მატას წასვლის მერე აზარს "ჩელსიში" ბურთი და მოედანი დარჩა
"ჩელსიდან" ხუან მატას წასვლის შემდეგ ლონდონელთა შემადგენლობაში ყველაზე კრეატიული მოთამაშის სტატუსი ავტომატურად გადავიდა ედენ აზარის ხელში. 23 წლის ბელგიელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ჩემპიონატში ლონდონელთა რიგებში მინდვრის მოთამაშეთაგან მხოლოდ მასა და კაპიტან ჯონ ტერის აქვთ ჩატარებული 22-22 თამაში.

ედენის ანგარიშზე პრემიერლიგაში 9 გოლი (საუკეთესო შედეგი) და 5 საგოლე გადაცემაა (ასევე საუკეთესო მაჩვენებელი). ფეხბურთელის მიზანია, უახლოეს წლებში გაუთანაბრდეს კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის და "ოქროს ბურთისთვის" მებრძოლთა რიგებს შეუერთდეს. შეტევაში მისი პროდუქტიულობა, ასე ვთქვათ, დათვლადია, თუმცა ის არანაკლებ ეფექტურია დაცვაშიც. ასე რომ, მას სრული საფუძველი აქვს, ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილი იყოს. აი, რას ამბობს აზარი გაზეთ Het Laatste Nieuws-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც "ჩელსის" ვებგვერდზეც გამოქვეყნდა:

- ვაცნობიერებ, თუკი უფრო მეტს ვიშრომებ, სამომავლოდ შევძლებ რონალდოსთან და მესისთან კონკურენციას, მაგრამ გარანტია არ არსებობს, რომ ოდესმე მივაღწევ ამ სიმაღლეს. მათთან გატოლება რთული იქნება, თუმცა მზად ვარ, ეს გამოწვევა მივიღო, რადგან მინდა, ოდესმე მსოფლიოში საუკეთესო გავხდე.

რამდენიმე წლის წინ ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ თამაში იყო, რომლითაც სიამოვნებას ვიღებდი. სულაც არ მანაღვლებდა, რას ფიქრობდა და წერდა ხალხი ჩემზე. მას მერე, რაც "ჩელსიში" მოვხვდი, საკუთარი პოტენციალი უკეთ გავაცნობიერე, მივხვდი, რომ შემიძლია საუკეთესოთა შორის მოვხვდე. იქამდე კი ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი კარგი ფეხბურთელი ვიყავი.

ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ პიროვნულად გავიზარდე. თამაშის სტილი დიდად არ შემიცვლია, მაგრამ შემეცვალა დამოკიდებულება პროფესიის მიმართ. მივხვდი, რომ თუკი მიზნის მიღწევა მინდა, თამაშიდან თამაშამდე სტაბილურობა უნდა შევინარჩუნო. ვგრძნობ, რომ გუნდის სულ უფრო მნიშვნელოვანი წევრი ვხდები, რადგან შედეგიანად ვთამაშობ, მეტ პასებს ვარიგებ და შედეგად, გუნდიც კარგად ასპარეზობს.

ახლა ჩემგან უფრო მეტს ელიან, ვიდრე პირველ სეზონში. ამას ყოველდღიურად ვგრძნობ. მოდუნების შანსი არსებობს, მაგრამ პროფესიონალმა ფეხბურთელმა საკუთარი საჭიროება ყოველ ჯერზე თავიდან უნდა დაამტკიცოს. მოურინიო ფეხბურთელებთან საკმაოდ ახლოს არის და როცა შენგან რაღაც სჭირდება, ამას გულწრფელად გეუბნება.

ხანდახან "ლილშიც" ვახერხებდი მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ მაშინ უფრო მეტად იმაზე ვზრუნავდი, რომ მაყურებელზე მომეხდინა შთაბეჭდილება. ამას ახლაც ვცდილობ ხოლმე, თუმცა არა გუნდის ინტერესების ხარჯზე. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო გუნდური მოთამაშე გავხდი, ნამდვილ პროფესიონალად ჩამოვყალიბდი.

ტრავმას იშვიათად ვიღებ, დიეტას მკაცრად ვიცავ, საკმარისად დიდხანს მძინავს და არასდროს არსად ვაგვიანებ. ვერავინ დამძრახავს, რომ ჩემი პროფესიისთვის არ ვცოცხლობ, რადგან ეს მართლა ასეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
"ბარსელონა" ხუან მატათი დაინტერესდა