ქეცბაიას კონტრაქტი ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის, ეს პრინციპის საქმეა და სიმართლე უნდა გაირკვეს!
თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტზე "ლელომ" რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა. თითქოსდა უწყინარ თემას სრულიად აბსურდული გაგრძელება, ბრალდებები და ქვეტექსტები მოჰყვა.

აი, მაგალითად, სფფ-ის 28 ნოემბრის განცხადება:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ - თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან, ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ, გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადავო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდეა ძალაში, რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას - ხელშეკრულების 2+2-წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს: კონტრაქტის გაფორმების დღიდან - დღემდე, მასში აღნიშნული ვადები უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა.

კონტრაქტი 4-წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე".

ეს ყველაფერი მართლა აბსურდამდე მიდის. უკვე ვწერდით, რომ თემურ ქეცბაიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის არქივში აღარ დაგვხვდა. იქ არ აღმოჩნდა ინფორმაციები 2011 წლის 7 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს (მხოლოდ ეჭვს!).

სამაგიეროდ, 27 ნოემბერს ამავე საიტზე მივაკვლიეთ ინფორმაციას ინგლისურ ენაზე. იმავე დღეს ქართული ვარიანტი ისევ გაჩნდა. აი, რა წერია იქ:

"ახალი კონტრაქტის დეტალებზე კი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაწვრილებითი განმარტებები გააკეთა. კონტრაქტი 2+2 სისტემითაა შედგენილი".

ანუ იქაც იგივე ინფორმაციაა, რაც "ლელომ" დაწერა. ზოგადად, ცნობილია, რომ ასეთი ხელშეკრულება შემდეგს გულისხმობს - მხარეებმა მისი გაგრძელების საჭიროებაზე 2 წლის შემდეგ ხელახლა უნდა დაილაპარაკონ. ეს ორი წელი 2013 წლის სექტემბერში გავიდა...

სხვათა შორის, სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდის მაშინდელ ინფორმაციაშიც 2+2 სისტემა არ იყო განმარტებული, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა, რაზეც დღეს ფედერაციის განცხადებაში ვკითხულობთ. და საერთოდაც, "სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა" რაღაც თითიდან გამოწოვილს, სახელდახელოდ მოგონილ მიზეზს ჰგავს. ანუ ფედერაციისთვის ეს არის სიტუაციიდან გამოსავალი. მაგრამ არის რომ?

საინტერესოა, როდის აქეთაა, რომ "სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმას" ოფიციალურ პრეზენტაციებზე ამზეურებენ და თანაც, ხელსაც აწერენ (იხ. ფოტო).

სფფ-ის განცხადებაში წერია: "ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია".

დაბნეულობა კი არა, ვიტყოდით - აღშფოთება. დაბნეულობა უფრო ფედერაციას ეტყობა, რაც განცხადებიდანაც ჩანს.

შეიძლება, სულაც არაფერი გვეთქვა ამ თემაზე, რადგან ქეცბაიას კონტრაქტი ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის, მაგრამ ადრეც ვწერდით და ახლაც ვიმეორებთ - პრინციპის საქმეა და სიმართლე უნდა გაირკვეს! მერე კი, თუ გნებავთ, 2+2 გადააკეთეთ 3+3-ად. ოღონდ ტყუილს ნუ ეტყვით ხალხს.

გამოაქვეყნეთ კონტრაქტის ორიგინალი!

პაატა გელაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ

როცა 2+2 ავტომატურად 4 არ არის - როგორი კონტრაქტი აქვს თემურ ქეცბაიას?

merab1970
თავის თავში უნდა ეძიოს ყველამ დანაშაული. ყველა მტყვანია და ყველა მართალი, ერთმანეთისთვის რაღაცას დამტკიცება უნდათ და ზარალდება ქართული ფეხბურთი. ორივე მხარემ (ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც) უნდა წავიდონ დათმობაზე ერთმანეთის მიმართ. რაგბს რომ უყურებ ვხედავ როგორ იხარჯებიან ბიჭები, როგორ ომობენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით, გულს უხარია, და თუნდაც რომ წააგონ პატივისცემას უმსახურებენ. ასეთი უნდა იყოს ნებისმიერი ნაკრები. ჟურნალისტები კი იმის მაგივრათ რომ გაანეიტრალონ სიტუაცია, პირიქით ბენზინს ასხამენ.
დედა
ყველა უბედურების სათავე სიცრუე და ტყუილია. ამიტომაც ყველას უნდა აწყობდეს სიმართლის გარკვევა - ქეცბაიას მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. თუ ასე არ მოხდა, არც ბავშვთა ფეხბურთს ეშველება რამე. მაგალითად, რა მნიშვნელობა აქვს ნარკოტესტის ჩატარებას თუ შედეგები გაყალბდება?
ზურა
ეს კომენტარები ხო საერთოდ რა... აღარ დაწეროს ჟურნალისტმა არაფერი, რადგან ზოგიერთებს არ მოწონს? რამე სიცრუეა თუ ტენდენციურია რამე აქ? თუ რამე სიმართლეს არ შეეფერება, კიდევ გასაგებია თქვენი გაღიზიანება, მაგრამ თუ სიმართლეა, რა კუჭი გეწვით, ვერ გავიგე???
მმმმ
ქეცბაიას ენაგადმოგდებულო ფანებო, ამ ნაგლის გასამართლებელი საბუთები რომ არ გაქვთ, ახლა ჟურნალისტებზე ყრილობთ ჯავს? მოსაშორებელია ეს კაცი! თუ ფეხბურთელები არიან წარუმატებლობის მიზეზები, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მწვრთნელი? ნებისმიერი წვრთნელი დავნიშნოთ, ნაკლები ანაზღაურებით
iveria
აუ წატი თქვენი რა...რა გაატრაკეთ საქმე !!! რას გიხდიან ამდენს ასე რო უტრაკებთ ამ ქეცბაიას ?! სხვა საწერი არგაქვთ ??? ტფუი..სულ შემძულდით ეს ვითომდა სპორტული ჟურნალისტები.ძალიან ზედმეტი მოგდით უკვრ.ნაკრების მწვრთნელს ჭირდება თანადგომა და ჯანსაღი კრიტიკა და არა წადი წადი ს ძახილი...არ დავწერდი ჩემს აზრს მაგრამ ვხედავ ხალხიც იზიარებს ჩემს აზრს....ავტორო, ნუ შემაძულე ამ საიტზე შემოსვლა !!!
nuca
ძალიან გაბრაზებული ვარ სპორტულ ჟურნალისტებზე. ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ქართული ფეხბურთი ღრმა ჭაობშია ჩაფლული და ქეცბაიას შეცვლა ქართული ფეხბურთში სიტუაციის გაჯანსაღებას ვერაფერს შემატებს. მაინტერესებს რომელიმე ჟურნალისტს თუ დაუსვია საკითხი: ნარკო და დოპინგტესტები ჩაუტარდეთ ქართულ ფეხბურთში მოღვაწე დიდსაც და პატარასაც. თუ არ სმენიათ რა სიტუაციაა ამ მხრივ კლუბებში? ვნატრულობ რომელიმე უწყებას მოაფიქრდეს და ჩატარდეს ნარკო და დოპინგშემოწმება, ტოტალიზატორებთან კავშირები და გასაჯაროვდეს შედეგები! მომავალ თაობებს მაინც ვუშველოთ, ამათ მგონი აღარაფერი ეშველებათ
ლეო ძია
მართლა რა გაუხურეთ საქმე ამ ჟურნალისტებმა კაცო საქმე.. საწერი გამოგელიათ? ხო ხედავთ რომ თქვენი დიდი მცდელობების მიუხედავად გულშემატკივრის უმრავლესაობა ამ დავიდარაბაში მაინც ქეცბაიას ამართლებს.. ჰოდა დაწყნარდით და დამშვიდდით თქვენც, მორჩა მოკვდა ეს თემა უკვე, სხვა რამეზე წერეთ, გაინძერით, გამოიძიეთ, გადით ჰაერზე ოფისიდან რო ისვრით სტატიებს!
tato er4ti
გაახურეთ რა საქმე,უდისციპლინო, უჯიგრო,არაკაცი ფეხბურთელებით რა გააკეთოს მწვრთნელმა, დავაი რა დაახვიეთ ამ ვაი ჟურნალისტებმა.....ყველა შემოევლოთ ჯიგრიან რაგბისტებს...
Gia
თემურ ქეცბაია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი და მწრთვნელია. დღევანდელი ფეხბურთელებით მაქსიმალური შედეგი აქვს.
bizo
არ გაუხურეს საქმე ამ ვაი ჯურნალისტებმა ქეცბაიას?!დავნიშნოთ რომელიმე ჯურნალისტი მწვრთნელად და მოისვენებთ ალბატ,თქვენ ხომ ყველაფერში კომპეტენტური ხართ?!
vaxvax
საქმე დაგელიათ?სირცხვილია,ამ თემის გარდა ათასი პრობლემაა ჩვენს ფეხბურთში და იმაზე ილაპარაკეთ,მაგრამ ამისთვის კომპეტენციაა საჭირო.
გულშემატკივარი
ფედერაცია ასეთი განმარტებებით შეურაცხყოფას აყენებს ყველა გულშემატკივარს... სირცხვილია ამდენი ტყუილის თქმა და თავის მართლება. საერთოდ, კარგი იქნება თუ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დარჩება, არ უნდა მივცეთ საშუალება ამ აფერისტებს რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ. კეთილი ინებოს სფფ-მ და გამოაქვეყნოს კონტრაქტის ორიგინალი.
Jora
რა წაიღეთ ტვინი ამ კონტრაქტით!!!! ამდენ გამოძიებას საქართველო -ჰოლანდიის გოლები დადეთ ჯობია!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს