ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... [VIDEO]

თემურ ქეცბაია: ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... [VIDEO]

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ალეკო ამისულაშვილისა და ზურაბ ხიზანიშვილის ინტერვიუებს გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ვიდეომონოლოგი გამოქვეყნდა.

ცხადია, ქეცბაიას განცხადებები საინტერესო და აქტუალურია და ამ მონოლოგს ფრაგმენტების, საინტერესო ამონარიდების სახით შემოგთავაზებთ...

...ამისულაშვილი ნაკრებიდან წასვლას აპირებდა და ვცადე, ეს გადამეფიქრებინებინა მისთვის, ნაკრებიდან წასვლას ვერ გაგიგებს ხალხი და ეს, პირველ რიგში, შენთვის იქნება-მეთქი ცუდი. თუ მაინცდამაინც ასე დგას საკითხი, მაშინ მხოლოდ ოფიციალური მატჩებისთვის გამოგიძახებთ-მეთქი - ესეც ვუთხარი.

ესპანეთთან მატჩისთვის ხიზანიშვილი უკვე წასული იყო ნაკრებიდან, გრიგალავას დისკვალიფიკაცია ჰქონდა - მოკლედ, ძნელი მატჩი გველოდებოდა.

თამაშის წინ მაცნობეს, ამისულაშვილმა დარეკა - საზარდულების პრობლემა მაქვს და საოპერაციოდ გერმანიაში უნდა წავიდეო. ვეცადე, დამერეკა ამისულაშვილთან, მაგრამ ზარს არ უპასუხა. მერე არჩილ არველაძეს ვთხოვე, დაერეკა მისთვის. დაურეკა და ამისულაშვილმა უთხრა, თამაშის მერე დავურეკავ მწვრთნელსო. მაგრამ არც თამაშის შემდეგ დამირეკა, საჭირო მომენტში ნაკრებს ზურგი აქცია და მწვრთნელიც არაფრად ჩააგდო...

...ჩემი შეცდომა იყო ხიზანიშვილთან მიმართებაში. კვირას დამირეკა, მოვდივარო. მერე ორშაბათს დარეკა და... არადა, ორი დღის მერე უკვე თამაში გვქონდა (ამხანაგური ლუქსემბურგთან - დ.თ.). ჩამოვიდეს ფეხბურთელი ნაკრებში, აჩვენოს ექიმს, რა ტრავმა აქვს... ჩვენთან ერთად უნდა იყოს.

ხდება ხოლმე, ტრავმის დროს ფეხბურთელი ვოლტარენის ნემსს იკეთებს და თამაშობს. ტელეფონით ვერ დავუკავშირდი, გათიშული ჰქონდა. ნაკრებში არ მოდის, კლუბში კი თამაშობს... ვუთხარი ხიზანიშვილს, აღარ გამოგიძახებ ნაკრებში-მეთქი, მაგრამ... იმედი მქონდა, რომ კიდევ ოთხ წელიწადს ითამაშებდა ნაკრებში.

მესი ტრავმას რომ მიიღებს, მაინც ჩადის ნაკრებში და არ რჩება "ბარსელონაში". ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში არ ჩამოვა და მერე კლუბში ითამაშებს, აღარ უნდა გამოიძახო...

...ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოვართვით, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, ახალი ეტაპი იწყებოდა და სხვა დავაყენეთ კაპიტნად. ფინეთთან საგარეო მატჩის მერე ბელორუსთან გვქონდა სათამაშო. პარასკევი იყო და მეორე დღეს, ღამე ჩავედით ბელორუსში. 72 საათი გავატარეთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და თამაშის მერე იმაზე ლაპარაკი, რომ ავტობუსით ვიარეთ რამდენიმე საათი, უადგილოა.

ბელარუსთან ხიზანიშვილმა მე-5 წუთზე დაუშვა შეცდომა და გოლი გაგვიტანეს, ფინეთთანაც დიდი როლი შეასრულა მისმა შეცდომამ, ეს ორი მატჩი რომ არ წაგვეგო, განაღდებული გვექნებოდა ჯგუფში მესამე ადგილი, მაგრამ ამ ყველაფერზე არ გამიმახვილებია ყურადღება...

...საფრანგეთთან საშინაო მატჩისთვის სამ ცენტრალურ მცველს ჰქონდა ყვითელი ბარათი და ხიზანიშვილს ვუთხარი, უფრო ის მინდა, ფინეთთან მატჩისთვის მოემზადო-მეთქი. მაგრამ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ როგორი იყო, ვინმეს გამოცვლა?! ასე რომ მივყვეთ, მაშინ 20 ფეხბურთელიდან 12 სახლში უნდა წავიდეს.

ეს იგივეა, პირველ ხაზში იყო, უკან მოიხედო და დაინახო, რომ ყველა გაქცეულია. ასეთმა კაცმა უნდა ილაპარაკოს ქართული ფეხბურთის წინსვლაზე?

ალბათ დიეტოლოგიც უნდა ამეყვანა, რომ ხიზანიშვილს ზედმეტი წონა დაეკლო, ლამის მთელი ცხოვრება ზედმეტი წონით თამაშობს. ხიზანიშვილმა "რედინგში" ბოლო ხუთ წელიწადში 36 მატჩი ითამაშა, ჩემი მწვრთნელობის დროს კი ბოლო ოთხ წელიწადში - 30 მატჩი. ამ ყველაფრის მერე მე ვარ ამათი მტერი და დამაქცევარი? ამისულაშვილი ნალჩიკის "სპარტაკში" რომ თამაშობდა, შოთა არველაძე მას იქიდან კი არა, საქართველოს ნაკრებში თამაშით იცნობდა და ამიტომ წაიყვანა თავისთან...

...ანანიძეს რაც შეეხება, ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა ნაკრებში, მაგრამ ცდილობენ, შექმნან მიზანმიმართული პრობლემური სიტუაცია, ეს ყველაფერი შემოტევასავით არის, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ნამოქმედარი...

...როცა მე არ ვიყავი ნაკრების მწვრთნელი, კუპერი და ტოპმიოლერი ხომ კარგად ეპყრობოდნენ ფეხბურთელებს? რატომ ვერ მიაღწიეს შედეგს? როგორ გგონიათ, უცხოეთში ვერ მოვძებნიდი სამსახურს? მაგრამ დამიძახეს საქართველოში და ჩამოვედი...

...მე არ მითქვამს, რომ ჩვენი ფეხბურთულები ჩარეცხილები არიან, უბრალოდ არ ვართ იმ დონეზე, რომ ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი დავიკავოთ. წინ უნდა წავიდეთ...

...ოთხი წელიწადია მაქვს ის პრობლემა, რომ ფეხბურთელებს არ უნდათ ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში. არ ვამბობ, რომ მომდევნო შესარჩევში განაღდებული მაქვს მესამე ადგილი, მაგრამ მეტი შანსი იქნება, რომ გავიდეთ ფინალურ ეტაპზე. პრობლემას გვიქმნის ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობა თავიანთ კლუბებში, სამწუხაროდ, ზოგჯერ 18 კაცშიც ვერ ხვდებიან...

...შოტლანდიაში ვიყავი ახალგაზრდულ ნაკრებთან და ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც მომესალმა და გადამკოცნა, ანანიძე იყო. ჩივაძესაც აქვს ის პრობლემა, რომ ფეხბურთელი არ ჩამოდის ნაკრებში. ჩემზე მეტად ვის უნდა, რომ მოიგოს საქართველოს ნაკრებმა?

თუ მე-6 ადგილზე გავდიოდით, ახლა მეოთხეზე გავედით. მირჩევნია, 10-დან 10 ფრე ვითამაშოთ, არ გავიტანოთ, არ გავუშვათ და გავიდეთ ფინალურ ეტაპზე, ვიდრე, როგორც გვითხრეს იქ, სომხეთის მეხუთე ადგილი ჯობია ჩვენს მეოთხეს...

...მეორე დღეს გადავდგები და წავალ სახლში, ეს არ არის პრობლემა. მითხარით, თუ არის ისეთი პიროვნება, რომელიც მოვა და ამაზე უკეთეს საქმეს გააკეთებს, მარტო ლაპარაკი კი არა, საქმეა საჭირო. იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ პრობლემები შეექმნას ნაკრებს, ერთი და ორი ფეხბურთელი, ვინც წასასვლელი იყო, წავიდა, ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა, არავის შევეხვეწები.

ხიზანიშვილი ამისულაშვილის ადვოკატია? ის ვერ ილაპარაკებდა? ამ ფეხბურთელების უკან თუ ირგვლივ ვიღაცები დგანან, ვისაც ჩვენ არ ვიცნობთ...

...ჩემს მერე რომ მოვა და იმუშავებს, იმის მიხედვით უნდა მოხდეს ნაკრებში ჩემი მუშაობის შეფასება. იმას თუ გავითვალისწინებთ, ჩემზე წინ რა კეთდებოდა და მე რა გავაკეთე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ წინსვლა არის...

...ბევრ რაღაცაზე მაქვს თვალი დახუჭული. ჩვენთან პრობლემა არის თუ არა თამაში, აგერ, ახალგაზრდა ბიჭები არიან და ალბათ ყველა იტყვის თავის სათქმელს. მაგრამ ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... იმდენი სიცრუე თქვეს ტელევიზიით... თურმე, კონტრაქტი 2+2 მაქვს, თურმე უთანხმოება მაქვს ფედერაციაში... არადა აქ ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვია. იმის დაფასებაც არ უნდათ, რაც კეთდება, რაც ხდება ასაკობრივ ნაკრებებში. ახლა ჩვენი დრო დადგა, თქვენ გვერდზე გაიწიეთო.

ქართველი ვარ, ჩემს ქვეყანაში ჩამოვედი და რატომ უნდა გავიწიო გვერდზე?..

...მინდა, რომ ოპტიმისტები ვიყოთ. იმედია უთამაშებელი ფეხბურთელები სხვა გუნდებში წავლენ, სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, ჩამოვლენ, იბრძოლებენ, თამაშებს მოიგებენ... <object id="flowplayer" width="560" height="315" data="http://embed.myvideo.ge/flv_player/j/playerl.swf" type="application/x-shockwave-flash"> <param name="flashvars" value="config=http://embed.myvideo.ge/flv_player/jwconfigembed.php?video_id=2184681.mp4" /> <param name="allowfullscreen" value="true" /> <param name="src" value="http://embed.myvideo.ge/flv_player/j/playerl.swf" /> </object>

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზურაბ ხიზანიშვილი: როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო...

ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

• bubu

ნაკრებში სადაც დისწიპლინა არ იქნება დაცული არაფერი არ გამოვა ხიზანიშვილის ფეხბურთი დამთავრებულია. და თუ საფრანგეთთან ნიჩიას ითამაშებ მაშვინ რატო არ უნდა მოუგო ფინეთშ და რატო უნდა წააგო ფინეთთან

• giorgi

ქეცბაიას ბოლომდე უნდა მიაყვანინონ საქმე. მისი წასვლით საქმეს არ ეშველება! დარჩენის შემთხვევაში კი მას ხელი უნდა შეუწყონ რომ თავისი საქმე ბოლომდე გააკეთოს. მისნაირი პატრიოტი, მებრძოლი და მცოდნე ჩვენ სხვა არ გვყავს და როცა ამბობს რომ დარჩენილ დროში ჩამოაყალიბებს კარგ ნაკრებს ამას ჰაერზე არ იძახის!

• taisona

აქ ვინც ქეცბაიას ეწინააღმდეგებით ქართული ფეხბურთის ძირეული პრობლემების აზრზე არ ხართ! ნაკრებში არ მისვლა, ან მისვლა და თავის დაზოგვა ეს სენი მუდამ ჭირდა ჩვენს ნაკრებს და ქეცბაია ამის აღმოფხვრას სწორედ ასეთი მიდგომით თუ შეძლებს. ამ კაცის მეტი შედეგს ვერავინ მოიტანს. მითუმეტეს პროგრამა აქვს რომელიც ეტაპობრივად სრულდება. ეხლა მისი გაშვება დიიიდი სისულელე იქნება! ვინც ამბობთ ამ გაზულუქებული ფეხბურთელების გამო თემურის წასვლას, იქნებ ის მაინც თქვათ ვინ უნდა დაინიშნოს? აქ მაურინიო და კაპელო არ ჩამოვა და რომც ჩამოვიდნენ ვერაფერს გახდებიან! აქ პრობლემები უფრო ფეხბურთს მიღმაა!!!

• qutaiseli

nikaს რომელია მეომარი ხიზანა ამისულა თუ ქეცბაია ომი და ფეხბურთი სულ სხვა რამეა ფეხბურთის თამაშის მერე ჩახტები შენ ფირმა მანქანაში და სახლში მიდიხარ ბრძოლის ველიდან კი 90 პროცენტი მორგში რომელი ჯობია რის მეომარი რა მეომარი.ჯარისკაცობა არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმის გამოვლინება ნებისმიერ ქვეყანაში და ფეხბურთელობა როგორ უნდა შეადარო მეომრობას სადაც 90 პროცენტი სიკვდილი გიკავია ხელში.

• nika

ვიდიჩმა ხო იცით ვიდიჩი მივიდა ფერგისონთან და უთხრა ჩემ ქვეყანაში ომია და მე ვჩირდები ქვეყანასოო უნდა გამიშვაოო ეხლა თქვენ განსაჯეთ ხიზანა ამისულა და მაგისტანა ...

• ვასილ მილორავა

ქეცბაია წადი და ნუ ტლიკინებ რა!...

• guja_kakhadze

daviti! მსგავსი ანალიზი კარგახანია არ მინახავს. გაიხარე!!!! რა ეშველება ნაკრებს და ვინ უშველის? ამაზე თუ მიპასუხებ ძალიან გამეხარდება. წინასწარ გიხდი მადლობას.

• daviti

სასაცილოა უკვე ამ კომენტარების წაკითხვა,რა დისციპლინაზე ლაპარაკობთ კაცო,დისციპლინას მაშინ მოაქვს შედეგი როცა ის დამყარებულია,ხათრზე რიდზე და პატივისცემაზე,დედის გინებით და გაუთავებელი ლანძღვით დამყარებული დისციპლინა გამიგია მე ციხეში,ტყვეობაში და არა საფეხბურთო გუნდში,გამაგებინეთ ერთი რას ნიშნავს პატრიოტობა თქვენი გაგებით?ქვეყანაში სადაც ყველა სხვა პრობლემას თავი რომ დავანებოთ,ასეულობით ბავშვი ვერ ახერხებს ფეხბურთზე სიარულს იმის გამო რომ,მათი ოჯახები ვერ ახერხებენ ამისთვის დაწესებული თანხის გადახდას,ეს კაცი კი აქ იღებს 3-ჯერ მეტ ხელფასს ვიდრე მაგალითად,ხორვატიის,პოლონეთის,დანიის,შვედეთის ნაკრების მწვრთნელები,იღებს საქართველოს ნაკრების გაწვრთნაში გაცილებით მეტს ვიდრე დუნგას და მარადონას უხდიდნენ ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებებში და ამ ფულით კვიპროსში ხსნის ბავშვთა აკადემიას.შედით ინტერნეტში,მოიძიეთ და ნახავთ რამდენ ევროპული ნაკრების მწვრთნელს არ აქვს ქეცბაიას ხელფასის ნახევარიც კი,თან არ დაგავიწყდეთ ეს ამ თანხას იღებს მიუხედავად შედეგისა.ნახეთ ამ ინტერვიუს დასაწყისი და ცინიზმით ნათქვამი ქართველ ქომაგს იმისი უნდა ეშინოდეს ხიზანისვილი არ დაბრუნდესო გუნდში,ხიზანიშვილის შეცდომებზე ამ ტონით ლაპარაკი,ქომაგს მართლა შეუძლია მაგრამ,ვერ მეტყვით ვერცერთ მაგალითს მწვრთნელი ასე აგდებით ფეხბურთელებზე ლაპარაკობდეს და არა მარტო ხიზანიშვილზე,ან როგორ ამბობს ასე უსირცხვილოდ ხიზანიშვილს შეცდომები რომ,არ დაეშვა მესამეზე გავიდოდითო,არ გახსოვთ როგორ მოვიგეთ ის ერთადერთი მატჩი ბოლო ქვეჯგუფში ბელორუსებთან?ვინმე იტყვის ვჯობნიდით მეტოქეს და ამის ხარჯზე დამსახურებულად გავიმარჯვეთო?ის ერთადერთი გოლი მთლიანად ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდა.რატომ არაფერი თქვა ამ ინტერვიუში იმაზე მართლა უთხრა თუ არა ზურას სხვისი დავალებიტ უშვებ შეცდომებსო.ამას მწვრთნელი გასახდელში თანაგუნდელებთან ერთად რომ გეტყვის როგორი მოსათმენია მითხარით ერთი,ან რატოა ვალდებული მოითმინოს?დაანებეთ თავი ამ ურა პატრიოტიზმს და დაფიქრით თუ წვეყანას ეუძლია მილიონახევარი დოლარი უხადოს მწვრთნელს,რატომ არ უნდა ყიდულობდეს ფეხბურთელებისთვის ნორმალურ ავია ბილეთებს?ესენი ისედაც ცაში არიან სულ გამოკიდებული ღმერთმა უწყის რამდენ ხანს ატარებენ თვითვმფრინავში წლის განმავლობაში.ტყუილები ილაპარაკესო კონტრაქტზეო,2+2 და ასე შემდეგო და ამიხსენით,რატომ უნდა ჭირდებოდეს ჟურნალისტს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კონტრაქტზე მარჩიელობა?მითუმეტეს როცა სახელმწიფო იხდის მის ხელფასს.მეორე დღესვე საქართველოში გამოვიქეციო ჩემპიონთა ლიგის შემდეგო ანართოსისიდან,მე როგორც მახსოვს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობამდე "შეიარა" მაგან კიდევ ერთ კლუბში და 2 კვირაში გამოაბუნძულეს იქედან მისი მურაბა ხასიათის და ზუსტად ფეხბურთელებთან მწვრთნელისთვის მიუღებელი დამოკიდებულების გამო.რამდენად კომპეტენტური მწვრთნელია ქეცბაია ამაში დასარწმუნებლად ფინეთთან მატჩიც კმარა.ამ თამაშამდე ჩვენ ვეთამაშეთ საფრანგეთს,ფინელები ესპანეთს,არც ჩვენთვის და არც ფინელებისთვის არავითარი სატურნირო მნიშვნელობა წინა თამაშს არ ქონდა მთავარი იყო ურთიერთ შეხვედრა,ნახეთ ბატონებო რა შემადგენლობით ეთამაშა ფინეთი ესპანეთს და მერე ჩვენ,4 ძირითადის ფეხბურთელი დაასვენა და საქართველოსთან სათამაშოდ შემოინახა,ჩვენ თავი შევაკალით საფრანგეთს და მე-3 ზე გასასვლელად,აუცილებლად მოსაგებ თამაშში ისე დავმარცხდით საგოლე მომენტებიც კი ვერ შევქმენით.თუკი ფინელების ერთმა ჩვეულებრივმა მწვრთნელმა რომელსაც არც ნიუკასლში უთამაშია და არც კლუბი გაუყვანია ჩემპიონთა ლიგაზე მიხვდა 4 დღის ინტერვალით,2 თამაშს ერთ დონეზე ვერ შეძლებდა მისი გინდი თამაშს და პრიორიტეტი სწორად განსაზღვრა ამ ჩვენმა გენიოსმა გენიოსთა შორის რატომ ვერ მოახერხა ეს?ძალიან მარტივია ითამაშო 11 კაცით დაცვაში.არ ჭირდება ამას არც კომბინაციის დამუშავება არც დაცვიდან,შეტევაზე სწრაფად გადასვლა და დაცვაში ასევე სწრაფად დაბრუნებისთვის ვარჯიშები,არც ტაქტუკური გადაწყობა თამაშის დროს,არც,სხვადასხვა დონის გუნდებთან განსხვავებულად ტაქტიკის გამოყენება.იჯექი დაცვაში ჩაგივარდება ბურთი ამოიტანე ეგაა სულ ქეცბაიას საფეხბურთო ფილოსოფია.თუ კარგი მეკარე გეყოლა და ტამაშში ასე15-20 მკვდარი ბურთი აიღო დიდი ანგარიშით არ წააგებ მაგალითისთვის ესპანეთთან სახლში და ხორვატებთან სტუმრად თამაშებიც კმარა,ოღონდ კოკას სულ არ მოაქვს წყალი და ირლანდიის მეორე ნაკრებთან მაინც წავაგეთ 4:0.აი ის კი ბატონებო რომ,თურმე,ექვს გუნდიან ქვეჯგუფში მეხუთეზე გავედით,ახლა მეოთხეზე ოღონდ ხუთ გუნდიანში,ორივე შემთხვევაში ბოლოს წინა ადგილზე ვართ და ეს თურმე პროგრესია და ამისთვის მწვრთნელს მილიონახევარი დოლარი უნდა ვუხადოთ ეს უკვე სასაცილოც აღარაა.

• qutaiseli

levanსშენ სხვის ტ.....თავი დაანებე და შEნ ტ.....ს და ზდილობას მიხედე ჯობია და თუ შენი აზრის დაფიქსირება გინდა კორექტულად და ზრდილობიანად მოიქეცი.

• lea

უნდა დარჩეს ქეცბაია აუცილებლად

• Merabi

She vai jurnalisto!qecbaias tavi daanebe da shen tavs mixede!

• levan

ყველან თქვენს ტ ... მიხედეთ და დააცადეთ ამ კაცს თავისი კონტრაქტის ამოწურვამდე მაინც მუშაობა !!!

• beso

ვინ უნდა მოყვანოთ ტქვე გაჭირვებულებო და ვინ დაგიდებთ შედეგს?ამ Y ვერი ფეხბურთელებით გინდათ მიაღწიოთ რამეს?კიდე ბევრს მიაღწია თემომ.მეცოდება ის ხალხი ვინც არასამართლიანად აკრიტიკებს ამ კაცს

• murtalo

უნამუსო, უზრდელი დემაგოგი!...ერთი კაცი დამისახელეთ, ფეხბურთელი, მწვრთნელი, ვეტერანი, ფეხბურთის ექსპერთი თუ პროფესიონალი, რომელიც ქეცბაიას მუშაობას ნაკრებში დადებითათ შეაფასებს და ხმის ამომღები არა ვარ...საქართველოზე და მის ნაკრებზე კაცს გული "შესტკივა", ბიზნესმენებს მოუწოდებს ბავშვთა ფეხბურთია მისახედი და ფული ჩადეთ მის განვითარებაშიო თვითონ კი კვიპროსში ხსნის აკადემიას, ამას ქვია პატრიოტობა?...წაიღე ის ფული რაც "გეკუთვნის" და გაგვანებე თავი თემურ, კმარა!...კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რა უნამუსოც ხარ...აქამდე უნდა გადამდგარიყავი უსირცხვილო რომ არ იყო.

• margal

ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი

• გიორგი

ქეცბაია უმეტეს შემთხვევაში სიმართლეს ლაპარაკობს და ვაი ფეხბურთელებს თუ არ უნდათ საქართველოს ნაკრებში თამაში არავინ შეეხვეწებათ.

• Eagle

ბევრი აზრი გამოითქვა,აქედან ბევრი ყურადსაღებია.ვფიქრობ ქეცბაიას ყველა გვერდზე უნდა დაუდგეს.ქეცბაიასთვის არ არსებობს ფავორიტები და ავტორიტეტები,რომ ვინმე ხათრით ათამაშოს.მისთვის ავტორიტეტია სამშობლო.განა მართლა უმძიმესი გადაწყვეტილებები არ მიიღო, როცა არ გამოიძახა კობი,იაშკა და სხვ?იმდენად რთული ხასიათი გვაქვს ქართველებს,თითქოს ჩვენს გარშემო ბრუნავს სამყარო.მალდინი და მსგავსი ლეგენდები წავიდნენ ან გაუშვეს ნაკრებიდან.შენ უნდა მოიქცე ღირსეულად და ვერავინ შეეხება შენს ღირსებას.ჭორიკანა დედაკაცობას უნდა მოეშვეს ნაკრების Fეხბურთელი და კეთილი ინებოს საქმით დაამტკიცოს,რომ ღირსია თამაშის.ამბოხებულების ადგილი არაა ნაკრებში.ნაკრები ერთი გუნდი და ოჯახი უნდა იყოს.დროა პატივით მოექცეს ეს ხალხი სამშობლოს და ეროვნულ ნაკრებს.თავიანთი თამაშით შექმნან კლიმატი და ავტორიტეტი ნაკრებში და არა ჭორიკანობით.ყველა გამოდით ვინც ამ ხალხის უკან იმალებით და თუ რამეთი შეგიძლიათ ნაკრებს და ქეცბაიას დაეხმაროთ კეთილი ინებეთ,თუ არა და დადუმდით თქვენ ჩვენ არ გვჭირდებით.კობიზე და იაშკაზე მეტი ვის გაგიკეთებიათ,არაფერს ვამბობ ქეცბაიაზე.კობიმ და იაშკამ გაუგეს ქეცბას

• veterani

ბაჩოს ვეთანხმები

• Night

fraternity აი ესეთი ხალხი ღუპავს ქვეყანას

• bacho kakalashvili

ქეცბაიას კრიტიკა მოვეშვათ ჯობია.კაცმა ანორთოსისით ჩემპიონთა ლიგას მიაღწია,ხოლო როგორ ფეხბურთელი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თავდადებული მოთამაშე იყო. უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები ფეხბურთი.მოედანზე სულს და გულს ტოვებდა და რაღა ეხლა შეეცვალა დამოკიდებულება ნაკრებისადმი როცა მწვრთნელად მოვიდა.ცოტა დავუფიქრდეთ და მივხვდებით,რომ ნაკრენის პრობლემა მწვრთნელში არაა. ჩემი აზრით ერთადერთი ნათელი წერტილი რაც საქართველოს ნაკრებს აქვს ქეცბაიაა. გვყავდა ტოპ კლასის მწვრთნელებიც ,მაგრამ ვერანაირ შედეგი ვერ დადეს. თუნდაც ტოპ მიოლერი, კუპერი და ჟირესი ავიღოთ. ესე იგი პრობლემა მწვრთნელში კი არა თავად ნაკრებშია. გამოსავალი კი ის არის ,რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე სანამ არ აიწევა ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს.ჩემპიონატის დონის აწევას კი ფულთან ერთად ფეხბურთელების ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება. შრომა ფეხბურთელებს ეზარებათ და სტიმულიც არ აქვს, რომ იშრომოს აქ მაინც არ დაუფასდება.მოკლედ ყველაფერი ერთმანეთსა გადაჯაჭვული და ამ ყველაფერში ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ. ფეხბურთელობისას მასზე შრომისმოყვარე ფეხბურთელის მნახველი არ ვარ.ამიტომ კი არ უნდა ვლანძღოთ ქეცბაია იგი ავტორიტეტი უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელისთვის და ყველა უნდა ეცადოს მისნაირი გახდეს. აი მაშინ ეშველება ნაკრებსაც და ქართულ ფეხბურთსაც.

• bacho kakalashvili

ქეცბაიას კრიტიკა მოვეშვათ ჯობია.კაცმა ანორთოსისით ჩემპიონთა ლიგას მიაღწია,ხოლო როგორ ფეხბურთელი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თავდადებული მოთამაშე იყო. უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები ფეხბურთი.მოედანზე სულს და გულს ტოვებდა და რაღა ეხლა შეეცვალა დამოკიდებულება ნაკრებისადმი როცა მწვრთნელად მოვიდა.ცოტა დავუფიქრდეთ და მივხვდებით,რომ ნაკრების პრობლემა მწვრთნელში არაა. ჩემი აზრით ერთადერთი ნათელი წერტილი რაც საქართველოს ნაკრებს აქვს ქეცბაიაა. გვყავდა ტოპ კლასის მწვრთნელებიც ,მაგრამ ვერანაირ შედეგი ვერ დადეს. თუნდაც ტოპ მიოლერი, კუპერი და ჟირესი ავიღოთ. ესე იგი პრობლემა მწვრთნელში კი არა თავად ნაკრებშია. გამოსავალი კი ის არის ,რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე სანამ არ აიწევა ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს.ჩემპიონატის დონის აწევას კი ფულთან ერთად ფეხბურთელების ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება. შრომა ფეხბურთელებს ეზარებათ და სტიმულიც არ აქვს, რომ იშრომოს აქ მაინც არ დაუფასდება.მოკლედ ყველაფერი ერთმანეთსა გადაჯაჭვული და ამ ყველაფერში ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ. ფეხბურთელობისას მასზე შრომისმოყვარე ფეხბურთელის მნახველი არ ვარ.ამიტომ კი არ უნდა ვლანძღოთ ქეცბაია იგი ავტორიტეტი უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელისთვის და ყველა უნდა ეცადოს მისნაირი გახდეს. აი მაშინ ეშველება ნაკრებსაც და ქართულ ფეხბურთსაც.

• მალხაზი

ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს!

• fraternity

რომელ სტატისტიკაზე გველაპარაკება ეს ადამიანი? სამ გოლს რომ გაიტან და მხოლოდ ანდორას და სან მარინოს გადაასწრებ ამით ედრება სომხეთის ნაკრებს რომელიც იტალიაში ორჯერ უჰებდა იტალიას და ქულა წამოიღო დანიასტუმრად გაანადგურა. ქეცბაყველაფერს ნუ გადაუსვამ ხაზს რაც ოდესღაც გაგიკეთებია. წადი თავი დგავანებე, არ ჭირდები ნაკრებს შეიგნე ბოლოს დაბოლოს. წადიიიიიიიი!!!

• zviad

რასაკვირველია,არც ერთ მოქმედ ფეხბურთელს ქეცბაიაზე მეტი არ გაუკეთებია ,მაგრამ როცა ამ დონეზე მივიდა საქმე,მე ვფიქრობ თემურს სახვეწარი არაფერი აქვს - წადი!!! ეს იქნება ყველაზე ღირსეული ნაბიჯი,ნებისმნიერი სხვა გადაწყვეტილება დაემსგავსება პოსტის შენარჩუნების მცდელობას,აგერ ნახავთ,თუ ასე არ შეაფასებს ხალხი... გასაგებია ჩემო თემურ,რომ შემსრულებლები არ გყავს,მაგრამ მაინც ვერასოდეს დაგეთანხმები იმაში,რასაც ამბობ - მირჩევნია 10 ფრე ვითამაშო,გოლი არც გავიტანო,მაგრამ არც გავუშვა და შედეგს მივაღწიოო...ვის უნდა ასეთი ქართული ფეხბურთი?..თუ რითიმე ფასობდა ჩვენში ფეხბურთი,ცეცხლოვანი შეტევებით და ლამაზი თამაშით...მაგიტომ გვიყვარს ფეხბურთი და ასეთი იდეოლოგიით ვერაფერს მიაღწევ!!!..ოდესმე მიგვაჩვიეს დიდმა ფეხბურთელებმა საქართველოში,რომ ფეხბურთი ხელოვნებაა და არა ის "სვარკა",რომელსაც შედეგს ეძახით...წადი თემურ,წადი და შენი ღირსება კიდევ ერთხელ დაამტკიცე ამით - შენ ხომ მინდორზე ამ კომპონენტში მართლაც არ გყავდა ბადალი !!!

• qutaiseli

ქეცბაიას დამცველებს ისლანდიას ესტონეთს ფეხბურთელები დამისახელეთ სად თამაშობენ და მათი საბაზრო ღირებულება შედეგი ნული გვაქ. კარში ვერ ურტყამენ 18 კაცში ვერ ხვდებიან და ისეთ ფეხბურთელს ვიძახებდიო თვითონ ამბობს ბურთს ვერ აჩერებენ და შეტევაში ვერგადადიან ამ ნაკრების მწვრთნელს უხდიან 2 მილიონს ბიუჯეტიდან თან ფედერაცია კიარ უხდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან აძლევენ ეს ფული გადაყრილია ჩაამთავრებს ეს კაცი ამ ციკლს და წავა როგორც თვითონ თქვა არ ჯობდა ეს ფული ბავშვთა ფეხბურთს მოხმარებოდა ნაკრები ამ შედეგს დაბალანაზღაურებად მწვრთელთან ერთადაც აჩვენებს 10 თამაშში 3 ბურთს ისედაც გაიტანებენ როგორმე.ფეხბურთი დააქციესო რო იძახის თქვას სახელები ვინ დააქცია ზოგადი საუბარი არ არის სწორი თუ ამბობ თქვი ბოლომდე და კიდე ფინეთთან და ყაზახეთთან კარგად ვითამაშეთო ფეხბურთის მცოდნე ერთი კაცი მანახეთ რომელი ამას იტყვის.

• gaga

დემაგოგო და არაქართველო ჯურნალისტებო დაანებეთ ნამდვილ პატრიოტ ქარტველს თავი და ჩასაფრებულ არაფრის მაქნის ფეხბურთელებო თქვენ საქმეს მიხედეთ თითქოს ოკროს ბურთები აგიღიათ ისე ლაპარაკობთ.

• merabi

ქეცბაია მართალია, ამათ მხოლოდ ფული და მარიაჟობა უნდათ ბოლომდე ითქვას სათქმელი და იქნებ მერე მაინც შერცხვეთ ამ ვაი პატრიოტებს.

• xevsuri

მხოლოდ ასეთი ჯიუტი და "ნასტირნი" მწვრთნელი ჭირდება ჩვენს ნაკრებს.. ამდენი წელია სულ ერთი და იგივე პრობლემები და ვეღაცამ ხო უნდა მოაწესრიგოს ბოლოს და ბოლოს?

• Laboureur

ყველაფერს სწორეს ამბობს ეს კაცი და ტყუილად უკეთებთ შავ პიარს. ნაკრებს ფეხზე რომ იკიდებს ის ფეხბურთელი საერთოდ უნდა მოკვეთო გუნდიდან, თავისი სურვილის მიხედვით რომ ჩამოდიან გუნდში, როცა აწყობთ, როცა უნდათ რომ გაიყიდონ, როცა არ ეზარებათ. არ გვყავს ასეთები??? გუნდში დისციპლინა უნდა იყოს პირველ რიგში! და შედეგზე რომ წუწუნებთ, გადახედეთ მართლა სტატისტიკას. საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში ფარერებთანაც კი უჭირდა მოგება, მაგრამ თემურმა ნაკრებს თავისი ხელი აშკარად დაატყო, უაზროდ ბურთს არ კარგავენ და თავის დაცვა მაინც ისწავლეს. დღეს ყველას დაავიწყდა რომ თურმე ქეცბაია იყო მწვრთნელი როცა ხორვატიას მოვუგეთ, როცა ესპანეთს ტოლ-სწორად, გამართული, ნამდვილი ფეხბურთი ვეთამაშეთ, როცა საფრანგეთი გადაგვირჩა და ფრეს მიაღწია ჩვენთან... ხიზანა კარგი ფეხბურთელია ნამდვილად, მაგრამ მისი ორი შეცდომა 2 გოლად და შესაბამისად 2 წაგებად არ დაგვიჯდა ამ შესარჩევში? და ამ ყველაფრის მერე, კიდევ პრეტენზია გაუჩნდა რატომ არ ვითამაშეო, როცა ფორმაში არ ხარ თავი უნდა დახარო და უფრო მეტი იშრომო... ძალიან მაინტერესებს კლუბში რომ სვამენ სკამზე იქაც ასე იქცევა ხოლმე? ფეხბურთის არ მცოდნე ხალხი დგას კიდე და აკრიტიკებს მწვრთნელს. სომხების შურთ და უკვირთ რატომ გვჯობნისო.. სომხეთის ნაკრების მარტო ერთი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს ნაკრების პირველი თერთმეტეულის ერთად აღებული. ესეც ქეცბაიას ბრალია?

• L.E.S

დემაგოგიის პროფესორი...აქაც ცდილობს ყველა ცუდად წარმოაჩინოს თავისი თავის გარდა...კითხვა: გუნდი როგორ უნდა შეკრა? ყველასთან ურთიერთობას აფუჭებს....გუნდს რომ ვერ კრავს იმიტომაა ერთეული ადამიანების ერთეულ შეცდომებზე რომ აპელირებს....

• nika

მე ვიციიი ზუსტათ რახდებააააა ქეცბაიას 5 წელი ჩავაბარებდი კიდეეე როოოგაცხრილოს ესნაგავიიი, ქეცბა შენი ბრალია ხიზანა ტავის დროზეეეუნდა გაგეგდოოოო ხოგიხალატა ეგრეე

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...