საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს რუსთავის სარაგბო სტადიონზე ნოემბრის ტესტების უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს რუსთავის სარაგბო სტადიონზე ნოემბრის ტესტების უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს.

"ბორჯღალოსნების" მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები იქნება, რომელიც თბილისში სამშაბათს გამთენიას გვეწვია და მატჩისთვის ადგილზე ემზადებოდა.

საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებს აქამდე სამჯერ უთამაშიათ. ორჯერ გამარჯვებას ოკეანისგაღმელებმა მიაღწიეს, ერთი შეხვედრა კი, ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

პირველი დაპირისპირება 2009 წელს დენვერში, "ჩერჩილის თასის" გათამაშებაში შედგა. მაშინ "ბორჯღალოსნებმა" შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზეს და 13:31 წააგეს.

საპასუხო ვიზიტით ამერიკელი "არწივები" ერთი წლის შემდეგ გვეწვივნენ და თბილისში, ეროვნულ სტადიონზე დრამატულ მატჩში გამარჯვება თამაშის ბოლო წამებზე ხელიდან გამოვგლიჯეთ.

სამწუხაროდ, ივნისის თვეში ჩვენი ეროვნული გუნდის ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრა არ ხერხდება.

ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ოკეანეს კიდევ ერთხელ გადაუფრინეს და ამერიკელებს ისევ დენვერში დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა ამჯერადაც გაიმარჯვეს - 36:20.

ახლა რევანშის აღების ჯერი დადგა.

საქართველოს ნაკრები, გამარჯვების შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრებში ანგარიშს გაათანაბრებს და მსოფლიოს რეიტინგში პოზიციებს გაიმყარებს. სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებს" ტრავმების გამო სერიოზული დანაკლისი აქვთ. ნოემბრის ტესტებზე ვერ ითამაშებენ დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ირაკლი ნატრიაშვილი (მასი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), ჯაბა ბრეგვაძე და ვასილ კაკოვინი (ორივე-ტულუზი).

"ნეკერჩხლის ფოთლებთან" მატჩში ფეხი იტკინა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს კი, რაგბის საერთაშორისო საბჭოს სადისციპლინო კომიტეტმა ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

მიუხედავად ასეთი სერიოზული დანაკლისისა, ჩვენი ეროვნული გუნდის თითოეული მოთამაშე, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც ბოლომდე თავდადებით ბრძოლისთვისაა შემართული.

ჩვენმა მეტოქემ, აშშ-ს ნაკრებმა თბილისში გამომგზავრების წინ ფილადელფიაში ახალზელანდიელ მაორებს უმასპინძლა და 19:29 წააგო.

ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ მეორეხაზელ სამუ მანოას, გარემარბ ბლეინ სკულის და ფულბეკ კრის ვაილესს, რომლებიც ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არიან. ამასთან ერთად, არწივების რიგებში ერთი დებიუტანტია, გარემარბი ტიმ მაუპინი.

"კარგად მახსოვს 2010 წელს თბილისში გამართული შეხვედრა. მაშინ ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, წესით ის შეხვედრა უნდა მოგვეგო კიდეც, მაგრამ... ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ამჯამად მთელი ყურადღება მომავალი დაპირისპირებისკენაა მიმართული. მოუთმენლად ველი მატჩს, ვფიქრობ, შესანიშნავი თამაში იქნება" - თქვა ამერიკელთა ფულბეკმა კრის ვაილესმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს კარგად აქვს შესწავლილი ჩვენი გუნდის თამაში. ცხადია, ერთი კვირის წინათ "ბორჯღალოსნების" კანადელებთან დაპირისპირებასაც ნახავდნენ. სწორედ ამიტომაა, რომ "არწივები" მოსალოდნელი უსიამოვნებისთვისაც ემზადებიან.

"ცხადია, ყველა სიტუაციაში უნდა შეძლო თანაგუნდელების დახმარება, დაცვა მეტოქის აგრესიისგან. თუმცა, ამასთან ერთად, ზომიერებაც უნდა შეინარჩუნო. ითამაშე აგრესიულად, გააკეთე შენი სამუშაო და გუნდს გამოადექი. ახალგაზრდობაში ჰოკეის ვთამაშობდი და თანაგუნდელების დაცვის ინსტინქტი კარგად მაქვს განვითარებული" - განაცხადა "არწივების" მეორეხაზელმა გრემ ჰარიმანმა.

ერთი სიტყვით, გასაკვირი არ არის, რომ სტუმრები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. თუმცა, ვისი აჯობებს, დღეს მოედანზე გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებების დაპირისპირება რუსთავის სარაგბო სტადიონზე 14 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

16 ნოემბერს კიდევ რამდენიმე, ჩვენთვის საყურადღებო ტესტ მატჩი გაიმართება. ერთა თასზე "ბორჯღალოსნების" უმთავრესი კონკურენტი რუმინეთის ნაკრები, რომელმაც ერთი კვირის წინათ შინ ტონგას ეროვნულ გუნდს მოუგო, ამჯერად ჩვენგან ძლეულ კანადას უმასპინძლებს.

"მუხის ფოთლების" ძირითად შემადგენლობაში ქართული წარმოშობის შერკინების კვაჭი ოთარ ტურაშვილი ითამაშებს.

ჩვენი კიდევ ერთი მეტოქე, რუსეთის ეროვნული გუნდი ინგლისში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "რუსი დათვების" ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ორი ქართველი იქნება, ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები.

ესპანეთის ნაკრები კი, რომელიც ერთა თასზე ჯერჯერობით აუტსაიდერია, სტუმრად ეთამაშება ურუგვაის ეროვნულ გუნდს. ჩვენი მომავალი მეტოქე ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრები კი, საფრანგეთში იქაურ "ბარბაროსებს" დაუპირისპირდება.

საქართველო

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თედო ზიბზიბაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. გიორგი ჩხაიძე.

16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

აშშ

15. კრის ვაილესი, 14. ბლეინ სკული, 13. ფოლაუ ნიუა, 12. ენდრიუ სინიულა, 11. ტიმ მაუპინი, 10. ადამ სიდალი, 9. მაიკ პეტრი. 1. ნიკ ვოლესი, 2. ფილიპ თილი, 3. ერიკ ფრაი, 4. გრემ ჰარიმანი, 5. სამუ მანოა, 6. ტოდ კლევერი, 7. დერეკ აშბურნი, 8. კამერონ დოლანი.

16. ზაკ ფენოლიო, 17. ოლივიე კაილიფი, 18. ტიტი ლამოსიტელე, 19. ინაკი ბასაური, 20. ჯო კოული, 21. შონ დევისი, 22. სემუს კელი, 23. ლუკ ჰამი.

ნოემბრის ტესტები

16 ნოემბერი

საქართველო-აშშ

იაპონია-რუსეთი

რუმინეთი-კანადა

ურუგვაი-ესპანეთი

საფ.ბარბაროსები-სამოა

23 ნოემბერი

საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი მაჩხანელი: ამერიკელებთან რევანში გვაქვს ასაღები [PHOTO]

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ამერიკელი "არწივები"

გიორგი ნიჟარაძე: სამწუხაროდ, თავდაჯერება მხოლოდ ჩხუბის შემდეგ დაგვიბრუნდა

საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]

We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
თოდ ქლევერი: უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ
გიორგი ნიჟარაძე: რა კომენტარი უნდა გავაკეთო...
მილტონ ჰეიგი: რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ
სამხრეთ სუდანს სენსაციამდე რამდენიმე წამი დააკლდა - აშშ მარცხისგან ლებრონ ჯეიმსმა იხსნა [VIDEO]
მამუკა გორგოძე: შეძახილი იყო გარედან, დამთავრდაო [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ისთან დამარცხდა [PHOTO]
სავსე ტრიბუნების დროა!
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!