ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი დევდარიანი: ვერ დავიჯერებ, რომ მხითარიანი ოქრიაშვილზე ნიჭიერია

გიორგი დევდარიანი: ვერ დავიჯერებ, რომ მხითარიანი ოქრიაშვილზე ნიჭიერია

"...რომ დავუკვირდი, ჩვენი წარმატებული ბიჭები მას შემდეგ იცვლებიან, რაც ჩვენ - ოჯახსა და მწვრთნელებს გვშორდებიან"
კარგა ხანია, ჩვენებური საფეხბურთო სცენარები საცირკო სცენარებს დაედარა და მგონი, წარმატებით უსწრებს კიდეც. რა დასანანია, რომ ქვეყანაში ნამდვილი ცირკი აღარ გვაქვს - ეგებ ცირკი საცირკო არენას რომ დაჰბრუნებოდა, ნამდვილ ფეხბურთსაც ეპოვა მოედანი... თუ არა და, მართლაც, რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?!

გიორგი დევდარიანი გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად რომ მივიდა, ყველა მის ნიჭიერებასა და წარმატებაზე ალაპარაკდა. ბოლოს და ბოლოს, "დილამ" ევროსარბიელის სამ ეტაპზე სწორედ მისი თავკაცობით ითამაშა, შემდეგ კი კვლავ ქართული საფეხბურთო სცენარი გათამაშდა: კლუბის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გუნდიდან ისე გამოუშვა, ფეხბურთის გულშემატკივრისთვის არგუმენტირებული ახსნა-განმარტებაც არ მიუცია...

- როცა საქმე შვილების მომავალსა და სტაბილურობას ეხება, სათქმელი უნდა ითქვას. რადგან საკუთარ თავს მწვრთნელი დავარქვი, რამდენიმე წარუმატებლობის გამო საქმეზე უარს ვერავინ მათქმევინებს. ფეხბურთის გარდა, სხვა ბიზნესი არ გამაჩნია.

ჩემი სამშობლოც ჩემი ოჯახიდან, შვილებიდან იწყება და მოვალე ვარ, მათ ღირსეულ ადამიანებად, მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად ყველა პირობა შევუქმნა. საამისოდ კი იმ საქმის განვითარებაა საჭირო, რასაც ვემსახურებით. სამწუხაროდ, ხშირად ეს ისეთ ხალხზეა დამოკიდებული, ვინც საქმეში ჩახედული არ არის. ამიტომ არ შეიძლება გაჩუმება!

არ ვამბობ, - ტოპმწვრთნელი ვარ-მეთქი და არც გია გეგუჩაძეს ვედრები, რადგან ის ჩემზე ბევრად წარმატებული, სამაგალითო, მისაბაძი კაცია. მაგრამ პარადოქსულია, რომ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ჩემპიონატი ვერ არის სათანადოდ განვითარებული, წარმატებული მწვრთნელი შინ უსაქმოდ იჯდეს.

ფეხბურთის გარეშე ნამდვილად არ გავჩერდები და სიმართლე გითხრათ, ბავშვებთანაც ბედნიერად ვგრძნობ თავს, მაგრამ ასეთი ბუნდოვანება და გაურკვევლობა როდემდე უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში? გუნდების უმრავლესობამ არ იცის, უახლოეს მომავალში რა ელის; ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, ისე იცვლებიან გუნდის მფლობელები, უახლოესი ორი წლის სტრატეგიასაც ვერ დაგეგმავ.

დარწმუნებული ვარ, გორის "დილას" წარმატება ყველას უნდოდა, ვინც ამ გუნდთან რაღაცით მაინც იყო დაკავშირებული, მაგრამ სიყვარული - ერთია და საქმის ცოდნა - მეორე. ხშირ შემთხვევაში, მართვის სადავეები არაპროფესიონალებს აქვთ. განა არ უნდათ გუნდში პროფესიონალი მწვრთნელის მიყვანა, მაგრამ მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

- მაინც რომ მიჰყავთ და მალევე ემშვიდობებიან, ესეც ხომ გაუგებარია?

- ამიტომ ვამბობ, მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ-მეთქი. კონკრეტულ გუნდში იდეების განსახორციელებლად პროფესიონალი ხანგრძლივ გეგმას ითხოვს. ჩვენთან ვის აქვს ასეთი გეგმა? გუნდები 6-თვიან სამომავლო გეგმას ვერ წარმოგიდგენენ და ისიც კი არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ. ეს გაურკვევლობა მძიმე დაღს ასვამს გუნდის ყოფას.

მაგალითად, გორის "დილას" მწვრთნელობისას, უეფას თასის 6 და ეროვნული ჩემპიონატის 22 თამაში ჩავატარეთ. 28 მატჩის ერთი ამოსუნთქვით, თანაც - ჩავარდნის გარეშე თამაში წარმოუდგენელია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს გუნდი ერთი თვის წინ 800-ათასლარიანი ბიუჯეტით იყო დაკომპლექტებული. ამ თანხას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მეტის შემთხვევაში, უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გვეყოლებოდა და სათადარიგოთა სკამიც გაცილებით გრძელი იქნებოდა, მაგრამ რაკი ფინანსურად შეზღუდული ხარ, შესაბამისად, შეზღუდულია შენი სკამიცა და არჩევანიც. ამდენად, ადამიანის ნამუშევარი და ნამოქმედარი მის ხელთ არსებული რესურსიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, თორემ კრიშტიანო რონალდოს რომ ვერავინ მომიყვანდა გუნდში, ყველამ ვიცით.

ისედაც მწირი შესაძლებლობების გუნდს გაძლიერების ნაცვლად, შუა სეზონში ორი ლიდერი რომ გამოაკლდება, როგორ უნდა ითამაშოს?

"დილას" ზედიზედ რამდენიმე წარმატებული თამაშის შემდეგ, პატარა ჩავარდნას, რაც გარდაუვალი იყო არსებული რესურსიდან გამომდინარე, ვეღარ შეეგუვნენ. ეგონათ, გუნდს სულ უნდა მოეგო. ამიტომ ვამბობ, ყველაზე ცუდი გაურკვევლობა და არაპროფესიონალიზმია-მეთქი. აცადე, რა, პური მეპურემ გამოაცხოს! 3 თვეში ტოპკლასის გუნდი არ კეთდება.

- ქართულ გუნდებს და ეროვნულ ნაკრებსაც გამარჯვების მისაღწევად მოტივაცია რომ აკლიათ, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ მოტივებიდან ერთ-ერთი საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც უნდა იყოს. თუმცა, ნაკრებს სად და რატომ დაეკარგა საკუთარი ქვეყნისთვის, პრესტიჟისთვის ბრძოლის ჟინი, მართლა მაოცებს. სხვადასხვა უცხოურ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს ხომ მაინც აქვთ კარგი ანაზღაურება? ალბათ მაინც, საგანგებო ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო, თუმცა მგონი, თქვენ მოითხოვეთ ერთხელ ფსიქოლოგი და ეს სასაცილოდაც არ ეყოთ...

- კი, ნაკრებში მოვითხოვე ფსიქოლოგი და ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. მიპასუხეს: თუ მწვრთნელიც მოგიყვანეთ და ფსიქოლოგიც, შენ რაღად გვჭირდებიო? არადა, უცხოეთის ნებისმიერ წამყვან გუნდსა და ფედერაციას ჰყავს ფსიქოლოგი, რადგან იციან, წარმატებული ფეხბურთელის აღსაზრდელად ეს აუცილებელი პირობაა...

ვფიქრობ, თუ არ დაიწერა თითოეული კლუბისთვის მინიმუმ ხუთი წლის განვითარების გეგმა, ამ საქმეში ფულს არავინ ჩადებს. ადამიანმა ხომ უნდა იცოდეს, რაში დებს თანხას? ყველა ხედავს, რომ რა ფულიც იდება კლუბებში, არაეფექტიანად იხარჯება. მწვრთნელი ლოკალურ, ყოველდღიურ ამოცანებს ეჭიდება, როგორმე უახლოესი თამაშები რომ გადააგოროს და შორეულ პერსპექტივაზე როგორღა იფიქრებს?

- ამას წინათ მოვისმინე, კარგი ქართველი მწვრთნელის ყოლა ქართულ ფეხბურთში დიდი ფუფუნებააო. ფეხბურთის განსავითარებლად უცხოელ მწვრთნელებს რომ ვეპატიჟებით, მათი მოწვევა არ არის ფუფუნება?

- თავის ქვეყანაში წარმატებული უცხოელი მწვრთნელი აქ სამუშაოდ არ წამოვა. ევროპიდან ჩამოსულს იქ იმხელა ბაზარი აქვს, სადმე მაინც უნდა გაძვრეს, მაგრამ თუ თავისი ქვეყნის ჩემპიონატზე უკეთესი აქ დახვდება, ამ მწვრთნელის მაღალ კლასზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ვინც მოდის, როგორც ჩანს, აქ მუშაობას ტრამპლინად იყენებს. შესაბამისად, ის დიდ ანაზღაურებასაც არ მოითხოვს.

- გია გეგუჩაძესაც ვკითხე და თქვენც გაგიმეორებთ: რატომაა, რომ ბავშვთა ფეხბურთში გაცილებით მეტ წარმატებას ვაღწევთ ხოლმე, გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეებიც თითქოს მრავლად არიან, მერე კი უმრავლესობა სადღაც იკარგება...

- ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ნეტავ, ამის ამოხსნაში ვინმე დაგვეხმაროს. მაგალითად, ვერ დავიჯერებ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი დორტმუნდის "ბორუსიაში" მოთამაშე ჰენრიხ მხითარიანზე ნაკლებად ნიჭიერია, მაგრამ რატომღაც, ბოლომდე არ იხარჯება. მიმიხვდით ალბათ, რომ ოქრიაშვილს ამ შემთხვევაში ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის კრებითი სახე აქვს და უნდა განვაზოგადოთ.

იმავეს ვიტყოდი გიორგი ჭანტურიასა და ჯანო ანანიძეზეც. უბრალოდ, მხითარიანის საქმისადმი დამოკიდებულება ჩვენი ფეხბურთელების დამოკიდებულებისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია. უკრაინაში თამაშისას მას ძალიან დიდი ანაზღაურება და კარგი პირობები ჰქონდა, მაგრამ ბაზაზე ცხოვრობდა. როდესაც ჰკითხეს, ასე ასკეტივით რატომ ცხოვრობო, უპასუხა: აქ ვარ კონცენტრირებული და საქმეზე ორიენტირებული, ანუ, აქ არის ის პირობები, რაც განვითარებისთვის მჭირდებაო. ამიტომაც გამოირჩევა "ბორუსიაშიც" და ისეთ რამეებს აკეთებს, ლამის მარტოც იგებს თამაშებს.

ერთი ფსიქოლოგისგან მოვისმინე წარმატების ფორმულის განმარტება: ეს არის ნება, რწმენა, შთაგონება და საქმისადმი დამოკიდებულებაო. წარმატების მთავარ განმსაზღვრელად კი ბოლო ვარიანტი დაასახელა. ზრდის პროცესში ფეხბურთელი დროის ნაწილს მწვრთნელთან ატარებს, ნაწილს - სკოლაში და ნაწილს - ოჯახში. ამიტომ სამივე მხარემ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა მის სწორ აღზრდაზე. ვფიქრობ, უპირველესად ოჯახიდან, სკოლიდან უნდა მოჰყვებოდეს მას მოტივაცია, რომ მერე, როცა მწვრთნელიც დაელაპარაკება, ყველაფერი იოლად გაიგოს.

თუკი დაუკმაყოფილებლობის ან დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემს საქმეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, ნაკრების ბევრი ფეხბურთელი, ვისთანაც ნაკრებში მისვლამდეც მიმუშავია, ასე რამ შეცვალა?!

ჩვენთან თითქოს, სხვაგვარად ესმით ვარჯიში: შეიძლება, ფეხბურთელი საათ-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდეს, მაგრამ დანარჩენი 22 საათი სრულიად არასაფეხბურთო ცხოვრებით იცხოვროს - შესაძლოა, ღამის კლუბში გაათენოს, მეგობრებთან ერთად მოილხინოს. ჰოდა, მეორე დღისთვის ენერგიას ვეღარ აღიდგენს და საბოლოოდ, ხარისხიანად ვეღარ ითამაშებს.

რომ დავუკვირდი, ჩვენი წარმატებული ბიჭები მას შემდეგ იცვლებიან, რაც ჩვენ - ოჯახსა და მწვრთნელებს გვშორდებიან. დამოუკიდებლობას მიაღწევენ თუ არა, მათ სულსა და გონებაში რაღაც ხდება და საქმისადმი დამოკიდებულებაც ეცვლებათ. ჩანს, აღზრდისას ისევ ჩვენ შეგვეშალა რაღაც.

ამიტომ უპირველესად, სწორედ ჩვენი შეცდომების მიკვლევაა აუცილებელი, საამისოდ კი სხვადასხვა სფეროს კომპეტენტურმა წარმომადგენლებმა საფუძვლიანი კვლევა ერთობლივად უნდა ჩაატარონ. თუკი იმ მიზეზს მოვძებნით და ზუსტად გვეცოდინება, დასაწყისშივე რა უნდა ჩავუნერგოთ ბიჭებს, უკვე სხვა გარემოსა და პირობებში მოხვედრილი მათი გონება დამოუკიდებლად ცხოვრებისა და მუშაობისთვისაც სათანადოდ მზად აღმოჩნდება. ასე არც თავის ქვეყანას დაივიწყებენ, გაცილებით დიდ მიზნებსაც დაისახავენ და არც მიღწეულით დაკმაყოფილდებიან.

ძალიან მნიშვნელოვანია, დაიჯერონ, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. გარდა ამისა, აუცილებელია, ქართული ფეხბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა მაინც დაიწეროს და თითოეულმა კლუბმაც საკუთარი განვითარების მინიმუმ, 5-წლიანი გეგმა წარმოადგინოს. კლუბები მხოლოდ ამ გეგმების მიხედვით უნდა დაფინანსდნენ, სხვა შემთხვევაში, ქარს გატანებული იქნება მთელი თანხა.

ვფიქრობ, კონკურსი ან ტენდერი უნდა გამოცხადდეს, სადაც არა პიროვნებებს, არამედ პროგრამებს, გეგმებსა და მათი შესრულების გზებს დაუჭერენ მხარს. მერწმუნეთ, მხოლოდ ამ გზით თუ განვითარდება ქართული ფეხბურთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი "გზა"

• guja_kakhadze

ტერმინი "საფეხბურთო ფილოსოფია" ვისაც არ სმენია, ის ბ-ნი გიორგის ნააზრევს ვერასდროს გაიგებს. მწვრთნელს აუცილებლად და ფეხბურთელსაც ინტელექტი რომ სჭირდება ამაზეც იქნებ შემომეკამათოთ? ქართულ ფეხბურთს უდიდესი პოტენციალი აქვს და იმედს ვიტოვებ, რომ ინტელექტუალი მწვრთნელების ხელში ეს მალე გამოჩნდება!!!!

• შემთხვევით შემოსული

ბოლოსდაბოლოს ეს უკვე სასაცილოა

• akhali

ფეხბურთს დღეს ფილოსოფიაც სჭირდება,ინტელექტიც,ფიზიკაც...დავით ყიფიანი ინტელექტიც სჯობდა მეტოქეს

• akhali

აბსოლიტური სიმართლეა,რასაც აქ დევდარიანი აცხადებს!არ უსმენენ ჩვენი ფეხბურთელები და შედეგებიც შესაბამისი,სამარცხვინოა!ილიჩევეცებით და ლოკომოტივებით ,რომ კმაყოფილდებიან კარიერაში-შედეგებიც შესაბამისია!

• akhali

ან ამ თუ ყოფილ ხელისუფლებაში ერთიც არ გამოიძებნა,ვინც დაემარებოდა,ყურადღებას მიაქცევდა ქართულ ფეხბურთს!ვერ დავიჯერებ პოლიტიკოსის პატრიოტიზმს,ვისაც ფეხებზე კიდია საქართველოს ეროვნული ნაკრები.

• zviad

"ზორო" - შენ თავი რამეზე ხომ არ მიგირტყია? შენნაირი ნაფუარი დევდარიანზე მაგას იტყვის, რა ქართული ფეხბურთის წარმატებაზეა ლაპარაკი!! ამისთანა ღორების ხელში როა მაგიტომაც ვგლეჯავთ!! აქ ფალო-სოფოსებმა ერთი ადგილი დააყენეთ რა.. დევდარიანი არის უაღრესად განათლებული, პატიოსანი, პროფესიონალი, მართლა ნაკითხი და თავისი საქმის მცოდნე, მოაზროვნე!!! ნიჭიერი და წარმატებული!!! პირდაპირი სიმართლის მთქმელი, მართალი ქართველი კაცი!!! რომელსაც არავინ არ უსმენს!!!

• რეზო

სასიამოვნო ასეთი მოაზროვნე პროფესიონალი რომ მოღვაწეობს ფეხბურთში. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველაფერში. მაგრამ ზოგიერთმა თუ ვერ გაიგო ასე მარტივად გადმოცემული სიმართლე ისევ ჭაობში ჩავრჩებით, და საცოდაობაა დევდარიანისნაირ ადამიანს რომ მეტი გასაქანი არ ექნება.

• zoro

დევდარიანს მისი თავი გვარდიოლა ხოარ გონია რეებს ლაპარაკობს ამხელა კაცი ფუუ. ბუნდესლიგას თამაშობს ის კიდე უკრაინაინაში ვერ ტამაშობს

• lasha

მართალს ამბობს

• guja_kakhadze

ტენდერს ვითხოვ რამდენიმე წელია. ჩემი პროგრამა თებერვლიდან მოყოლებული ფედერაციას თაროზე უდევს. ფეხბურთელები იკარგებიან მარტივი მიზეზის გამო: ბავშვობაში მიღებული ფიზიკური და ფსიქიური ტრავმები (ძირითადად ზედმეტი დატვირთვებისგან) ზრდასრულობაში იჩენს თავს. ფეხბურთელს უნდა ასწავლონ ცხოვრება და არა მარტო ფეხბურთი. ნაკრებს ფსიქოლოგი და ფიზმომზადების მწვრთნელი რომ სჭირდება ვინც არ იცის, ის ფედერაციაში არ უნდა მუშაობდეს!!!!

• tigimani

დევდარიანი ფილოსოფოსია

• tigimani

დევდარიანი;;; დიდი ფილოსოფოსი

• sln

ზატო ბრექი არაა და იმიტო მიაღწია ამდენს

• შოთი

• juventus

მარტო ნიჭიერება კაიხანია უკვე აღარ თაამშობს ფეხბურთს

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?