...მერაბ ჟორდანია, რომან აბრამოვიჩის იახტა მალტაში, ქართველი ახალწვეული და დიადი გეგმები
sbnation-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს მერაბ ჟორდანიას მალტურ "ვალეტაში" გადასვლის შესახებ, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ:

"ვიტესის" ყოფილმა დროებითმა მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ მალტური კლუბი "ვალეტა" შეიძინა.

"ვალეტა" მალტის ჩემპიონატში გამოდის, სახელი კი ქვეყნის დედაქალაქისა ჰქვია. მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ჟორდანიას შემთხვევაში, ისტორია ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ჟორდანიას თან მიჰყავს ანდრე პაუსი, რომელიც "ვიტესის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და მას "ვალეტას" მთავარი მწვრთნელის, მარკ მილერის ასისტენტად ნიშნავს.

"ვიტესმა" პაუსი შეცვალა პეტერ ბოშის დიდი ხნის მეგობრით, იონ ლამერსით.

მალტური წყაროს ცნობით, "ვალეტას" ფანები უკმაყოფილონი არიან მილერის მუშაობით გუნდში. ასე რომ, პაუსი მალე შეიძლება მთავარი მწვრთნელი გახდეს.

"ვალეტას" ძალიან მჭიდრო კონტაქტი ექნება "ვიტესთან". ჟორდანიამ თან წაიყვანა კლუბის ყოფილი ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლეუვენი. ლეუვენმა ხუთი წელი გაატარა "ვიტესში", მთავარი სკაუტის პოზიციიდან დაწყებული, ტექნიკური დირექტორით დამთავრებული.

ლეუვენს ამ ზაფხულს "ვიტესში" აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი, თუმცა ახალი დირექტორის მისვლამდე სთხოვეს მუშაობა და ოქტომბრამდე ის პატიოსნად მუშაობდა ხელფასის გარეშე. ჩვენი ინფორმაციით, ლეუვენმა უნდა ურჩიოს ჟორდანიას, რომელი ფეხბურთელები შეიძინოს "ვალეტასთვის".

მალტაში ჩვენი ინფორმატორებიც ადასტურებენ, რომ ჟორდანიამ კარგად იცოდა, რომ მალე ჩიგირინსკი ჩაიბარებდა "ვიტესს". ამიტომაც აღარ გაუგრძელა ლეუვენს კონტრაქტი, რომელიც "ვალეტაში" სჭირდებოდა მას.

ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა მალტაში ხმები, რომ ქართველი ბიზნესმენი "ვალეტას" ყიდულობდა. "ვალეტას" კლუბის წარმომადგენლებისა და სხვა ჩახედული ხალხის გამოკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეს მისტიკური ქართველი ბიზნესმენი სხვა არავინაა, თუ არა ჟორდანია.

ჩვენ დავუსვით კითხვა პირდაპირ "ვალეტას" პრეზიდენტ ვიქტორ სკირიჰას ჟორდანიას შესახებ. აი, რა თქვა მაშინ მან: "ის მხოლოდ დაინტერესებულია ფეხბურთით, რადგან მას უყვარს ფეხბურთი".

თუმცა მან დაადასტურა, რომ როცა აგვისტოში "ვალეტაში" სპონსორი "ინსინია" მივიდა, ჟორდანია სპონსორულ როლს კისრულობდა.

"თაიმს მალტას" ინფორმაციით, "ინსინიასთან" სხვა არც ერთი კლუბი არ მონაწილეობს სპონსორულ გარიგებაში, "ვიტესის" გარდა! ხოლო "ვალეტამ" ისეთი ხელშეკრულება გააფორმა მაისურების სპონსორ ფირმასთან, რომ შემოსავალმა აჯობა "ვალეტას" სხვა ყველა წარსულ სპონსორულ ხელშეკრულებას ერთად აღებულს!

"ინსინიას" წარმომადგენელი რაფაელ კარასკოსა ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია: "ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, "ვალეტასთან" კი დიდი ხნით ვაპირებთ თანამშრომლობას".

როგორც ჩანს, ჟორდანია კარგა ხნით აპირებს მალტურ ფეხბურთში ყოფნას. მას უკვე აქვს შემუშავებული მოდელი კლუბის წარმატებისა, რომელიც "ვიტესში" გაიარა.

აი, რას ამბობენ "ვალეტაში":

"ვალეტას" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იქნება. ბევრს ჰგონია, რომ ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ასე არ არის" , - ეს "ინსინიას" წარმომადგენლის სიტყვებია. ალბათ, გეცნოთ ჟორდანიას სიტყვა 2010 წელს, "ვიტესის" ჩაბარებისას.

სხვათა შორის, მარკ მილერმა უკვე განაცხადა, რომ კლუბის განვითარებისთვის საჭიროა ახალი სპორტკომპლექსი. ჟორდანიამ კი "ვიტესში" ამით თავი გამოიჩინა - ჰოლანდიურ კლუბს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საწვრთნელი კომპლექსი აქვს.

"ვალეტა" ახალი სტადიონის აშენებასაც აპირებს. ყველაფერი მზად არის, ფულიც გამოყოფილია. ახლა შენების ნებართვაღაა საჭირო, კუნძულზე ეს ნებართვა იოლად არ გაიცემა.

ჟორდანიას კარიერა, რა თქმა უნდა, ეჭვებს იწვევს. მას ხშირად უკავშირებენ თეთრსაყელოიან კრიმინალს, მაგრამ ერთი ცხადია - მას ნამდვილად შეუძლია საფეხბურთო კლუბის კარგად მართვა.

ის ღარიბი საზოგადოების ზინედინ ზიდანი იყო საქართველოში. წარმატება ხვდა "დინამოში", შემდეგ გახდა ფედერაციის პრეზიდენტი 38 წლის ასაკში. 3 თამაში ნაკრებიც კი გაწვრთნა და არცთუ ურიგოდ. თქვენ წარმოიდგენთ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მმართველ გრეგ დაიკს როი ჰოჯსონის ნაცვლად მუნდიალზე მწვრთნელად? არც ისე კარგი სანახავი იქნებოდა.

2010 წელს ჟორდანიამ "ვიტესი" ჩაიბარა, კლუბი, რომელიც გაკოტრების პირას იყო, ახლა კი ის "აიაქსს" ეჭიდავება ჩემპიონატში. კლუბს აქვს საუკეთესო სპორტკომპლექსი, ჰყავს კარგი ფეხბურთელები.

რა თქმა უნდა, ამაში, სავარაუდოდ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რომან აბრამოვიჩს, ალექსანდრ ჩიგირინსკის, მაიკლ ემენალოს, მარინა გრანოვსკაიას და "ჩელსის" ოფისის სხვა ბოსებს, თუმცა ჟორდანიას წვლილიც დასაფასებელია.

ჟორდანიამ მიიყვანა გუნდში უილფრიდ ბონი, ლუკას პიაზონი; ახალგაზრდა ქართველები - ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

არც არის გასაკვირი, რომ ჟორდანიას პირველი შენაძენი "ვალეტაში" ქართველია - გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი. გორის "დილას" ფეხბურთელი ქართულ ფეხბურთში ორი ტოპ-მეკარიდან ერთ-ერთია. რევიშვილს სამუელ ეტო'ოსთან ერთადაც უთამაშია "ანჟიში".

მოასწავებს ეს "ჩელსისთვის" რამეს? შესაძლოა არც არაფერს, შესაძლოა - კი. ფაქტია, სექტემბერში ვალეტას ნაპირებთან რომან აბრამოვიჩის იახტა "ეკლიპსი" დასეირნობდა - ერთი კვირით ადრე, ვიდრე ჟორდანია "ვიტესს" ჩიგირინსკის გადასცემდა.

ასევე იხილეთ:

"ვალეტას" პრეზიდენტი: ჟორდანიას კლუბი არ უყიდია, მაგრამ აპირებს

zuzu
მისტიკური არა კვახი! ერთი ჩვეულებრივი გარეწარია!
data
ქართველი კაცის წარმატება სადაც არ უნდა იყოს ყველგან გამეხარდება.
ikako
ქართული ფეხბურთი რომ ამ დღეშია ზუსტად მაგ ჟორდანიას დამსახურებაა.
მარინა
იყო საქართველოში ჩამოსული. ნახა არაფერი გამოუვიდოდა აქ, იმიტომ რომ ქართველები ერთმანეთს ჭამენ! წავიდა და იქ გააკეთებს საქმეს, სადაც დაუფასებენ. ქართველები უმადურები და შურიანები აღმოვჩნდით...
birkirka
შეესვით რას აპიარებთ ამ ჟორდანიას საერთოდ არ დაწეროთ ამაზე არაფერი მალტის გუნდს ქართული რომელიმე გუნდი ეყიდა და დახმარებოდა გავკარი ერი მაგასაც და მალტის ჩემპიონატსაც
gio
ამსი მერე რა უდნა თქვა სუ ლჯორდანიას მხარეს ვიაყვი რამე თემა რომ წამოიწევოდა მაგრამ ახლა არვიცი რა ქართულ ფეხბურთს დედა აქვს მოტ**ნული და ეს მალტურ კლბუს ყიდულობს თან ახალი სტადიონით არვიცი არვიცი რა უკვე რაღა ვთქვა ; ))
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
მერაბ ჟორდანია "ვიტესიდან" საბოლოოდ წავიდა, რა ბედი ელით ქართველებს?
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
რისთვის ემზადება მერაბ ჟორდანია?
პეტერ ბოში: "ოქროს ბურთს" რონალდოს კი არა პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადავცემდი
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
ქართველების "ვიტესმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
მამარდაშვილის კლუბს შეიძლება ახალი "ხაზეინი" ეყოლოს - თანაც, ნახეთ, ვინ
ქუთაისური ფესვები, კრიმინალები და ხატების ბიზნესი - ვინაა "ვიტესის" ახალი მფლობელი
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
გურამ კაშია: მერაბ ჟორდანია ისევ "ვიტესის" ბოსია
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
ქართველთა "ვიტესი" პირველ ადგილზე გადავიდა
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
"როკი" კაშია - Goal.com-ის ჩანახატი "ვიტესის" ქართველ კაპიტანზე
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
აიაქსი VS მანჩესტერ იუნაიტედი - ფინალი, რომელიც ტერაქტმა გააუფერულა
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
ევროპალიგა. 1/2-ფინალი: თითქმის სასწაულები... ფინალი მაინც მანჩესტერი-აიაქსია [VIDEO]
პეტერ ბოში: ობამეიანგი ძალიან ცუდი ფეხბურთელია და "რეალის" დონე არაა... ვხუმრობ
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს ისევ პეტერ ბოში გაწვრთნის?
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
"ვიტესში" ისევ ქართული ისმის - ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაცია უკმაყოფილოა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ᓚᓣᓙᓐᓡ ᓞᓘᓐᓖᓝᓜᓘ: ᓚᓝᓜᓓᓝᓜᓨᓘ ᓑᓔᓓᓜᓘᓔᓠᓘ ᓕᓐᓠ, ᓛᓐᓒᓠᓐᓛ ᓐᓠ ᓕᓘᓪᓘ, ᓠᓐ ᓛᓝᓮᓓᓔᓑᓐ
ევროპალიგა. ფინალი: როცა პოეტები ტიტულებს იშვიათად იგებენ [VIDEO]