ქვეყნის მთავარ გუნდს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდება - 31 წლის მცველი, ვისზეც თემურ ქეცბაიამ აუგად ისაუბრა
თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრა ჟურნალისტებთან რეზონანსული გამოდგა. ცხადია, ყველას საკუთარი აზრი აქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე და ზოგს ეს შეხედულება კიდევ უფრო გაუმძაფრდა 18 ნოემბრის სატელევიზიო თოქ-შოუს შემდეგ.

შეხვედრა რთული გამოდგა, ჟურნალისტთა უმეტესობამ კითხვის თუ კითხვების ნორმალურად დასმა ვერ მოახერხა, ყვირილსა და ხელების ქნევაში გაჯიბრება კი ნამდვილად არ არის მედიელის საქმე.

მთავარი, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ინტერესებია.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდება - 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი, ვისზეც ქეცბაიამ გუშინწინდელ თოქ-შოუში აუგად ისაუბრა.

19 ნოემბერს "კრილია სოვეტოვის" მცველს რუსეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ამისულაშვილი პასუხობს.

- ალბათ, უყურეთ თემურ ქეცბაიას სატელევიზიო შეხვედრას ჟურნალისტებთან. ნაკრების მწვრთნელმა კონკრეტულად თქვენზეც ისაუბრა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ თემაზე?

- რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! თურმე, ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა. რაც შეეხება ქეცბაიას ნალაპარაკებს ჩემზე, ასეთ რამეს რა აზრი აქვს, როცა ვისზეც ლაპარაკობ, იქ არ არის და პასუხს ვერ გაგცემს? რაც მან ჩემზე ილაპარაკა, ამაზე აუცილებლად გავცემ პასუხს, ოღონდ მაშინ, როცა პირისპირ შევხვდები.

- ლაპარაკი იყო ბიზნესკლასით მგზავრობაზეც...

- ...როცა ქეცბაიამ ჩემზე თქვა, ვითომდა, მოვითხოვე ბიზნესკლასით მგზავრობა - რა ზღაპრებს ჰყვება?! ფეხბურთის ფედერაციაში, ალბათ, არის სათანადო დოკუმენტები, რითიც შეიძლება იმის გარკვევა და დამტკიცება, სინამდვილეში რა და როგორ იყო.

მე არაფერი მომითხოვია. მხოლოდ ერთხელ აგვიღო ფედერაციამ ბიზნესკლასის ბილეთი, ისიც იმიტომ, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, სამარა-ასტანის რეისით ყაზახეთში ერთი დღით გვიან ჩავედი. სხვა შემთხვევაში, ბიზნესკლასისთვის ფულს საკუთარი ჯიბიდან ვამატებდი და არავის საქმე არ არის, ჩემს ფულს რაში დავხარჯავ.

მგზავრობის თემაზე ერთადერთი თხოვნა ის იყო, რომ გადაჯდომების გარეშე, პირდაპირი რეისით მოვხვედრილიყავით დანიშნულების ადგილზე.

- ესპანეთთან შესარჩევის ბოლო მატჩისთვის ნაკრებში არ ჩამოხვედით. ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ამაზეც ილაპარაკა. როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია?

- ესპანეთთან მატჩი 14 ოქტომბერს იყო, მანამდე კი რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშე. მატჩის მერე ფეხი ამტკივდა. ექიმმა მითხრა, 7-8 დღე უნდა დაისვენოო, ეს პერიოდი კი 12-13 ოქტომბერს მთავრდებოდა და ამიტომაც ვერ მოვახერხე ნაკრებში ჩამოსვლა. 20 ოქტომბერს რუსეთის ჩემპიონატის ტურში კი ვითამაშე.

ალბათ, გახსოვთ, ზურაბ ხიზანიშვილი რომ ვერ ჩამოვიდა ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩისთვის და ამის შემდეგ ქეცბაიამ მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. როგორ შეიძლება, ასეთი ეჭვიანობა ყველაფერზე, როცა ერთ საქმეს ვაკეთებთ?!

- ნაკრები და ამისულაშვილი - რა პერსპექტივას ხედავთ?

- იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!

- ქეცბაიასა და ჟურნალისტების შეხვედრაზე ასეთი რამეც მოვისმინეთ - ფეხბურთელებმა ნაკრებით გაიკეთეს კარიერაო...

- სადღაც, ნალჩიკის "სპარტაკში" თამაშობდაო - ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხრიდან ასეთი აგდებული ტონით ლაპარაკი არ შეიძლება! ყველას არ უთამაშია "ნიუკასლში", მაგრამ ამის გამო ფეხბურთელზე ასეთი ირონიული გამონათქვამი არ უნდა კეთდებოდეს.

ისე კი, საინტერესოა, რომელმა ფეხბურთელმა გაიკეთა კარიერა ქეცბაიას გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებიდან? თურქული "ქაისერისფორიდან" რუსეთში რომ დავბრუნდი, ნაკრები აქ არაფერ შუაში იყო. რადგან ვთამაშობდი საქართველოს ეროვნულ გუნდში, ესე იგი, ამას ვიმსახურებდი.

უშეცდომო არავინაა და იქნებ მეც დამიშვია შეცდომები ნაკრებში თამაშის დროს, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. როცა "კრასნოდარის" ფეხბურთელი ვიყავი, სერიოზული ტრავმა მივიღე და რკინები ჩამიდგეს. მერე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა ამ რკინების ამოსაღებად, მაგრამ ნაკრებს ავსტრიაში ამხანაგური მატჩი ჰქონდა თურქეთთან და ამის გამო გადავდე ეს ოპერაცია.

14 ოქტომბერს ესპანეთთან თამაში რომ არ მდომებოდა, ფინეთთან მეორე ყვითელ ბარათს "ავიკიდებდი" და ასეთნაირად გამოვტოვებდი ალბასეტეს მატჩს.

ნაკრებში ახალი თაობა წამოვიდა და ხშირად სვამენ კითხვებს - რატომ არ ჩამოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ნაკრებშიო? გუნდში ეჭვები არ უნდა არსებოდეს, ფეხბურთელს ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში უნდა უხაროდეს.

- როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ქეცბაიამ თქვენზე საქვეყნოდ ილაპარაკა არცთუ სასიამოვნო რაღაცები...

- თავმოყვარე ადამიანი ვარ და ქეცბაიას პირში ვეტყვი, თუ რა პრეტენზიებიც მაქვს მასთან. ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ.

- უთანხმოება თუ კონფლიქტი სხვა გუნდებშიც მომხდარა, თუმცა ხანდახან მათი მოგვარებაც ხერხდება. ამ შემთხვევაში ამის შანსი არ არსებობს?

- 16 წლისამ დავიწყე პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავისთან მომსვლია კონფლიქტი, მათ შორის - არ ქეცბაიასთან, მაგრამ მწვრთნელი ასეთ რაღაცებს რომ იტყვის ჩემზე, ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ.

პირველი არ ვარ, ვინც საქართველოს ამ ნაკრებიდან ასე მიდის და ღმერთმა ქნას, ბოლო ვიყო. ნაკრების ფეხბურთელებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

aba bicho
ასეთ კაცტან ვეღარ ვიმუშავებ. კარგით ტა. როცა მუშაობდი, ხომ ანგრევდი ყველაფერს. არაფრისთვის არ მიგიღწევით და რა დღეში ხართ. ხომ წარმომიდგენია, რო რამეს მიაღწიოთ რას იზამთ.
avoe
ქეცბაიაზე წარმატებული მწრთვნელი საქართველოს ნაკრებს არ ყოლია. კაცმა ჩაიბარა ნაკრები, რომელიც 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში, საშუალო დონის ჯგუფებში მე-6 ადგილზე გავიდა. 2014 წლის შესარჩევ ციკლში, ბევრად სუსტი ფეხბურთელებით, მსოფლიო გრანდების (ესპანეთი, საფრანგეთი) წინააღმდეგ ნაკრები მე-4 ადგილზე გაიყვანა. რა პრეტენზია აქვს ან ფეხბურთელებს, ან გულშემატკივრებს, გაუგებარია. რუსეთის ჩემპიონატის უსუსტეს კლუბში მოთამაშე ამისულაშვილი ფეხბურთს რომ ვერ თამაშობს, ქეცბაიას რატომ აბრალებთ. იქნებ "რეალში", ან "ბარსელონაში" თამაშობს ვინმე ჩვენი ნაკრებიდან და ქეცბაიამ არასწორ პოზიციაზე დააყენა. კარგით რა, რეალურად შეხედეთ მდგომარეობას და ჭარბწონიან და გაზულუქებულ ვითომ ფეხბურთელებს ნუ აგულიანებთ და ნუ უბიძგებთ უმსგავსო საქციელისკენ. ფეხბურთელებში პატრიოტიზმის დეფიციტია. შეადარეთ მორაგბეებს და მიხვდებით.
გამგები გაიგებს, თუ ვერა და ცხვარი თემურათი ჩაანაცვლოს
ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს
vaso
ქეცბაია თავისი უზნეო და ცუდი დამოკიდებულების გამო გამოაგდეს ოლიმპიაკოსიდან ადამიანს არ ყოფნის ადამიანებთან ურთიერთობისთვის ინტელექტი,
PARFIUMER
კაროჩე თუ არ რცხვენიათ მანიც რა, ამხელა კაცები დაგანან და შილაობენ... ვინ როგორ იცხოვრა და იმგზავრა. ქეცბაია შესაცვლელია მაგრამ ესენიც არ არიან ნაკრებში სათამაშო ხალხი.
gio
ზეპირად ვიცი რახდება ჩახეედულივარ ამ საკმეში. ასეტი ხალხი რო გეყოლებაა ნაკრებშიი როგორ უნდა მიახწიო რამეს. ქეც ბაას შეცდომა ციკლის დაწყებიდან რო გამოიზახა ხიზანა უნდა გაეშვა მატე უნდა გამოეზახააატასი რამე რა რაც ბრბომ არიცის
Tamaz alvaneli
ალეკო, შოთი არველაძესთანაც პირშავად ხარ და კაცს გული გული როგორ ატიკინე - გვახსოვს... და ამიტომ, თემოსთან შენ არასოდეს არ იქნები მართალი!!!
zaza
აუ ყველა ქეცბაიას აბრალებს ტვიტონ ხო რას ამბობ რააა,აზე არ არიანნნ აქ ვინც არ უნდა ჩამოვიდეს მწვრთნელად ვერაპერს ვერ იზავს ამ ნაკრებით
Shoda
ქეცბას დიდად ვაფასებდი. არ მეგონა ასეთი რეგვენი თუ იქნებოდა! ქეცბაია რომ მაგარი უტვინოა ეს აშკარად გამოჩნდა. -ის რომ ტუტუცი იყო ადრეც ჩანდა. ჩამოიყვანდა რომელიმე ანტარქტიდის ნაკრებს ამხანაგურის სათამაშებლად, მოუგებდნენ და მერე იძახდა: ხომ ხედავთ წინსვლა მაწვსო. -ასეთ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო.
nona
ცავაბაროტ ნაკრები ზაზა ჯანასჰიას.
murtalo
რა გიპნოზი გაგიკეთათ ქეცბაიამ ხალხო?...ჟურნალისტები, ფეხბურთელები, ფედერაცია, სამინისტრო, ყველა დამნაშავეა და ქეცბაია არის მართალი კაცი და კარგი მწვრთნელი?...გეყოთ რა, სირცხვილია...4 წელი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე ვისთან გვაქვს საქმე...შორს ქეცბაია ნაკრებისაგან,მოგვშორდეს და ნახავთ ვინ როგორი ფეხბურთელია.
მახო
მიშა მოვიშორეთ და ეს თემური რაღა გახდა?? უინტელექტო და დაბალგანვითარებული ადამიანია,ფაქტიურად ამებაა და ეს ყველა მის ინტერვიუში ჩანს.
პაატა
ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს წესრიგი ქართულ ფეხბურთში. ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის. დიდი წმენდის გარეშე არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს.
irakli machitidze
დაშლილა ნაკრები და ეგა
rezo rezos
ვეხმაურები დათოს,მეგობარო! გეთანხმები იმაში,რომ ჩვენი ჟურნალისტები ვერ არიან სათანადო სიმაღლეზე,მაგრამ განა მათი ბრალია ნაკრების უსუსური თამაში? ჩვენ ახლა ჟურნალისტების კრიტიკით უნდა ვიყოთ დაკავებული თუ ნაკრების მწვრთნელის,რომელიც ათასჯერ უფრო დაბალი დონისაა თავის საქმეში,ვიდრე ჟურნალისტები თავის ხელობაში? უფრო დაბალი კლასის ფეხბურთელებით და უფრო გაჭირვებულ ქვეყნებში,ვიდრე ჩვენ ვართ,ჭკვიანი და ტაქტიანი მწვრთნელები უკეთეს შედეგებს აღწევენ,ეს რაზე მეტყველებს?ნუთუ თქვე მოგწონთ თამაში სადაც არ არის ტაქტიკა,აზრი,კომბინაცია,იმპროვიზაცია,შეტევა,ხელწერა,გოლი?ნუთუ მოგწონტ გაუტავებელი კოფლიქტები ფეხბუტელებტან?გოგუა,ყენია,ასატიანი,ხიზანისვილი,აგერ ახლა ამისულაშვილი რატომ წავიდნენ ნაკრებიდან?
gio
ვაი თქვენს პატრონს
bareza
ეს ჯურნალისტები რებს ცალიცობენ
temo
Damekarga amaze warmodgena
Zaza.1967@mail.ru
შე უსინდისო
roma
ფინეთთან ავიკიდებდი ყვითელსო:ნამუსი არა გაქვს შე კაცო,რეებს ბოდავ,ჯერ ერთი ეს ქეცბაიას ნაკრები კი არა საქართველოს ნაკრებია,მეორეც ფინეთთან ისე ითამაშე ხო დახიე ყველაფერი.ის ხალხი ვინც რუსეთში თამაშობთ,ნამუსი არა გაქვთ,შენი ქვეყნის მთრებთან,როგორ ცხოვრობთ,სად გაიზარდეთ,სად დაიბადეთ,ფუი თქვენი ადამიანობა.
მერაბი
შენი შემცვლელი გამოინახება არ ინერვიულო..
dima
ესაა შენი შეხედულება ქეცბაის გუნდშDიო რო იზახი ეს ქეცბაის გუნდი არა აეს ეროვნული ნაკრებიო აი მაგარი ბიჭი რო ყოფილიყავი გადადებდი პირად წყენას და ნაკრებში ითამაშებდი, თუმცა ფუფუნებას ყოფილხარ მიჩვეული და რაში გჭირდება ნაკრები იყავი მანდ რისეთში თუგინდა კარიერის მერეც და წაიყვანა თან ეს ვაი ჟურნალისტები
wadi mere
წადი მერე შენთვის სამშობლო მეორეხარისოვანი ყოფილა თუ ამ ვაი ჟურნალისტებმა გიყიდეს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?