მამუკა ბიძინაშვილი: "ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობამ კლუბი ავტომატურად აქცია ფიფასა და უეფას სუბიექტად - ამ ორგანიზაციებში სოხუმის "დინამო" საქართველოს სახელით დარეგისტრირდა"
როგორც იქნა, სოხუმის "დინამო" წლეულს აღდგა. ეს მამუკა ბიძინაშვილმა გააკეთა, რომელმაც პირველი ეროვნული ჩემპიონატის დროს საფეხბურთო კლუბი "იბერია" დააფუძნა, მის ბაზაზე კი შემდეგ "ზესტაფონის" წინამორბედი "მცხეთა" ჩამოყალიბდა.

იყო იმედი, რომ აღდგენილი კლუბი პირველ ლიგაში ითამაშებდა. საბოლოოდ, ის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში დაუშვეს და მისი აღორძინების საქმემ კიდევ გადაიწია.

ყველას კარგად ესმის, რომ საფეხბურთო ორბიტაზე სოხუმის "დინამოს" ღირსეული დაბრუნება მხოლოდ საფეხბურთო სამყაროს ამოცანა არ არის. ეს ზოგადქართული, ეროვნული საკითხია და ამდენად არის საერთო-სახალხო საზრუნავიც. ასეთი მაგალითებია საბერძნეთში სალონიკის პაოკ-ი (პატრიოტი ათლეტები კონსტანტინოპოლიდან), ათენის აეკ-ი (ელინელი ათლეტები კონსტანტინოპოლიდან), ფამაგუსტას "ანორთოსისი" (თურქების მიერ კონტროლირებადი ჩრდილოეთ კვიპროსის გუნდია), აზერბაიჯანში კი აგდამის "ყარაბახი".

უმთავრესად, ასეთი კლუბები იყვნენ და რჩებიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ. ქართული სახელმწიფოს ასეთივე მზრუნველობას ელის სოხუმის "დინამოც".

სამწუხაროდ, დღეისთვის ასე არ არის, რაზეც კლუბის დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი გველაპარაკა:

"ვინც გაეცნობა და ჩაუღრმავდება საკითხის არსს, აუცილებლად გააკეთებს დასკვნას, რომ 20 წლის განმავლობაში სოხუმის "დინამო" უსაფუძვლოდ იყო მიტოვებული. თუმცა ქართული ფეხბურთის მატეანედან ისტორიული უკუღმართობის გამო უსამართლოდ ამოგდებული კლუბის ბედი ნებისმიერ მამულიშვილს დააფიქრებს.

სოხუმის "დინამო" 1927 წელს დაფუძნდა და სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონატებში. სამწუხაროდ, 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო გუნდი შემადგენლობის ნაწილმა დატოვა და სოხუმის "ცხუმი" დააფუძნა, ნაწილი კი სოხუმის "დინამოში" დარჩა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა. ანუ საქართველოს საფეხბურთო რუკიდან ტრადიციული გუნდი გაქრა.

მისი აღდგენა და აღორძინება ამიტომაც გადავწყვიტეთ. ამ პერსპექტივას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ რამდენიმე ინიციატორმა გავბედეთ და კლუბი დავაფუძნეთ. ობიექტური და სუბიექტური წინააღმდეგობების მიუხედავად, დღეს გუნდი II ლიგაში მონაწილეობს და ახალგაზრდა, მზარდი ფეხბურთელები ჰყავს. I ლიგაში გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ ამაში ფინანსური პრობლემები გვიშლის ხელს. უფრო სწორად, არანაირი დაფინანსება არ გაგვაჩნია", - ამბობს ბიძინაშვილი.

ამის მიუხედავად, სოხუმის "დინამოს" დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი ბევრს აღელვებს და დაფინანსების წყაროს მოძებნის:

"ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობამ კლუბი ავტომატურად აქცია ფიფასა და უეფას სუბიექტად - ამ ორგანიზაციებში სოხუმის "დინამო" საქართველოს სახელით დარეგისტრირდა. ეს გასაფრთხილებელი ფაქტია.

საინტერესოა, რომ კლუბი ასევე შეტანილია საერთაშორისო ცნობარებში, საბუკმეკერო კანტორები კი ჩვენს მატჩებზე ფსონებს იღებენ, რაც უცხოელების ცნობიერებაში ობიექტური გეოგრაფიული აზრის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

პროექტს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობის აღდგენაშიც. ფინანსურად გაძლიერების შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით მოვიწვევდით აფხაზ ფეხბურთელებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ გუნდი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ყურადღებას იმსახურებს.

უკვე ერთი წრე განვლილია. აქამდე ვერც მოვაღწევდით, გვერდში რომ არ დაგვდგომოდნენ ზვიად სიჭინავა, ვახტანგ ყოლბაია, გრიგოლ ცაავა, მურად ანჯაფარიძე და დიმა ჯაიანი.

"აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის" თავმჯდომარის, ლონდერ ცაავასგან ყოველდღიურ მზრუნველობას ვგრძნობთ. იმედია, ასე გაგრძელდება მომავალში.

მჯერა, ადრე თუ გვიან, სოხუმის "დინამოს" აღორძინებაში საკუთარ წვლილს ბევრი შეიტანს და რეალურად განხორციელდება ჩვენი ლოზუნგი - "თანადგომით გავიმარჯვებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi
მე მჯერა ამ კლუბის მჯერა იმისი რო საუკეთესოები გავხდებით წინ სოხუმი ურა ურა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე
პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სოხუმის "დინამო" "ლაციოსა" და ცსკა-სთან - კიდევ ერთხელ დაფიქსირებული "აფხაზეთი საქართველოა!"
სოხუმური დერბი - პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სოხუმი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?
საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები
სოხუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშებს
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..
დავით ყიფიანის თასი: "ზესტაფონი" მოგებით დაბრუნდა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
სოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან [VIDEO]
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქართული სპორტის ლიდერები: ჩელე
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
გია ბუღაძე: სპორტსმენი რომ ვიყო, სოჭში კაცური ღირსების გამო არ წავიდოდი
სხვას რას ელოდით?! აღმასკომმა კლუბების გაწევრიანება რიგგარეშე ყრილობამდე გადადო
"იმედი არ მაქვს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განზრახვაზე ხელს აიღებენ"
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...