"ბორჯღალოსნები" პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზე არიან და ყველაფერს იღონებენ, რათა ეს პოზიცია შეინარჩუნონ

საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელ გათამაშებას, რომელიც იმავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეა, ბელგიის ნაკრებთან საშინაო დაპირისპირებით იწყებს.

"ბორჯღალოსნები" პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზე არიან და ყველაფერს იღონებენ, რათა ეს პოზიცია შეინარჩუნონ.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი გააცხადა.

ტრავმების მოშუშების შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) და მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).

ნაკრებს აშშ-ისა და სამოას ნაკრებებთან გამოტოვებული მატჩების შემდეგ დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი (არმაზი).

ჩვენმა გუნდმა ბელგიელებთან მატჩისთვის მზადება ორშაბათს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყო და 1-ელ თებერვალს ამავე ბაზაზე კაპიტნის ვარჯიშით დაასრულებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სამწუხაროდ, ტრავმების გამო დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მამუკა გორგოძე (მონპელიე) და ვასილ კაკოვინი (ტულუზი) დაგვაკლდნენ. დაშავებულია და ბელგიელებთან არ ითამაშებს შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო). ერთი კვირის თავზე პორტუგალიელებთან მატჩისთვის ის მწყობრში იქნება.

ბელგიელები თბილისში 31 იანვარს, გამთენიისას ჩამოვიდნენ და კაპიტნის ვარჯიშს 17 საათზე "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართავენ. ბელგიის ნაკრებში 24 მორაგბიდან 13 ფრანგული კლუბების წარმომადგენელია.

როგორც აღმოჩნდა, ისინი საკმაოდ სერიოზული გუნდების კვართებით ასპარეზობენ. ესენია: "პერპინიანი", "აჟენი", "მეტრო რასინგი", "ლილი", "კოლომიე" და "პო".

შარშანდელი შემადგენლობიდან "შავ ეშმაკებს" დააკლდებათ ტიბო ანდრე, კარლოს პიერო და ჩარლი ფურნო, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა რიგებში გამოჩნდა ქართული წარმოშობის ახალგაზრდა გარემარბი თორნიკე მეგრელიძე.

სტუმრების მოტივაცია, ცხადია, იგივე იქნება, რაც ერთი წლის წინათ. ისინი ყველანაირად ეცდებიან ერთა თასის ფავორიტს და ლიდერს, საქართველოს ნაკრებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან.

ისინი არც პრემიალური ქულის მოპოვებით იქნებიან უკმაყოფილონი, რომელიც დამარცხებულს შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისთვის ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება 1-ელ თებერვალს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" 15 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

იხილეთ "ბორჯღალოსნების" ვარჯიშის ვიდეო

საქართველოს ნაკრები

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

ბელგიის ნაკრები

პირველი ხაზი: ალექსის კუფოლო (კარკასონი), ტომას დინსტი (ლილი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (ოსერი), ალაინ მირიალაკისი (ვორათაზი), ბასტიან ვერმეილენი (ბუატსფორტი).

მეორე ხაზი: კირილ ნანაი ნჟილემი (ანდერლეხტი), ბრიუს ფრატორი (ლა უპლე), პიერ ჰედრიქსი (ბუატსფორტი).

მესამე ხაზი: ჟულიენ მორელი (ბასტია), დენის ეპე, მაიკლ დე მოლდერი (ორივე-ბუატსფორტი), ტომას დე მოლდერი (პო).

#:9: ჰებდრიკ ბრაუერი (მეტრო რასინგი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი).

#10: კრისტოფერ ბრაუნი (სენ რაფაელი), ფლორენ დებატი (სუაგნისი).

#12-13: იენს ტორფსი (პერპინიანი), გილემ პირონი (კოლომიე), გილემ ბრებანტი (ბუატსფორტი).

#11-14: თორნიკე მეგრელიძე (სუაგნისი), მარკ ჩაენგი (პერპინიანი).

#15: ალან ვილიამსი (კონიაკი), სილვიან როსი (აჟენი).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 5 4 1 0 +74 19

2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19

3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14

4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7

5. ბელგია 5 0 1 4 -39 5

6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

ერთა თასი

1-ლი თებერვალი

საქართველო-ბელგია

8 თებერვალი

პორტუგალია-საქართველო

22 თებერვალი

საქართველო-რუსეთი

8 მარტი

ესპანეთი-საქართველო

15 მარტი

საქართველო-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი შკინინი: ბელგიასთან მატჩი საინტერესო გამოვა

მერაბ შარიქაძე: ახალი ციკლის დაწყება და პირველი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს

დავით ქუბრიაშვილი: ბელგიაში მომხდარ ჩხუბს თბილისში გაგრძელება არ მოჰყვება

"ბორჯღალოსნებმა" ბელგიასთან მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართეს [PHOTO]

GiorgiG83
კი რეზო, ახალგაზრდები 21-22 წლამდელები, 19, 17, 15 წლამდელები თვისობრივად განსხვავებულ რაგბის თამაშობენ, ხელით, ფეხით, ტაქტიკურად და ტექნიკურად საინტერესოდ. ასეთები კი ბევრნი არიან, კარგი თაობები მოდის ეს კი ხვალინდელი წარმატებული დღის საწინდარია
GiorgiG83
აშკარაა, რომ ზიბოს არყოფნით (რომელიც თანაბრად წარმატებით თამაშობს ფლანგზეც და შუამარბის პოზიციაზეც და არავისგან დაეწუნება გარჯა) მწვრთნელმა აქცენტი შერკინებაზე გააკეთა, ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს ამნდი/მინდორი და ბელგიელების მეტნაკლები კოზირი ასევე შერკინება. იმედია შეკრინების ჯახი მეკოს ბევრი ჯარიმის დარტყმის საშუალებას მისცემს და ხაზისა და ფლანგების მოთამაშეებს სივრცეს გაუხსნის. ვნახოთ, ბიჭებს კი წარმატებები!!!
რეზო
ვეთანხმები გიორგის ნაკრების წევრების შეფასებაში. ამასთან მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სხვებიც ვითარდებიან, იმათ ჩვენ ვყავართ საზომად, თან თამაშის ორგანიზაცია და საზოგადოდ ინტელექტიც არა მგონია ნაკლები ქონდეთ, ევროპელები არიან გავითვალისწინოთ.
რეზო
კი ვნახეთ ვარჯიშიც და ის მესიამოვნა, რომ მინდორი მწყობრში იყო. მინდა იმედი ვიქონიო რომ თავად თამაშამდეც სტადიონის მესვეურენი მოედანს სათამაშო კონდიციებში იქონიებენ. თუმცა აქვთ თუ არა სპეციალური გადასაფარებლები ეგეც არ ვიცი. არადა ეგეთები ვითომ წვრილმანებია? მარტო ბიჭებმა უნდა დადონ თავი სტადიონზე? თამაშის ხარისხი ხომ სათამაშო მინდორზეც დიდადაა დამოკიდებული? ვნახავ 1 თებერვალს, ძალიან მაინტერესებს ეგ მომენტიც
GiorgiG83
მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა (დავით ზირაქაშვილი, მამუკა გორგოძე, ვასილ კაკოვინი და თედო ზიბზიბაძე) შემადგენლობა მაინც საბრძოლოა: სასიამოვნოა, რომ შერკინების პირველ ხაზში ასეთი კონკურენცია გვაქვს - ნებისმიერი სერიოზულ ძალას წარმოადგენს. მეორე ხაზიც ასევე სტაბილური და ძლიერია, მესამე ხაზი ტრადიციულად მრავალფეროვანი ვარიაციების საშუალებას იძლევა : დიმიტრი ბასილაიაზე დიდ იმედებს ვამყარებ და მინდა რომ ერთ-ერთ უცვლელ ლიერად წარმოაჩინოს თავი. აბუს შემდეგ 9 ნომერი პრობლემა მგონი მატჩიდან მატჩამდე გვარდება და პირიქით - პროგრესირებს კიდეც. იმედია მეკო ისევ გამოავლენს ლიდერის თვისებებს. ფლანგებზე სტაბილურობას თუ სიმწვავეც შეემატება ხომ უკეთესი :) ფულბექზე და პირველ მგეზავზე ასევე სასიხარულოა კონკურენცია და იმედია მალე კონკურენცია ისეივე იქნება როგორც 1 და 3 ხაზში, იგივეს ვისურვებდი შუამარბის პოზიციაზე, წლების წინ შუამარბი ნაკლებად იტვირთებოდა ნაკრებში, დღეს ბევრად დაიტვირტა და მნიშვნელობა შეემატა. მეორე მგეზავი ალაბთ ყველაზე პერსპექტიული თუმცა უკვე ჩამოყალიბული პროფესიონალია გუნდში. ასე, რომ ამ გუნდით თავისუფლად უნდა დავამარცხოთ ბელგიაც და პორტუგალიაც.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბელგიელთა მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებს, იმედია, აღარ შეგვხდებით
ბელგია VS საქართველო - ბელგიასთან ისეთ დონეზე ვითამაშოთ, რა დონეზეც ინგლისთან ვივარჯიშეთ
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ბორჯღალოსნებმა" ბელგიას პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს და 22:3-ს იგებენ
საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]
მილტონ ჰეიგი ბელგიასთან მატჩის შემდეგ: ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით
სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს