საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბელგიის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა 1-ელ თებერვალს, ბელგიის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა.

"ბორჯღალოსნებმა" ევროპის 2014 წლის ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრაში, რომელიც ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა, მეტოქეს ექვსი ლილო გაუტანეს - 35:0.

იხილეთ: მინუს ოთხში, ნულზე! - "ბორჯღალოსნებმა" ბელგია არ გაახარეს [VIDEO]

საქართველოს ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად რთული პირობებისა, მეტოქეს მატჩში ქულაც არ აუღია და ეს ძალიან კარგი შედეგია.

"მიუხედავად რთული პირობებისა, ჩვენ ისე მოვიგეთ, რომ მეტოქეს ქულა არ აუღია, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, როდესაც ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

დღეს ჩვენი თამაში ვითამაშეთ და თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ უფრო წინ წავალთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მანვე დღევანდელ პრესკონფერენციაზე რაგბის კავშირს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მატჩის წინა დღეს ავჭალის სტადიონის მოედანი მთლიანად დაფარული იყო თოვლით, თუმცა, ახალგაზრდა მორაგბეებმა და რაგბის კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მატჩი ჩატარებულიყო.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ბელგიასთან მატჩში ტრავმა მიიღო დავით ქუბრიაშვილმა. სავარაუდოდ, მას მაჯა აქვს მოტეხილი.

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიშარ მაკ'ქლინთოქის განცხადებით კი, დღევანდელი მატჩი მათთვის გადამწყვეტი არ იყო.

"ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება შემდეგი შეხვედრა, რომელიც გაიმართება მადრიდში. ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, დავრჩებით თუ არა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში.

დღევანდელ თამაშში მარცხი კი არც ამინდის ბრალი იყო და არც რთული პირობების. წაგება განაპირობა იმან, რომ ვეთამაშებოდით საქართველოს ნაკრების ძლიერ გუნდს.

მადლობა საქართველოს ნაკრებს "სუფთა" თამაშისთვის", - განაცხადა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

რეზო110
ანტონ ფეიქრიშვილის გამოძახება მართლა ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა დათოს რომ ტრავმა არ მიეღო უფრო სასიამოვნო ეგ იქნებოდა, თუმცა ფეიქრიშვილი ალბათ ისედაც იმსახურებდა გამოძახებას. ისე ძალიან მაინტერესებს ასევე ჰეიგის მოსაზრება ჟღენტთან დაკავშირებით. არსად არ წამიკითხავს და არც მომისმემია მწვრთნელის კომენტარი მისი გამოუძახებლობის მიზეზის შესახებ.
GiorgiG83
ტრავმირებულ დუდუს ანტონ ფეიქრიშვილი ცვლის. როემლიც პორტუგალიაში შეუერთდება გუნდს და ციკლის ბოლომდე მილტონ ჰეიგის განკარგულებაში იქენბა. ყოველთვის უცნაური იყო მისი ნაკრებში იშვიათად ყოფნა (10 მდე სანაკრებო შეხვედრა, ან ცოტა მეტი) , თავიდან მიზეზად დასახელდა ის რომ მას კლუბი არ უშვებდა, შემდეგ ის რომ კონკურენცას როდესაც უთამაშებელი იყო ვერ ძლებდა, ისიც რომ მწვრთნელმა "აითვალისწუნა"... ფაქტია ფეიქრიშვილის ნაირი მორაგბე, ასე სტაბილურად კარგად , ასეთ მაღალ დონეზე მოტამაშე ჯერ კიდევ ცოტა გვყავს. სასიხარულოა მისი ნაკრებში დაბრუნება !
mm
მხოლოდ რაგბი გვაცოცხლებს ახლა, რაგბისტები გმირები და ნამდვილი პატრიოტები არიან. თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. ჰეიგი კარგად მოერგო გუნდს. კარგად მუშაობს რაგბის კავშირიც.
GiorgiG83
მილტონ ჰეიგს მეც ისევე, როგორც ბევრი სხვა ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდით 2 წლის წინ - ფაქტი იყო გუნდი მძიმედ თამაშობდა და უკანა ხაზი ვერ ეგუებოდა ხელდახელ ბურთაობას, ამასობაში კი ჩვენი შერკინება კარგავდა იმ კონდიციებს, რითაც ქართული რაგი გამოირჩეოდა. კრიტიკის მიზეზი მარტო ეს არ ყოფლა, მილტონ ჰეიგის არ აქვს დიდი სამწვრთნელო პრაქტიკა, უფროსწორედ მაღალ და უმაღლეს დონზე მწვრტნელობის პრაქტიკა, განსაკუთრებით კი სანაკრებო (არ ვგულისხმობ ასაკობრივ სანაკრებო გამოცდილებას). მარგამ... ამ კაცმა რეალურად მოახერხა თაობათა ცვლა ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო, ამ ფონზე სანაკრებო კანდიდატთა სია საგრძნობლად გაეზარდა, გაეზარდა კონკურენცია. გამოჩნდნენ ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებული სპორცმენები არიან გუნდში იხვეწება დისციპლინა კვლავ დალაგდა შერკინება და რაც მთავარია ბოლო პერიოდია ქულებს აგროვებს უკანა ხაზი. ჰეიგის ხელმძღვანელობით დავამარცხეთ სამოა და აშკარად სხვაზე დამაჯერეებლი ნაბიჯებით მივიწივეთ ინგლისისკენ. აშკარაა რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ხვეწს სათამაშო კომპონენტებს, ანუ პროგრეირებს ამ კაცმა მგონი დაიმსახურა ნდობა, რადგან მისი 2+2 კონტრაქტი მთლიანად ეძღვნება, მსოფლიო ჩემპონატის მოსამზადებელ სამუშაოებს, რაც ითვალისწინებს ერთა თასის უპირობოდ მოგებას, შესაბამისად ანთიმოზ ივერელის თასის შენარჩუნებას, ძლიერ ნაკრებებთან ტესტებზე ტოლსწორად და უპირატესობითაც თამაშს, ახალი ტურნირის დანერგვას, რაც მთლიანად ხმარდება რეგბის განვითარებას (სანაკრებო კანდიდატთა სიის გაფაროვება) და "ა" ნაკრების ფორმატის მაგივრად მზარდი საქართველოს ნაკრების ფორმატში (დიდი განსხვავებაა) ამ კანდდატტა დახელოვნება მგონი უნდა დაველოდოთ ერთა თასზე ციკლის ცამთავერბას, მაის-ივნისის თბილისის ტურნირის შედეგების შეჯამებას და ნოემბრის ტესტებს, აი შემდეგ კი :) უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ჯერჯერობით კარგად მიდის წარმატებები მილტონ!
rugby
მომეწონა!!! ნათლად გამოჩნდა, ხაზიც ათამაშდა!!! კარგად იყოფიან ფლანგებზე მორკინალებიც!!! იმედია ეს შედეგს მოიტანს !
giorgina
ქუბრიაშვილზე მეწყინა... იქნებ სეიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდეეს? სერიოზული ძალააა ჩვენთვიის...

ბელგიის ნაკრებთან თამაშით მომზადების დონეს ვერ შეაფასებ,ეს გასეირნება იყო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა