ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

TimeLine: მიხეილ მესხი და რიცხვი 11

TimeLine: მიხეილ მესხი და რიცხვი 11

თბილისის "დინამოს" მე-11 ნომერზე, მიხეილ მესხზე რუსულმა ტელეარხმა მეტად საინტერესო მასალა მოამზადა
იყო დრო, ქართველი ფეხბურთელები მეტოქეებს ისე ატყუებდნენ, თავგზააბნეული მცველები ცხვირით მიწას თხრიდნენ. დრო შეიცვალა, ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა, მაგრამ ქართველებთან თამაშისას მეტოქეები კვლავაც კისერს იტეხენ...

...ეს ხუმრობით, აქ კი ორი პარალელური ფოტოს განმარტებაა საჭირო: ერთზე დაფიქსირებულია დინამოელი მიხეილ მესხი და მისი მსხვერპლი (მარცხნივ).

მეორე სურათი 2013 წელსაა გადაღებული ესპანეთი-საქართველოს მატჩის მსვლელობისას. თავდაყირა ალვარო ნეგრედოა, მარჯვნივ - გურამ კაშია.

ეს პუბლიკაცია დაგვიანებულია, 2011 წელს, მე-11 თვეს, 11-ში უნდა შემოგვეთავაზებინა, მაგრამ... დღეს 11 იანვარია, 12-ში კი სწორედ ის ადამიანი დაიბადა, რომელსაც ეს "ტაიმლაინი" ეძღვნება. მოკლედ, თბილისის "დინამოს" მე-11 ნომერზე, მიხეილ მესხზე ვწერთ.

მის შესახებ ერთ-ერთმა რუსულმა ტელევიზიამ მეტად საინტერესო, მოკლე მასალა მოამზადა, რომელიც სწორედ "ტაიმლაინისთვისაა" ზედგამოჭრილი. აი, როგორ იწყება გადაცემა:

"როგორც ჭადრაკშია გავრცელებული "ალიოხინის დაცვა", ასევეა ფეხბურთში "მესხის ფინტი", რომლის შესახებაც მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა ქომაგმა კარგად იცოდა.

"ქართველი გარინჩა", "თანამგზავრი", "დრიბლიორი"... ამ და კიდევ უამრავი ეპითეტით მოიხსენიებდნენ მიხეილ მესხს საზღვარგარეთის სპორტული გამოცემები.

რიცხვი 11 მესხს ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე თან სდევდა:

...დაიბადა 1937 წლის 11 იანვარს, დილის 11 საათზე.

...სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის "დინამოში" 11 ნომრად ჩაირიცხა.

...მომავალ მეუღლეს 11 რიცხვში შეხვდა და რამდენიმე თვის შემდეგ, ასევე 11-ში ხელი სთხოვა.

...მიხეილ მესხის ვაჟიც 11-ში დაიბადა.

...კარიერაში 11-მეტრიანი ნიშნულიდან რამდენჯერაც დაარტყა, იმდენი გოლი გაიტანა.

...საინტერესოა, რომ მისი სახელ-გვარიც 11 ასოსგან შედგება.

ილია დათუნაშვილმა გაიხსენა "დინამოსა" და ბრაზილიური "სანტოსის" შეხვედრის ერთი ფრაგმენტი:

- მესხმა ჯალმა სანტოსი ბავშვივით მოატყუა. ბრაზილიელი მიშას გაეკიდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფორვარდისთვის ფეხის მოტეხა სურდა. მესხი გაჩერდა, სანტოსი კი მივარდა და გადაკოცნა. ბრაზილიელმა მცველმა მოგვიანებით აღიარა, რომ იგი ასე იოლად არავის მოეტყუებინა.

მიხეილ მესხი იმ პერიოდში თამაშობდა, როცა ნიჭიერ ხალხს ვერ ამჩნევდნენ. ამიტომ, ნაკრების წითელ ფორმას მესხი არცთუ ხშირად ირგებდა. ისევ ილია დათუნაშვილს მოვუსმინოთ:

- მიშას არმიწვევა რუსული შოვინიზმის გამოვლინება იყო. ინგლისური ფეხბურთის ასწლოვან იუბილეზე მესხს მსოფლიოს ნაკრებში დაუძახეს. თუმცა სსრ კავშირის სპორტკომიტეტმა არ დაუშვა, რომ ქართველ ფორვარდს ამ მატჩში მონაწილეობა მიეღო. საბჭოთა მაღალჩინოსნებმა ინგლისში გაგზავნეს წერილი, ატყობინებდნენ, რომ მესხი ავად იყო და სხვა ფეხბურთელით უნდა ჩაენაცვლებინათ. მიშას ნაცვლად ლონდონში სხვა ფეხბურთელი გაფრინდა.

როცა კი მესხი სსრკ-ის ნაკრებთან ერთად ცივილიზებულ ქვეყანაში თამაშობდა, ყოველთვის იწვევდა გულშემატკივრების აღფრთოვანებას. იგი 1960 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მაშინდელ ნაკრებში მის გარდა კიდევ ორი ქართველი თამაშობდა - გივი ჩოხელი და სლავა მეტრეველი.

ჩემპიონობაში ქართველი 11 ნომრის წვლილი შეუფასებელი იყო. ფინალში იუგოსლავიის წინააღმდეგ პირველი გოლი მეტრეველმა სწორედ მესხის პასით გაიტანა. საბოლოოდ 2:1.

1964 წელს მიხეილ მესხმა "დინამოსთან" ერთად ტაშკენტში მოსკოვის "ტორპედო" დაამარცხა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

მისი კარიერა ისევე არაორდინარულად დასრულდა, როგორიც იყო მისი ფეხბურთი. ურუგვაის "ნასიონალის" მწვრთნელი, რომელიც მესხის გაცილების მატჩზე ჩამოვიდა, ვერ იჯერებდა, რომ ქართველი ტალანტი ბოლო შეხვედრას ატარებდა. მწვრთნელმა თავის შეგირდებს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენა: "მესხი უნდა მიდიოდეს და თქვენ თამაშს აგრძელებდეთ? სირცხვილი თქვენო".

ვფიქრობ, რუსების მიერ მომზადებული ასეთი სიუჟეტი ნებისმიერი ქართველისთვის საინტერესოა. განსაკუთრებით ის ფრაზა დამამახსოვრდა, ავტორმა რომ თქვა - ცივილიზებულ ქვეყნებში მესხს ხალხი აღფრთოვანებაში მოჰყავდაო. მანამდე ხომ საბჭოეთის ხელისუფლების უკუღმართობებზე იყო ლაპარაკი.

ერთ შესწორებასაც შევიტან: გადაცემაში ამბობენ, მესხი 11 იანვარს დაიბადაო. რეალურად მისი დაბადების თარიღი 12 იანვარია.

რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე იხსენებს:

- საოცრად გულკეთილი კაცი იყო მიშა, რითაც შეძლო, ყველას ეხმარებოდა. დიღომში სახლს რომ იშენებდა, უკვე ძალიან პოპულარული იყო, მთელი ქვეყანა იცნობდა და პატივს სცემდა. დიღმის სახლი ისე ააშენა, ხან რომელი ტრესტიდან უგზავნიდნენ მასალას, ხან - რომლიდან. ყველას უნდოდა, საყვარელი ფეხბურთელის სახლის აშენებაში შეეტანა თავისი წვლილი.

მიშა მიხვდა, რომ ამდენი მასალა ერთი კი არა, ათი სახლის აშენებასაც ეყოფოდა და რაც აღარ სჭირდებოდა, ახალგაჩენილ მეზობლებს უგზავნიდა, ჩუქნიდა.

როცა მიშა შეკრებაზე იყო, მე მთხოვდა - ჯემალ, მიდი ჩემთან, ხვალ-ზეგ მასალა მოდის და მეზობლებს დაურიგეო. გრძელი სია ჰქონდა მეზობლებისა და იმის მიხედვით ვანაწილებდი.

ერთი მძღოლი დილას აგურით დატვირთული მოვიდა და შემეკითხა - მიხეილ მესხი სად ცხოვრობსო. წავიყვანე და მიშას ერთ მეზობელთან დავაცლევინე. საღამოს ცემენტით მოვიდა და მეორე მეზობელთან მივიყვანე.

მეორე დილას არმატურით ისევ ის მძღოლი მომადგა - მესამე მეზობელთან გადავამისამართე. არადა, კაცი ხედავს, რომ მხოლოდ ერთი სახლია მშენებარე. თანაც, ყოველ მისვლაზე ამოწმებს - ხომ მართლა მიშასია ეს სახლი, რომელშიც მასალას ვცლითო? რა თქმა უნდა-მეთქი, ყოველთვის ვპასუხობდი.

მესამე დღეს მძღოლი მეგობართან ერთად მოვიდა, ქვიშა მიშას მორიგ მეზობელთან ჩამოცალა და ძმაკაცს უთხრა:

- ამის დედა ვატირე, მეთამაშა ფეხბურთი, თუ მიხეილ მესხი 10 სახლს იშენებს, მე ერთი-ორს ხომ მაინც ავიშენებდიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჯუნა

ევროპის 1960 წლის თასის ფინალში პონედელნიკმა მესხის გადაცემით გაიტანა გადამწყვეტი გოლი

• ჯუნა

ევროპის თასის ფინალში მესხის გადაცემით პონედელნიკმა გაიტანა გადამწყვეთი ბურთი

• david

ტყვილია გარინცამ მოატყვილა ჯალმა სანტოსი

• elguja

ჩემ ბავშვობაში, ეზოს ფეხბურთის თამაშისას, მესხის სიყვარულით, ყველა 11 ნომერს ვიწერდით მაისურზე, ისინიც კი ვინც დაცვაში თამაშობდა!

• Metreveli

მიშა დიდი ფეხბურთელი იყო! მაგრამ სიმართლეს რომ არ წერთ,ის აგური და ცემენტი და სამშენებლო მასალა ტრესტების "უფროსებისმიერ"ნაქურდალი რომ იყო,ხალხი რომ იძარცვებოდა,ყველა სფეროში"მოღვაწე ნამუსგარეცხილი ქართველობით",ახლა რომ ისევ ენა აატარტალეს,უძვლო. ქურდი ქურდზე იჯდა და ქურდს მიერეკებოდა .ალალი,ტალანტი,მაგრამ ღარიბი ქართველი, თბილად მოკალათებულ კლანებს სულ ფეხებზე ეკიდათ,და ვფიქრობ ახლა იგივე დრო გვიბრუმდება-ჩვენსავე შეცდომებზე დაუნახავებს და არმსწავლებელ შტერებს

• gizo

რუსები კი არა, მესხს ყველაზე დიდი მტერი მაშინდელი საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ჰყავდა (ერთი კინოსი არ იყოს, გვარს არ დავასახელებ...)

• ჯ.ჩ.

მიშა უდიდესი ფეხბურთელი იყო,თუმცა ვფიქრობ, რომ სტატიაში უზუსტობებია.მიშამ ჯალმა სანტოსი კი არა,არამედ ",ბაიას"ფეხბურთელი სანტოს-პერეირა მოატყვილა.ასევე " ნასიონალის"მწვრთნელის ადრესატი არა მისი არამედ ჩვენი ფეხბურთელები იყო.

• ჯ.ჩ.

მიშა უდიდესი ფეხბურთელი იყო.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე

TimeLine: ცვლილებების ქარი

დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი

[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!

ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]

1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა

TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის

TimeLine: ხინკლის მაკრატელა

TimeLine: ...ის მოიგებსო

[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში

[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]

გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..

როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]

"ᓡᓐᓮᓔᓚᓛᓬᓘᓤᓝ ᓛᓔᓬᓕᓔᓚᓘ ᓫᓠᓝᓮᓐ ᓮᓝᓛ ᓐᓠ ᓒᓒᓝᓜᓘᓐᓗ? ᓗᓣ ᓗᓥᓕᓔᓜᓡ ᓮᓔᓚᓨᓘ ᓐᓠ ᓛᓔᓪᓝᓓᓔᓑᓝᓓᓔᓡ"...

TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia

ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓜᓐᓢᓐᓜᓯᓘ ᓓᓐ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓞᓐᓢᓠᓘᓐᓠᓥᓘ

როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

TimeLine: ცეცხლი აენთო...

[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა

ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]

მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ

მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!

17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს

სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ

ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა