საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ჩვენთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მაისურაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების განვითარების შესაძლებლობას საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებაში ხედავს.

Sportall.ge-სთან საუბარში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სამწვრთნელო შტაბში სიახლის შესახებ გვიამბო.

სანამ ინტერვიუზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველო მე-3 ჯგუფში მოხვდა, სადაც კონკურენტებად ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი ეყოლება.

- რატომ ვერ ვითარდებიან საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელები, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი?

- ამ კითხვაზე ხშირად გამიცია პასუხი. ეს არის საქართველოს ჩემპიონატის დონის გაუმჯობესება. ეს ფეხბურთელები, რომლებიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშობდნენ, 19-წლამდელებს ვგულისხმობ, უნდა თამაშობდნენ უფრო ძლიერი დონის ჩემპიონატში, სადაც ძლიერი კლუბები, დაძაბული მატჩები, კონკურენცია, მაღალი ტემპი, მეტი მაყურებელი იქნება.

მაყურებელი უდიდეს როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში. ამიტომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ეს ყველას პრობლემაა და ამ პრობლემის გადაჭრას დრო და სახსრები სჭირდება.

ერთი და ორი ფინანსურად ძლიერი კლუბი ამ საქმეს არ შველის. საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელი ლიდერს აქ უნდა ხედავდეს, სტადიონზე და არა ტელევიზორში მესის, ინიესტას და ა.შ.

ამიტომ საქართველოს ჩემპიონატი რაც უფრო ძლიერი იქნება, უფრო ძლიერი 17 და 19 წლამდე ფეხბურთელები გვეყოლება.

- ამ პრობლემის გადასაჭრელად თუ კეთდება რამე ან თუ არ კეთდება, რა უნდა გაკეთდეს?

- პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ჩარევაა აუცილებელი. ფედერაცია ამ ეტაპზე კლუბების გასაძლიერებლად ვერაფერს იზამს. ასევე აუცილებელია კონტროლი ფედერაციის მხრიდან: ვინ მუშაობს, რა მწვრთნელები მუშაობენ ასაკობრივ ნაკრებებში და არის თუ არა ერთიან სისტემაში მოქცეული სავარჯიშო პროცესი.

- თქვენი სამწვრთნელო შტაბი რამდენი წევრისგან შედგება?

- უნდა გამოგიტყდეთ, რომ ფიზმომზადების მწვრთნელი არ გვყავს და ამას ჩვენი ვადები არც ითხოვს. როცა 5 დღე ან ერთი კვირა ვიკრიბებით, ეს გამოცდილება მეც მაქვს და ჩემს ასისტენტებსაც, რა დონეზე და როგორ უნდა მოვემზადოთ. მყავს ერთი ასისტენტი მერაბ კაციტაძე, რომელიც უშუალოდ მეხმარება; თემურ ჩარკვია - მეკარეების მწვრთნელი და არაა გამორიცხული, კიდევ დავიმატოთ ერთი მწვრთნელი.

ეს შესაძლოა გიორგი დევდარიანი იყოს ან გია ცეცაძე, თუ საქმეს დასჭირდა. ამაზე საუბარი მიდის. ამიტომ არაა გამორიცხული, სამწვრთნელო შტაბის წევრების რაოდენობა გაიზარდოს.

- გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს ინტერნეტკონფერენციაში აღნიშნა, რომ გუნდში ფსიქოლოგის საჭიროება აუცილებელია. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- აუცილებელია. იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ფსიქოლოგის გუნდში ყოფნა საჭიროა, რომელიც ფეხბურთელებთან მუშაობას გაგვიადვილებს. კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც შერჩევითია და ეს უნდა შეირჩეს ფეხბურთის ფედერაციის მიერ.

ასევე იხილეთ:

ვასილ მაისურაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]

გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

joni
გუჯა შენ და კიდევ ვითომ სპეციალისტები ბოღმისგან არ გასკდეთ!
guja_kakhadze
ფიზიკურად თუ კლუბებში უნდა მოემზადონ, ნაკრებს ფიზმომზადების მწვრთნელი რისთვის სჭირდება?
ტიფოზი
თქვენმა სამწვრთნელო შტაბმა დაამტკიცა რომ ბადალი არ გყავთ საქართველოში და ევროპაში.ამ რესურსით რასაც თქვენ მიაღწიეთ არის გმირობა!
qomagi
ვასილი შენ მერაბმა და თემურიმ დაამტკიცეთ(მერამდენედ)თქვენი მაღალი დონე.მადლობა თქვენ და ბიჭებს!
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს