რატომ გაჰყავს დრო ფეხბურთის ფედერაციას?
წარმატებული და ნაკლებად ცნობილი ფრანგი მარტენ პაჟი ამბობს, რომ ზედაპირული, შეზღუდული ადამიანები, თავდაჯერებულები და თავგამოდებულები, ყველაფერში ერთ ჭეშმარიტებას ეძებენ - სურთ, შეიცნონ ცხოვრების არსი და გაზომონ უსასრულობა. მუჭით იღებენ ქვიშას და ოკეანეს ეუბნებიან - მინდა დავთვალო აურაცხელი ქვიშა შენს სანაპიროზეო...

...და რანი ვართ ჩვენს ფეხბურთში ავად თუ კარგად მოსაქმე ხალხი? სპექტრი ფართოა, თუმცა მეტწილად, სასაზე თუ კალამზე სენსორ-ცენზორები (არ ვპლაგიატობ, სხვისი რითმაა) გვიყენია. ამის კიდევ ერთი დასტურია ის გაურკვევლობა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემოა შექმნილი.

არ გვაქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აპირებს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან. თუ აპირებს - რატომ და თუ არ აპირებს, რისთვისღა გაჰყავს დრო?

ქეცბაიას კონტრაქტი აქვს ფედერაციასთან. მის ხელფასს სახელმწიფო იხდის. ისე გამოვიდა, რომ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად წინა ხელისუფლებამ დაიქირავა - ამ ლაბირინთზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, ოღონდაც ეს არ კმარა, გამოსავალია მოსაძებნი.

მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც სახელმწიფო უხდის ჯამაგირს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს. შეიძლება, სხვაგანაც ხდება ასე, მაგრამ ეს მარტივი და მახინჯი სქემაა, საქმის ასეთნაირად გაიოლებას კარგი რომ არაფერი მოაქვს, ეს ამ ლაბირინთიდანაც ჩანს.

ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ფეხბურთის ფედერაციას შანსი ეძლევა, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი, ოღონდ ამ გადაწყვეტილებას ფული სჭირდება.

არ არის იმის საშუალება, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასი ან კონტრაქტის კომპენსაცია გადავიხადოთ - ფეხბურთის ფედერაციისგან ასეთი რამ არ მოგვისმენია. არადა, ეს გამოწვევაა - როდემდე უნდა იყოს ფედერაცია სახელმწიფოს შემყურე?

წლები გადის, ბავშვობა მთავრდება, დამოუკიდებელი ცხოვრებაა საჭირო. შესაძლოა, გულუბრყვილობის ბრალი იყო, თუმცა გულწრფელად მჯეროდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია მალე მოახერხებდა იმდენი ფულის შოვნას, რომ ეროვნულ ნაკრებზე გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღო.

კარგია, სახელმწიფო რომ ეხმარება ფეხბურთის ფედერაციას, ოღონდაც ამან დათვური სამსახურის სახე თუ მიიღო, სახელმწიფოს დოტაციაც ფუჭად დარჩება.

ამ ეტაპზე ფედერაცია, ალბათ, იმის დამტკიცებას ელის, თუ რა ფინანსური დახმარება ექნება სახელმწიფოსგან მომავალი წლისთვის. ამის შემდეგ კი დაიწყებს მოქმედებას - დაჯდება ქეცბაიასთან მოსალაპარაკებლად და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

მანამდე კი ყველას სძინავს, როგორც ბავშვებს - ჯადოსნური ტყის შუაგულში მდგარ მუხის ფუღუროში...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

შავიზღვისპირელი
XXI საუკუნეში ასე როგორც საქართველოში აღარ თამაშობენ.
shooter
რა ტვინი შეჭამეთ თქვე უმეცრებო, ქეცბაიაზე უკეთეს ვის მოიყვანთ, თუ ამ ძალით კაი ბიჭი ფეხბურთელების ჭკუაზე უნდა იაროთ-იყიდეს მანქანები და თავი კიტრებად მოაქვთ. ან ხიზანიშვილის ფეხბურთი ვის გინახიათ ან ამისულაშვილი ვინ ჯანდაბაა ბურთი ვერ გაუჩერებიათ, პასი ვერ მიუციათ და ამათ უნდა ჰქონდეთ ამბიციები? ქეცბაიამ რა ქნას გოლის გამტანი კი არა ჯიგრიანი ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იხარჯება თამაშისას მითხარით რომელია. ეს ჟურნალისტი თავართქილაძე კი საერთოდ გარტყმაში არ ყოფილა თუ რა პრობლემები აქვს დღეს ქრთულ ფეხბურთს, წადი ბიჭო დისტრიბუტორად, რა შენი საქმეა ფეხბურთის ანალიზი
sdfghjkl;'
ვთქვათ გავაგდეთ ქეცბაია,ავაშენეთ სუპერსტადიონები,დავხარჯეთ ასი მილიონი ევრო ფეხბურთისთვის.გარანტია არის, რომ ამის მერე ვნახავთ ნაღდ ფეხბურთს? არანაირი.რაც არუნდა ოპტიმისტი იყო,პესიმისტი გახდები ამათი შემყურე.მილიონიც რომ მისცე დღეში ნებისმიერ ჩვენ ფეხბურთელს,90 წუთი ერთ დონეზე ვერ ითამაშებს.ამის არც სურვილი აქვს და არც მიზანი.ჟოაო სალდანია ვერ დააყენებს გუნდს,თუ ფეხბურთის სიყვარული არ განვითარდა.
dudu
კორუფციას სანამ არ მოშლიტ სულ ას ეიქნება, რატომ უნდა სჩირდებოდეს ნიჩიერ ახაგაზრდას პულის მიტანა იმისთვის რომ მან ი?თამაშოს და მიეცეს თავის გამოჩენის შანსი, აქედან დაიწყეთ, მერე მიხედეთ თუ რა ხდება ასაკობრივ ნაკრებებში, პულის გარეშე იქ ვერავინ ან კიდევ კაი მამიკოს გარეშე ვერ ხვდება და ამ დროს ის ვინც მართლა მონდომებულია და უნდა ფეხბურთელობა მაგრამ გარიბია არააქვს იმდენი სა?შუალება რომ ესენი გამოაძგოს გვერდზე რჩება რა ასე არ არის?
ბადრი
ქეცბაიას კომუნიკაციის პრობლემა აქვს, ეს უდაოა, მაგრამ ჩემი აზრით მას უბრალოდ არ ესმის იმ ფეხბურთელების რომლებიც რაც გამდიდრდნენ იმის შემდეგ რაღაც უაზრო ამბიციები გაუჩნდათ და პრეტენზიულები ამიტომაც გახდნენ, ამათ ის დაემართათ უნახავმა რა ნახაო და... ამათზე ნაკლები არიან მესები და სხვები მაგრამ ნაკრებში ყველა ჩადის, კანკავა, კაშია, ლორია აი ეს 3 ფეხბურთელია ვინც ამჟამად მაღალ დონეზე თამაშობენ მაგრამ არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამენ, იმიტომ რომ პროფესიონალები არიან, მომინდომეს რა ბიზნეს კლასები
kaxa
ხომ თქვა ქეცბაიამ, კიდევ 2 წელი ვიქნები საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და მერე წავალო? რა არის აქ გაურკვეველი?

რა უნდა საერთოდ ამ ჟურნალისტს ამ აბდაუბდით? და რა ვერ გაიგე რომ ქეცბაიას 2014 წლამდე აქვს კონტრაქტი და უნდა დარჩეს არა იმიტომ რომ წარმატებულია, არამედ იმიტომ რომ "ვიღაც" ფეხბურთელებმა ვერ უნდა გაიტანონ კიდევ ერთხელ თავისი და ვერ უნდა მოახერხონ ნაკრების ხელმძღვანელობის საკუთარ ჭკუაზე ტარება. უნდა დამთავრდეს ეგ საქართველოში. ამიტომ უნდა დარჩეს ქეცბაია.
gaga
რა მთავრობაც გვაქვს ასეთივეა უვიცი ჯურნალისტებიც. რა დამოუკიდებელი არ იყო ჟვანია? მოიპარა მილიონები და გაიქცა
ნიკ
ვინმემ რამე გაიგეთ?
nazoza
თვითონ ვერხვდება რომ უნდა წავიდეს.. წადი სანამ ხალხი აგიჯანყდა თემურ !!!
saba
ამას წერს ის კაცი რომელიც ფიქრობს, რომ ნაკრების ფეხბურთელს ფული უნდა გადაუხადო ნაკრებში ჩამოსასვლელად. კლუბები სახელმწიფოსგან ითხოვენ ფულს. რა დარწმუნებულები ვართ რო მერე ეს კლუბები კარგად დახარჯავენ ამ ფულს და შემდეგ სეზონშიც იგივე არ მოხდება
112112
მისმინე ავტორო,რასაც შენ ამბობ ეხლა,ფედერაცია და გუნდები დამოუკიდებლები უნდა გახდნენო,ეგ შეუძლებელია ამ ქვეყანაში.გუნდი შემოსავალს როგორც წესი უნდა იღებდეს სატელევიზიო კონტრაქტებისგან,თამაშებზე ხალხის დასწრებით და რეკლამით,ხოდა აქ ყველას ***ზე კიდია ეს შენი ქართული ფეხბურთი,სიმართლე გითხრა არ ვამტყუნებ ასეთ ხალხს,არანაირი სურვილი არა მაქვს ისეთ თამაშებზე სიარულის,სადაც წინასწარაა "სცენარში" დაწერილი გოლები რომელ წუთზე უნდა გავიდეს და რამდენი კუთხური უნდა დასვან.ესეთი რაღაცეების წერას და ქეცბაიაზე ჯოხის გადატეხვას (თქვენ გაზეთს განსაკუთრებით ეხება ეს) ჯობია დღეს ჩვენ ფეხბურთში (განსაკუთრებით პატარებში) გამეფებულ კორუფციაზე და ჩამყაყებულ სისტემაზე წეროთ,რა მე თუ ვიცი ნაკრებში გამოსაძახებლად ან "სასტავში დასაყენებლად" ბავშვს რამდენის მიტანას სთხოვენ შენ არ იცი?ძალიან კარგად იცი,უბრალოდ მაგ სისტემის ნაწილები ხართ თქვენც და იმიტომ არ გინდათ ამ ყველაფერზე ლაპარაკი
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს