ქუთაისის "აიას" მთავარი მწვრთნელი გუნდის შემადგენლობის სიახლეებსა და მიზნებზე საუბრობს
ქუთაისის "აია", რომელიც რამდენიმე სეზონია სტაბილურად ლიდერთა შორისაა, საგაზაფხულო ეტაპს 23 თებერვალს, "ბათუმთან" გადადებული მატჩით იწყებს.

როგორ მოემზადა ქუთაისური გუნდი ჩემპიონატის განახლებისთვის, რა სიახლეებია შემადგენლობაში და რა მიზნებს ისახავს "აია" მიმდინარე სეზონში, ამის თაობაზე რიონისპირელთა მთავარ მწვრთნელს, ბესიკ ხამაშურიძეს ვესაუბრეთ.

- თავდაპირველად ჩემპიონატის განახლებისთვის სამზადისზე ვისაუბროთ. რამდენად მზადყოფნაში ხვდება "აია" მეორე წრეს?

-საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება ახალი წლის დადგომისთანავე დავიწყეთ. მას მერე არ გავჩერებულვართ, ვვარჯიშობთ და ვცდილობთ, განახლებულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ამინდის გაუარესების გამო გვქონდა მცირედი შეფერხება, თუმცა დრო ტყუილად არ დაგვიკარგავს, ბიჭებს დარბაზში ფიზიკურად ვავარჯიშებდით, კარგ ამინდებში კი მოედანზე გაგვყავდა. უკვე ორი კვირაა, მთლიანად სტადიონზე გადავინაცვლეთ და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტის დახვეწას ვცდილობთ.

- გუნდში რა სიახლეებია?

- მოსკოვის "სპარტაკიდან" დავიმატეთ გიორგი და ზურაბ თუთბერიძეები. გიორგი ცოტა ადრე შემოგვიერთდა, ზურა კი, რომელიც 9 ნომერზე თამაშობს, რუსეთიდან ახლახან ჩამოვიდა. მათ გარდა, გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეც ავიყვანეთ.

- პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფებით. გაკმაყოფილებთ ეს შედეგი?

- 23 თებერვალს "ბათუმთან" გადადებულ მატჩს ვთამაშობთ და ვეცდებით, სატურნირო ცხრილში პოზიციები გავიმყაროთ. მთელი ჩემპიონატი წინ გვაქვს და ლიდერობის შანსი კიდევ მოგვეცემა. მოგეხსენებათ, ერთი პერიოდი პირველ ადგილზეც ვიყავით, მაგრამ 2-3 მოულოდნელი ჩავარდნის გამო პოზიციები დავთმეთ. თუ მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ და ყველა თამაშზე ბოლომდე მობილიზებულნი გავალთ, შეუძლებელი არაფერია.

- მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- "ბათუმი", რომელთანაც რამდენიმე დღეში გვიწევს თამაში, საკმაოდ გაძლიერდა. ინგლისელი, სამხრეთაფრიკელი და ახალზელანდიელი ლეგიონერები დაიმატეს. საერთოდ, ყველა გუნდი ცდილობს, რომ გაძლიერდეს, მაგრამ კონკრეტულად ვინ როგორ ფორმაში შეხვდება განახლებულ ჩემპიონატს, რთული სათქმელია.

- "აია" კვლავ ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს?

- ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ. საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები მოდიან და მათ შანსი უნდა მიეცეთ. ვეტერანების ძებნას ვერ დავიწყებ, ყველა დაკავებულია. თანაც, გუნდში ისეთი ბირთვი გვყავს, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მათ გვერდით ახალგაზრდები პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ.

- წინა სეზონში მოთამაშე-მწვრთნელი იყავით და გუნდს მინდორზეც ეხმარებოდით, მიმდინარე ჩემპიონატში კი აღარ გითამაშიათ...

- თამაშს აღარ ვაპირებ, ახალგაზრდებს უნდა დავუთმო ასპარეზი. ჩვენი გუნდი ნელ-ნელა გაიზრდება. ამასობაში ქუთაისში სარაგბო კომპლექსის მშენებლობაც დასრულდება და განვითარების მეტი საშუალებაც გვექნება. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს სიახლეებს და ვცდილობთ, პრაქტიკაში დავნერგოთ. ერთი კვირაა, ქუთაისში მწვრთნელთა სემინარები მიმდინარეობს. ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება ძალზე მნიშვნელოვანია. ახალი თაობა გამოცდილ და მომზადებულ კადრებს უნდა ჩავაბაროთ.

- "აია" წლების მანძილზე ძალისმიერ რაგბის თამაშობდა და აქცენტს, ძირითადად, ძლიერ დაცვასა და შერკინებაზე აკეთებდა. ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა, ახლა ქუთაისური გუნდი ხელდახელ თამაშს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს...

- გუნდში მოსვლის დღიდან, ხელით თამაშის გაუმჯობესებას ვცდილობ. ძალისმიერი კომპონენტები რაგბიში ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ უპირატესობას ხელდახელ თამაშს ვანიჭებთ. ქართული რაგბი სწორედ ამ გზას ადგას. საკმაოდ ძლიერი ფლანგის მოთამაშეები გვყავს - ზურაბ ძნელაძე, ბექა ტორაძე, იოსებ კიკვაძე... კარგად ათამაშდა შაკო შაშიაშვილი, რომელიც მესამე ხაზიდან ფლანგზე გადავიყვანეთ და 20-წლამდელთა ნაკრებშიც ამ პოზიციაზე იმკვიდრებს ადგილს.

- "აიას" გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ საფრანგეთიდან დაბრუნებული დავით ლოსაბერიძე გუნდის ლიდერი გახდებოდა, მაგრამ პირველ წრეში "ლუის" თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა. რატომ ვერ შეეწყო გუნდს?

- ლოსაბერიძე ნიჭიერი სპორტსმენია და თუ იშრომებს, შეუძლია საკუთარ თავსაც და გუნდსაც დიდი სარგებელი მოუტანოს. "აიაში" რომ დაბრუნდა, გვითხრა, მიზნად საქართველოს ნაკრებში თამაში მაქვს დასახული და ამისთვის თავს არ დავზოგავო. სამწუხაროდ, ტრავმებმა დარიეს ხელი და პირველ წრეში საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. იმედი გვაქვს, რომ მეორე წრეში ათამაშდება და წარმატებების მოპოვებაში დაგვეხმარება. ნიჭი არ აკლია, მთავარია, მოინდომოს და ჯანმრთელობამ შეუწყოს ხელი.

- რა მიზანი აქვს წლეულს "აიას"?

- ჩემპიონობა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ცდა არ უნდა დავაკლოთ. წინ მთელი სეზონია. შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და ბიჭებიც საიმისოდ არიან განწყობილნი, რომ საბოლოო შედეგი ისეთი იყოს, რაც "აიას" მდიდარ ტრადიციებს შეეფერება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ragbiSTI
მომავალს უზრდის ქართულ რაგბს და არა მარტო ლეგენდარულ აია-ს, ეს არის სწორი მიდგომა საქმისადმი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ბესიკ ხამაშურიძე არგენტინულ ტურნეზე: მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ
7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ
ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში