ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მთავარმეგოლე ფეროელთა ქალაქში - ინტერვიუ დიმიტრი ტატანაშვილთან

მთავარმეგოლე ფეროელთა ქალაქში - ინტერვიუ დიმიტრი ტატანაშვილთან

"ჩიხურასა" და მისი გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის; უბრალოდ, "ზესტაფონმა" უკეთესი პირობები შემომთავაზა"
ფეხბურთში საქართველოს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი 30 წლის დიმიტრი ტატანაშვილი გახლავთ.

ამ სეზონის პირველი ეტაპი მან საჩხერის "ჩიხურაში"ითამაშა, ჩემპიონატში 12 გოლი მიითვალა, სუპერთასზე თბილისის "დინამოს" გამარჯვების გოლი გაუტანა, მაგრამ... 2014 წლიდან ტატანაშვილი "ზესტაფონში" ითამაშებს.

ტატანაშვილს არაერთი გადამწყვეტი, დასამახსოვრებელი გოლი გაუტანია, თავი გამოუჩენია ევროსარბიელზეც, უთამაშია ჩეხეთის გუნდებში, მცირე ხნით იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც...

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "ქრონიკა+"-ის კითხვებს საქართველოს ჩემპიონატის მთავარმეგოლე პასუხობს.

- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი "ჩიხურამ" ჩემპიონატში მეორე ადგილით და სუპერთასით ჩაამთავრა - რა არის ასეთი გუნდიდან წასვლის მიზეზი?

- "ჩიხურა" მართლაც კარგ სეზონს ატარებს, ამ გუნდში გოლებიც გავიტანე, ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა "ჩიხურასთან" ექვსთვიანი კონტრაქტი მაკავშირებდა და ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

"ჩიხურასთვის" და მისი გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის; უბრალოდ, "ზესტაფონმა" უკეთესი პირობები შემომთავაზა.

"ზესტაფონმა" ეს სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდია, მწვრთნელიც კარგი ჰყავს - ამ ყველაფრის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

- "ჩიხურას" არ შემოუთავაზებია კონტრაქტის გაგრძელება?

- იყო ამის სურვილი. არ ვიტყოდი უარს იმაზე, რომ ეს სეზონი "ჩიხურაში" ჩამემთავრებინა, თუმცა პატარა აღარ ვარ, ამ ეტაპზე ჩემთვის ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია.

- წინა სეზონის პირველი ეტაპის შემდეგაც გამოიცვალე გუნდი - რუსთავის "მეტალურგიდან" "დინამო თბილისში" მიხვედი, თუმცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში თავის გამოჩენა ვერ მოახერხე...

- "დინამოში" თამაში, ფაქტობრივად, არ მიწევდა და იმიტომ. დუშან უჰრინი სათამაშო დროს არ მაძლევდა, ერთი-ორი წუთით თუ შემიშვებდა მოედანზე. მაშინაც ნახევარი სეზონით ვიყავი დაკავშირებული კლუბთან და ვადის გასვლის შემდეგ წამოვედი...

- "ზესტაფონი" ახლა ძლიერდება, სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც დაიმატა - რამდენად რეალურია ამ სეზონში გუნდისთვის ტიტულისთვის ბრძოლა?

- ჩემპიონატში პირველ ადგილზე მყოფ "დინამოსთან" ქულათა სხვაობა დიდია. მაქსიმუმს გავაკეთებთ და რა გამოვა აქედან, ვნახოთ... ვფიქრობ, მეორე ადგილის დაკავება რეალურია.

- "ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე თავისებური სტილით არის გამორჩეული, უფრო ისეთ თავდამსხმელებს ანიჭებს უპირატესობას, ბურთის შემაგრება, გუნდის "ამოყვანა" რომ შეუძლიათ. ტატანაშვილი კი ბოლო დროს თითქოს ერიდება დრიბლინგს, მოედნის სიღრმიდან შეტევას, ასე ვთქვათ, უფრო საჯარიმოს ფორვარდად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობ, უპრობლემოდ მოერგები "ზესტაფონის" მონახაზს?

- რადგან დაინტერესდნენ ჩემით, ესე იგი, კარგად იციან ფეხბურთელის თვისებები. გეგუჩაძე საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია და დაუფიქრებლად არ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს.

მე საკუთარი, ძლიერი თვისებების გამოყენებას ვცდილობ; მიმაჩნია, რომ მოწინააღმდეგისთვის ყველაზე უფრო საჯარიმო მოედანში ვარ სახიფათო.

"ჩიხურაში" ძირითადი აქცენტი ბურთის გაგორებაზე გვქონდა, მე კი ჩემს შანსს მეტოქის საჯარიმოში ველოდებოდი. ეპიზოდურად შესაძლოა მომიწიოს კაცის მოტყუება, უკან ჩამოსვლა - რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვიქნები.

- გადამწყვეტი გოლების გატანა გეხერხება, ახლახან სუპერთასზე შენი გოლით გაიმარჯვა "ჩიხურამ" "დინამოსთან"; ფინალებში მანამდეც გამოგიჩენია თავი...

- 2006 წელს, საქართველოს თასის ფინალში "ამერი" და "ზესტაფონი" რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ზესტაფონელებს პენალტების სერიაში გავუტანე გოლი. მომდევნო წელს, თასის ფინალში ისევ "ზესტაფონს" გადავეყარეთ, 1:0 გავიმარჯვეთ, სულიკო დავითაშვილის პასით გოლი მე შევაგდე. 2008 წელსაც ისევ "ამერი" და "ზესტაფონი" გავიდნენ ფინალში, 1:2 წავაგეთ. ამერელთაგან გოლი ისევ მე გავიტანე. ერთი სიტყვით, ფინალებში ოთხი გოლი მაქვს შეგდებული.

- ქართულ საკლუბო ფეხბურთში ბევრი პრობლემაა. როგორ ფიქრობ, ყველაზე უფრო რა აკლიათ ქართულ გუნდებს?

- ფინანსური სტაბილურობა. ამ პრობლემის გამოა, ქართული კლუბები დაშლის პირას რომ არიან. გუნდს ექვსი თვით რომ გამოუყოფენ ბიუჯეტს და მერე არავინ იცის, რა იქნება, კლუბი ასეთნაირად ვერ განვითარდება, ყოველ ექვს თვეში რომ მოგიწევს გუნდის შექმნა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

- ჩეხეთში რატომ ვერ გამოდგა ტატანაშვილის კარიერა ისეთი წარმატებული, როგორსაც ბევრი ელოდა?

- ჩეხეთში იმ გამოცდილებით რომ ჩავსულიყავი, რაც ახლა მაქვს, გაცილებით უკეთ წამივიდოდა საქმე, უფრო მეტ გოლს გავიტანდი და უკეთეს გუნდშიც გადავიდოდი. ახალგაზრდული წლები, ენის ბარიერი, გამოუცდელობა - ამან შემიშალა ხელი. პლზენის "ვიქტორია" მაშინაც კარგი გუნდი იყო, როცა იქ გადავედი, ახლა კი უფრო ძლიერია. სხვათა შორის, როცა უცხოეთიდან საქართველოში დავბრუნდი და რუსთავის "მეტალურგში" ვთამაშობდი, ევროტურნირზე "პლზენსაც" გავუტანე გოლი.

- "პლზენში" თბილისის "ამერიდან" გადახვედი, ჩეხებმა შენს სანაცვლოდ "ამერს" რამდენიმე ასეული ათასი ევრო გადაუხადეს. "ამერში" გატარებული წლები, ალბათ, განსაკუთრებულად ფასეულია შენთვის...

- ასეა, "ამერის" დამსახურებაა, პროფესიონალ ფეხბურთელად რომ ჩამოვყალიბდი. სწორედ "ამერში" თამაშის დროს მიმიწვია ეროვნულ ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერმა. ნაკრებში ორჯერ ვითამაშე და ერთი გოლი გავიტანე.

- ახლა კი "ზესტაფონის" ჯერია. ამ კლუბს კარგი ბაზა და სტადიონი აქვს, საინტერესო მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა თბილისელისთვის იოლი არ უნდა იყოს პერიფერიაში ცხოვრება...

- ზესტაფონი საფეხბურთო ქალაქია, ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. რაც შეეხება თბილისელისთვის პერიფერიაში ცხოვრებას, ეს ადვილი საჩხერეშიც არ იყო, მაგრამ ფეხბურთელი ამას შეგუებული უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

გაზეთი "ქრონიკა +"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...

ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია

ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს

დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს

დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს