მოგება ენტონის ტრავმის ფასად
"ინდიანა პეისერსმა" გააგრძელა ლიდერობა აღმოსავლეთ კონფერენციაში. მისი მორიგი მსხვერპლი გახდა "ბრუკლინი", რომელსაც ვერ უშველა შემადგენლობაში ჯეისონ ტერის დაბრუნებამ.

როგორც იცით, "ნეტსმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა ძირითადი ცენტრი ბრუკ ლოპესი, თუმცა გუნდის ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს, რომ არ აპირებენ მისი შემცვლელის ძებნას. გუშინდელმა მატჩმა დაგვანახა, რომ ეს ნაჩქარევი განცხადება იყო, რადგან მეხუთე ნომრის პოზიციაზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ვეტერანი კევინ გარნეტი, რომელმაც ვერაფერი დაუპირისპირა როი ჰიბერტს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ექსბოსტონელს, პოლ პირსს, მან საერთოდ ჩააგდო ეს მატჩი. თამაშიდან შვიდივე ბურთის აცილების შემდეგ ის უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს. ასეთი რამ მის კარიერაში მეორედ მოხდა, თანაც პირველად შორეულ 1999 წელს, პირსის სადებიუტო სეზონში.

ასე რომ, "ინდიანას" გამარჯვება ულაპარაკო იყო - 103:86. მასპინძელმა გულშემატკივრებმა ოვაცია გაუმართეს "პეისერსის" მცველ ლენს სტივენსონს, რომელიც წარმოშობით ბრუკლინიდანაა და სკოლის წლებში 3000 ქულით ავრაამ ლინკოლნის სკოლის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერი გახდა.

მოგება ენტონის ტრავმის ფასად

წარუმატებელი პერიოდი აქვს მეორე ნიუიორკულ კლუბს. გუშინ "ნიქსმა" დაკარგა თავისი მთავარი ვარსკვლავი კარმელო ენტონი, რომელმაც "ორლანდოსთან" მატჩის მესამე მეოთხედისთვის 19 ქულა დააგროვა, მაგრამ მარცხენა ფეხის ტრავმის გამო იძულებული გახდა, მიეტოვებინა შეხვედრა. ამ მომენტისთვის სტუმრები დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ ენტონის გარეშე მათი უპირატესობა 25-დან ერთ ქულამდე შემცირდა. "ნიუ იორკმა" მაინც გაიმარჯვა (103:98), მაგრამ თუ ენტონის დაზიანება სერიოზული იქნება, "ნიქსი" უნდა გამოეთხოვოს პლეი ოფის ზონაში მოხვედრაზე ფიქრს.

ნოვიცკი: მე-13 ისტორიაში

"ჰიუსტონთან" მოგებულ მატჩში "დალასის" ლიდერ დირკ ნოვიცკის მორიგი სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა. გერმანელმა ბრწყინვალე კალათბურთი აჩვენა: 35 წუთში 31 ქულა დააგროვა, რასაც 6 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 დაფარება დაუმატა. ამ მატჩის შემდეგ ნოვიცკის 25 629 ქულა დაუგროვდა, რითაც NBA-ს ყველა დროის სნაიპერებს შორის ალექს ინგლიშს გაუსწრო და მე-13 პოზიციაზე დამკვიდრდა. მე-12 ადგილზე მყოფ ჯონ ჰავლიჩეკამდე დირკს 762 ქულა აშორებს და უკვე ამ რეგულარულში შეუძლია ამ "მანძილის" დაფარვა.

ჩემპიონის ხასიათი

ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა მატჩი ფლორიდაში, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა "მაიამიმ" "ატლანტა" მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დუეინ უეიდის გარეშე თამაშობდა, "ჰიტმა" 13:0 გაქცევით დაიწყო მატჩი და ხუთი წუთი ქულა არ ააღებინა მეტოქეს. მაგრამ ერიკ სპოელსტრას შეგირდებმა ასევე ოპერატიულად გაფლანგეს მოპოვებული უპირატესობა. "ჰოქსმა" მიზანი გაასწორა და პირველ ტაიმში თამაშიდან ტყორცნების 72 პროცენტი დააფიქსირა, რამაც დიდი შესვენებისთვის 4-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ოთხი სამქულიანი ჩააგდო კაილ კორვერმა, რომელმაც უკვე 97 მატჩამდე აიყვანა სერია, როცა შეხვედრაში მინიმუმ ერთ შორეულ ტყორცნას ათავსებს კალათში.

მესამე მეოთხედში სნაიპერის ფუნქციები პოლ მილსეპმა იტვირთა და ცალკეულ მომენტებში "ატლანტას" უპირატესობა 10 ქულას აღწევდა. ასე გაგრძელდა თითქმის მატჩის ბოლომდე და ძირითადი დროის დასრულებამდე 1.40 წუთით ადრე, სტუმრები 7 ქულით იყვნენ წინ. მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა ლებრონ ჯეიმსს მოუწია, რომელმაც შეხვედრა 38 ქულით დაასრულა და აქედან 22 მეორე ტაიმში მოაგროვა. "მეფემ" ორჯერ ჩააგდო სამქულიანი, ერთხელ გარღვევის შემდეგ ჩატენა და სირენამდე 14 წამით ადრე "ჰიტი" მხოლოდ სამ ქულას აგებდა.

ჯეიმსმა ლოგიკურად განსაჯა, რომ რამდენიმე ზუსტი სროლის შემდეგ, შესაძლოა, იღბალს მისთვის ზურგი შეექცია. ამიტომაც ბოლო შეტევაში ბურთი რეი ალენს მიანდო. ეს სწორი გათვლა აღმოჩნდა - დემარ კეროლი ვეტერანზე სამქულიანის შესრულებისას დაჯარიმდა და რეი სამივეჯერ ზუსტი იყო საჯარიმოს ხაზიდან. მილპესმა ბოლო წამებზე სცადა "ატლანტასთვის" გამარჯვების მოტანა, მაგრამ ორჯერ ააცილა და დაინიშნა ოვერტაიმი.

ჩემპიონი დამატებით დროშიც მდევრის როლში იყო, მაგრამ ამჯერად "ჰიტს" მშველელად რეზერვისტები - მაიკლ ბიზლი და კრის ანდერსენი მოევლინნენ.

შარლოტი-მილუოკი 111:110 (ო)

17:33, 35:21, 26:24, 23:23, 10:9

შ: ჯეფერსონი (26+9 მოხსნა), უოკერი (25+10 პასი+9 მოხსნა), ტოლივერი (12), ზელერი (12).

მ: ნაითი (26+14 პასი), მიდლტონი (19+3 ჩაჭრა), ჰენსონი (14+9 მოხსნა+6 დაფარება), მაიო (14+9 მოხსნა), ადეტოკუნბო (12), ბატლერი (11).

კლივლენდი-დეტროიტი 92:115

18:28, 22:30, 24:31, 28:26

კ: ირვინგი (21+7 პასი), ტომპსონი (17), ზელერი (13), დელავედოვა (10).

დ: სმიტი (25), ჯენინგსი (21+13 პასი), დრამონდი (14+11 მოხსნა), სტაკი (14+5 ჩაჭრა), დატომე (13), მონრო (11+11 მოხსნა), სინგლერი (10).

ორლანდო-ნიუ იორკი 98:103

27:29, 14:36, 35:19, 22:19

ო: აფლალო (26), დევისი (20), ნელსონი (17+10 პასი), ვუჩევიჩი (14+12 მოხსნა+3 დაფარება), ჰარისი (14).

ნ-ი: ენტონი (19), სმიტი (18+10 მოხსნა), ბარნიანი (13), ფელტონი (13), ჩენდლერი (10+13 მოხსნა), უდრიხი (10).

ბრუკლინი-ინდიანა 86:103

17:19, 22:26, 19:30, 28:28

ბ: ჯონსონი (17), გარნეტი (12), ბლეტჩი (11), ტერი (11).

ი: ჯორჯი (26), სტივენსონი (26), უესტი (13), ჰილი (10).

მაიამი-ატლანტა 121:119 (ო)

33:23, 17:31, 27:30, 34:27, 10:8

მ: ჯეიმსი (38), ალენი (19), ჩელმერსი (12), ანდერსენი (12+9 მოხსნა), ბოში (11+4 დაფარება), ბიზლი (10).

ა: ტიგი (26+8 პასი), მილსეპი (25+10 მოხსნა), ჰორფორდი (21+11 მოხსნა), კორვერი (15).

ჰიუსტონი-დალასი 104:111

26:20, 31:30, 21:36, 26:25

ჰ: ჰოვარდი (29+15 მოხსნა), პარსონსი (21), ოლინი (20), ბრუქსი (18), ჯონსი (10).

დ: ნოვიცკი (31), ელისი (18), კარტერი (16), კალდერონი (15), კრაუდერი (11).

მემფისი-იუტა 104:94

27:21, 26:27, 24:23, 27:23

მ: რენდოლფი (22+10 მოხსნა+7 პასი), ბეილისი (17), მილერი (15), ლოუერი (11), კუფოსი (10).

ი: ჯეფერსონი (18), ბერკი (18), ჰეივორდი (16+11 მოხსნა+9 პასი+4 დაფარება), ფეივორსი (16).

სან ანტონიო-ტორონტო 112:99

25:26, 30:23, 23:23, 34:27

ს-ა: პარკერი (26+8 პასი), ჯინობილი (18), გრინი (14), ლეონარდი (13+10 მოხსნა), დანკანი (9+12 მოხსნა+4 დაფარება).

ტ: ლოური (23+9 პასი), როსი (23), დეროზანი (13), ვალანჩუნასი (10+9 მოხსნა+3 დაფარება), ჰენსბრო (10).

დენვერი-გ. სტეიტი 81:89

22:30, 21:17, 23:17, 15:25

დ: ლოუსონი (16), მილერი (14+8 პასი), მოზგოვი (14+11 მოხსნა), რობინსონი (13), ჩენდლერი (10).

გ-ს: ლი (28+10 მოხსნა), კარი (14+7 პასი), ტომპსონი (13), იგუოდალა (12), ბოგუტი (4+11 მოხსნა+3 დაფარება).

ფინიქსი-ლეიკერსი 117:90

28:24, 36:27, 26:17, 27:22

ფ: გრინი (22), მარკუს მორისი (19), პლამლი (17+20 მოხსნა), ბლედსოუ (16+11 მოხსნა+7 პასი), დრაგიჩი (12+7 პასი).

ლ: იანგი (19), მიქსი (18+3 ჩაჭრა), ჰენრი (13), გასოლი (10).

საკრამენტო-ნ. ორლეანი 100:113

27:28, 25:24, 25:25, 23:36

ს: კაზინსი (24+14 მოხსნა), ტომასი (21+3 ჩაჭრა), ტორნტონი (19), გეი (11).

ნ-ო: ევანსი (25+12 პასი+3 ჩაჭრა), დევისი (21+11 მოხსნა), ჰოლიდეი (17+10 პასი), გორდონი (17), ამინუ (13+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის საუკეთესოები

[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
ᓫᓛᓣᓠᓘ ᓐᓛᓑᓔᓑᓘ "ᓤᓘᓜᓘᓥᓡᓘᓓᓐᓜ"
რას ამბობენ და როგორ ხუმრობენ ამერიკაში ზაზა ფაჩულიას ინციდენტზე [VIDEO]
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ის წავიდა - მანუ ჯინობილიმ კარიერა დაასრულა [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: ბებერი ჯინობილის გმირობა
ოფიციალურად: მანუ ჯინობილი ერთი წლით დარჩა
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
მანუ ჯინობილის ახალ კონტრაქტს აფორმებს
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
1993 წლის შემდეგ პირველად, "ფინიქსი" სუპერფინალში ითამაშებს! გეგმა "კლიპერსი" კიდევ ერთხელ ჩავარდა [VIDEO]
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
როცა არ გინდა და მაინც ვარდება - მანუ ჯინობილის კურიოზი [VIDEO]
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს