ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნახევარი სეზონი სკამზე გავატარე - რას ეტყვის "დინამო" ომარ მიგინეიშვილს?

ნახევარი სეზონი სკამზე გავატარე - რას ეტყვის "დინამო" ომარ მიგინეიშვილს?

თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს კურიოზული ამბავი შეემთხვა
ცოტა არ იყოს, კურიოზული ამბავი შეემთხვა თბილისის "დინამოს" სამტრედიელ მეკარე ომარ მიგინეიშვილს. "ზესტაფონში", სადაც საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის საფუძვლიანი გაძლიერება გადაწყვიტეს, კარგი მეკარის მიწვევაზეც დაფიქრდნენ და იმ დროისთვის გუნდიდან უკვე წასული როინ კვასხაძის ნაცვლად, თბილისიდან სწორედ მიგინეიშვილს უხმეს.

ამ ტრანსფერს თითქოს ყველაფერი ხელს უწყობდა - მეკარე "დინამოს" ძირითადში ვერ ხვდებოდა და კლუბმა, უცხოეთში გაშვების იმედად, ტრანსფერზე დააყენა.

უცხოეთიდან არა, მაგრამ მიგინეიშვილს ზესტაფონიდან კი დაუკავშირდნენ და იქ გადაბარგება შესთავაზეს. ტრანსფერი, ფაქტობრივად, მოგვარებული იყო, მაგრამ... კურიოზიც ამის შემდეგ მოხდა. ფეხბურთელი ახლა ისევ "დინამოშია".

აი, რას გვეუბნება ის:

"ზესტაფონის" მწვრთნელ გია გეგუჩაძესა და კლუბის ხელმძღვანელებთან ყველა სატრანსფერო საკითხზე შეთანხმებული ვიყავი, ერთმანეთში მორიგება არც კლუბებს გასჭირვებიათ, როცა ზესტაფონში, სრულიად შემთხვევით, გაჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთელს ერთ სეზონში ერთი ქვეყნის სამ გუნდში თამაში არ შეეძლო.

საქმის გარკვევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვცადეთ, თუმცა იქიდან ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უეფას დაუკავშირდა და იქაურ მოხელეებს საქმის ვითარება აუხსნა. უეფადან კი შემოთვალეს - მიგინეიშვილმა სეზონი თბილისის "დინამოში" უნდა დაამთავროსო".

სხვა რა გზა იყო - "ზესტაფონმა", მიგინეიშვილის ნაცვლად, სერბი მეკარე დაიმატა, თავად გულდაწყვეტილი ფეხბურთელი კი თბილისში დაბრუნდა და დღემდე "დინამოს" დუბლებში ვარჯიშობს, რადგან ძირითადი გუნდი აქამდე თურქულ შეკრებაზე იყო, მომავალი კვირიდან კი ომარმა, შესაძლოა, მთავარ "დინამოში" გადაინაცვლოს.

არადა, ნახევარი წლის წინ ქუთაისის "ტორპედოდან" თბილისისკენ მომავალი მეკარე რას იფიქრებდა, თუ მისი საქმეები ასე აიწეწებოდა. "ტორპედოში" ყოფნისას ხომ მისი ერთი ოცნება ახდა და თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში მიიწვია.

ეროვნულ გუნდში დებიუტი მას 2013 წლის 2 მარტს, ირლანდიასთან 0:4-ზე წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. სადებიუტო მატჩისთვის 0:4 ყურს ცუდად კი ხვდება, მაგრამ იმ მატჩში მიგინეიშვილმა გუნდი კიდევ რამდენიმე გოლისგან იხსნა.

- წინა სეზონი რომ დამთავრდა, ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. კლუბის უფროსობასთან მოლაპარაკება კი დავიწყე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, პირობებზე ვერ შევთანხმდით. თანაც, იმ დროისთვის "დინამოც" მიწვევდა და თბილისში წასვლა გადავწყვიტე.

- "დინამოში" წახვედით, მაგრამ მას შემდეგ ფეხბურთის ქომაგს მეკარე მიგინეიშვილი, ცოტა არ იყოს, დაავიწყდა.

- ნახევარი სეზონი სკამზე გავატარე, არადა, "დინამოში" ამისთვის ნამდვილად არ გადავსულვარ. ისე, ძირითადი შემადგენლობიდან გიორგი ლორიას ამოგდება ძნელი ყოფილა. "დინამოში" რომ მივდიოდი, მაშინ მწვრთნელი დუშან უჰრინი იყო. მან რამდენჯერმე მითხრა - თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მოგცემო, მაგრამ ძირითადში მოხვედრას საშველი არ დაადგა.

მერე უჰრინიც წავიდა გუნდიდან და სხვას ვის დავლაპარაკებოდი?! არადა, ქუთაისიდან რომ მოვდიოდი, მართლაც კარგ ფორმაში ვიყავი, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა, ეროვნულ გუნდშიც გამომიძახეს...

- ...ცოტა ხნის წინ კი "ზესტაფონში" გადასვლას აპირებდით. რა გარანტია გქონდათ, რომ გია გეგუჩაძის ხელში ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდით?

- გარანტია არ მქონდა, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ "ზესტაფონში" მთავარი მეკარე ვიქნებოდი. ჩაშლილ ტრანსფერამდე გეგუჩაძეს რამდენჯერმე ველაპარაკე, მისი ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი კიდეც და მალევე დავრწმუნდი, რომ ძირითადში ვიქნებოდი. ისე კი "ზესტაფონს" ორი კარგი მეკარე ჰყავს - კუპატაძე და მეშველიანი პერსპექტიული ბიჭები არიან.

- ეგ კი, მაგრამ, "ზესტაფონში" რომ ვარჯიშობდით, არავინ იცოდა, რომ ერთ სეზონში ეს თქვენთვის მესამე გუნდში იქნებოდა?

- იცით, ადრე ყოფილა შემთხვევა, როცა ფეხბურთელებს სეზონში სამი გუნდი გამოუცვლიათ, მაგრამ ეს იმიტომ მომხდარა, რომ რომელიმე კლუბი შუა სეზონისას დაშლილა და ფეხბურთელებისთვისაც თამაშის სხვაგან გაგრძელების უფლება მიუციათ. თანაც, "ზესტაფონში" რომ მივდიოდი, ეროვნულ ჩემპიონატში "დინამოს" მაისურით ერთი მატჩიც არ მქონდა ჩატარებული, მხოლოდ თასის ერთ შეხვედრაში მქონდა "დინამოში" ნათამაშები.

თუმცა უეფამ არც ეს გაითვალისწინა და ისე მოხდა, რომ "დინამოში" დაბრუნებამ მომიწია.

- "დინამო" შეკრებიდან დაბრუნდა და ახლა თუ ხართ მზად, რომ ლორიას ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ?

- ექვსი თვის უთამაშებელი ვარ და ცხადია, ცოტა გამოჭირდება, მაგრამ "დინამოს" ძირითადში მოსახვედრად ცდას არ დავაკლებ. გუნდი რომ თურქეთში იყო, დუბლებთან ერთად ვვარჯიშობდი, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მაინც სხვაა და ეს მაკლია სწორედ. ისე, "კარის გრძნობა" დაკარგული არ მაქვს და იმედია, ფორმასაც მალე აღვიდგენ.

- "დინამოსთან" კონტრაქტი როდემდე გაქვთ?

- სეზონის ბოლომდე.

- სეზონის ბოლოს კი მაინც "ზესტაფონში" წახვალთ?

- არ ვიცი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, თან ჯერ "დინამოს" ხელმძღვანელობასთანაც არ მილაპარაკია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• yavaze gazdili bichebis sayuradgebod

ომარ გაფასებ ჯერ იმიტომ რომ მაგარი კაციხარ და მეორედ იმიტომ რომ ყველაზე მაგარი მეკარე ხარ საქართველოში და კიდევ როცა რაიმეს არასასიამოვნოს ამბობენ შენზე ესეიგი ჯერ კიდევ ეშინიათ შენი :)

• uuuuuuu

ლორია მდზულს ვერ ვიტან აჯობე ომარ წარმატებები

• roko

ახლა არ ვიცი როგორ ფორმაშია, მაგრამ როცა ტორპედო დინამოს თამასს ვუყურებდი აშკარად ჯობდა ლორიას

• misha arveladze

ომარი არ დანებდე ძლიერი სულის კაცი ხარ და ძლიერი მეკარეც.ამათ ქილიკის მეტი არაფერი იციან.

• giorgi

რისი იმედით მიდიოდა? ლორიას ამოგდება ასე იოლი ეგონა? ერთი წუთით დავუშვათ რომ ლორიაზე მაგარია, მაინც არაა იმის გარანტია რომ ლორიას ამოაგდებს, ფაქტობრივად გოლს არ უშვებს ლორია.

• გიო

მერე არ იცოდა რომ მოდიოდა დინამოში,ლორიას ხელთათმანის შემკვრელი რომ იქნებოდა???

• alan's psychedelic breakfast

ლორიაზე მაგარი მეკარე არ არის და როგორ ამოაგდებდა?!

• fexburteli

რა გინდოდა ქუთაისიდან რომ მიდიოდი

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა

"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო

ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია

WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო

ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"

10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები

კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა

როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა

როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა