საჩხერის "ჩიხურას" დაფინანსება კი არ წყდება, იზრდება
დააფინანსებს თუ არა კომპანია "ქართუ" საჩხერის "ჩიხურას"? 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, როგორც ჩანს, არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს - თითქოს, მისი კომპანიები "ჩიხურას" აღარ დააფინანსებენ.

სინამდვილეში, "მოქალაქის" დამფუძნებელმა შემდეგი თქვა:

"ჩემი აზრით, მარტო საჩხერის ფეხბურთი არ უნდა დაფინანსდეს. თანხები, რომლებსაც ფონდი "ქართუ" ქველმოქმედებაში ხარჯავდა, კონკრეტულ სამინისტროებს უნდა გადაეცეს, რომელთა შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც მოიაზრება.

არ მაქვს ამბიცია, რომ "ჩიხურა" აუცილებლად საქართველოს ჩემპიონი იყოს. გუნდში დაქირავებულია ფეხბურთელთა 90 პროცენტი და ასე გაგრძელების არავითარი სურვილი არ მაქვს. ბავშვები საჩხერეში უნდა აღიზარდონ, გუნდი მათგან უნდა ჩამოყალიბდეს და არა ჩამოსულებისგან. ჩემი მხრიდან, ქველმოქმედება იყო გამოსავალი, ჩემს ქვეყანას რომ დავხმარებოდი. ახლა მე საკმაოდ დაკავებული ვარ თანაინვესტირების ფონდით.

იმას, რასაც საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აკეთებდა, ის თანხები სამინისტროებს, მათ შორის, სპორტის სამინისტროს უნდა გადაეცეს და თავად გაარკვიონ პრიორიტეტები და არა - ფონდში არჩეულმა საბჭომ, რომელიც ბევრ დროს მართმევდა".

მოკლედ, აქ არ არის ლაპარაკი კლუბის დაფინანსების შეწყვეტაზე. "მარტო საჩხერის ფეხბურთი არ უნდა დაფინანსდეს" - იმას ნიშნავს, რომ სხვა კლუბებიც უნდა დაფინანსდნენ.

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ჩიხურას" ივანიშვილის კომპანიები დაურიცხავენ ფულს თუ სპორტის სამინისტროს "ქართუს" თანხებს გადაუმისამართებენ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

კომენტარისთვის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით:

"ასე მგონია, ივანიშვილის სიტყვების არსი ბევრმა ვერ გაიგო. ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ აღარ დაგვაფინანსებენ. უბრალოდ, ის მომხრეა, რომ ჩვენთან ერთად სხვა გუნდებიც დაფინანსდნენ, თორემ ორიოდე ძლიერი გუნდი საერთო დონეს ვერ გაზრდის.

ამას ადრეც ამბობდა, რომ საჭიროა, ყველა გუნდს ჰქონდეს საკუთარი ინფრასტრუქტურა, ბაზები, საბავშვო სკოლები... მხოლოდ ასე ამაღლდება ეროვნული ჩემპიონატისა და ჩვენი ფეხბურთის საერთო დონე.

ბატონი ბიძინა გაცილებით მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მან თქვა, რომ საჭიროა ადგილობრივი კადრების გაზრდა. მხოლოდ ჩამოსულებით "ჩიხურას" მომავალი ვერ წარმოგვიდგენია და ამიტომაც არსებობს საფეხბურთო სკოლა, სადაც 350-მდე ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს. დარწმუნებული ვარ, მათში დაბანდებული თანხები შედეგებს უახლოეს წლებში მოიტანს.

"ქართუმ" "ჩიხურა" შარშან 2 მილიონით დააფინანსა. არათუ არ დაგვაფინანსებენ, მალე რამდენიმე ძლიერ მოთამაშესაც დავიმატებთ და ეს ჭორებიც გაიფანტება".

კლუბის გენერალური დირექტორი ბერიკა შუკაკიძე კი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს:

"ამ საკითხზე ფონდ "ქართუს" დირექტორსაც ველაპარაკე და არ უთქვამს, რომ აღარ დაგვაფინანსებენ. პირიქით, ბიუჯეტის 2,5 მილიონამდე გაზრდაზეა ლაპარაკი. ივანიშვილმა თქვა, რომ მხოლოდ ჩვენი და რამდენიმე კლუბის დაფინანსება და ასეთი ჩემპიონატი საქმეს არ წაადგება".

ამასობაში, ჩიხურა ურეკში გაემგზავრა და ფოთის "კოლხეთთან" ამხანაგურად ითამაშა. სოსო ფრუიძის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. საჩხერელთაგან თავი საბა ლომიამ (2) და ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინეს.

ჩიხურა: თევდორაძე, კაშია, ჭელიძე, ლომაშვილი, ჩიკვაიძე, ქიმაძე, დათუნაიშვილი, ჯიღაური, მუმლაძე, ლომია, დეკანოიძე. შეცვლაზე: მწყერაშვილი, გაბედავა, ივანიშვილი.

გუნდი ორი დღით დაისვენებს და 7 თებერვალს შეიკრიბება. "ჩიხურას" სწორედ ამ დღეს შეუერთდება თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გივი კვარაცხელია. ფრუიძის თქმით, კვარაცხელიამ ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ევროთასებზე გასვლის შემთხვევაში, "ჩიხურაში" დარჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

PARFIUMER
გიო ძმობას გაფიცებ სტადიონზე როდის მიხვედი ბოლოს საქართველოს ჩემპიონატზე და სამ ლარიანი ბილეთი როდის იყიდე? რატო აძალებთ ამ კაცს 15 მილიონის დახარჯვას სტადიონების კეთებაში ვერ ვიგებ, ცარიელი რომ იყოს მერე სტადიონი? რაც გაკეთებულია ივანწმინდაში ვინ გააკეთა? გინახავთ სადააივანწმინდა ვაფშე?
malxazi
თუ ადგილობრივი არაფრით ჩამოუვარდება ჩამოყვანილს რატო უნდა უხადო მეტი ხელფასი მოწვეულს? მაგრამ ქართული ანდაზაა ასეთი შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს.
tamazi
სოსო დიდ პატივს გცემ, მაგრამ სულ ადგილობრივებით როგორ გაქაჩავ? ეგ კი კარგია მაგრამ რა ადგილობრივიც ხომ უნდა დაიქირავო?(კონტრაქტი გაუფორმო)ფეხბურთი კარგად იცი ვიცი, მაგრამ მაგ მოსაზრებაში ვერ დაგეთანხმები. კი ბავშვთა სკოლები უნდა აღორძინდეს , რაზეა ლაპარაკი, მაგრამ გუნდში სულ ადგილობრივებით ვერც შედეგს მიაღწევ და ყველამ რო ეგრე გააკეთოს, სულ დასამარდება ფეხბურთი(მესმის ადგილობრივი ადვილი შესანახია)
gio
რაგრაც არ მეჩვენება დამაჯერებლად ეს ყველაფერი მას ქონდა დრო და შვიდი მილიარდი რომ ნორმალური სტადიონი აესენებინა მშობლიური ქლაქისთვის ამში მასშულ ათი თხუთმეტი მილიონი ეყოფოდა მაგრამ საქმე მგონი იმაშია რომ ენანება ალბათ პროვინციული კლუბისთვის ფული და უნდა უფრო გასაპიარებლად უმჯობეს საქმეში ჩადოს ფული და ტან პოლიტიკური ქულების აკრეფა თავისი გუნდისთვის რაშიც ხელს გარკვეული გარემოება უშლის ეს გარემოება კი ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი სიჭინავაა
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ქალთა ლიგის გათამაშებაში ლიდერები არც მეექვსე ტურის შემდეგ შეცვლილან
"ისეთი მდგომარეობაა, ფეხბურთში დარჩენის სტიმული აღარ მქონდა"
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
დინამო (თბ)-დილა 2:2 - ორმხრივი კმაყოფილება? [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ..." - "ნიკე" ჩემპიონთა ლიგას "ტვენტეთი" იწყებს
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
სიონი-ვიტ ჯორჯია 3:3 - კურდღელაშვილის ფაქტორი
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო