საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის პრეზიდენტის ილია კოკაიას განცხადება განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის პრეზიდენტის ილია კოკაიას განცხადება განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მე ვისაუბრე ქართულ საფეხბურთო ოჯახში შექმნილ პრობლემებზე და ამ პრობლემების წარმოქმნის მიზეზებზე, სადაც არადამაკმაყოფილებლად შევაფასე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა და მიუღებლად მივიჩნიე საფეხბურთო ოჯახის სათავეში რეალური ძალის არმქონე პრეზიდენტის ყოფნა, რომლის უნიათო საქმიანობის მწვერვალი გახლდათ ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული სტრუქტურის მიერ მიღებული ამასწინანდელი გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი დარტყმის ქვეშ დააყენა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს მოწყობის ისეთი ქვაკუთხედი, რასაც საკონტრაქტო სისტემა წარმოადგენს.

ჩემი ღრმა რწმენით, ფედერაცია დღეისათვის არა ფეხბურთის მსახურების სახლად, არამედ ვიწრო, პირადი და ხშირ შემთხვევაში მერკანტილური ინტერესების რეალიზების საშუალებად იქცა.

აქტუალურია საფეხბურთო კლუბების არათანაბარი დაფინანსების ძალიან მტკივნეული თემა. მაშინ, როდესაც საფეხბურთო ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაწევის ყოვლისმომცველი და სამართლიანი დახმარების მოლოდინშია, საფეხბურთო კლუბის ბედი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონსა თუ რეგიონში მოქმედი ჩინოვნიკის სიმპატია-ანტიპატიაზე და მის ურთიერთობაზე სამთავრობო სტრუქტურებთან.

სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ ქართული ფეხბურთის წინაშე არსებული მრავალი, მათ შორის, გარიგებული მატჩებისა და სხვადასხვა მაქინაციების პრობლემების სათავე. ფედერაციამ ფეხბურთის წინაშე არსებული პრობლემები ვერც სახელმწიფოსთან მოაგვარა.

შექმნილი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, მე ვურჩიე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ქართული ფეხბურთისათვის ფასდაუდებელი სამსახურის გაწევის მიზნით, თავისივე სურვილით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. მისი მხრიდან ამ რჩევის არგამოყენების შემთხვევაში, დავიტოვე უფლება თავად წავსულიყავი კლუბიდან.

აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული უფლებით და გაუწყებთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩემი გადადგომისა და კლუბიდან წასვლის შესახებ.

აქვე მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივარს, რომ ვრჩები საკუთარი სიტყვისა და პირობის ერთგული - თანამდებობიდან წასვლამდე ვამტკიცებ კლუბის ბიუჯეტს, რაც უზრუნველყოფს გუნდის შეუფერხებელ ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მართვის ფუნქციას დღეიდან კლუბის მენეჯმენტი განახორციელებს.

რაც შეეხება კლუბის შემდგომ ბედს, ის, როგორც ეს ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა გაცხადებული, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საკუთარ თავზე აღებული და საჯაროდ გაჟღერებული თანადგომის ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ეს საკითხი კლუბის მენეჯმენტთან დამატებითი განხილვის საგანი გახდება.

საჯაროდ ვაცხადებ იმის თაობაზე, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დღეიდან აღარ მივიჩნევ საფეხბურთო ცხოვრების მარეგულირებელ ინსტანციად. აქვე გეტყვით, რომ კლუბიდან წასვლის მიუხედავად, ჩემს მიზანს სულაც არ წარმოადგენს ფეხბურთიდან წასვლა და საფეხბურთო ცხოვრებიდან განზე დგომა.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ქართულ ფეხბურთში მეგულება ძალიან ბევრი წესიერი და ამავე დროს კომპეტენტური ადამიანი, რომელთაც აწუხებთ და სტკივათ სადღეისოდ არსებული მდგომარეობა.

გაძლევთ პირობას, რომ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ჯანსაღ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციის საქმეში, რათა საერთო ძალისხმევით ქართულ საფეხბურთო ოჯახში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დამყარდეს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლუბის ყველა გულშემატკივარს, როგორც ზესტაფონში, ასევე მთელ საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ! მეამაყება, რომ უამრავი ადამიანისთვის"ზესტაფონი" გახდა ერთგვარი სიმბოლო ფეხბურთის კეთილსინდისიერი მსახურების და საქმის სუფთა ხელებით კეთებისა.

ილია კოკაია"

წყარო: fczestafoni.ge

ასევე იხილეთ:

ლადო ბურდული: ილია კოკაიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ...

"კარპატის" "ზესტაფონისთვის" ფულის გადახდა არ სურს და არც ფიფას ეპუება

რომან ფიფია ილია კოკაიას განცხადებას გამოეხმაურა: მსგავსი პრეცედენტები ევროპულ ფეხბურთშიც არაერთია

ილია კოკაია: თუ ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგება, მე წავალ!

ილია კოკაიას ულტიმატუმი ზვიად სიჭინავას - 3 დღეში თუ არ წახვალ, მე წავალ!

Tengo
სირცხვილი, რომ ესეთ ხალხს არ ვუფრთხილდებით . თან ხომ არ წაიღებს იმ სტადიონს და ბაზას. ან იმ სიხარულს, რაც ზესტაფონელ ხალხს მოუტანა.
nodo
ამას კაი ხანია გაქცევა უნდა ფეხბურთიდან და მიზეზს ეძებდა, ისე არ დაუკარგოთ მართლა ბევრი გააკეთა ქართული და ზესტაფონის ფეხბურთისთვის.
zestafonsi midixar
წადი, წადი გზები დამილოცია, დაივიწყე რაც შენთვის მიკპცია
zestafan
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენ გვაქვს საკუთარი გამართული სტადიონი, საწვრთნელი ბაზა და გვყავს საუკეთესო მწვრთნელი საქართველოში.... ახლა გამოჩნდება არის თუ არა საქართველოში ფეხბურთის განვითარების რეალური სურვილი.........
zestafan
როგორც ზესტაფონის რიგითი გულშემატკივარი, მადლობას ვუხდი ბატონ ილიას იმ 9 წლიანი შრომისათვის, რაც მან ზესტაფონში ფეხბურთის აღორძინებისთვის გასწია....ამას არასდროს დავივიწყებთ, და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნებით...
murtalo
ამ კაცს მადლობა მაინც გადაუხადონ ამ ბოდიში და ჩამპალ საფეხბურთო ქვეყანაში ამდენი ხანი რომ გაძლო ფეხბურთში...
Muro
Madloba baton ilas. Sipcxvili kvelas visac sheedslo da ar sheycko xeli zestafons
guka
ეს კოკაია კიდე რაც თავი მახსოვს სულ მიდის კლუბიდან და მგონი წასვლაც კარგა ახნია გადაწყვეტილი ქონდა რა...
Muro
Madloba ilia kokaias. Magari kacia sircxvilifederacias
elgvisa
სირცხვილია, ხალხო.... ვღურავთ ფეხბურთს... კოკაია კი არა სხვა უნდა წასულოყო.... სკამი ოხერია
SHUKOVANI
კარგი რაა !! ეს აკლდა ზუსტად , ქართულ ფეხბურთს ... :X :X
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე