საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ექსკლუზიური ინტერვიუ კვიპროსულ ტელევიზიაში
ნოემბრის ბოლოს საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ ტელევიზია CY Sports-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ძირითადად კვიპროსული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა, თუმცა გვერდი არც საქართველოს ნაკრების თემას აუარა.

- რას იტყოდით კვიპროსული კლუბების წლევანდელ გამოსვლაზე?

- "აპოლონს" და აპოელ-ს მეტის მიღწევაც შეეძლოთ, თუმცა მე მაინც ვერ დავარქმევდი ამას ჩავარდნას. მეტოქეები ძლიერები იყვნენ, კლუბებმა კი გამოცდილება შეიძინეს. აპოელ-ისგან აშკარად მეტს ველოდი. მე ვიყავი მათ თამაშზე "მაქაბის" წინააღმდეგ და არ მომეწონა გუნდის გამოსვლა. მეგონა, აპოელ-ი უფრო აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებდა. სამწუხაროდ, ეს ვერ ვნახე.

- რას იტყვით კვიპროსული კლუბების დღევანდელ მდგომარეობაზე?

- სამწუხაროდ, ეკონომიკური პრობლემები თავის გავლენას ახდენს. საუბარია წლების განმავლობაში არსებული კლუბების ფუნქციონირებაზეც კი. ამიტომ მათგან სასწაულების მოხდენის მოთხოვნა გადაჭარბებული ამბიცია მგონია. ეს პრობლემები შარშან და შარშანწინ არ დაწყებულა, მაგრამ ფაქტია, რომ უკან მივდივართ.

- ანუ კვიპროსული ფეხბურთის დონე დაეცა?

- სამწუხარო ფაქტია, კლუბების დიდ ნაწილს პრობლემები აქვს, მხოლოდ თითო-ოროლა კლუბი ინარჩუნებს სტაბილურობას. ახლა რომ ფეხბურთელები თამაშობენ კვიპროსის ჩემპიონატში, ხუთი წლის წინ მათ ტესტებზე დაიწუნებდნენ.

- საკუთარ კარიერაზე რას გვეტყვით?

- უწინ 24 საათის განმავლობაში ფეხბურთში ვიყავი ჩაფლული, ახლა კი სანაკრებო მატჩები 1-2 თვეში ერთხელ გვიწევს. დატვირთვა ძალიან მიყვარს, თუმცა ადამიანურ ნორმებში.

მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეს ორი წელიწადი ჩემთვის ბოლო იქნება. მერე კი ვნახოთ, რა იქნება.

ასევე იხილეთ:

კახა კალაძე: თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს

giorgi..
რა ორი წელი ამას კიდევ ორი წელი უნდა ვაჯიჯგნინოთ საცოდავი ნაკრები მრჩება შთაბეჭდილება რომ ამას თავის თავი კრუიფი ჰგონია აპოლონზე და ლიმასოლზე საუბრის მაგიერ მიწაზე დაეშვი ჩემო თემურ ვერ გაქაჩე აღარე ნაკრებში ავად სახსენებელ ტოპმიულერის ხელში გუნდს გოლი მაინც გაჰქონდა და ესეც დაავიწყე წადი შვილო მიხედე ანორთოსისს იქნება კიდევ გააჩანჩალებინო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და მერე მოურინიოსაგან შექებაც დაიმსახურო და ამ ჩვენს საცოდავ ნაკრებს კიდევ უფრო ნუ ასაცოდავებ
rezo rezos
ქეცბაიას ხელფასზე ვინ იყო ხმის ამომგები,გუნდს ოდნავ მაინც რომ ეტყობოდეს მწვრტნელის ნამუსევარი.
qutaiseli
რეალურად მოაზროვნე ქართველების თუ ჩლუნგები არიან ფეხბურთელები რატო იძახებს მერე კაი რა ერთი როცა უნდა კარგები და მაგრები არიან და როცა საქმე ცუდათ მიდის მაშვინ ჩლუნგები ხო მაგ ზღაპრების მარტო ქეცბაიას მის მომხრეებს თუ ჯერათ ალბათ.
rezo rezos
პასუხი მოაზროვნე ქარტველს; 1. ის ტოპ მიულერი რომ არ გამოდგა და ხელფასს ტყუილად რომ იგებდა,ამიტომაც გაუსვეს ნაკრებიდან. 2. ამან რას მიაგწია,იქნებ გვიტხრატ. 3. ქეცბაიას სიმკაცრე რასი გამოიხატება,გინებასი? 4. ტუ ფეხბუტელები არ გვყავს,მასინ რად გვინდა მწვრტნელი,სიცარიელის მწვრტნელია? ცოტა დაუკვირდიტ სიტუაციას.
რეალურად მოაზროვნე ქართველები
ხალხნო არ გცხვენიაააათ? რა შეჭამეთ ამის ხელფასით ტვინები, ის ტოპ მიულერი, რომ იყო და ამაზე 3 ჯერ მეტს იღებდა რატო არაფერს ამბობდით - რადგან უცხოელი იყო? ამან რაც მიაღწია ჩვენი ჩლუნგი ფეხბურთელების შემყურე მადლობლები უნდა ვიყოთ.. რათქმაუნდა ფეხბურთელებს, რომლებიც აშვებულები იყვნენ არ მოწონთ ქეცბაიას სიმკაცრე, სიმკაცრე უნდა იყოს სწორედაც ნაკრებშ და დისციპლინა ნახეთ აბა ქართველი ფეხბურთელები, ჭამენ, სვავენ არაფერს ერიდებიან რათქმაუნდა ასეთებისგან ფეხბურთელები არ დადგება სიმკაცრეზე თიუ იძახით ფერგიუსონი ყველამ იცით მანჩესტერის მწვრთნელი, კაცმა ბექჰემს, რომელიც სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირია, ამხელა ავტორიტეტი აქვს ინგლისშ და ასე აფასებენ, ამასაც კი ესროლა ბუცი, როცა საჭირო გახდა, ქეცბაიამ თუ უყვირა ფეხბურთელებს დიდი ამბავი -ასეც უნდა იყოს, მიდი ქეცბა. ამ კაცს შეუძლია, უბრალოდ ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები ნორმალური და ამათ ხელშ ესაც ბევრია , რაც მიაღწიეს.
rezo rezos
ისე ქეცბაია და მისი მფარველი ფედერაცია ნამდვილად შევლენ ქართული ფეხბურთის ისტორიაში როგორც ანტიფეხბუთის დამფუძნებლები.ქეცბაია გინესის წიგნშია შესატანი როგორც ერთადერთი მწვრთნელი მსოფლიოში,რომელიც ამბობს ფეხბურთელები არ მივარგაო.მერე ამ ფეხბურთელებით წარმატებას რომ ვერ აღწევს,უკვირს.სასაცილო იქნებოდა,სატირალი რომ არ იყოს!
rezo rezos
გადაწყვიტავდა აბა რას იზამდა,2 წლის ხელფასია კიდევ ასაღები.
ზურა
ძალიან რთულია იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ამ დროს. ჩემი აზრით, დელ ბოსკეც რომ ჩამოიყვანონ, ვერც ის დადებს შედეგს ამ კონტიგენტით.
დათო
კაცი ღორი არ უნდა იყო
murtalo
გადაწყვიტა!...ფუი შე უნამუსო "მწვრთნელო"!
temo
ბატონო თემურ მოგიწოდებთ ჩამოხვიდეთ ზუგდიდიში,აქ ჭირდება ქართულ ფეხბურთს მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ თქვენი ჩაოსვლის შემთხვევაში სპონსორიც მოინახება,და ნამდვილი ბრძოლის უნარიანი გუნდი შევკრათ. რაც შეეხება კერპების შექმნას, მეგობებო თუ ზოგიერთი ფეხბურთელის ახირების გამო წავა მწვრთნელი,ეს იქნება არათუ ქართული ფეხბურთის,არამედ ზოგადად სპორტის განადგუება. და ეს დარჩენილი 2 წელი თემური თუ არ იქნება ვიმე სხვა მოვა და ის აიღებს ხელფასს, ნუ გაქვთ ასეთი ვიწრო ხედვა ხალხნო.
shooters
shooter შენ საერთოდ ფეხბურთის აზრზე ხარ? რა გააწყალეთ გული ამ კერპების შექმნით? თუ არ არიან ფეხბურთელები ვის მწვრთნელად მოდიოდა ან ვის მწვრთნელად რჩება? მომდევნო 2 წელში ბურთს გააჩერებენ? ანუ ტყუილად უნდა იყოს ხომ და რაში იღებს ხელფასს? რა ლოგიკა გაქვთ და როგორ აზროვნებთ საერთოდ
lev
რატომ მუდმივადრომ იყო არა? მესის ვერ "დაბადავ" და რა შენი ბრალია ნაკრების შედეგი-უსახური თამაში რომელსაც ანტიფეხბურთი უფრო ეთქმის. რაც ფეხბურთელობის დროს ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვე მიწასთან გაასწორე ამ მოკლე ხანში.
roini
ქეცბა არის პატრიოტი საქმის ერთგული და ღირსეული კაცი ხიზანას ნაირი მეტრაკეების ადგილი ნაკრებში არ უნდა იყოს. უარესი გაუკეტა ამისულასჰვილმა შოთის. კაცმა წაიყვანა კლუბში ენდო და ამან ფულზე გაყიდა
shooter
ქართული ფეხბურთის მესაფლავეებოკიკუებო და არველაძისტებო დაიმახსოვრეთ რომ ამ კაცს თქვენისთანა ვირთხები ვერაფერს დააკლებენ ქეცბას საქართველო რომ თქვენგან განსხვავებით თავის თავზე მეტად უყვარს ბევრჯერ საქმით დაუმტკიცებია. ხიზანიშვილის ფეხბურთი ვის გინახავთ მაგ ბალერინას როდის უთამაშია ჯიგრიანად. ნაკრები ზოგს საბავშვო ბაღი რომ ჰგონია, ჩამოდიან და ფეხებს უფრთხილდებიან. თამაში არ იციან და მწვრთნელზე აპირებთ ჯოხის გადატეხვას თქვე უვიცებო. კაცმა ყველაფერი დათმო, აქ ჩამოვიდა და ამ უსუსურების გაწვრთნა დაიწყო. ეხლა გამოძვერით და მისი კრიტიკა დაიწყეთ, გოლი ვერ გაგიტანიათ, პასი ვერ მიგიციათ, ელემენტარულად ბურთის გაჩერება არ იცით და თქვენა გაქვთ კიდევ კრიტიკის საფუძველი? თქვენ ხართ ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცუდი თაობა და მოსაკვეთები ხართ ნაკრებიდან. ქეცბას კიდევ ვურჩევ რომ პატარა ბიჭები ათამაშოს ისინი მეტი პატრიოტები არიან და სულს ჩადებენ თამაშში. წარმატებას გისურვებ თემურ და ამ ბოღმიანებზე არ იფიქრო.
irakli
თემურს უდიდეს პატივს ვცემ, შეიძლება იფიქრონ რომ მე მისი ახლობელი ან გულშემატკივარი ვარ. არა უბრალოდ მე ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. მე ვარ მომსწრე როდესაც ჩემი თაობის გაჭირვებული მაგრამ უნიჭიერესი ბიჭები ფეხბურთს ჩამოშორდნენ და ოჯახების სარჩენად ტომრები წამოიკიდეს მხრებზე. მათი სახელით მინდა ვუთხრა ხიზანიშვილებს და სხვა გაზულუქებულებს , რომლებმაც ძალიან ბევრჯერ საკუთარი უვიცობის გამო ნაკრები და ქვეყანა შეარცხვინეს. იმ ბიჭების სახელით რომლებსაც 35-50 მეტრიდან ყუმბარისებული დარტყმებით შეეძლოთ კარში ბურთის გატანა... არველაძეების დარი წურბელების გამო, რომ მზის სინათლე ვერ იხილეს რადგან 1000$ სტავკები ვერ მიიტანეს კლუბებში. ყიფიანი ნარკომანი ახალკაცი კორუმპირებული არველაძეები სულგაყიდულები, ჟორდანია ნაძირალა... აი ამის შემდეგ სიჭინავა და ქეცბაია ახლა კი ზემოხსენებული ბანდა ებრძვის თემურს...თემურის შინაური არ გეგონოთ, მე მოკლული ტალანტების ქომაგი, ქართული ფეხბურთის ქომაგი ვარ. ჩემ ასაკშიც მაინც რომ ვცილობ ყოველ საღამოს ვითამაშო... ჩემი სურვილია ქართული ფეხბურთის მამებმა ძველი მწვრთნელებისამებს ეზოებში ეძებონ ტალანტები აღზარდონ და საქართველო წარმოაჩინონ. თუ ამ კომენტარს დაეთანხმებით განავრცეთ და მოიწონეთ რაც შეიძლება დიდი ინტენსივობით იქნებ ყურადღება მოგვაქციონ და ერთი ძარღვი მაინც შეუტოკდეთ, ახალი ტალანტების მოძებნის და მათი ნიჭის განვითარებისათვის
ronaldo
ეს კიდევ აქ უნდა იკოს?
ronaldo
ეს
trr
***.ეხლაც და 2 წლის შემდეგ შე ქართული ფეხბურთის მესაფლავევ ***დომენტისთან ერთად.
gocha
პროფესიონალი ბრძანდებით! თან აზარტული! წაგებასაც ღირსეულად შეხვდით...არ შედგა კარიერა ნაკრების თვალსაზრისით....შეეგუეთ]
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს