U19. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი. XI ჯგუფი. I ტური
...მერე რა, რომ მეტოქემ მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა; მერე რა, რომ ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი იყო; მერე რა, რომ საშუალო დონის მოწინააღმდეგე გვყავდა - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 13 ნოემბერს ისეთი სიამოვნება მიანიჭა ერთგულ გულშემატკივარს, რომ არა გვგონია, სტატიის შესავალში მოყვანილი ვითომ-არგუმენტები ვინმემ სერიოზულად აღიქვას!

ჩვენმა ბიჭებმა მართლაც ჩინებული სანახაობა გვაჩუქეს და ერთადერთი, რამაც ოდნავ "გააუფერულა" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ეს შთამბეჭდავი ასპარეზობა, მაყურებლის სიმცირე იყო.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო, მაგრამ ვინც მივიდა (დაახლოებით ხუთასამდე ადამიანი), ნამდვილად არ ინანებდა: მეტოქის კარში გატანილი ერთიმეორეზე ლამაზი გოლებიც ნახა, არანაკლებ ეფექტური კომბინაციებიც და საერთოდაც, კონტექსტიდან ამოვარდნილ ერთ-ორ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშს თითქმის უნაკლო ეთქმოდა!

...შარშან ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ ელიტრაუნდში გვასახელა, მერე კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ღირსეულად იასპარეზა და სულაც... ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდა!

იმედი დავიტოვოთ, რომ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე აწ უკვე 19-წლამდელთა ნაკრებიც ამავე გზას გაივლის, - ყოველ შემთხვევაში, პირველი და მართლაც შთამბეჭდავი ნაბიჯი ამისკენ 13 ნოემბერს გადაიდგა!..

ჩინებული პროლოგი და...

ჩვენი 19-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, ისე, როგორც შარშანდელ სანაკრებო მატჩებში, ამჯერადაც 4-2-3-1 განლაგება არჩია; რაც შეეხება მეტოქეს, უელსელები "კლასიკური" 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდნენ და ვინც მატჩს თვალი ვერ მიადევნა, ალბათ, ვერც დაიჯერებდა, რომ ამ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტები... სტუმრებმა შექმნეს!

ეს ყველაფერი მატჩის დასაწყისშივე მოხდა, როცა ჯორჯ უილიამსმა მოედნის სიღრმიდან ეფექტური და გრძელი რეიდი განახორციელა, მაგრამ ჩვენმა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.

აი, მატჩის მომდევნო ეპიზოდი კი ისეთი იყო, ასპროცენტიან მომენტს რომ ვუძახით ხოლმე: ჩვენი ნაკრების ცენტრფორვარდმა დავით ჯიქიამ სიღრმიდან მიიღო პასი, წინ გამოსულ მეკარესაც ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე, მაგრამ მახვილ კუთხიდან ცარიელ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

თუმცა "ტორპედოს" 18 წლის თავდამსხმელმა მოგვიანებით ისეთი გოლი გაიტანა, ის გაცუდებული მომენტიც აღარავის ახსოვდა და ის ეპიზოდიც, გიორგი პაპუნაშვილის ჩინებული პასის მერე მარცხენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის კარის ძელს რომ გაარტყა!

თუმცა, მანამდე მთავარი იყო მომხდარი: ჩვენები ბურთს მშვენივრად აკონტროლებდნენ და ერთადერთი, გოლიღა აკლდა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას.

ეს გოლიც მალე ვიხილეთ: თბილისის "დინამო 2"-ის ცენტრალურმა მცველმა სანდრო გურეშიძემ თავის საჯარიმო მოედნიდან(!) ზუსტი პასით გარღვევაზე თანაგუნდელი გიორგი პაპუნაშვილი გაიყვანა, რომელმაც ასაკთან შეუფერებელი სიდინჯითა და ოსტატობით მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი!

მეორე გოლიც მალე ვნახეთ: მარჯვენა ფლანგზე ჩვენებიდან ყველაზე უმცროსმა, 17 წლის ლუკა ზარანდიამ ბოლომდე იბრძოლა, მერე პაპუნაშვილმა ეფექტური ფინტით გააგრძელა კომბინაცია და ყველას რომ გვეგონა, ჩვენი შეტევა ჩაიშალაო, იქვე "ჩასაფრებულმა" დავით ჯიქიამ მშვენივრად ისარგებლა სტუმართა მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით.

ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შეტევები არ შეუწყვეტია და ამ მატჩში ერთ-ერთი აქტიურის, თბილისის "დინამო 2"-ის მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის შორეული დარტყმა ბილი ო'ბრაიენმა გაჭირვებით მოიგერია.

თუმცა უელსელები მესამე გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ: ტაიმის მიწურულს ლუკა ზარანდიას კუთხურს სანდრო გურეშიძემ ისეთი მოხდენილი და "გემრიელი" თავური დარტყმა მოაყოლა, თქვენი მოწონებული!

...ეფექტური გაგრძელება

...მეორე ტაიმიც ჩვენების შეტევებით დაიწყო და სულ მალე ჯიქიას დუბლის შესრულებაც შეეძლო, როცა ეფექტური ფინტებით მეტოქეები ჩამოიცილა, მაგრამ საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

თუმცა, ეს "შეცდომა" სულ მალე გამოასწორა, თანაც როგორ?! ისევ დამუშავებული კომბინაცია ვიხილეთ: ჩვენმა ცენტრფორვარდმა გრძელი პასი საკუთარი საჯარიმოდან მიიღო (ამჯერად - ნიკა ჭანტურიასგან), ბურთი მკერდით გაისწორა, მერე მარჯვენათი ეს ბურთი მეტოქის მცველს თავზე გადაუგდო და ცაციათი ძირსდაუშვებლად, ზუსტადაც დაარტყა!

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც ჩინებული სანახაობა იყო...

ამ გოლიდან ორიოდ წუთში კი სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ; არადა, უელსელებმა იშვიათი შეტევა წამოიწყეს, ჩვენს საჯარიმოშიც შემოაღწიეს, მაგრამ სანდრო გურეშიძემ სიტუაცია განმუხტა, მერე ლუკა კიკაბიძემ გააგრძელა და ის იყო, დავით ჯიქიას სრულიად დამსახურებული ჰეთ თრიქი უნდა გაეფორმებინა, საჯარიმოს გარეთ გამოსულმა უელსელთა მეკარემ ბურთი... ხელით მოიგერია!

ასეთ დროს, მოგეხსენებათ, მეკარე წითელი ბარათით ისჯება და ასეც მოხდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ამ ჯარიმას მორიგი, თანაც, კვლავაც ეფექტური გოლი მოჰყვა - "ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელმა საყრდენმა მათე ცინცაძემ ბურთი ცოცხალ კედელს ოსტატურად შემოატარა!

მატჩის დამთავრებამდე თითქმის ნახევარი საათი იყო დარჩენილი, თუმცა ჩვენები სულაც არ აპირებდნენ მიღწეულით დაკმაყოფილებას: ზარანდიას პასით ილია კერძევაძეს შეეძლო გატანა, ისე, როგორც შეცვლაზე შემოსულ კიდევ ერთ ფეხბურთელს ლევან შენგელიას, რომელიც გიორგი აბურჯანიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა.

...მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და ყველა კმაყოფილი ვიყავით შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც; თუმცა სტუმართა გუნდის ერთი ფეხბურთელი არაფრით ეპუებოდა ვითარებას და ზედიზედ ორჯერ ღრმა და გრძელი რეიდიც განახორციელა - ისევ და ისევ ჯორჯ უილიამსი გახლდათ, რომლის აქტიურობას ჩვენს საჯარიმოსთან დანიშნული ჯარიმა მოჰყვა და სტუმრებმაც (სხვათა შორის, არანაკლებ ეფექტური დარტყმით) პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.

იხილეთ ვიდეო

...ჯიქია, პაპუნაშვილი, გურეშიძე, კაკაბაძე, ზარანდია - არ გვინდა ვინმე გამოგვრჩეს, მაგრამ ამ ხუთეულის თამაში მაინც გამოსარჩევი იყო; თუმცა, არა მხოლოდ მათი - 13 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელებმა მართლაც ჩინებული მატჩი ჩაატარეს და ქართველი გულშემატკივარიც გაახარეს!

იხილეთ ფოტოგალერეა

U19. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი. XI ჯგუფი. I ტური

ჰოლანდია-მოლდოვა 3:0

გოლები: 1:0 ჟივკოვიჩი (55), 2:0 აკოლატსე (72), 3:0 ვლუტი (79)

მომდევნო მატჩები

15 ნოემბერი

"მიხეილ მესხი"

საქართველო-მოლდოვა 14:00

"დინამო არენა"

ჰოლანდია-უელსი 15:00

18 ნოემბერი

"მიხეილ მესხი"

საქართველო-ჰოლანდია 15:00

"დინამო არენა"

უელსი-მოლდოვა 15:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალექს
რას იმეორებთ მაგ სისულელეს? თითქმის 99 პროცენტი გოლებისა, რაც ფეხბურთში გადის ესაა მოწინააღმდეგის შეცდომის შედეგი....მხოლოდ 1 პროცენტია ,,რიკოშეტი" მტავარია ამ შეცდომის გამოყენება ოსტატურად!!!!!!!!
თამაზი
ახალი ის არ იცი რომ უელსს ყავდა ჯონ ჩარლზი და ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშობდა შვეციაში?მიდი თურქულ სერიალებს უყურე და ფეხბურთს შეეშვი...
giorgi
4 საუკეთესო კი არა მე-3 ადგილი(!) დაიკავეს მაისურაძის 17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე! მე-3 ადგილი რომ მისცეს ბიჭებს აღარ გახსოვთ?
kako
ახალი, რატოა სიმართლის მთქმელს რომ ლანძღავენ? მაგრამ ყველა ნორმალური მიხვდება რომ შენ საქართველო და ფეხბურთი გიყვარს, ხოლო ფანისნაირები უბრალოდ ვერ არიან თავის მატორზე.
fani
ეგ ბოღმა დაგახრჩობს!
akhali
კარგია!გილოცავთ!!!მრავალი ასეთი შედეგი მომავალში!!მაგრამ უელსის ნაკრები კლასის ,,საზომი,,არააა და ცოტა(უფრო ბლომად)დავეშვათ-გოლები უელსელთა უხეში შეცდომებით უფრო იყო გამოწვეული და საერთოდ უელსის ნაკრების წარმატება საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში გახსოვთ?წინ ბევრი სამუშაოა..
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ლაშა ჯაკობია "გენტის" ქართველებზე - ორწლიანი კონტრაქტი და დიდი პერსპექტივა
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ლადო ბურდული: შეიძლება ბოლნისის "სიონში" სპონსორი გამოჩნდეს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ახალი ქართველები ევროპაში: ბერიძე - ბელგიაში, გურეშიძე - საფრანგეთში
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"ლილი" თუ "მონაკო"? - ქართველების ფრანგულ-ბელგიური შანსი
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოში გაემგზავრა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
სანდრო გურეშიძე: ფეხბურთს ძალიან დიდი მოტივაციით ვუბრუნდები
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს