თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატურები უკვე განიხილება
ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩამდე გავრცელებული ხმები, რომ დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" დატოვებდა და პლზენის "ვიქტორიას" ჩაიბარებდა, 5 დეკემბერს თავად ჩეხმა სპეციალისტმა დაადასტურა.

ახლა საკითხავი ისაა, ვინ ჩაიბარებს თბილისის "დინამოს"? უჰრინის სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურები უკვე განიხილება.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ყოფილა, თუმცა ეს ვარიანტი უკვე გამოირიცხა, რადგან ჩიხრაძეს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

კულუარული ინფორმაციით, ყველაზე რეალური კანდიდატი მარტვილის "მერანის" ყოფილი მწვრთნელი, დღეს კი თბილისის "დინამო 2"-ის დამრიგებელი მალხაზ ჟვანიაა.

ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ, როცა ახალგაზრდა სპეციალისტი მარტვილიდან თბილისში ჩამოიყვანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დუშან უჰრინი: აქ მუშაობა ძნელია, თორემ "დინამო" კარგი გუნდია

დინამო-გურია 3:1 - ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]

ფერნანდო
ჩემის აზრით მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ადგილობრივი კადრებიდან უნდა ირჩეოდეს. ლეგიონერის აყვანა კი, უნდა იყოს იშვიათი გამონაკლისი.
Walkabout
ჩემი აზრით დინამოში უნდა მოიყვანონ ნორმალური დონის უცხოელი მწვრთნელი, მინიმუმ უჰრინის დონის, თუ უკეთესი იქნება მაგას რა სჯობია... და არა მარტო დინამომ, ყველა ქართულმა კლუბმა ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა ექნება უკეთესი იქნება მოიწვიონ უცხოელი მწვრთნელები...
Tengizi
პერტია ლატვიიდან ან მახარაძე ფოთიდან
ფერნანდო
გეგუჩაძე უფრო მიზანშეწონილი უნდა იყოს. კი წაიყვანა ზესტაფონში კოკაიამ, მაგრამ , კოკაია თვითონ წავიდა გუნდიდან.ასე რომ, ალბათ მორალურად თავისუფალია არჩევანში.
grisha
ჩემი აზრით დაგაგვიანდათ, გეგუჩაძე უნდა აგეყვანათ. მე მგონი არც დევდარიანია გამოსარიცხი ვარიანტი, ახალგაზრდა, მცოდნე და აბიციურია.
akhali
იოჰან კროიფი!იოჰან კროიფი-თბილისის დინამოს და საერთოდ ქართული ფეხბურთის კონსულტანტად!რაც არ უნდა დაჯდეს,მომავალში გაამართლებს!
benni sanches
დინამოს მწვრთნელად დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ალექსანდრე ჩივაძეს!ჩივაძე დინამოს სიმბოლოა და ბევრი შემიძლია ამ პიროვნებაზე ვისაუბრო მხოლოდ დადებითი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა