ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სიცრუის ტყვეობაში: ქართველები აზერბაიჯანული მედიის სამიზნეში

სიცრუის ტყვეობაში: ქართველები აზერბაიჯანული მედიის სამიზნეში

...აბა, ამას რომ დაწერენ, პროტესტის განცდა ქართველ კაცს როგორ არ უნდა გაუჩნდეს?!
...ყოველთვის ძნელია კოლეგების (თუგინდ - სხვა ქვეყნის) საქმიანობის შეფასება, მაგრამ როცა ქრონიკულ სიცრუეს საზღვარი არ აქვს, აი, მაშინ კი დუმილი უკვე მართლაც აღარ შეიძლება!

ჰო, არახალი ამბავია, რომ აზერბაიჯანული მედიის ზოგიერთი ინტერნეტ-გამოცემა ზედმეტ ტენდენციურობას ავლენს ხოლმე ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში მომუშავე ქართველი მწვრთნელებისა თუ ჩვენებური ფეხბურთელების მიმართ.

კონკრეტული ფაქტები, რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო (და დღესდღეობითაც გრძელდება) და ზოგიერთზე ქვემოთ ვისაუბრებთ...

მანამდე კი რამდენიმე იმ მართლაც კურიოზული (რბილად ნათქვამია) სიტუაციის გახსენება გვინდა, ზოგიერთი აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა ("აზერისპორტი", "აზერიფუტბოლი") აშკარად მცდარ ინფორმაციას რომ ავრცელებდა ქართველებთან მიმართებაში.

აი, თუნდაც სამი წლის წინანდელი ამბავი რად ღირს, როცა ზაქათალის "სიმურგმა" და ბოლნისის "სიონმა" ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და აზერბაიჯანულმა ვებგვერდებმაც "სიამაყით" ამცნეს თანამემამულეებს, რომ ეს შეხვედრა "სიმურგის" გამარჯვებით დამთავრდა! არადა, სინამდვილეში... ფრედ დასრულდა ის მატჩი.

თუმცა ეს კიდევ არაფერი: ასევე რამდენიმე წლის წინათ იყო, როცა აზერბაიჯანში სტუმრად მყოფი თბილისის "დინამო" თურმე ერთ-ერთ იქაურ გუნდთან დამარცხებულა! ამ შემთხვევაშიც ზოგიერთი იქაური ჩვენი კოლეგის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა: იმ დროს, როცა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი აზერბაიჯანში "მარცხდებოდა", სინამდვილეში თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩისათვის ემზადებოდა!

ასეთი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ისე, როგორც ბოლო წლებში მომრავლებული ტენდენციური და, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციების გავრცელება ორ აზერბაიჯანულ კლუბში, ბაქოს "ინტერსა" და ზაქათალის "სიმურგში" დასაქმებულ ქართველ მწვრთნელთა თუ ფეხბურთელთა შესახებ.

ჰო, ეტყობა, ჩვენს სამეზობლოში ზოგიერთი ჟურნალისტი ვერაფრით შეეგუა იმ ფაქტს, რომ "ინტერის" მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს და "სიმურგის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს თავიანთი კლუბის ხელმძღვანელებისგან ნდობის უსაზღვრო მანდატი აქვთ!

არადა, ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა აზერბაიჯანულ კლუბში ლამის ყოველი 5-6 ტურის მერე ცვლიან მწვრთნელებს - უცხოელებსაც თუ ადგილობრივებსაც (ერთადერთი გამონაკლისი "ყარაბაღის" თავკაცი ყურბან ყურბანოვი გახლავთ), სახელიანსაც თუ შედარებით უცნობსაც; აი, ცხადაძისა და ჩიხრაძის მიმართ გამოხატული ნდობა კი, ეტყობა, მართლაც აღიზიანებთ ზოგიერთებს.

თანაც, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ აზერბაიჯანის ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული კლუბი "ინტერი" ბიუჯეტით, სულ მცირე, ხუთ გუნდს ("ნეფთჩის", "ხაზარს", "ბაქის", "ყარაბაღს", "გაბალას") სოლიდურად ჩამორჩება. თუმცა, ამის მიუხედავად, ცხადაძის ხელმძღვანელობით "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა, "თანამეგობრობის თასიც მოიგო, ორჯერ მესამე ადგილზე გავიდა, ერთხელ - თასის ფინალში (სადაც პენალტებით დამარცხდა) და ყველაზე "უარესი" შედეგი ჯერჯერობით IV ადგილია (2010-11 წლების სეზონი).

ახლა პირადი რეკორდები? ცხადაძე ერთადერთი მწვრთნელია, ზედიზედ მეხუთედ რომ გაჰყავს თავისი გუნდი აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში, ასევე რეკორდსმენია ლეგიონერ-მწვრთნელებს შორის ჩატარებული მატჩებისა თუ მოგებების რაოდენობითაც.

იმავეს თქმა შეიძლება გიორგი ჩიხრაძეზეც, რომლის ასევე მოკრძალებულბიუჯეტიანი "სიმურგი" (პერიფერიაში მდებარე ქალაქს, ზაქათალას რომ წარმოადგენს) მწირი ფინანსური თუ ადამიანური რესურსის მიუხედავად, მუდამ პირველი ექვსეულის გარშემო რომ "ტრიალებს".

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველივე ზემოთქმული, ალბათ, ბევრს აღიზიანებს და დროდადრო იწყება ხოლმე ბინძური კამპანიაც! შარშან, ნოემბრის თვეში აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემებმა ლამის სიხარულით აუწყეს თავიანთ მკითხველს, რომ გიორგი ჩიხრაძეს თავისი კლუბის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა: უახლოეს ორ თამაშს თუ არ მოიგებ, თანამდებობას დატოვებო!

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ინფორმაცია... ქართულმა მედიამაც აიტაცა, არადა, "სიმურგმა" ის ორი მატჩი კი მოიგო, მაგრამ არანაირი ულტიმატუმი არ ყოფილა და ეს ყველაფერი მოგვიანებით ჩიხრაძემ "ლელოსთან" ინტერვიუშიც დაასაბუთა.

ახლა კიდევ აუგორეს ჩიხრაძეს მორიგი "შავი პიარი": დიდბიუჯეტიან "ბაქისთან" (რომლის პრეზიდენტიც ფრანგული "ლანსის" მფლობელიც არის!) მარცხის მერე, თურმე, "მთელი" ზაქათალა მის გათავისუფლებას ითხოვსო!

არადა, იმდენად მცდარი ინფორმაცია გამოდგა, რომ თვით "აზერისპორტმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ "სიმურგის" პრეზიდენტ ანარ ბექიროვთან, რომელმაც საჯაროდ გამოუცხადა უდიდესი ნდობა ქართველ სპეციალისტს და ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩიხრაძის გათავისუფლება ერთი წამითაც არ გვიფიქრიაო!

...არც ფეხბურთელებს სწყალობენ

ჰო, ალბათ, მართლაც ბევრი ღიზიანდება ჩვენს სამეზობლოში, მოკრძალებული ფინანსების მიუხედავად, ქართველი მწვრთნელები შედეგებით რომ ამართლებენ საკუთარი კლუბის ხელმძღვანელთა ნდობას. თანაც, რა გგონიათ, მხოლოდ ცხადაძე-ჩიხრაძეზე აქვთ "გართულება"?

კარგად გვახსოვს, ერთ-ერთი იქაური გამოცემა როგორ ცინიკურად იუწყებოდა, "ინტერში" კიდევ ერთი ქართველი მწვრთნელი მივიდაო; არადა, იცით, ვისზეა ლაპარაკი? ვისზე და... ზაურ სვანაძეზე, 1981 წლის დიუსელდორფის ერთ-ერთ ტრიუმფატორზე!

თუმცა, არანაკლები "ეპითეტებით" მოიხსენიებენ ხოლმე თითქმის ყველა ქართველ ახალწვეულს და მათ შორის, ალექსანდრე იაშვილსაც: ამ სეზონის დაწყების წინ "ინტერმა" კიდევ ერთი პენსიონერი გაიფორმაო.

აბა, ამას რომ დაწერენ, პროტესტის განცდა ქართველ კაცს როგორ არ უნდა გაუჩნდეს. ჰო, იმ "იაშკაზეა" ლაპარაკი, 17 (!) წელიწადი რომ გამოდიოდა პირველ თუ მეორე ბუნდესლიგაში და დღესდღეობითაც რომ პროფესიონალიზმის მაგალითს აძლევს თავის პარტნიორებს.

ისე, ყველას ვურჩევდით, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, "რევანის" კარში გატანილი მისი დიდოსტატური გოლი ნახოს...

იხილეთ ვიდეო

...ამ სეზონის დაწყების წინ "ყარაბაღში" საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი ჩაირიცხა და... იქიდან მოყოლებული, კრიტიკაც არ მოჰკლებია!

მოგეხსენებათ, "ყარაბაღი" დღესდღეობით ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია. თუ რომელიმე მატჩში "ფეხი დაუცდა", ამის მიზეზი, თურმე, "ყოვლად გაუმართლებელი გელაშვილის ტრანსფერი" ყოფილა.

მოგეხსენებათ, რომ ახლახან "ყარაბაღში" კიდევ ერთი ჩვენებური, ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და ფორვარდი ჯაბა დვალი ჩაირიცხა. ჰოდა, ამ ტრანსფერსაც "წარუმატებლად" მიიჩნევენ და იგივე "აზერიფუტბოლმა" ისიც კი დაწერა, რომ "ყარაბაღმა" რატომ მიიწვია ისეთი ფეხბურთელი, ბოლო ოფიციალური მატჩი... 2013 წლის მაისში რომ ჩაატარაო და საერთოდაც, თბილისის "დინამოში" სულ რაღაც ათამდე შეხვედრაში მიუღია მონაწილეობაო!

ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეეფერება, ისე, როგორც ჯაბა დვალის "ინტერვიუც", სადაც ქართველი ფორვარდი "ტკბილად იხსენებს თბილისის "დინამოში"... ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად ასპარეზობას".

არადა, ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ დვალი და გელაშვილი ერთად (თანაც, საკმაოდ წარმატებულადაც) მხოლოდ და მხოლოდ "ზესტაფონში" გამოდიოდნენ, თანაც, გელაშვილს "დინამოში" არასდროს უთამაშია!..

...აზერბაიჯანში სხვა არანაკლებ პოპულარული ინტერნეტ-გამოცემებიც არის, სადაც არც ობიექტურობის გრძნობა ღალატობთ და, სხვათა შორის, ქართველი მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების მიმართ სიმპათიაც გააჩნიათ - მაგალითად, იგივე "ესქტრატაიმი" თუ "აპასპორტი".

თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, საპირისპირო შემთხვევებიც ხშირად გვხვდება და კიდევ ერთი მაგალითი სულ ახლახან მოხდა; კერძოდ - "ინტერი"-"რევანის" მართლაც დრამატული მატჩის მიწურულს, როცა ბოლო წამზე გაშვებული გოლის გამო მოედანზე თუ სათადარიგოთა სკამზე ემოციებმა იმძლავრეს.

ანუ ფაქტია, რომ "ინტერის" ქართველ მცველს, ყოველთვის კორექტული თამაშით, მუდამ გაწონასწორებული ხასიათით გამორჩეულ ლაშა სალუქვაძესა და "რევანის" ერთ-ერთ მწვრთნელს შორის ინციდენტი მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ინციდენტი, უფრო ზუსტად, გარკვეული გაუგებრობა მატჩის შემდეგვე აღმოიფხვრა და ქართველ მცველსაც არანაირი დისკვალიფიკაცია არ ემუქრება, როგორც ამას სიხარულით გვამცნობდა ზოგიერთი აზერბაიჯანული გამოცემა.

იხილეთ: ქართველები ცუდ დღეში: მამედოვმა ლაშა სალუქვაძის გასალახად გაიწია [VIDEO]

ამ დროს კი, იმავე ტურში, "ხაზარი"-"ნეფთჩის" უპრინციპულეს დაპირისპირებას, როგორც უკვე ტრადიციად იქცა, დიდი სკანდალი მოჰყვა: ჯერ იყო და "ნეფთჩის" ავტობუსს "ხაზარის" ქომაგებმა მინები ჩაუმსხვრიეს; თამაშის დროს ხომ არაერთი ინციდენტი მოხდა სტუმართა ერთ-ერთ ფეხბურთელს და ლენქორანელ ქომაგებს შორის, მატჩის მიწურულს კი ლამის გუნდი-გუნდზე ჩხუბიც იყო და შეხვედრის არბიტრმაც "ნეფთჩის" 3 ფეხბურთელი, მასპინძლებს კი - ერთი მოთამაშე გაუძევა!

თანაც, თითქმის კი არა, უარესი სიტუაცია იყო შარშანდელი სეზონის ბოლოს, აზერბაიჯანის თასის ფინალშიც, როცა ეს გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, თურმე, სალუქვაძისა და "რევანის" ერთ-ერთი მწვრთნელის ინციდენტი უფრო "ხმაურიანი" ყოფილა, ვიდრე "ხაზარი"-"ნეფთჩის" მატჩ(ებ)ის დროს დასისხლიანებული (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ფეხბურთელების ერთმანეთთან "საქმის გარჩევა"!..

ყველა ტყუილს ხომ შეფუთვაც სჭირდება...

დაბოლოს, კიდევ ერთი ცილისწამებაც, რომელიც ასევე ბაქოს "ინტერს" უკავშირდება: როგორც "აზერი ფუტბოლი" იუწყება გერმანულ ტაბლოიდ "შპორტ ბილდზე" დაყრდნობით, თურმე იანვარში, თურქულ შეკრებაზე მყოფ "ინტერს" გარიგებული... საკონტროლო მატჩი უთამაშია გერმანულ "ალემანიასთან" და იმ "მოგებულ" შეხვედრაში თურქ მსაჯებს გერმანელთა კარში საეჭვო პენალტი დაუნიშნავთ.

"ინტერი" იანვარში მართლაც იმყოფებოდა ანტალიაში, ჰოლანდიური "ასტენის", ყაზახური "აქტობესა" და ბრაზილიური "უნიაოს" გარდა, მართლაც ჩაატარა სამი სპარინგ-მატჩი გერმანულ კლუბებთან, მაგრამ "აზერიფუტბოლს" ეტყობა, "დაავიწყდა", რომ "კილთან" დამარცხდა (0:3), ბილეფელდის "არმინიასთან" ფრედ (2:2) ითამაშა, ხოლო რეგიონალური ლიგის "ზაიცს" 2:0 მოუგო. ანუ ჩვენებურთა გუნდს "ალემანიასთან" საერთოდ არ უთამაშია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mesut irzimli

geidar sadikhov, შეეშვი რა, რას ელაპარაკები, მაინც მსოფლიოში პირველები გონიათ თავიანთი თავი. ქართველი სუპერ, დანარჩენები მეორე ხარისხოვანი. ჟაბა იოსელინმა, რომელსაც ქართველები "დიდი პროფესორად და კაცად" მიიჩნევენ და პირველი კაცი გახადეს, იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა: იაპონელებს კარგი ქვეყანა კი აუშენებიათ, მაგრამ ჩვენთან შედარებით მოკლე ფეხები აქვთო" ანუ დასცინა. აი ესენი არიან ქართველები. შეეშვი რა, კბენარები არ გადმოგდონ.

• t-t 1111

რომელს გესმიტ პეხბურთი თითკოს მაგარი ფეხბურტელები მაინც გყავდეტ რა ტკვენ საცოდავებო

• geidar sadikhov

zviadi, რაც არ უნდა იფაფხურო, ქართული ფეხბურთი იმ წუმპიდან, რომელშიდაც დიდი ხანია ჩაიძირა, ძნელად თუ ამოვა. რომელ ქართულ ფეხბურთზე საუბრობ? იმაზე 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში რომ იყო? წავიდა ჰეეეეეეეეე, ის ცხოვრება აღარ არიიიი. უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდი რომ ისეთ სტადიონზე ითამაშებს, როგორზრც "მერანი" ან "სიონი" თამაშობს, ფინანსებს რო თავი დავანებოთ, რაზე საუბრობთ ნეტავ! კარგით რა, ცოტა პრაგმანტულად იაზროვნეთ. რომელ ჯგუფშიც არ უნ მოხვდეთ ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი გარანტირებული გაქვთ, აზერები კი ვითარდებიან, რასაც ფინანსებიც უწყობს ხელს. სომხებმა ისე ჩაგიქროლეს და არა მარტო რეიტინგით, თამაშითაც, რომ თვალის მოკვრაც ვერ მოასწარით(რაც ნაღდად არ მსიამოვნებს). ფული კი თქვენი არ იყოს, არც იმათ აქვთ . აზერებმაც გადაგასწრეს. დარწმუნებული ვარ ყაზახებიც მალე გადადაგსწრებენ. ასე რომ ქედმაღლობას გირჩევნიათ საქმე აკეთოთ, საქმე, მაგრამ უფულო კაცი რა საქმის გამკეთებელია? არც არაფრის სამწუხაროდ.

• არადა

საქართველოში ქართველების მერე ყველაზე მეტი აზერი ცხოვრობს, რას ერჩიან ქართველებს...

• zviadi

გეიდარ, იცი რას გეტყვი.. წინ დაჯექი მალე ჩახვალ რა.. გაგვისწარით აი, ნელა პირველზე არ გახვიდეთ(!) თქვენ კი არ გაგვისწარით, ჩვენ ჩამოვქვეითდით, ხო ეგრეა? ფულს რომ თამაშის ნიჭი მოქონდეს, ან სისხლში შეყავდეს.. როდის იყო ბრაზილია ფულში იხრჩობოდა?? ეგრე არაა ბაბაჯან, საზამთრო და ოქროს კბილები ვერა..

• senatori

და რატო გარბიხარტ ბაქოში?

• geidar sadikhov

geidar sadikhov - s, გირჩევ ფიფას ბოლო რეიტინგს გაეცნო და ვინ არის წინნახო. გაგისწარი, გაგისწარით, გაიგეეე ჩოილარო? (ბოლო სიტყვა საპასუხოD შენს მიერ თქმული ამ "შედევრისა" -"დაფიქრდი სანამ რამეს წამოროშავ" )

• vep1963

როგორ მეცოდებით ყველა ის ადამიანი აქ ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს,რომლებიც ასთ სიძულვილს აფრქვევთ.ფეხბურთზე ილაპარაკეთ და არა ბოროტი სულის არსებებზე.

• geidar sadikhov - s

რომელ მომავალზე იყურებით კაცურად? სად გაქვთ მომავალი ფეხბურთში? ფული ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ არა გადამწყეტი, ნიჭიცაა საჭირო, ერთი აზერბაიჯანელი ფეხბურთელი მაინც გყოლოდათ როდესმე ევროპაში ან თუნდაც რუსეთის ჩემპიონატში, დაფიქრდი სანამ რამეს წამოროშავ

• salman

gaga კარდაშ, რომელ ქალაქში ცხოვრობ აზერბაიჯანში? ქუბაში თუ განჯაში? ბაქოში ცხოვრობ! ბოდიში არ ვიცოდი. რას აკეთებ ან რას საქმიანობ იქ? მამედას უვლი! ძალიანაც კარგი. არც ერთი საქმიანობა არ არის სათაკილო.

• gaga

საცოდავო მურთალო ლოგოთი ვე გეტყობა რას წარმოადგენ. სენ თუ სატევზაოდ მოქრთამვით დადიხარ, მე იქ ვცხოვრობ და შენზე 100ჯერ მეტი ვიცი და გარწმუნებ რომ არც ერტი სიტყვა არაა მოგონოლი. ფეხბურთზეაც რაც დაწერილია ყველაფერი სიმარტლეა. მე ყოველდგიურად ვადევნებ ბეჭვიტ მედიასაც და ტელევიზიასაც და ფეხბურთს პირდაპირ ეტერშიაც. შენ ნამდვილი ქარტველი არა ხარ და არც გაინტერესებს რა გაუკეტებენ ქართველებს.

• murtalo

სამარცხვინოა სტატიაც და კომენტარების უმეტესობა...მართლაც ძალიან ადვილია ჩვენი "აგდება" და ჟურნალისტებმა ცოტა გონებას მოუხმონ ამგვარ სტატიებს რომ აქვეყნებენ...მუდმივად დავდივარ აზერბაიჯანში სათევზაოდ (ჩვენ ხომ გავწყვიტეთ თევზი ტბებზე თუ მდინარეებში)და აბსოლუტურად უცხო ადგივლობრივი მოსახლეობისაგან იმდენად კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ვხვდები ქართველებთან მიმართებაში, სხვაგან არსად შემხვედრია...მახინჯი სულები კი მერწმუნეთ ჩვენ მეტი გვყავს. ფეხბურთთან მიმართებაში კი ცოტა მეტად რომ მიუახლოვდეთ მაინც დანახარჯებსა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაში, აზერებზე უკეთეს ფეხბურთს რომ ვითამაშებთ ეს ხომ ეჭვსგარეშეა და ამაზე დავა აბსურდულია, სანამ საკუთარ საფეხბურთო სახლს არ გავწმენდთ ქურდბაცაცა უნამუსოებისაგან.

• მამუკა

geidar sadikhov ჩვენი საფეხბურთო მესვეურების შემყურე, ქართულ ფეხბურთს თქვენც კი შეიძლება გადაასწროთ ე.წ.წოდებულ საფეხბურთო რეიტინგებში,მაგრამ სანამ ''ჩაგვიქროლებდეთ''ა.....

• misha magaria!!!

რა სისულელეა?თუ არ ვარგა,რაღას მიდიან?დარჩნენ აქ თუ უკეთესია და "გაქაჩონ" ქართული ფეხბურთი.მაგრამ აქ სხვა რაღაცაა,ფეხბურთი ფეხბურთია და საზღვარი ვიცოდეთ ორივე მხარემ,მთელი ერის შეურაცხყოფაში ნუ გადავალთ,კარგები და ცუდები ყველგან არიან,თუნდაც ჟურნალისტები,საქართველოში ნაკლები მატყუარები და პროვიკატორები გვყავს?რომლებმაც წლების მანძილზე ატყუეს მთელი ერი???!!!!!ასეთების უკან უფრო მეტი საღად მოაზროვნე ხალხი დგას,ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით განწყობილნი და გაუფრთხილდით ყველაფერს,რაც ამ ორ ერს ერთმანეთთან დადებითი აქვთ და ვეცადოთ ცუდიც კარგით შევცვალოთ.აზერები ჩვენი ძმები უნდა იყვნენ!!!ჩვენ კი ჩვენში ვეძებოთ ქართული ფეხბურთის გადარჩენის გზები;მივიღოთ გამოწვევა ადამიანურად და საქმეს შევუდგეთ,არაა საჭირო სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფით პასუხის დაბრუნება,წარმატებებში შევეჯიბროთ ჩვენ მეზობლებს და დავრჩეთ ძმებად და მეგობრებად,ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნები.

• geidar sadikhov

reso, აი კიდევ ერთი შედევრი კომენტარი --"მოკლედ რა უბედურ რეგიონში ვარტ,,,ქართველების ბრალია ყველაფერი,,დედა უნდა უტირო ყველას ,,,". - იკაიფეთ, "დედა უნდა უტიროთ ყველასო". ხომ წარმოგოდგენიათ ამათ რომ ამის თავი ქონდეთ, რას მოიმოქმედებდნენ. მერედა რას უცდი reso-ჯან? სომხებით იწყებ, აზერებით თუ რუსებით? თურქებით დაიწყე, ჯობია, ხომ იცი, მაინც ახალი მეზობლები არიან. მეცინება და ტანაც მეცოდებით, კარგი ხაჭაპურის კეთება მაინც არ იცოდეთ....

• reso

მოკლედ რა უბედურ რეგიონში ვარტ,,,ქართველების ბრალია ყველაფერი,,დედა უნდა უტირო ყველას ,,,

• geidar sadikhov

რა ადვილია ქართველებისის აგდება. ისე ყველაფერი რეალურად დავხატე. აქ მთავარი საპასუხო კომენტარებია (მაგ.geidar sadikhov - s "წკვიანური" არარეალისტური მოსაზრება)მაგრად ვკაიფობ ასეთ ხალხზე.

• geidar sadikhov

geidar sadikhov - s, მაგრად იჭრები კარდაშ. საზამთროსაც (ქართველები თურმე საზამთროს არ ყიდიან, გამეცინა)ვყიდით როცა საჭიროა და მწვანილსაც,თანაც ნავთობის გაყიდვასაც არ ვთაკილობთ, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ფულის გემო ვიცით. გირჩევდი თქვენც ამ გზას დაადგეთ. რაც შეეხება ფეხბურთის თამაშს. არაუშავს, დაცინვას კაცი არ მოუკლავს. თქვენ იკაიფეთ თქვენი წარსულით (მიშა მესხი, სლავა, ყიფიანი, კინკლაზე, არველაძეები, კალა), ჩვენ კი მომავლისაკენ ვიყურებით, რომელიც თქვენგან განსხვავებით მართლაც რომ შთამბეჭდავი იქნება. ოი, საოცრებავ, თურმე აზერები თავის ჩემპიონატს ქართველების ხარჯზე ვქაჩავთ (4 თუ 5 ლეგიონერია). ასე "რეალურრად" რომ აზროვნებთ, იმიტომ ხართ მაგარი "წარმატებული".

• mdaa!

ახალი სეზონიდან ჩემპიონატს 14 გუნდამდე ზრდიან და თითოეულ გუნდ სახელმწიფო ხუთი მილიონი მანათით(!) ასაჩუქრებს, ერთერთი მიზანი კი ისიცაა რომ ხარისხიანი ლეგიონერებით და უცხოელი მწვრთნელებით გააძლიერონ ჩემპიონატი.

• mdaa!

ძალზედ ანტი აზერული სტატიაა. ქართველები ვინც კი თამაშობენ, ყველა კმაყოფილია მათ მიმართ აზერების დამოკიდებულებით. სპორტულ კონკურენციას და ჟინს კი ვერც ერთ ქვეყანაში გაექცევი. ჟურნალისტები კი ცდილობენ გაცილებით უკეთესი ლეგიონერების ჩამოყვანით გაძლიერდეს მათი ქვეყნის ჩემპიონატი, რის საშუალებას "ნავთობი" იძლევა. კარგი იქნება ჩვენი ჟურნალისტებიც თუ ეცდებიან ასეთივეს, რადგან გაცილებით უგვანო ლეგიონერებით გაივსო ქართული ფეხბურთი, რადგან სამწუხაროთ "ნავთობი" არ გვაქვს.

• geidar sadikhov - s

ე საზამთროს გამყიდველო, მოდი რა ცოტა ზრდილობიანათ, ცხადაძე ერთია და ტყუილი მეორე, როდიდან გახდით ეგეთი აფერისტები? თუ სომხებს ეჯიბრებით მაგაში? ქართველები რო ფეხბურთს თამაშობდნენ მაშინ აზერებს ბურთი საზამთრი ეგონათ და ესე იქნება ყოველთვის, გქონდეთ აზერბაიჯანის ჩემპიონატი უნიჭოები ხართ ფაქტია და მაგას არაფერი ეშველება, ქართველების ხარჯზე ქაჩავთ თან.

• ფერნანდო

გაიდარ, შენი რომ გიყვარს კარგია, მაგრამ ნუ ატ-ებ და უზრდელობაში ნუ გადადიხარ სომხების პროვოკაციების გამო. ისე თუ გინდა გაგიმაზავ რომ 4-5 წელიწადში საქართველოს საფეხბურთო რეიტინგი გადაასწრებს აზერბაიჯანისას.

• valeri liparteliani

gaga, ჰა ეს ტო. არაფერი გამოგივა გაგაჯან. წყალს ვერ აამღვრევ. სუსკაც რა. აზერებმა არ იციან პატივისცემა და თქვენ, სომხებმა იცით ხომ. რა დაუფასეთ ქართველებს, ერთი მაგალითი მაინც მოიყვანე. ცოტა რეალურად იაზროვნე. დამჯდარხარ აზერბაიჯანული გაზით გამთბარ ოთახში და ეთამაშები კლავიატურას.

• geidar sadikhov

სალამ გურჯისტან. რა იყო, რა გეწყინათ? კრიტიკა კარგია, აცოცხლებს ადამიანის გონებას. კახა რომ ბევრს მიჰქარავს ხოლმე, ამის შესახებ არაფერი გსმენიათ?. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ აზერებმა ფიფას რეიტინგში დიდი ხანია გადაუსწრეს ქართველებს, რომლსაც ვერასოდეს ვეღარ დაეწევით. რატომ? იმიტომ, რომ ტილიან კაცს არაფერი ესაქმება მდიდრების მაგიდასთან.

• gaga

ხალხო რად ვერ გაიგეთ მაგათ პატივისცემის გაფება არა აქვთ. პირიქით ყოველი პატივისცემა სისუსტედ აღიქვამენ და უფრო დამპყრობელურ პოზიციას იკავებენ. მე ამას საქართველოში მაგათი გაზლირებას ვიზახი. ეგენი ინტეგრაციას კი არ ცდილობენ პირიქით დამჩაგვრულ სურვილი აქვთ გაძლიერებული. მაგ^ საინგილოში ეგენი ძაან მციეთი იყვნენ დღესდღეობით 80% შეადგენენ და ქართველებს საერთოდ ვე იტანენ და ცხოვრების არავითარ შანს არ აძლევენ როდესაც ქართველებმა დაუთმეს საკუთარი მიწის ნაკვეთები დაეხმარნენ როცა უჯირდათ დგეს კი როცა გაძლიერდნრენ ქართველების დანახვაც აღარ უნდათ. ასე რომ არ გეგონოთ თუ თქვენ პატივს სცემთ იგივეს პატივისცემას გადაგიხდიან ნურას უკაცრავად ოღონდ ხელში ჩაიგდონ და მერე საერთოდ გაგაზევებენ საქართველოთი.

• დათო

ვერ გავიგე და გამაგებინეთ, აზერბაიჯანული გუნდის სახელწოდებაა - "რ ე ვ ა ნ ი" "რ ა ვ ა ნ ი" თუ, თქვენგან არ გამიკვირდება "ე რ ე ვ ა ნ ი"...

• giogio

ამათ იმის პრობლემა აქვთ რომ შურის გრძნობა აქვთ მოძალებული ჩვენი წარსული დიდების მიმართ და უნდათ რაგაც ბინძური მეთოდებით დააკნინომ ჩვენი ფეხბურთი, ამათ ჯინაზე მარტო როგორ არ უნდა გამოყოს მთავრობამ ცოტა მეტი თანხები , თითო სამი მილიონის ფარგლებშიც რომ ქონდეთ ზედა ექვსეულის კლუბებს აზერებს მაინც აჯობებენ ნიჭით ჩვენი ფეხბურთელები

• avto

როგორ მინდა ხოლმე რომ ამათ მიმართ კეთილ განწყობილი ვიყო მაგრამ ასე რო იქცევიან მოდი .... ბვრს ვიცნობ აზერებს და მართლაც ესეთები არიან შეილება ძმობა გაგიწიონ მარა თავი შენზე მაღლა უნდათ რომ ეჭიროთ და თუ ვერ უჭირავთ მხოლოდ იმიტომ რო უმეტესობა ძან უნახავი და მდაბიოა და ვისაც ცოტაა რაღაც შეუძლიაა ისეთი განცდით დადიან რო აი შენზეე კაი ვარ მაგრამ მე კაი კაცივარ და გვერდში იმიტო ვარ შენთან ძან ერთეულები რომ ეგეთები არ იყვნენ

• ფერნანდო

ბიჭები, იქ ძალიან კმაყოფილები არიან.

• ფერნანდო

აზრი ვერ გავიგე ამ სტატიის. აბოლონ თავის მკითხველს , რა გენაღვლებათ? ისე აჟიოტაჟი ქართველების შესახებ ძალიანაა გაზვიადებული. პირადად ვიცნობ იქ მოთამაშე ბიჭებიდან რამოდენიმეს და ძალიან კმაყოფილები არიან.

• georgia

ანაზღაურებას რა ვუთხარი თორემ ამ ჩოილარებს როგორ უნდა გაუყადრონ თავი ჩვენმა სახელოვანმა ფეხბურთელებმა. საწყალი ნეფთჩი ყოველ წელს სულს ღაფავდა საბჭოეთის პირველობაზე და სეზონის ბოლოს რამდენიმე თამაშს ყიდულობდნენ და ისე რჩებოდნენ ლიგაში. ფეხბურთი გენებში უნდა გქონდეს, ეს ბაზარში მწვანილით და ქალის შიდა საცვლებით ვაჭრობა კი არაა.

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს

უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა

ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]

აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს

ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?

გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]

ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა

ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია

თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა

თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს

სამტრედია-დინამო (თბ) 2:1 - ნერვების თამაში [VIDEO]

ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა