5 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა
5 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა თბილისის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ეს ბოლო თამაში იყო დუშან უჰრინისთვის. ჩეხი სპეციალისტი სამშობლოში ბრუნდება, სადაც "პლზენს" ჩაუდგება სათავეში.

ამ თემაზე უჰრინი ვრცლად 6 დეკემბერს, 13 საათზე, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად 2012 წლის ივნისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 2012-13 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.

რაც შეეხება 5 დეკემბერს გამართულ მატჩს, ანგარიში გურულებმა გახსნეს - 28-ე წუთზე სტუმრები წინ ვილი ისიანმა გაიყვანა. დინამოელებმა მატჩის ბედის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლეს. 58-ეზე ჯერ ჩისკომ გაათანაბრა, 79-ეზე მასპინძლები წინ გიორგი მერებაშვილმა გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი ჯაბა დვალმა 89-ეზე დააფიქსირა.

ნანატრი გამარჯვება იზეიმა შინ ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლა. ჟერარდ სარაგოსას გუნდმა თორნიკე კაპანაძის მიერ მე-20 წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქუთათურებმა გამარჯვება 2 თვის წინ, 6 ოქტომბერს იზეიმეს ("მერანთან"). მას შემდეგ ჩატარებული 6 მატჩიდან "ტორპედომ" ერთი ფრედ დაასრულა, დანარჩენში კი დამარცხდა.

ბოლნისის "სიონმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ზუგდიდი" მიიღო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ლადო ახალაიამ გაიტანა.

სამტრედიაში წააგო მარტვილის "მერანმა", რომელმაც "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა - 1:2.

ანგარიში გიორგი კორიფაძემ მე-12 წუთზე გახსნა. მარტვილელებმა გათანაბრება მალევე შეძლეს - მე-20 წუთზე თავი ლაშა ღონღაძემ გამოიჩინა, თუმცა 76-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ მაინც გაიტანა და "ვეტერინარებს" სამი ქულა მოუტანა.

იხილეთ: ზესტაფონი-ჩიხურა 1:1 - ძმამ ძმა არ დაინდო [VIDEO]

იხილეთ: მეტალურგი-დილა 0:0 - მერე რა, რომ სუსხია... [VIDEO]

vaxvax
ჩვენ გვარდიოლა გვინდა
lesi
დუშანი კარგი მწვრთნელია ჩვენ არ გვინდა და პლზენს უნდა?? სულ არ ხართ სრულ ჭკუაზე ქართველები
zaza
დუშან უჰრინის ნაირი მწვრთნელები არ გვინდა რა
ზურა
აჯობებს ფიფიამ გუნდი ქეცბას ჩააბაროს(თუ ორივე მხარის სურვილიც იქნება), დინამო გახდეს ნაკრების საბაზისო გუნდი, ადრეულ წლებში იყო ასეთი პრაქტიკა, ამით შეიძლება გუნდმაც იხეიროს და ნაკრებმაც.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა