თბილისის "ლოკომოტივის" 17 წლის ფორვარდით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული
თბილისის "ლოკომოტივი" ესპანური შეკრებიდან კი დაბრუნდა, მაგრამ... გუნდთან ერთად საქართველოში არ ჩამოსულა ლუკა ზარანდია. ჩვენი ინფორმაციით, ჭაბუკი ფორვარდი ესპანეთის შემდეგ გერმანიაში, "ლევერკუზენთან" კონტრაქტის გასაფორმებლად უნდა გამგზავრებულიყო.

თუმცა ასე არ მოხდა, ოღონდ ამბავი, რომელიც 11 თებერვალს გავიგეთ, ბევრად სასიამოვნოა - 17 წლის ზარანდია მადრიდშია და "ატლეტიკოს" დუბლებში ვარჯიშობს, თან მისით თვით მადრიდის "რეალიც" ყოფილა დაინტერესებული.

შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ გადამოწმების შემდეგ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ოღონდ წყაროს დასახელება ამ მომენტისთვის არ შეგვიძლია. არც დასკვნების გაკეთება იქნება დროული. სჯობს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მანამდე კი...

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს ესპანურ შეკრებაზე მყოფმა ვასილ მაისურაძის "ლოკომოტივმა" საკონტროლო შეხვედრაში "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდი დავით ჯიქიას გოლით 1:0 დაამარცხა.

იხილეთ: თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]

ამ სპარინგის შემდეგ ზარანდიას ჯერ მადრიდის "რეალის" წარმომადგენელი დაელაპარაკა, შემდეგ - "ატლეტიკოსი". "სამეფო კლუბის" სკაუტმა მას უთხრა, რომ დაკვირვებას გააგრძელებდნენ, "ატლეტიკომ" კი დარჩენა და დუბლებში ვარჯიში შესთავაზა.

ცხადია, ესპანელები "ლოკომოტივსაც" დაელაპარაკნენ - ზარანდიას დატოვება და მასზე დაკვირვების უფლება ითხოვეს. თავად ფეხბურთელს ესპანური გრანდებისგან დაინტერესება ძალიან გაუკვირდა, რადგან "ბარსელონასთან" ხსენებულ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა, თან - მხოლოდ 25 წუთი.

ასეა თუ ისე, ზარანდია უკვე რამდენიმე დღეა, "ატლეტიკოს" დუბლებში ვარჯიშობს. მისთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ, მას ჯერ აკვირდებიან და ალბათ, მალე საქართველოში დაბრუნდება. მაგრამ არის იმის ალბათობა, რომ ზაფხულში სწორედ "ატლეტიკოში" გადავიდეს.

ლუკა ზარანდია ფეხბურთის გულშემატკივრებმა 2012 წლის შემოდგომაზე გაიცნეს, როცა გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. შარშან კი, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა.

არაორდინარული, ტექნიკური და შედეგიანი ფორვარდი 35-ე სკოლის გაზრდილია, 2012 წელს კი თბილისის "ლოკომოტივმა" აიყვანა, რომელიც ბოლო წლებში საუკეთესო ქართველი მოთამაშეების "კოლექციონერად" გვევლინება.

ვერ გეტყვით, ყველაფერი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ამბობდნენ, რომ მისით გერმანული "ჰოფენჰაიმი", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", "შახტარი", კიევის "დინამო", "ვიტესი", "აიაქსი", "მარსელი", "ნიცა" და "ბორდო" იყვნენ დაინტერესებულნი. მაგალითად, შარშან ცნობილი გახდა, თითქოს ზარანდია "აიაქსს" შეუთანხმდა, მაგრამ ხელი არაევროკავშირელობამ და არასრულწლოვანებამ (18 წლის 17 თებერვალს ხდება) შეუშალა, რუსეთ-უკრაინაში თამაში კი თავად არ ისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასა
ამ ბავშვებს უნდათ მოვლა, თუ გინდათ ქართული ფეხბურთი გაცოცხლდეს; "პადიომნის" და სხვა მახინჯი პრაქტიკის გარეშე
giorgi
pele იმიტომ ვამბობთ რომ ძალიან ბევრი მაგალითია ამის. აი კანკავას მაგალითი აიღე, ახლა დნიპროს სულიდაგულია, ცოტა ხნის წინ კიდევ კრივბასში ჰყავდათ. მარცვალაძე აიღე, იქეთ ანანიძე და რავიცი რამდენი მაგალითია.
ნიჟარაძე
გამიხარდა ამ ბიჭის წარმატება. იმედია სხვების მსგავსად არ მოიქცევა. იმუშავებს საუთარ თავზე რომ ადგილი დაიკვიდროს ევროპულ გრანდში და შემდეგ საქართველოს ნაკრებსაც გამოადგეს. ისე ჩემი ნება რომ იყოს აიაქსში გავუშვებდი:)
zaza
ყო ცაგ წარმატებები ამ ახალგაზრდას
pele
და რატო გგონიატ რო რუსეტსი და უკრააინასჰი ცარმატებას ვერ მიაგცევდა ეს რო ამოიცჰემეტ ერტიო და იგივეს რო ატრიალებტ უპრო მეტსაც მიაგცევდა
giorgi
ყოჩაღ ამ ბიჭს, ჭკუა ჰქონია. რა დინამო, რა ზენიტი, საერთოდ არ უნდა გაეკაროს რუსეთს და უკრაინას.
gio
თუ რუსეთ-უკრაინაში თამაში არ ისურვა ეს ნიშნავს რომ ჭკუაც ქონია და კარიერა აეწყობა გისურვებ წარმატებებს
vendeta
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯიგარო თქვენი ნაკრები და მწვრთნელები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს ჩემპიონატში და ლიგაში თამაშს უკეთეს პირობებს და ხელფასებს თქვენ დაამტკიცეთ რომ ქართველებსაც შეგვძლებია ფეხბურთის თამაში და გვყოლია ნიჭიერი მომავალი გენაცვალეთ ყველას ფეხბურთველებით დაწყებულს ხელმძღვანელებით დამთავრებულს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს