა. ბერდსლიმ მადლობა 3 ქულით გადაიხადა.

დარჩენილი 69 წუთი "სიტის" ტოტალური უპირატესობით წარიმართა. მას არათუ გათანაბრება, მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხებაც კი შეეძლო, მაგრამ სტუმარს საბოლოოდ ვერაფერი დააკლო.

ემოციები და ფეხბურთი

"იუნაიტედი" "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნდა. წასვლით ის არსად წასულა, მაგრამ დაბრუნდა ჩემპიონატის ფავორიტთა შორის. რობინ ვან პერსიმ ერთი ზუსტი თავურით გუნდს სტატუსი დაუბრუნა. "არსენალმა" მეორე ტაიმში მასპინძელი საკუთარ ნახევარზე გამოკეტა. სერიოზული უპირატესობის მიუხედავად, "მეთოფეებმა" დე ხეას კართან სულ რამდენიმე მომენტი შექმნეს და ისიც ქარს გაატანეს. ყველაზე რეალური შანსი ბენდტნერს ჰქონდა.

ბევრს ლაპარაკობდნენ "ეშმაკების" კრიზისზე, მოიესის ნაცვლად ფერგიუსონის დაბრუნებაზეც კი, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი ლაყბობაა და მეტი არაფერი. დაშორება პირველი ადგილიდან სულ რაღაც 5 ქულაა, "ჩელსი" მხოლოდ ერთით არის წინ, "სიტი" და "ტოტენჰემი" კი უკვე "იუნაიტედის" ზურგს უკან სუნთქავენ.

ახლა კი, მოდი, მატჩისშემდგომ მოვლენებზე საუბარი, თქვენი ნებართვით, ხვალისთვის გადავდოთ.

იხილეთ ვიდეო

პრემიერლიგა. XI ტური

ასტონ ვილა-კარდიფი 2:0

გოლები: 1:0 ბაკუნა (76), 2:0 კოზაკი (84)

ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, ბეიკერი, კლარკი - ვესტვუდი, სილა, ტონევი, ელ ალმადი (74. ლოუტონი) - ბენტეკე, კოზაკი (88. ბოუერი)

კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ტეილორი - მედელი, უიტინგჰემი - კოუი, გუნარსონი (65. მატჩი), ბელამი (82. მაინარდი) - ოდემვინგე (55. კემპბელი)

გაფრთხილება: კლარკი - მედელი

კარში დარტყმა: 23-10 (6-2) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 5-7 ჯარიმა: 10-3 ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 35 809

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 2:2

გოლები: 1:0 ეტოო (45), 1:1 ლონგი (60), 1:2 სესინიონი (68), 2:2 აზარი (90+6-პენ)

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა (73. მიკელი) - ლემპარდი (64. ბა), რამირესი - აზარი, ოსკარი (73. მატა), უილიანი - ეტოო

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - რიდი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - იაკობი, მულუმბუ - ბრანტი, სესინიონი (81. მორისონი), ამალფიტანო (89. პოპოვი) - ლონგი (79. ანიჩებე)

გაფრთხილება: ლემპარდი, ეტოო, ივანოვიჩი - იაკობი, ლონგი, ამალფიტანო, ბრანტი, მაკაული, რიჯუელი, ოლსონი

კარში დარტყმა: 24-14 (7-3) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 69%-31%

მაყურებელი: 41 623

პალასი-ევერტონი 0:0

პალასი (4-2-3-1): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, მოქსი - ჟედინაკი, დიკგაჩოი (46. ოკიფი) - ტომასი (85. პანჩეონი), ბენანი, ბოლასი - შამახი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - მაკარტი, ბერი, მირალიაში (56. დეულოფეუ), ოსმანი (63. ბარკლი), პიენაარი - ლუკაკუ

გაფრთხილება: ჟედინაკი -

კარში დარტყმა: 11-17 (2-2) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 16-8 ბურთის ფლობა: 27%-73%

მაყურებელი: 25 231

ლივერპული-ფულჰემი 4:0

გოლები: 1:0 ამორებიეტა (23-ს.კ-ში), 2:0 შკრტელი (26), 3:0 სუარესი (36), 4:0 სუარესი (54)

ლივერპული (4-3-1-2): მინიოლე - ჯონსონი, შკრტელი, აგერი, სისოკო (61. ხ. ენრიკე) - ჯერარდი (67. ალენი), ჰენდერსონი, ლეივა - კოუტინიო - სტარიჯი (76. მოზესი), სუარესი

ფულჰემი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ზვეროტიჩი (61. ჰიუზი), სენდეროსი, ამორებიეტა, რიჩარდსონი - სიდუელი, პარკერი - კაჩანიკლიჩი (46. რუისი), დეჟაგა, კასამი - ბერბატოვი (83. კარაგუნისი)

გაფრთხილება: - პარკერი

კარში დარტყმა: 42-5 (10-1) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 13-9 ბურთის ფლობა: 68%-32%

მაყურებელი: 44 768

საუთჰემპტონი-ჰალი 4:1

გოლები: 1:0 შნაიდერლინი (16), 2:0 ლამბერტი (30-პენ), 3:0 ლალანა (37), 3:1 საგბო (55), 4:1 დევისი (88)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - შნაიდერლინი, ვანიამა (63. ს. დევისი) - ლალანა (84. კორკი), ვორდ-პრაუსი, ჯ. როდრიგესი - ლამბერტი (76. ოსვალდო)

ჰალი (4-2-3-1): ჰარპერი - როსენიორი, კ. დევისი, მაკშეინი, ფიგეროა - ჰადლსტოუნი, ლივერმორი - მეილერი (73. გრემი), ელმოჰამადი (46. კორენი), ბოიდი (80. ქუინი) - საგბო

გაფრთხილება: შნაიდერლინი - ჰარპერი, კ. დევისი

კარში დარტყმა: 22-12 (7-2) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 3-6 ჯარიმა: 10-15 ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 30 022

ნორვიჩი-ვესტ ჰემი 3:1

გოლები: 0:1 მორისონი (32), 1:1 ჰუპერი (54-პენ), 2:1 სნოდგრასი (72), 3:1 ფერი (90)

ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, ტერნერი, ბენეტი, ოლსონი - ფერი, ჰაუსონი, პილკინგტონი (33. რედმონდი), სნოდგრასი - ელმანდერი, ჰუპერი (87. ბ. ჯონსონი)

ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, ტომკინსი, რაცი - კოლისონი (74. კ. კოული), ნოუბლი (87. ჯარვისი), ჯ. კოული (72. დიამე), დაუნინგი - მორისონი, ნოლანი

გაფრთხილება: ტერნერი - ნოლანი

კარში დარტყმა: 20-16 (6-4) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 0-6 ჯარიმა: 12-11 ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 26 824

ტოტენჰემი-ნიუკასლი 0:1

გოლი: 0:1 რემი (13)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, კირიკეში (46. კაბული), დოუსონი, ვერტონგენი - დემბელე (46. სანდრო), პაულინიო - სიგურდსონი (69. დეფო), ერიკსენი, ტაუნსენდი - სოლდადო

ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, იანგა-მბივა, სანტონი - კაბაი, ტიოტე, სისოკო, გუფრანი (85. ობერტანი) - რემი (75. სისე), შ. ამეობი (60. ანიტა)

გაფრთხილება: დოუსონი - დებუში, სისოკო

კარში დარტყმა: 42-12 (13-4) კუთხური: 11-4 თამაშგარე: 2-8 ჯარიმა: 5-15 ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 36 042

სანდერლენდი-სიტი 1:0

გოლი: 1:0 ბერდსლი (21)

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ჩელუსტკა, ბრაუნი, ბერდსლი, ოში - კი - კოლბეკი, ლარსონი, ჯაკერინი (72. გარდნერი), ა. ჯონსონი (87. ბორინი) - ფლეტჩერი (77. ალტიდორი)

სიტი (4-4-2): პანტილიმონი - რიჩარდსი (71. საბალეტა), დემიკელისი, ლესკოტი, კოლაროვი - ხ. გარსია (46. ნავასი), ტურე, მილნერი, ნასრი - აგუერო, ნეგრედო (71. ჯეკო)

გაფრთხილება: - ხ. გარსია

კარში დარტყმა: 7-28 (2-4) კუთხური: 0-14 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 6-13 ბურთის ფლობა: 37%-63%

მაყურებელი: 40 137

იხილეთ ვიდეო

იუნაიტედი-არსენალი 1:0

გოლი: 1:0 ვან პერსი (27)

იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ვიდიჩი (46. კლევერლი), ევანსი, ევრა - კერიკი, ჯონსი - კაგავა (78. გიგზი), რუნი, ვალენსია - ვან პერსი (85. ფელაინი)

არსენალი (4-4-1-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი - არტეტა (81. გნაბრი), ფლამინი (61. უილშირი) - რემსი, იოზილი, კასორლა (78. ბენდტნერი) - ჟირუ

გაფრთხილება: ჯონსი, რუნი - სანია, ფლამინი, უილშირი

კარში დარტყმა: 7-12 (2-2) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 12-11 ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 75 138

სუონსი-სტოკი 3:3

გოლები: 0:1 უოლტერსი (8), 0:2 აირლანდი (25), 1:2 ბონი (56), 2:2 დაიერი (74), 3:2 ბონი (86), 3:3 ადამი (90+6-პენ)

სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - ბრიტონი, დე გუზმანი (71. შელვი) - ლამა (55. დაიერი), პოსუელო (90+3. კანიასი), რუტლეჯი - ბონი

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი - ნზონზი, პალასიოსი (72. ადამი) - უოლტერსი, აირლანდი (72. უილსონი), არნაუტოვიჩი (55. ეთერინგტონი) - კრაუჩი

გაფრთხილება: ჩიკო, უილიამსი, რანხელი, დაიერი, რუტლეჯი - ჰუთი, ადამი, ბეგოვიჩი

კარში დარტყმა: 16-10 (5-5) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 10-13 ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 19 242

ბომბარდირები: 8 - დანიელ სტარიჯი, ლუის სუარესი (ორივე - ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 7 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური

23 ნოემბერი:

ევერტონი-ლივერპული, არსენალი-საუთჰემპტონი, ფულჰემი-სუონსი, ჰალ სიტი-კრისტალ პალასი, ნიუკასლი-ნორვიჩი, სტოკ სიტი-სანდერლენდი, ვესტ ჰემი-ჩელსი

24 ნოემბერი:

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი, კარდიფი-მანჩესტერ იუნაიტედი

25 ნოემბერი:

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
"ის ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელია" - უეინ რუნი
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
"იუნაიტედის" სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა" - მერსონმა შეშკო გააკრიტიკა
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ᓓᓘᓠᓙ ᓙᓣᓘᓢᓘ - ᓛᓔᓥᓐᓜᓘᓙᓣᓠᓘ ᓤᓝᓠᓗᓝᓮᓐᓚᓘ ᓓᓐ ᓛᓔᓥᓐᓜᓘᓙᓣᓠᓘ ᓯᓐᓠᓘᓡᓙᓐᓪᓘ
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"ციანსუ სუნინი" - კლუბი, რომელმაც 78 მილიონი ევრო დახარჯა
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
იანვრის TOP ტრანსფერები: პატო, ადებაიორი, ედერი, ელ შაარავი და სხვები
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
მოურინიო: "ფენერბაჰჩეში" მუშაობა ჩემს დონეს არ შეესაბამებოდა
ᓠᓝᓒᓝᓠ ᓛᓘᓕᓘᓓᓐ ᓚᓣᓘ ᓕᓐᓜ ᓒᓐᓐᓚᓘ ᓬᓚᓘᓡ ᓨᓔᓪᓕᓚᓐᓛᓓᓔ
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
პრემიერლიგა: ერთი მოგებაც და "ჩელსი" ჩემპიონია [VIDEO]
ᓢᓘᓛ ᓙᓠᓣᓚᓘ: ᓐᓮᓚᓐ ᓮᓝᓛ ᓓᓐᓠᓬᓛᓣᓜᓓᓘᓗ, ᓠᓝᓛ 23-ᓘᓕᓔ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓡ ᓣᓜᓓᓐ ᓔᓜᓓᓝ
"ასეთი გრძნობა არცერთ ჩემს ყოფილ კლუბში არ განმიცდია" - მოურინიო "ბენფიკაში" დანიშვნის შემდეგ
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
"ფეინოორდის" მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
არსენ ვენგერმა, მისი აზრით, მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓙᓠᓣᓚᓘ: ᓛᓔ ᓕᓘᓪᓘ, ᓠᓐ ᓩᓐᓘᓓᓘᓜᓔᓗ ᓬᓘᓜᓐ ᓖᓐᓤᓮᓣᓚᓡ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვიქტორ ვალდესს კონტრაქტი გაუფორმა და ახლა ტიმ კრულზე ფიქრობს
ᓛᓐᓓᓠᓘᓓᓘᓡ "ᓠᓔᓐᓚᓡ" ᓠᓐᓛᓘᓠᓔᓡᓘᓡ ᓒᓐᓓᓐᓑᓘᓠᓔᓑᓐ ᓣᓜᓓᓐ
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014: ᓛᓔᓝᓗᓮᓔᓓᓤᓘᓜᓐᓚᓔᓑᓘ ᓪᓘᓤᓠᓔᓑᓨᓘ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ლეგიონი დარაზმა
ვან პერსიმ "ოქროს ბურთის" ნომინანტებში რონალდო და მესი არ დაასახელა
ვან პერსიმ ადვოკატს უარი ვერ უთხრა და მწვრთნელი გახდა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
ვან პერსი: მსოფლიოში საუკეთესო ახლა ეს სამი ფეხბურთელია