მშვენიერი საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს საკუთარ გულშემატკივარს საფრანგეთის ჩემპიონატის ფავორიტებმა, "კლერმონმა" და "ტულონმა"
მშვენიერი საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს საკუთარ გულშემატკივარს საფრანგეთის ჩემპიონატის ფავორიტებმა, "კლერმონმა" და "ტულონმა". მათ გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერეს მსოფლიო დონის ვარსკვლავების დამატებით.

"ტულონმა" დიდი მცდელობის შედეგად მაინც მიაღწია შეთანხმებას 2013 წლის ექვსი ერის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ ლეიგ ჰალფპენისთან და მომავალი სეზონიდან უელსელი მორაგბე მურად ბურჯელალის გუნდის ღირსებას დაიცავს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიის ნაკრებიდან მოკვეთილი ჯეიმზ ოკონორი, რომელიც ამჟამად ინგლისურ "ლონდონ აირიშში" ირჯება, 2014-15 წლების სეზონს "ტულონში" დაიწყებს, თუმცა გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ მურად ბურჯელალის გუნდში ამჟამად ორი ქართველი ირიცხება: შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მხტომელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ახალი სეზონიდან კი მათ მამუკა გორგოძეც შეუერთდება.

"ტულონის" უმთავრესმა კონკურენტმა - დავით ზირაქიშვილის "კლერმონმა" კი, უკანა ხაზის გაძლიერება გადაწყვიტა და ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილ მორაგბეს, 24 წლის ზაკ გილფორდს გაუფორმა ორწლიანი კონტრაქტი.

"ვულკანების" ხელმძღვანელთა გათვლებით, გილფორდმა უნდა ჩაანაცვლოს გარემარბი სიტივენი სივივატუ, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უკვე გადაწყვეტილია, რომ იგი დატოვებს ფრანგულ კლუბს.

რამდენიმე წლის წინ ზაკ გილფორდი უნიჭიერეს მორაგბედ ითვლებოდა. მას 20 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "ოლ ბლექსის" რიგებში და 20 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო, თუმცა მოგვიანებით ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა და ახალი ზელანდიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის სპეციალური კურსიც ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი ეროვნულ გუნდში აღარ გამოუძახებიათ.

99%-ით გადაწყვეტილია, რომ ინგლისის ნაკრების მგეზავი ტობი ფლუდი დატოვებს ბრიტანეთს და სათამაშოდ ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზში" გადაბარგდება. შესათანხმებელი მხოლოდ კონტრაქტის მცირე დეტალებიღა დარჩა.

ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი აღარ აპირებს, ექვსი ერის გათამაშებაში გამოიყენოს ფლუდი, ვინაიდან ბრიტანეთს მიღმა მოთამაშე მორაგბეებისთვის ინგლისის ნაკრების კარი დახურულია.

არცთუ ისე წარმატებულ სეზონს ატარებს დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" და ლოგიკურად, შოტლანდიური კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის სათამაშო პოტენციალის გაძლიერება ახალი მოთამაშის დამატებით სცადეს.

მათი ახალწვეული გახდა სამხრეთ აფრიკის ნაკრების შუამარბი ანდრეას შტრაუსი, რომელიც კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიცაა: "ჩიტაზი", "ნატალ შარკსი" და "საუთერნ კინგზი". შტრაუსს ორჯერ აქვს მოგებული CURRY CUP, ხოლო ერთხელ ზე რაგბის ნახევარფინალურ სტადიაზეა გასული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ მოიგო [VIDEO]
"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ" - მიქაუტაძის კომენტარი "კლერმონთან" მატჩის შემდეგ
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]
დავითაშვილის გარეშე - "სენტ-ეტიენმა" მოიგო და ისევ ლიდერია
მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდება
Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა
ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]