სტაბილურობისა და მწვრთნელის ფაქტორი
გასული სეზონი "ჩიხურას" ისტორიაში, უდავოდ, საუკეთესო იყო: საჩხერელთა გუნდმა ჩემპიონატში IV ადგილი დაიკავა, საქართველოს თასის ფინალშიც გავიდა და, რაც მთავარია, ევროტურნირებზეც იასპარეზა!

ამ წარმატებული სერიის ლოგიკური აკორდი კი 2013 წლის უკანასკნელ ოფიციალურ მატჩში გამარჯვება იყო: სუპერთასის მატჩში "ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" მოუგო და კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულიც მოიპოვა!

თუმცა სჯობს ისევ მიმდინარე სეზონს დავუბრუნდეთ და, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდად სწორედ "ჩიხურას" მივიჩნევთ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ პირველ ეტაპზე თბილისის "დინამოს", ფაქტობრივად, ერთადერთი კონკურენტი სწორედ საჩხერელთა გუნდი იყო და ზამთრის პაუზას "ჩიხურა" რომ II ადგილზე შეხვდა, ეს ამბავიც, უდავოდ, ლოგიკურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

...ზემოთ სტაბილურობა შემთხვევით არ გვიხსენებია: ერთი-ორი ჩავარდნის გარდა, "ჩიხურა" თითქმის ყველა შეხვედრაში ისე ასპარეზობდა, მედლების მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატს როგორც ეკადრებოდა.

მოკლედ, თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ჩიხურადან" კიდევ ვინმე თუ არ წავიდა, ამ გუნდს რეალურად ხელეწიფება, ზედიზედ მეორედ მოიპოვოს ევროტურნირების საგზური.

მწვრთნელის ფაქტორი

"ჩიხურას" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი კი არა, ალბათ, მთავარი საწინდარი, ჩვენი აზრით, მწვრთნელის ფაქტორია: გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე უკვე მეშვიდე (!) წელიწადია, საჩხერელთა გუნდის თავკაცია და მისი ხელმძღვანელობით "ჩიხურამ" ჯერ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, მერე კი ზემოთ ნახსენებ შედეგებსაც მიაღწია.

ისე, მართლაც "უჩვეულოდ" გვეჩვენება ფრუიძისა და "ჩიხურას" ასეთი ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა. ჩვენთან ხომ ლამის ტრადიციად იქცა ყოველი 2-3 ტურის მერე მწვრთნელების გაშვება-მოყვანა.

სხვათა შორის, იმასაც შეგახსენებთ, რომ სოსო ფრუიძე ერთადერთი მწვრთნელია უმაღლეს ლიგაში, საკუთარი თანამდებობა წინა სეზონიდან მოყოლებული ვინც შეინარჩუნა...

მეკარე

"ჩიხურა", ალბათ, ერთადერთი გუნდი იყო პირველ ეტაპზე, ფაქტობრივად, ორი თანაბარი დონის მეკარე რომ ჰყავდა: გიორგი სომხიშვილი და რევაზ თევდორაძე. ძირითადი მეკარის სტატუსით, სეზონი 33 წლის გიორგი სომხიშვილმა დაიწყო, მერე ეს სტატუსი გუნდში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ 25 წლის გიორგი თევდორაძეს ერგო.

თუმცა პირველი ეტაპის დასკვნით მატჩებში (პლუს - სუპერთასზე) კარში კვლავაც სომხიშვილი იდგა და ჩინებულადაც გაისარჯა. ისე, მართლაც ფუფუნებაა, როცა გუნდში ორი ასეთი დონის მეკარეა...

დაცვა

მეკარეებთან ერთად, "ჩიხურას" დაცვის ხაზის საიმედო თამაშიც აღსანიშნავია, თუმცა ეს ფაქტი გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო: ამ რგოლში ხომ ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები ასპარეზობენ, რომლებიც არაერთხელ მოხვედრილან "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".

ასე, მაგალითად, ორივე ფლანგის მცველს, 32 წლის დავით ოდიკაძესა და 29 წლის შოთა კაშიას არც გამოცდილება დაეწუნებათ, არც - ოსტატობა და არც ტიტულები აკლიათ. გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა "დინამოდან" განათხოვრებული 25 წლის გიორგი რეხვიაშვილი - "ჩიხურას" შეუცვლელი ფეხბურთელი რომ გახლდათ პირველ ეტაპზე.

გუნდის წარმატებულ თამაშში თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ცენტრალურმა მცველებმაც: ლაშა ჭელიძემ და ვაჟა ლომაშვილმა (ორივე - 28 წლის).

აი, რაც შეეხებათ "ჩიხურას" ყველაზე სტაჟიან წევრებს, 24 წლის ლაშა ჩიკვაიძესა და 21 წლის გიორგი ქიმაძეს - ორივეს, უფრო ხშირად, შეცვლებზე უწევდა თამაში.

ნახევარდაცვა

"ჩიხურა" როცა 4-1-4-1 განლაგებით ასპარეზობდა, გამოკვეთილი საყრდენის პოზიციაზე გუნდის ახალწვეული, 27 წლის გიგა ბეჭვაია თამაშობდა; ხოლო, როცა სოსო ფრუიძე 4-2-3-1-ს ანიჭებდა უპირატესობას, ბეჭვაიას მეწყვილე, უმეტეს შემთხვევაში, საჩხერელთა გუნდის კიდევ ერთი გამოცდილი ახალწვეული, 28 წლის გიორგი დათუნაიშვილი გახლდათ.

პირველ ეტაპზე რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა "დინამოდან" განათხოვრებულ კიდევ ერთ საინტერესო ფეხბურთელს, 21 წლის ჯაბა ჯიღაურს; თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ეს პერსპექტიული ახალგაზრდა ნახევარმცველი კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს, რასაც 13 მატჩში 5 გოლიც მოწმობს.

"ჩიხურას" ამ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვით გარემარბების (გნებავთ - ფლანგის ნახევარმცველები დაარქვით) ეფექტიან თამაშსაც: გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა, 24 წლის გიორგი გაბედავამ, როგორც იქნა, "თავის" გუნდს მიაგნო; არადა, "გაგრაში" წარმატებულად ჩატარებული 2009/10 წლების სეზონის შემდეგ ამ შემტევის კარიერაში უკუსვლა უფრო მეტი იყო, ვიდრე წინსვლა.

რაც შეეხება 21 წლის ბესიკ დეკანოიძეს, ეს ადგილობრივი ფეხბურთელი, ასაკის მიუხედავად, "ჩიხურას" ერთ-ერთ ლიდერად უნდა მივიჩნიოთ. თანაც, ამ სწრაფმა და ტექნიკურმა გარემარბმა თავი ლამაზი გოლებითაც დაგვამახსოვრა.

სამწუხაროდ, ევროტურნირების სადებიუტო მატჩის (შინ - "ვადუცთან") დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო ბევრი გაუცდა 25 წლის ნიკა კვასხვაძეს, - არადა, ეს გარემარბი წინა სეზონში "ჩიხურას" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ.

თავდასხმა

ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნება "ჩიხურას" შედეგიანობა (ისე, როგორც, საერთოდ, წარმატებული ასპარეზობა) მეორე ეტაპზე - ზამთრის პაუზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრანსფერი ხომ დიმიტრი ტატანაშვილის "ზესტაფონში" გადასვლა იყო. არადა, 30 წლის ცენტრფორვარდმა თავის ახალ გუნდში პირველი ეტაპი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და 13 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ.

სამწუხაროდ, კვლავაც არ გაუმართლა გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულსა და ტრავმებისგან გაწამებულ რატი წინამძღვრიშვილს, - 25 წლის ფორვარდი 4 ნოემბერს, "ტორპედოსთან" გასვლით მატჩში, სერიოზულად დაშავდა და იმის მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა.

მოკლედ, მეორე ეტაპისათვის "ჩიხურას" თავდასხმის ხაზში სერიოზულ სიახლეებს უნდა ველოდოთ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გიორგი გაბედავა ან ბესიკ დეკანოიძე ვიხილოთ.

საუკეთესო მატჩი

ასეთი რამდენიმე შეხვედრა იყო, თუმცა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, "დინამოსთან" სასტიკი მარცხის (1:6) მერე გუნდმა რომ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და იმ ფსიქოლოგიური "შოკიდან" მალე გამოვიდა.

ყველაზე ცუდი მატჩი

"დინამოსთან" სასტიკი მარცხი უკვე ვახსენეთ; ამას გარდა, "ჩიხურამ" კიდევ ორი მატჩი წააგო პირველი ეტაპის დასაწყისში, ოღონდ ეს უფრო ევროტურნირებზე ასპარეზობითაც იყო განპირობებული.

მიზანი

გუნდისა და, საერთოდ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, დიმიტრი ტატანაშვილის წასვლის მიუხედავად, "ჩიხურას" რეალურად შეუძლია, საპრიზო ადგილებისა და, შესაბამისად, ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლოს.

ჩიხურას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე

18 მატჩი, 10 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება, ბურთები: 35-22, II ადგილი

I ტური ზუგდიდი-ჩიხურა 1:3

II ტური ჩიხურა-მეტალურგი 2:3

III ტური ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:2

IV ტური ჩიხურა-ზესტაფონი 1:0

V ტური მერანი-ჩიხურა 3:2

VI ტური ჩიხურა-დილა 3:1

VII ტური სიონი-ჩიხურა 2:2

VIII ტური ჩიხურა-სპარტაკი 2:1

IX ტური დინამო-ჩიხურა 6:1

X ტური ჩიხურა-გურია 5:1

XI ტური ტორპედო-ჩიხურა 1:2

XII ტური ჩიხურა-ზუგდიდი 2:0

XIII ტური მეტალურგი-ჩიხურა 1:1

XIV ტური ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 3:0

XV ტური ზესტაფონი-ჩიხურა 1:1

XVI ტური ჩიხურა-მერანი 2:0

XVII ტური დილა-ჩიხურა 0:0

XVIII ტური ჩიხურა-სიონი 1:1

ჩიხურა 2013/14

მეკარეები: რევაზ თევდორაძე - 10 (-14 გოლი), გიორგი სომხიშვილი - 8 (-8 გოლი);

მცველები: შოთა კაშია - 18, დავით ოდიკაძე - 18(1), გიორგი რეხვიაშვილი - 17 (2), ლაშა ჭელიძე - 15 (2), ვაჟა ლომაშვილი - 13 (1), გიორგი ქიმაძე - 13, ლაშა ჩიკვაიძე - 12;

ნახევარმცველები: ბესიკ დეკანოიძე - 18 (4), გიორგი დათუნაიშვილი - 17 (2), გიორგი გაბედავა - 16 (3), გიგა ბეჭვაია - 15, ჯაბა ჯიღაური - 13 (5), ნიკა კვასხვაძე - 12(1), ბადრი დემეტრაშვილი - 1, თემურ ნადირაძე - 1;

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი - 16 (12), რატი წინამძღვრიშვილი - 10 (1).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე (I-XVIII ტური).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?
შუქურა-დილა 0:1 - გამარჯვებით მიულოცეს...
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
მიხაილ შუმახერი საუკეთესო მრბოლელის სტატუსს დაკარგავს? - 3 ნოემბრის დაიჯესტი
ჩიხურა-სამტრედია 2:2 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს! [VIDEO+PHOTO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ტორპედო-ჩიხურა 0:3 - "ჩიხურა" გალიდერდა, "ტორპედო" გოლზე ოცნებობს [VIDEO]
ქობულეთის "შუქურა": კუტალია წავიდა, სომხიშვილი და ბრაზილიელები მოვიდნენ
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელები ავტოავარიაში მოყვნენ
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
საქართველოს 2015/16 წლების თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილია
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ქობულეთის "შუქურა": მზადება დუშეთში, თამაში ბათუმში
გურამ კაშია: ჩემმა ძმამ მითხრა ჯოვინოს არ შევხებივარო
"სამჯერ გადავტრიალდით და წყლის არხში გადავვარდით" - "ჩიხურას" ავარიის დეტალები
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:2 - გასვლა სჯობდა თუ გაუსვლელობა? [VIDEO]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს