ზამთრის პაუზის დროს "დინამოში" ამდენი საკადრო ცვლილება მომხდარიყოს, მართლაც ვერ გაგვიხსენებია, მსგავსი ფაქტი როდის იყო!
ზამთრის პაუზის დროს თბილისის "დინამოში" ამდენი საკადრო ცვლილება მომხდარიყოს, მართლაც ვერ გაგვიხსენებია, მსგავსი ფაქტი როდის იყო!

კი ბატონო, არცთუ შორეულ წარსულში, სწორედაც რომ ზამთრის პაუზის დროს, "დინამოში" გასასინჯად არაერთი "გაურკვეველი წარმოშობის თუ კვალიფიკაციის" უცხოელი მოსულა, თუმცა ამათგან ერთეულებს თუ მოუწონებიათ თავი ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის მწვრთნელ-ხელმძღვანელებისათვის; თანაც, ვინც დარჩენილა, ექვს თვეში ისევ უკან წასულა...

აი, ამჟამად კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: წინა სეზონის ტრიუმფატორმა XXV ჩემპიონატის პირველი ეტაპიც პირველ ადგილზე დაამთავრა, მაგრამ ზამთრის პაუზა ჯერ დაწყებული არ იყო, "დინამოში" სერიოზული საკადრო ცვლილებები რომ მოხდა.

შეგახსენებთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს ლევან ხმალაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და ირაკლი ლექვთაძემ, ხოლო გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი, გიორგი სეთურიძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მიქაბერიძე და დავით ხოჭოლავა ტრანსფერზე დააყენეს. ამ ცხრა ფეხბურთელიდან ორი (ხმალაძე, მერებაშვილი) ძირითადის მოთამაშე იყო, სეთურიძესა და გრიგალაშვილსაც ასევე ძალიან ხშირად უწევდათ მოედანზე გამოსვლა; აი, გივი კვარაცხელია კი საერთოდაც ერთადერთი გახლდათ "დინამოში", ევროტურნირების ექვსივე მატჩი და პირველ ეტაპზე ჩემპიონატის 18-ივე შეხვედრა შეუცვლელად რომ ჩაატარა!!!

თუმცა ჩვენ ხომ არ ვიცით, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს "დინამოში", როცა ასეთი სოლიდური საკადრო "წმენდა" წამოიწყეს? ჰოდა, გავიდა სულ ცოტა ხანი და "დინამოც" ნელ-ნელა ივსება, თანაც, ზემოთნახსენები "გაურკვეველი წარმოშობისა თუ კვალიფიკაციის" უცხოელებით კი არა, არამედ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მართლაც არცთუ ურიგო ფეხბურთელებით!

ჰო, ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე იყო ცნობილი, რომ "დინამოში" გააგრძელებდნენ კარიერას პირველი ეტაპის სამი გამორჩეული ფეხბურთელი, თავიანთ გუნდებში ლიდერები რომ გახლდნენ: 25 წლის ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი (ქუთაისის "ტორპედოდან"), "ვიტ ჯორჯიას" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი და ამპლუით შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ჯანელიძე და ბოლო სამი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი, 29 წლის ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე (გორის "დილადან"); აღსანიშნავია, რომ ხიდეშელი, ჯანელიძე და მოდებაძე "ლელომ" პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

გიორგი ხიდეშელი 7 სეზონი "ზესტაფონში" თამაშობდა, თუმცა წინა ორ ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა; საბედნიეროდ, ტრავმებისგან გაწამებული ეს ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე ცენტრალური მცველი (სიმაღლე 192 სმ) ამ სეზონში ჩინებულად წარმოჩინდა თავის ახალ გუნდში და პირველ ეტაპზე, "ტორპედოს" შემადგენლობაში, უდავოდ, საუკეთესო გახლდათ.

გიორგი ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული პლეიმეიკერია და წინა სეზონში რუსეთის პირველი ლიგის გუნდ ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკში" გატარებულ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, აქამდე მხოლოდ ერთადერთ გუნდში, "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობდა, რომლის აღზრდილიც გახლავთ და სადაც გუნდის ლიდერადაც ჩამოყალიბდა. პირველ ეტაპზე ჯანელიძემ 18-ივე მატჩი ჩაატარა (მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, ისიც მატჩის მიწურულს) და 3 გოლი გაიტანა.

"დინამოს" ახალწვეულთაგან ყველაზე გამოცდილი ირაკლი მოდებაძეა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი 26 წლის ასაკში ჰქონდა! საქმე ისაა, რომ თავის დროზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი 18 წლისაც არ იყო, უკრაინაში რომ გაემგზავრა და სადაც 9 სეზონი ასპარეზობდა! სამშობლოში დაბრუნებულმა მოდებაძემ ორი სეზონი რუსთავის "მეტალურგში" გაატარა, წინა სეზონიდან 2013 წლის დეკემბრის ბოლომდე კი "დილას" შეტევების ლიდერი გახლდათ. მოდებაძემ პირველ ეტაპზე 16 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ახლა კი 8 იანვარს გაცხადებულ კიდევ სამ ტრანსფერზეც; "დინამოში" გააგრძელებს კარიერას უმაღლესი ლიგის ალბათ ყველაზე ტანმაღალი მეკარე (198 სმ), 24 წლის ნიკა დაუშვილი, რომელიც პირველ ეტაპზე და წინა სეზონში "ვიტ ჯორჯიას" ძირითადი და შეუცვლელი მეკარე იყო, მანამდე კი ცხინვალის "სპარტაკში" გამოდიოდა.

ერთობ საინტერესო ტრანსფერად მიგვაჩნია უდავოდ პერსპექტიული ფეხბურთელის, 19 წლის მათე ცინცაძის "დინამოში" ჩარიცხვა; ცინცაძე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და ამპლუით საყრდენ ნახევარმცველს პირველ ეტაპზე არც უფროსებთან პაექრობებში შეურცხვენია თავი: ქუთაისის "ტორპედოს" ძირითადი და შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ. მანამდე კი ასეთივე სტატუსი პირველ ლიგაში, თბილისის "ლოკომოტივში" ჰქონდა.

დაბოლოს, ალბათ, ყველაზე ხმაურიან ტრანსფერზეც: "ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 25 წლის თორნიკე გორგიაშვილი ამიერიდან თბილისის "დინამოში" ითამაშებს. გორგიაშვილი "ზესტაფონის" შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია თემურ ქეცბაიამ, თუმცა მიმდინარე სეზონში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია: მიზეზი კი ფეხბურთელსა და "ზესტაფონს" შორის დავა იყო, თუმცა ამ თემას აღარ დავუბრუნდებით; მთავარია, რომ "დინამომ" ტაქტიკურად განსწავლული და მოედანზე კარგად მოაზროვნე ცენტრალური ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც "საყრდენის" ფუნქციების შესრულებაც შეუძლია და "პლეიმეიკერისაც".

"დინამოს" ექვსივე ახალწვეულმა, ისე, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელებმა (ოღონდ, ლეგიონერების გარდა), მეორე ეტაპისათვის მზადება 8 იანვარს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო ინდივიდუალური პროგრამით.

13 იანვარს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ხოლო 15 იანვრიდან სრულფასოვანი მზადების პროცესიც დაიწყება.

რაც შეეხებათ გუნდის ლეგიონერებს, უსტარიცი, ჩისკო (ორივე - ესპანეთი), დარკო გლიშიჩი (მაკედონია), დორინ გოგა (რუმინეთი) და პატრიკ ვუო (კოტდივუარი), "დინამოს" 16 იანვარს შეუერთდებიან.

დიღმის ბაზაზე მზადების პირველი ეტაპი 27 იანვრამდე გასტანს, 25 იანვარს კი პირველი სპარინგიც არის დანიშნული: მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილი "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება. მზადების მეორე ეტაპს კი გუნდი თურქეთში გაივლის: 27 იანვრიდან 11 თებერვლამდე "დინამო" ანტალიაში მოემზადება და ხუთ საკონტროლო შეხვედრასაც ჩაატარებს.

სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: "ჩერნომორეცი" (ოდესა, უკრაინა), "ჰაიდუკი" (სპლიტი, ხორვატია), "მლადა ბოლესლავი" (ჩეხეთი), "პოდბესკიდძიე" (ბიელსკო-ბიელა, პოლონეთი), მეხუთე სპარინგ-პარტნიორი გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

PARFIUMER
გოგა მართალია მოვიწვიოთ მესი და რონალდო, კიდე ერთი ორი ამათნაირი და ნახავთ დონეს :D კაი თუ ძმა ხარ, ნორმალური უცხოელი ჩამოვა აქ? ნორმალურ ქართველს ვერ იჩერებ სამი წელი... 36 წლის იაშვილი აზერბაიჯანში რომ თამაშობს ეგ ჩამოვიყვანოთ და მსგავსი ხალხი ჯობია.
tikotako
დზალიან კარგი ფეხბურტელები არიან,ყოცჰაგ დინამო...ყოცჰაგ ბიცჰებო...
goga
erti da igive fexburtelebi trialeben karuselivit,shedegi ki ertida igive ikneba evrotasebze, magas jobia ufro magali klasis fexburtelebi movicviot ucxoetidan da mashin amagldeba done, am fexburtelebit done ar amagldeba ai naxavt shedegi igive ikneba samarcxvino
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო
დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ბოლნისის "სიონი" ლიტვის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
დინამო(ბთ)-სიონი 0:0 - ახლა ქულაც აღარ კმარა
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან
"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ