23 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს
23 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს სამოას უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას I არხი განახორციელებს.

რაგბის საერთაშორისო საბჭომ მოწყალე თვალით გადმოგვხედა და ნოემბრის ტესტ მატჩების სერიის უკანასკნელ მეტოქედ სიძლიერით მსოფლიოს რიგით მერვე ნაკრები გვარგუნა, რაც ნამდვილად გასახარი ფაქტია და ამასთანავე საპასუხისმგებლოც, რადგან სამოელთა დამარცხების შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" ისტორიულ გამარჯვებას ჩაიწერენ საკუთარ აქტივში, თან უდიდეს განაცხადს გააკეთებენ საკუთარ სიძლიერესთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა გზა გაგვიხსნას მსოფლიოს ელიტარული დონის ნაკრებებთან რეგულარულად საპაექროდ.

საქართველოსა და სამოას ნაკრებთა გზები აქამდე ერთხელ გადაიკვეთა და ეს 2003 წლის მსოფლიოს თასზე მოხდა. C ჯგუფის მატჩში "მებრძოლმა" სამოამ იოლად დაამარცხა "ბორჯღალოსნები" 46:9.

სამოელთა რიგებიდან ლელოებით თავი გამოიჩინეს საილოსი ტაგიკაკიბაუმ, ერლ ვაამ, სემო სიტიტიმ, სტივენ სოიალომ, დომენიკ ფაუნატიმ და ბრაიან ლიმამ. ქართველთა მხრიდან კი მათ პალიკო ჯიმშელაძემ უპასუხა ორი საჯარიმოთი და ერთი არეკნით.

ასე რომ, თუ საქართველო მოახერხებს დღევანდელი პრინციპული მატჩის მოგებას, მაშინ ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიშიც გათანაბრდება და მსოფლიო რეიტინგში "ბორჯღალოსნები" 1,91 ქულას დაიმატებენ, ფრის შემთხვევაში ნამატი 0,90 ქულაა, ხოლო თუ წავაგებთ, დანაკლისი ძალიან მცირე იქნება.

მატჩი უაღრესად დაძაბული და თვალსასეირო უნდა გამოვიდეს, ვინაიდან სამოა ყოველთვის გაშლილ, ლაღ რაგბის თამაშობს და თავის სტილს არასდროს ღალატობს.

თავის მხრივ საქართველოს ეროვნული ნაკრები განთქმულია ძლიერი შერკინებით, ასე რომ ამ ორი სხვადასხვა ტიპის ნაკრების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. მატჩის ფავორიტად სტუმრები ითვლებიან, თუმცა პირთამდე გავსებულმა სტადიონმა და მხურვალე გულშემატკივრობამ სტუმართა ეს უპირატესობა, შესაძლოა, იოლად გაანეიტრალოს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მილტონ ჰეიგმა ამერიკასთან ნაწვნევი დასანანი მარცხის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილება განახორციელა: ბურჯების პოზიციაზე მიხეილ ნარიაშვილმა და ლევან ჩილაჩავამ შესაბამისად დავით ქუბრიაშვილი და დავით ხინჩაგიშვილი ჩაანაცვლეს, მეტოქეს პირველივე წუთებიდანვე შეუტევს მარბიელი გიორგი თხილაიშვილი, დიდხნიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსანთა" რიგებში ბრუნდება გარემარბი გიორგი შკინინი, რომელმაც გამოცდილი თედო ზიბზიბაძე შეცვალა სასტარტო თხუთმეტეულში.

სამოას ნაკრებმა შემოდგომის ტესტების წინ ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი. მიუხედავად ამისა, ჯერ ირლანდიასთან წააგო სოლიდური სხვაობით 9:40, ხოლო შემდეგ "ფრანგ ბარბაროსებთან" დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 19:20. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა თბილისური მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე გადაადგილება განახორციელა. ირლანდიასთან მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ, მგეზავის პოზიციაზე ბრუნდება ტუსიატა პისი, შესაბამისად ცხრა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს გუნდის კაპიტანი კაენ ფოტუალიჰი, ბურჯის პოზიციაზე ფრანგული "აჟენის" მოთამაშე ვილიამ აფატიას ნაცვლად საკარია ტაულაფო იასპარეზებს, ხოლო შერკინების მეორე ხაზში გუნდის ლიდერ ჯო ტეკორის ფრანგული "კასტრის" მორკინალი პიულა ფაასალალე შეცვლის.

სტივენ ბეთჰემი, სამოას ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"სხვადასხვა სახის ტრავმების გამო შვიდი მორაგბე მოვისაკლისეთ, თუმცა ეს ფაქტი უკანასკნელი ორი მარცხის გასამართლებლად არ გამოდგება.

სამწვრთნელო შტაბმა დავგეგმეთ ორწლიანი მოსამზადებელი ციკლი, რომლის განმავლობაშიც გვაქვს საშუალება ჩვენთვის ყველა საინტერესო მორაგბეს მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა მსოფლიოს თასზე ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბოთ და ღირსეულად ვიასპარეზოთ.

საქართველოს ძლიერ ნაკრებთან დაპირისპირება მშვენიერი გამოცდა იქნება ჩვენი მომზადების დონისა და სიძლიერის საზომად".

კაენ ფოტუალიჰი, სამოას ნაკრების კაპიტანი:

"მეტოქე გუნდის რიგებში ძალიან ბევრი ფიზიკურად ძლიერი მორაგბეა, როგორც შერკინებაში, ასევე უკანა ხაზში. შესაბამისად, გადამეტებულად მეჩვენება ის მოსაზრება, რომ სამოა ამ შეხვედრის უდავო ფავორიტია.

ველოდებით უმძიმეს ბრძოლას და სრული კონცენტრაციით ვითამაშებთ."

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ბოლო ორ მატჩში უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და მშვენივრად გამოჩნდა ის ნიუანსები, რაზეც კიდევ გვაქვს სამუშაო.

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რომ ჰკითხოთ უშუალოდ მატჩის წინ, ისიც ისურვებს, რომ მისმა გუნდმა რომელიმე სარაგბო კომპონენტი გამოასწოროს უშუალოდ თამაშის დროს.

მიმაჩნია, რომ თუ ჩემი მორაგბეები ბოლომდე შეასრულებენ მათზე მიცემულ დავალებებს, მაშინ მშვენიერი შანსი გვექნება მოვიპოვოთ ისტორიული გამარჯვება, რომელიც სავარაუდოდ მოგვცემს საშუალებას მომავალ წელს ასეთი დონის მეტოქეებთან ერთი შეხვედრის ნაცვლად ორი ან სამი ტესტი გავმართოთ.

ეს უბრალო ტესტ მატჩი არაა საქართველოსთვის. ამ მატჩის ანგარიშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული".

საქართველო VS სამოა

საქართველო

15. მერაბ კვირიკაშილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8, გიორგი ჩხაიძე.

16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

სამოა

15. ფაჰატოინა აუტანგავა, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვაჰაულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი. 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმზ ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე, 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.

16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენტონი პერენისე, 19. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 22. კენ პისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

torino
გენაცვალეთ ლომებო!!! -ეხლა ამ კომენტარს როცა ვწერ თამაში უკვე დასრულებულია, ამ გამარჯვებას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩვენთ ვის, ამაზე მეტყველებს ისა ფაქტიც, რომ ტამაშის მთავარი არბიტრი 16-ე მოთამაშე იყო, როგორ არ უნდათ რაგბის საერთაშორისო ოჯახს, ჩვენი წარმატებები (სუფთა მარკეტინგული თვალსაზრისით უნდათ, ოგონდ არ უნდათ ზედმეტი მოვითხოვოთ, ასე ვთქვათ მადა არ გაგვეხსნენს), თამანც ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუმინელებიც ანალოგიურად მოითხოვენ იგივე სტატუსს და ერთი განაცხადით ასე ვთქვათ დიდი პარაოზი კეთდება რაგბის ელიტაში შებიჯებაში(რუმინელებმა ამასწინათ ტონგას ძლიერი ნაკრები დაამარცხეს) ჩვენი და რუმინელების სახით... მაგრამ ამას ვერ გაექცევიან, იტალიელებმა და შოტლანდიელებმა რამდენიც არ უნდა გვემალონ მაინც მოუწევთ ჩვენთან ტესტები (თბილისში, ეს დრო ძალიან ახლოსაა) და მერე იპოზიორონ 6 ერის მაგ ორმა მაჩანჩალამ! forza georgiana
მიხო
სამოასთან შანსი საერთოდ არა გვაქვს... თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ძალიან ცუდ თამაშს ვაჩვენებთ.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მსოფლიო თასი. A ჯგუფი: რუსეთმა მეორე მარცხი სამოასთან იწვნია [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]
საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მსოფლიო თასი. A ჯგუფი: ირლანდიამ რუსეთს მშრალი ანგარიშით მოუგო
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა
პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს [VIDEO+PHOTO]
საქართველო-სამოა 20:16
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13 - ჩემპიონთან მოგება ჩემპიონობისთვის ბრძოლაა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"უფრო მძიმე თამაშები წინაა და "ბორჯღალოსნები" ყოველთვის ვერ მოიგებენ..."