29 იანვარს გამართული ღია ვარჯიშის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა კომენტარი გააკეთა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შაბათს, 1-ელ თებერვალს ერთა თასის ახალ ციკლს იწყებს.

პირველ ტურში "ბორჯღალოსნები" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ბელგიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა, რომლის საწყისი 15 წუთი იყო გახსნილი ჟურნალისტებისა და ტელევიზიებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღებებისათვის.

საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურებში მიღებული დაზიანებების გამო საქართველოს ნაკრებს 2 წამყვანი მორაგბე დააკლდა: შერკინების ბურჯი დავით ზირაქიშვილი ("კლერმონი") და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ("მონპელიე").

ამჟამად ჰეიგის განკარგულებაში 29 მორაგბე გახლავთ, რომელთაც სრული დატვირთვით ივარჯიშეს:

პირველი ხაზი: დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფრანსე), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).

მესამე ხაზი: გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).

#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი)

#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ენისეი)

#11-14: თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), გიორგი შკინინი (არმია).

#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე)

გუნდთან ერთად იმყოფებოდა და წვრთნაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას "ბოლნისი ყოჩების" გარემარბი ლევან გოგოლაშვილი.

ღია ვარჯიში ზუსტად დილის 11 საათზე დაიწყო და 80 წუთს გასტანა. თავდაპირველი გახურების შემდეგ ახალზელანდიელმა მწვრთნელმა შერკინება და უკანა ხაზი განაცალკევა და სტატიკურ მდგომარეობებზე ავარჯიშა.

20 წუთში უკვე საკონტაქტო ბალიშების დახმარებით განაგრძო გუნდმა წვრთნა, ხოლო უკანასკნელი ნახევარი საათის განმავლობაში ჰეიგმა "ბორჯღალოსნები" ორ გუნდად გაყო და აქტიურად ავარჯიშა ჯერ შეტევაში თამაშზე, შემდეგ უკვე დაცვაში სწორად გარჯაზე.

"პირველი" გუნდის შერკინების პირველი ხაზი ნარიაშვილმა, ბრეგვაძემ და ქუბრიაშვილმა დააკომპლექტეს. მეორე ხაზში ირჯებოდნენ მიქაუტაძე და დათუნაშვილი. მამუკა გორგოძის არყოფნაში მღლეტავებად გიორგი თხილაიშვილი და გიორგი ჩხაიძე იყვნენ გამწესებულნი, ხოლო რვა ნომერზე - დიმიტრი ბასილაია.

ცხრა ნომერზე გიორგი ბეგაძე თამაშობდა, მგეზავად - ლაშა ხმალაძე, კიდეებზე ირაკლი მაჩხანელი და გიორგი შკინინი ირჯებოდნენ, შუამარბებად - შარიქაძე და კაჭარავა, ხოლო ფულბეკად - მერაბ კვირიკაშვილი.

ჯერჯერობით ადრეა ძირითად შემადგენლობაზე ლაპარაკი, თუმცა, სავარაუდოდ, "პირველ გუნდში" მოხვედრილ მოთამაშეთა უმეტესობა პირველი წუთებიდანვე შეუტევს ბელგიის ეროვნულ ნაკრებს.

დავით ქუბრიაშვილი: "ბელგიასთან წინა დაპირისპირება ძალიან კარგად მახსოვს. მატჩის სტარტზევე ჯგუფური ჩხუბი ატყდა და საბოლოოდ მე და ერთი მოწინააღმდეგე წითელი ბარათებით დაგვითხოვეს მოედნიდან. ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო და თბილისში ამ ფაქტს არანაირი გაგრძელება არ მოჰყვება.

მეტოქე სერიოზულია. ძალიან გაგვიჭირდა ბელგიასთან სტუმრად მოგება. თუ ჩვენ შევძელით სამოას დამარცხება, რატომ არ უნდა სცადოს იგივე ბელგიამ ჩვენთან მიმართებაში? სრული მობილიზებით ვემზადებით და, იმედია, კიდევ ერთხელ გავახარებთ გულშემატკივარს გამარჯვებით."

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ბელგია-საქართველოს მატჩზე მომხდარი ჩხუბის ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნები" გაბრაზებულები არიან - ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი "შავი ეშმაკებისგან"

მერაბ შარიქაძე: ახალი ციკლის დაწყება და პირველი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს

გიორგი შკინინი: ბელგიასთან მატჩი საინტერესო გამოვა

თამთა
წარმატებებს გისურვებთ, გაგვახარეთ თქვენი წარმატებებით :) დუდუ
lomi
მიდით თქვენ გენაცვალეთ,რაგბს არ უხდება ფეღბურთივით პროვოკაციებზე წამოგება რასაც უცხოელები აკეთებენ არაკაცურია მარა თუ რამე კაცობა პირველ რიგში და მერე სპორტი დალეწეთ ძვლებში
GiorgiG83
კი მეგობარო გეთანხმები გორგო და ზირაქას არ ყოფნისას დუდუმ უნდა იტვირთოს ლიდერობა, ეკუთვნის. ამინდმა კი ვერ უნდა შეგვაშინოს, პირიქით. უამინდობისას ქომაგობას მეტი ეფექტი აქვს, ამას შედეგში გვანახებენ ბიჭები.
მიდით ბიჭებო მიდით
მთელი ერი თქვენით ვამაყობთ და იმედის თვალით შემოგცქერით.ჩხუბით არა რა. ჯიგრებო თქვენა ვართ თოვლშიც ქარშიც წვიმაშიც.
რეზო
ნამდვილად მოსაწონი კომენტარია ქუბრიაშვილის მხრიდან, რაინდული, ინტელიგენტური, ღირსების მქონე.ანგარიშსწორებას რაც შეეხება ნამდვლად უნდა იყოს გამოხატული აზარტში, ბოლომდე ბრძოლაში, კორექტულად დაუნდობლობაში. მეტოქე უნდა გრძნობდეს, რომ ჭკუით უგებ და არ ვარდები, უნდა დარწმუნებული იყოს რომ მათ დასაზოგად არ ხარ განწყობილი და ქვეცნობიერად უნდა გრძნობდეს რომ ეს არის სწორედაც რომ ანგარიშსწორება ბელგიაში მომხდარისთვის და უნდა აგრძნობინო მათი უძლურობა რაიმე შეცვალონ ასეთი სტილით თამაშში. არ ვიცი შეიძლება ასე არც ღირდეს 80 წუთი თამაში, მაგრამ აფეთქებები კი ნამდვილად უნდა იყოს ასეთი, 40-50 წუთი მაინც. აი პირველი ათეულის გუნდებთან კი მთელი 80 წუთი ეგრე უნდა ითამაშო რომ შენ თვითონ არ აღმოჩნდე ბელგიის მდგომარეობაში. თუ ეს მოახერხეს ჩათვალეთ რომ განვვითარდით. წააგებ, მაგრამ სტაბილურ ბრძოლას, ექსტრემალურ, პრესის პირობებში თამაშს მიეჩვევი, აღაფერს ვამბობ ტექნიკურ, ტაქტიკურ და სხვა უნარ-ჩვევების მრავალფეროვნებების შეძენაზე.რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მორაგბეებმაც და მწვრთნელებმაც იციან და დარწმუნებული ვარ ამისკენაც მიისწრაფიან,ეს მახარებს, ამიტომაც გაფასებთ და ასე გგულშემატკივრობთ
GiorgiG83
ქუბრიაშვილი საკმაოდ კარგი მორაგბეა, მომეწონა მისი დამოკიდებულება, ასეთი მიდგომა ნიშნავს პროფესიონალიზმს, როემლიც მხოლოდ შეგნებულ და დისციპლინირებულ სპორცმენს ახასიათებს. თუ ეს კომპონენტიც დალადგება ჩვენს გუნდში წარმატება უფრო მეტი იქენბა ვიდრე მოველით - მეტოქის დაუფასებლობა ხშირად წაგების ტოლფასია. იუთუბზე მოძებნეთ ვიდეო - თუ როგორ ემზადება ჩვენი ბიჭები რუსებთან სათამაშოდ, ყველა მეტოქესთან ასე უნდა მოემზადოს გუნდი (საკმაოდ ემოციური კლიპია)
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბელგიელთა მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებს, იმედია, აღარ შეგვხდებით
ბელგია VS საქართველო - ბელგიასთან ისეთ დონეზე ვითამაშოთ, რა დონეზეც ინგლისთან ვივარჯიშეთ
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
"ბორჯღალოსნებმა" ბელგიას პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს და 22:3-ს იგებენ
საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
მილტონ ჰეიგი ბელგიასთან მატჩის შემდეგ: ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“