საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
ბოლო წლებია, "ზესტაფონისა" და "დინამოს" დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულად და თვალსასეიროდ მიმდინარეობს. წლეულსაც, მიუხედავად იმისა, რომ გუნდები სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ ჩემპიონატს (გავიხსენოთ "ზესტაფონში" არსებული გაურკვეველი ვითარება), პირველივე ტურში, თბილისში გამართულ შეხვედრაში, გადახალისებულმა "ზესტაფონმა" ქვეყნის ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ბოლო წამებზე გაშვებული გოლის გამო დამარცხდა.

თითქმის იგივე განმეორდა 10 ნოემბერს გამართულ შეხვედრაშიც...

მოლოდინისამებრ, შეხვედრა ძალზე საინტერესო და კარგი საყურებელი გამოდგა, რაშიც შესანიშნავმა ამინდმაც შეიტანა თავისი წვლილი. გუნდებმა თავიდანვე საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს ერთმანეთს.

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. პირველი, მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს, როცა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ საბა ლომია ნახტომში თავურით ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ მდგომარეობა მცველებმა განმუხტეს.

დინამოელებმა იქვე მწვავედ უპასუხეს მეტოქეს - ელგუჯა გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ დვალიც თავურით აგვირგვინებდა იერიშს, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. სტუმართა მორიგ იერიშს კი გოლიც მოჰყვა - მერებაშვილის დარტყმა კვასხვაძემ კი მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და იმავე მერებაშვილის ჩაწოდების შემდეგ გოგამ მცველებს დაასწრო და თავურით ანგარიში გახსნა.

ხუთიოდე წუთში მასპინძლებს გათანაბრება მართებდათ, როცა მერებაშვილმა უწყინარ სიტუაციაში მასპინძელთა ფორვარდ ლომიას ჩააბარა ბურთი და საკუთარ მეკარეს შეატოვა, თუმცა ლომიას დარტყმა ლორიამ კუთხურზე მოიგერია. მანვე ცოტა ხანში რენე ფერეირას დარტყმაც გააუვნებელყო.

საპირისპირო კართან კვლავ სახიფათოდ მოქმედებდა გოგა-დვალის დუეტი. რუმინელის გადაცემის შემდეგ დვალი შემობრუნებით ურტყამდა - მასპინძლები გოლისგან კვასხვაძემ იხსნა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში ზესტაფონელებმა მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ თუ ლომიასა და კაჭკაჭიშვილის თავურებს არ ჩავთვლით, ლორიას კართან საგოლე მომენტი არ შექმნილა.

სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. გუნდები ბევრს მოძრაობდნენ, ბურთი მოედნის ცენტრში არ ყოვნდებოდა და სახიფათო მომენტებიც ორივე კართან იქმნებოდა. კუტალიასა და ლომიას შესანიშნავი კომბინაცია ამ უკანასკნელმა ვერ დააგვირგვინა, რასაც დინამოელებმა დვალის ძლიერი დარტყმით უპასუხეს.

მასპინძლებმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს და რამდენჯერმე ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოსაც იყვნენ - ჭანკოტაძის დარტყმა ლორიამ უხერხულად მოიგერია, კანდელაკმა კი მარცხენა ფლანგიდან პირდაპირ კარისკენ ჩაახვია ბურთი და ლორიამ აკრობატულ ნახტომში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.

ამას ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმაც მოჰყვა, მაგრამ ზესტაფონელთა ნახევარმცველს მიზანმა უმტყუნა.

ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს კი დაუთმეს, მაგრამ უქმად არც დუშან უჰრინის შეგირდები ყოფილან. ის კი არა, ხმალაძეს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული კვასხვაძემ მოიგერია.

მალე ზესტაფონელები კაცნაკლულნი დარჩნენ - გოგას წინააღმდეგ უხეშობის გამო სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ კაჭკაჭიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და წითელიც მიაყოლა. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 10 კაცის ამარაც შეტევებზე ფიქრობდნენ და მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ კანდელაკის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ დიდებული იყო ლორია, რომელმაც ბურთი "ცხრიანიდან მოხსნა".

რამდენიმე წუთში ზესტაფონელები თავადვე გადაურჩნენ გოლს, როცა ელგუჯა გრიგალაშვილმა ჯერ ძელი შეაზანზარა, დამატებაზე კი კვასხვაძემ აუღო. ბოლო წუთები "საგიჟეთი" იყო, რასაც ორივე გუნდის ქომაგთა ზღვა ემოციებმაც შეუწყო ხელი. მატჩის დასრულებამდე 3 წუთი იყო დარჩენილი, როცა შარიქაძის ჩაწოდების შემდეგ ჭანტურიშვილმა თავურით ანგარიში გაათანაბრა და ზესტაფონის არენა ემოციებმა წალეკა. პეტარდების კვამლმა ცოტა თამაშიც "გააჩერა"...

მაგრამ ზესტაფონელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - გოგას ჩაწოდების შემდეგ რენე ფერეირამ საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ ამოიტანა, იქვე მდგომ გველესიანს "დაუგდო" დასარტყმელად. ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

მარცხის მიუხედავად, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა სტადიონი გეგუჩაძის სახელის სკანდირებით დატოვეს.

სამაგიეროდ, ადგილობრივი "ულტრასები" მსაჯობით კვლავ უკმაყოფილონი დარჩნენ და უწმაწური შეძახილების გარდა, მოედნიდან გამავალი თემიდის წარმომადგენლების მისამართით აგრესიასაც ავლენდნენ...

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მწვრთნელი):

"გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი გულთბილი დახვედრისთვის. ძალიან ემოციური მატჩი გამოვიდა. დასანანი მარცხი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულნი ვთამაშობდით, ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ ბოლო წუთზე დასანანი გოლი მივიღეთ და დავმარცხდით. ეს, ალბათ, გამოუცდელობის ბრალია.

მესმის გულშემატკივრების, რომლებიც შედეგს მალევე ელიან, თუმცა ამისთვის დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

XXI
რა უბედურებაა მხოლოდ თამაშის აღწერა და მოკლე შინაარსის გადმოცემა. დაწერეთ ტაქტიკაზე, ვინ როგორ ითამაშა... ანალიტიკური აზროვნება გამოავლინეთ ჟურნალისტები გქვიათ!!!
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ᓔᓕᓠᓝᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓡ ᓜᓐᓗᓔᓚᓡ ᓩᓔᓮᓘ ᓛᓝᓰᓤᓔᓜᓡ
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
XXV ᕩᓔᓛᓞᕘᓝᓜᓐᓢᓘᕡ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ: ᓣᓪᓜᕐᕣᓠᓘ ᓡᓔᕖᓝᓜᓘᓡ ᕪᓘᓤᓠᓣᕚᓘ ᓛᓝᓖᕐᓘᓙᓐ
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᕘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓡᓐᓛᓛᓐ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᕔᓚᓛᓐ ᓓᓐᓢᓝᓕᓐ
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
დინამო-ნებითიჩი 3:1 - ბოლო მაინც ტკბილი იყო... [VIDEO]
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
უმაღლესი ლიგის XIX ტურის წინ: სასტარტო პოზიცია
ᕡᓔᕖᓝᓜᓘᓡ ᓜᓝᓛᓘᓜᓐᓜᕢᓔᓑᓘ. ᓡᕐᓣᕙᓔᓗᕔᓡᓝ ᕤᓔᓮᕑᕣᓠᕗᕔᕚᓘ/ᓡᕐᓣᕙᓔᓗᕔᓡᓝ ᕚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ - ᓩᕘᓡᕙᓝ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?