ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სკანდალი: ქართველი ძიუდოისტები უწესოდ მოქცევის გამო იაპონიიდან გამოაძევეს

სკანდალი: ქართველი ძიუდოისტები უწესოდ მოქცევის გამო იაპონიიდან გამოაძევეს

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთ ტიტულოვან წევრს სასტუმროში ცეცხლმაქრი ბალონი აუფეთქდა...
ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრებები უსიამოვნო ამბავში გაეხვივნენ - იაპონიაში შეკრება ნაადრევად დაატოვებინეს და ვადამდე დაბრუნდნენ საქართველოში.

11 ნოემბერს ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები ფედერაციამ იაპონიაში გაუშვა ორკვირიან შეკრებაზე, გეგმა კი ასეთი იყო - თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ევარჯიშათ, თუმცა ამდენი აღარ დასცალდათ.

სწორედ ცუკუბაში მოხდა ის უსიამოვნო ამბები, რის გამოც ჩვენებს უნივერსიტეტი და მთელი ქვეყანაც დაატოვებინეს.

როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ გვითხრა, ამის მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა და ცუკუბას უნივერსიტეტის შინაგანაწესის დარღვევა გახდა. მოგეხსენებათ, იქ ძიუდოს უნივერსიტეტები მეორე სალოცავია და ყველას თავისი წესები აქვს (ასეა იაპონელთათვის ტრადიციული სპორტის ყველა სახეობაში - სუმოში, კარატეში და სხვა), მათი დარღვევა კი მკაცრად ისჯება.

იქაურ განაწესში თურმე შედიოდა სიჩუმისა და სიმყუდროვის მაქსიმალური დაცვა, ფეხშიშველა სიარული და სხვა...

გუგავას თქმით, ჩვენები თურმე ლაპარაკობდნენ ხმამაღლა, ანუ მათთვის ჩვეულებრივად; ჰოლში შედარებით ხმამაღლა უსმენდნენ მუსიკას და, საერთოდ, იქცეოდნენ ისე, როგორც მიჩვეულები არიან. ამასთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში რიგითი მოქალაქის საჩივარი შესულა ჩვენებზე, ქუჩაში ველოსიპედით დასაშვებზე ჩქარა მოძრაობენო...

გუგავას თქმით, ეს ერთხელ მომხდარა, როცა მაღაზიაში გასულან ველოსიპედით, მაგრამ ზღვა წვეთობითო და მასპინძელთა უკმაყოფილებაზე ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. თანაც, ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთ ტიტულოვან წევრს უნივერსიტეტის სასტუმროში ცეცხლმაქრი ბალონი აუფეთქდა... გუგავას თქმით, ეს ბალონები დერეფანში სრულიად დაუცველად იდო, იმ ნომრის კართან კი ახლოსაც ყოფილა...

ეს ბიჭი ირწმუნება, რომ მან მხოლოდ გადააადგილა და კარიდან ცოტათი გადაწევა მოინდომა, მაგრამ ავტომატური მუშაობის რეჟიმი ამოქმედდა და ბალონიდან გამოყოფილი სპეციფიკური ფხვნილით მთელი სასტუმრო გაიბუღა...

ერთი სიტყვით, მასპინძლებს ძალზე ბევრი მიზეზი დაუგროვდათ საიმისოდ, რომ ჩვენებისთვის კარისკენ მიეთითებინათ და ასეც მოიქცნენ. მათ თურმე პირდაპირ განუმარტეს ჩვენს მწვრთნელებს, რომ გუნდი არღვევდა უნივერსიტეტის შინაგანაწესს. გუგავამაც თქვა, ეს იმას ჰგავს, ეკლესიაში რომ შევიდეს ვინმე და იქაური წესები არ დაიცვასო. თან ისიც დაამატა, რომ მწვრთნელებმაც არ იცოდნენ ასეთი მკაცრი განაწესის შესახებ...

ცუდია და დასანანი, ასე რომ მოხდა. სხვა თუ არაფერი, იქ ვარჯიში დიდად წაადგებოდათ მოზარდებს. თან, საქართველოში ასე ნაადრევად დაბრუნების გამო ვერ გამოდიან ძიგორო კანოს მემორიალზე ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები - ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პირად-გუნდურში ბექა ღვინიაშვილი (90) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100). ისინი თავიანთი შეკრების დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ აქ ჩამოსულებმა ხელახლა ვიზის ასე სწრაფად აღება ვერ შეძლეს.

უცხოეთში ჩვენი სპორტსმენების შეუფერებელ ქცევებზე ძალიან ბევრი დამიწერია და სულ ვცდილობდი, ყველა წერილში გამეტარებინა აზრი, რომ ისინი საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები არიან და მეტი წინდახედულება მართებთ...

რაღაც უცნაური წინათგრძნობით, ამ დღეებში სიამოვნებით ვიგონებდი, რომ მსგავსი ფაქტები დიდი ხანია, აღმოიფხვრა-მეთქი...

საბედნიეროდ, მართლაც ასეა და ახლანდელს ნუ გავაიგივებთ ადრინდელთან - ეს მაინც დაუფიქრებლობით გამოწვეული, ნაწილობრივ - მართლაც მწვრთნელთა გამოუცდელობით მომხდარი ამბავია და ბევრად ნაკლები დანაშაულია, ვიდრე - შეგნებული ქურდობა.

თუმცა უცხოეთში მიმავალ მწვრთნელ-სპორტსმენებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ როგორც მოიქცევიან იქ, ისეთი წარმოდგენა დარჩებათ უცხოელებს ჩვენზე; რომ ისინი თავიანთი ქცევით ქვეყნის შიგნით ოჯახს, უცხოეთში კი სამშობლოს წარმოადგენენ. ეტყობა, ეს მარტივი ჭეშმარიტება დამრიგებლებმა ყოველ წასვლაზე უნდა უმეორონ შეგირდებს.

ჩვენი ძიუდოს ფედერაცია არც აპირებს ამ ფაქტის მიჩქმალვას და მოარული ხმებით, დამნაშავეთა დასჯასაც გეგმავს. ჩვენც ამიტომ არ ვასახელებთ ცალკეულ დამრღვევთა ვინაობას, ვიდრე მათი გადაწყვეტილება არ გახმაურდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ძიგორო კანოს ტურნირზე მცირე გუნდით

• puma

სამწუხარო ტენდეცია ჩამოუყალიბდათ ქართველ სპორტსმენებს, ყველას ეხებათ !!! დისციპლინა მწვრთნელებიდან იწყება ისიანი ალბათ შოპინგზე იყვნენე მთელიდღე გასულები:))

• მართალი

კუნთმაგარი და გონება–ჩლუნგი.

• beqa

რა წესები უნდა აეხსნათ? მაგარი ჭედავთ ეს ხალხი... რა სიმკაცრე.... ? ბალონი რო არ უნდა ააფეთქო და დედა არ უნდა ........ სასტუმროს ეგ სიმკაცრეა? და მუსიკებს უსმინო და იღრიალო? სამწვრთნელო სკოლაში კი არა სასტუმროდან გამოგაგდებენ მასეთი საქციელისთვის... მაგარი ში.......ვი ხალხი ვართ.... ხო სიმკაცრე იყო ცეცხლმაქრი რო არ უნდა ააფეთქოს :D მეცინება ბლ....დ.... გადაი......ვავდნენ თავზე იქ და იმენნა ააწიოკეს ყველაფერი.... თუ სავარჯიშოდ ხარ დროზე უნდა დაიძინო და რეჟიმში უნდა იყო და არ ირბინო ქუჩაში ველოსიპედებით და კარიდორებში ცეცხლმაქრები არ უნდა ააფეთქო... რა გახმაურებს შე კაი კაცო ივარჯიშე და დაისვენე.... მარა ამათ ვარჯიში რათ უნდათ ისედაც მაგრები ვართ... ეგ იმ ბანძმა იაპონელებმა ივარჯიშონ.... ვაი ჩვენ? :D მაგრად მეცინება ბალონი ააფეთქეს მხოლოდ და მხოლოდ რა მოხდაო.... მაგარი კაცია მწვრთნელი.... LDLDLLDLD:D

• jek

სამცუხაროა და ცჰკუის სასცავლებელი, მცვრტნელები უნდა დაისაჯონ რომ არ მიაკციეს წესიერად ყურადგება, ისინი ალბტ ქეიპს უნდებოდნენ და უცხო ვისკების სმას ესე იციან, უნახავები.

გული მერევა სპორტსმენ ბიჭებზე, მაგარი უვიცები არიან

• vaxo

გაუსჰვუ ჩემი მესიჯი

• vaxo

ვეთანხმები იაპონელები მართლა უზრდელები, ადამინები მთელი ღამე რომ ღრიალბენ არ უნდა აცდო თან სტუმრები, თანაც საქრთველოდან, ან ველოსიპედზე როცა უნდა სჰემოჰდებიან ან კიდევ ბალონით მთელ სასტუმროდ გაბუღავენ, ქუჩAშიც ღრიალბენ, რა მოხდა მერე იაპნია ბობ-ბოლო ერთი ჩამორცჰენილი უკულყურო ქვეყნა, მთავარი იყოჩაღეს ბიჭებმა და სასტუმრო არ ააფეთქეს, ეს მოწმობს რომ გდასრევად იქცეოდნენ, იმათ ვერ გაიგეს უბრალოდ....

• ჯაფარიძე

ველოსიპედები თავისუფლად არსად დევს უპატრონოდ და სხვისი ქონების ხმარება ქურდობაა. ეს დეპორტია და დეპორტს მუსიკის ხმამაღალი მოსმენისთვის არავის უკეთებენ.

• scorpion

ამათმა ხო უნდა ასახელონ საქართველო საერთაშორისო მაშტაბებით. შემოვევლე იაპონელებს, მათ კულტურას პატივს ვცემ როდორი დისციპლინით უდგებიან ყველაფერს. ქართველები კი მასვი, მაჭამე, მატ..ურე ერია!

• PARFIUMER

მოკლედ რაც მოხდა ისეთი რამეა ძნელადაა ასატანი... მე თუ მკითხავთ სამწვრთნელო შტაბიც და თვითონ ბიჭებიც კარგად შესაჯანჯღარებლები არიან, სავარჯიშოდ და განვითარებისთვის ხარ ჩასული, ივარჯიშე რა... იაპონიასთან ვარჯიში სახუმარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ არ არის ვიცით და რომ გვაფასებენ ჩვენც დავაფასოთ ხო შეიძლება. პ.ს მაგრად დამწყდა გული კანოს მემორიალს რომ დააკლდნენ ბიჭები, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი იქნება იმედია...

• ghost

აეროპორტში ერთხელ დავინახე ახალგაზრდების სპორტული გუნდი, ისე იქცეოდა რომ ტვინი წაიღეს. უცხოელ გოგოებს ეკაიფებოდნენ, ჩვენებსაც მერე ხალხზე გადავიდნენ და თან თავის მუსკულატურას ამარიაჟებდნენ ფეხები არავინ მოგვჭამოსო ყვიროდნენ. აშკარად უკულტუროები და გაუზრდელები იყვნენ, ვწუხვარ საქართველოში რომ ასეთი თაობა წამოვიდა. იაპონელები სხვანაირი ხალხია, მომთმენები არიან ძალიან და ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან ცუდი რამ გააკეთეს ასეთი გადაწყვეტილება რახან მიიღეს.

• datiko48

აღზრდა რომ აკლია დღევანდელ თაობას რა ეჭვი გეპარებათ?ყველას უნდა სხვაზე მაღლა დგომა,და შეხედეთ თვით საუბარშიც კი რომ აკლიათ ინტელექტი,არათუ ყოფაქცევა.ეხ,გული მწყდება როგორ ქვეითდება ქართველი შეგნება.

• რატი

ახლა აქ ვინმეს გჯერათ, რომ ბალონის გადატანა უნდოდა და აუფეთქდა? თქვენ რომ გყავდეთ სტუმარი და ოთახში მოისაქმოს არ გააგდებთ სახლიდან? რა შუაშია სტუმართმოყვარეობა სტუმარმაც უნდა სცეს მასპინძელს პატივი. ქართველობა რეალურად არ იქნებოდა საერთოდ შუაში ნაკრები რომ არ ყოფილიყო საქართველოს სახელით, თორემ ყველა ნაციის შეიძლება მოიქცეს ვინმე უკულტუროდ. თუმცა ისიც მართალია რომ ქართველებს ცოტა ხშირად მოგვდის, და ტრადიციებზე თუა საქმე, ქუდის დახურებაზე გვაქვს ერთი კარგი ანდაზა ქართველებს.

• goha

სტუმარ მასპინძელი გაუგზავნოთ იქნებ მიხვდენ რაიმეს ისე არამგონია ამერიკელებისთვის გაებედოთ რამე

• archil

ჩვენ ქართველები ვართ და არ მაქ სურვილი ვინმეს ან რამეს დავემგვანოთ. ბიჭებო! ძლიერები იყავით, კარგები და მაგით გული არ გაიტეხოთ.

• იროზნა

ქართველები მართლაც უკულტუროდ იქცევიან ყველა ქვეყანაში. სამწუხაროა,არადა საუკუნეების მანძილზე ქართველი ზრდილობის, ვაჟკაცობის და სტუმართმოყვარეობის სინონიმად იყო ქცეული.

• vaxvax

სირცხვილი ქართველს,სხვა ნაციის წარმომადგენელი,რომ მისცემს შენიშვნას უწესობისთვის.ამასაც არ აკმარებს და ქვეყნიდან გააძევებს.სხვა ქვეყნებს რატომ არ ემართებათ მსგავსი?

• nin

დარწმუნებული ვარ, სტატიაში ძალიან რბილადაა დაწერილი, რაც იქ რეალურად მოხდებოდა. ცეცხლმაქრი ბალონები ეგრე ხელის შეხებით არ ფეთქდება, მით უმეტეს, ტექნოლოგიურად ისეთ დაწინაურებულ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა. უნახავმა რა ნახაო - დაინახეს ეტყობა ბალონები და კინოში რომ უნდოდათ, ისე მოინდომეს გასხმა. მარა კი მიესხათ დამსახურებულად იაპონელებისგან. ხშირად მიწევს ფრენა და რამოდენიმეჯერ უცხოეთიდან სამშობლოში მომავალ ქართველ სპორტსმენებსაც შევხვედრივარ უკანა გზაზე. ისე იქცევიან, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, განსაკუთრებით კი მოზარდები, რომ სირცხვილით ვიწვი და ქართულ პასპორტს ვმალავ.

• vai

აქ რბილად უწერია ავტორს, ოდნავ გადაადგილა და ოდნავ გადააჭარბა სიჩქარეს, რათქმაუნდა ოდნავ ხმამაღლა საუბრობდნენ, ეს ოდნავ უნდა აიყვანო მეცხრე ხარისხში და ეგ იქნება სიმართლე, ტრადიციებში გაურკვევლობა კი არა მაგას ზრდილობაში გაურკვევლობა ქვია

• გიო

ღირსები ვართ ჩვენ რო აქ უცხოელ ტურისტს ტრაკს ვულოკავთ იქ რო ადიან ჩვენები კიდე აი სახეზეა რაც ხდება

• irakli-s

ველური ბებიაშენია. ბავშვები არიან, ასეთი რამე ყველაშ შეიძლება მოუვიდეს. მეორე საკითხია რომ მწვრთნელები უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ და თუ ასეთი განსაკუთრებული წესები და კანონები ქონდათ უფრო კარგად უნდა აეხსნათ და განემარტათ. ან მეტი ფული უნდა მიეცა ფედერაციას და ჩვეულებრივ სასტუმროში გაჩერებულიყვნენ. რა იცით ეს ველურები ვართ და ცუდები ვართ და არსად გამოსაჩენები ვართ . დამნაშავეები ბავშვებში კი არ უნდა ეძებინ არამედ ყველა მწვრთნელი უნდა დაისაჟოს ვინც მანდ იყო.

• akhali

და ჩვენ ევროკავშირში მიგვიღებენ?ჟერ ქუჩაში ფეხით მოსიარულეს,ინვალიდს მანქანა არ გაატარებს(მოსკოვში აუცილებლად შეაჩერებს)...რესტორანში ისე ხმამაღლა ვლაპარაკობთ,თითქოს მარტო იყოს(და ამ დროს სტადიონზე სიჩუმეა ან დედის გინება)

• irakli

ველურები ვართ! რა ევროპა რის ევროპა, აზიაშიც ვერ ვიქცევით ნორმალურად. ვენაცვალე იაპონელებს!

• hm

ეს ფაქტი რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ცუდად აისახება ჩვენს სპორცმენებზე, მაგრამ ჩემი აზრით არ შეიძლება მთლად სპორცმენებს ან მწვრთნელებს დავაბრალოთ. არ შეიძლებოდა გამგზავრებამდე ერთი ორი კვირით ადრე, დღეში ერთხელ ინსტრუქტაჟი ჩატარებულიყო და ბავშვებისთვის აეხსნათ თუ რა ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან ექნებოდათ შეხება. სანამ ავღანეთში ჩვენს ქვედანაყოფებს გააგზავნიან, მანამდე დაახლიებით 6 თვიან მომზადებას გადიან და ეს მომზადება მარტო საბრძოლო მომზადება კი არაა, არამედ იქაური მოსახლეობის ადათ-წესებსაც ეცნობიან. რომ ამ მხრივ რამე პრობლემაბი არ შეექმნათ. ა.რ. ყველაფერი იმის ბრალია რომ არაინფორმირებულები იყვნენ ბავშვები და შედეგიც სახეზეა. იმედია სამომავლოდ გაითვალისწინებს ხელმძღვანელობა და სათანადო ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ სპორცმენებს.

• nukri

იაპონური ხასიათიდან გამომდინარე კიდევ ბევრი მოუთმენიათ,პატივისცემა მათ ტრადიციაში ჩვენზე მეტი თუ არა ნაკლები ნამდვილად არ არის

• lasha

აქ ახლა რბილადა ნათქვამი ხმა მაღალი საუბარი და ველოსიპედით ჩქარი სიარული იმინა დიკოო ფართები იყო გადადგილება კიარა მოხსნა და ოთახში შDეტანა მოკლედ იქაურობას დედას სტირობდნენ

• valeri

რა უსინდისოები ყოფილან იაპონლები ხედავთ?აბა რა მიზეზია ხმამაღლა საუბრის ,ცეცხლის საქრობის ამოქმედების და ველოსიპედებით ჩქარა გადაადგილების გამო ჩვენი ვაჟკაცები გამოუყრიათ.საკეს დალევა ყანწებით არ დააცადეს,არც გეიშებთან განავარდება.ეს არის იაპონური სტუმართმოყვარეობა?

• gio

სიმარტლე რომ გიტხრად არ გამკვირვებია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

"ევროპის ღია კონტინენტურ თასზე" ძიუდოისტთა ნაკრების სათადარიგოები გამოვლენ

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირებზე განაწილდა

ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო

ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელები დააკომპლექტა - გია გუგავა ნაკრების მეხუთე კურატორია

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა