ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ
ერთხელ, როცა ანტონიო კონტეს ჰკითხეს, როგორ გავაჩეროთ ლეო მესიო, "იუვენტუსის" თავკაცმა ამაზე ნახევრად ხუმრობით უპასუხა, მხოლოდ იარაღითო.

წუხელ ეს კითხვა "მანჩესტერ სიტის" თავკაცსაც დაუსვეს, მაგრამ პელეგრინის პასუხის გაგებამდე თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს...

2-თვიანი პაუზა დასრულდა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და ძლიერი საკლუბო ტურნირიც განახლდება - 18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 22-ე გათამაშებაში (მას მერე, რაც ჩემპიონთა თასი ლიგად გადაკეთდა) გადამწყვეტი ფაზა, პლეი ოფები იწყება.

მერვედფინალურ სტადიას ორი ქალაქი გახსნის: გერმანული ლევერკუზენი და ინგლისური მანჩესტერი. ამ ეტაპზე აღარ არსებობს უინტერესო დაპირისპირება, თუმცა, ცხადია, "ეტიჰადზე" გასამართი მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს: "ნისლიან ალბიონს" ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" სტუმრობს.

სიტი-ბარსელონა: დებიუტანტი გრანდის წინააღმდეგ

ამ დაპირისპირებას 1/8-ფინალის ერთ-ერთ მთავარ ჯახად მიიჩნევენ და მართებულადაც. "მანჩესტერ სიტის" და "ბარსელონას", ორივეს სერიოზული ამბიცია ამოძრავებს წლევანდელ ლიგაზე.

თუმცა ისტორია გვამცნობს, რომ ინგლისური კლუბი დებიუტანტია - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველად გავიდა! მაშინ, როცა "ბარსელონა" 4-ჯერ ფლობდა ევროპის საკლუბო ფეხბურთის უპირველეს ჯილდოს.

ლიგის შეხვედრას ორივე გუნდი ამაღლებული განწყობით ხვდება, "სიტიმ" ასოციაციის თასიდან (სხვათა შორის, იქაც მერვედფინალური სტადია იყო) "ჩელსი" გააგდო - 2:0, ხოლო "ბარსელონამ" მადრიდულ "რაიო ვალეკანოს" კიდევ ერთხელ ჩაუტარა ფეხბურთის გაკვეთილი - 6:0.

"სიტიმ" ღირსეულად განვლო D ჯგუფი: 15 ქულა დააგროვა (მეტი, ვიდრე "ბარსამ") და მხოლოდ "ბაიერნს" ჩამორჩა, რომლის დამარცხებაც შეძლო. H ჯგუფში ტატა მარტინოს გუნდს 13 ქულა ეყო პირველი ადგილის მოსაპოვებლად და პლეი ოფში საპასუხო შეხვედრის შინ გამართვის დასაბევებლად.

"სიტი" განსაკუთრებით კარგად თამაშობს "ეტიჰადზე", სადაც ამ სეზონში 20 შეხვედრიდან მხოლოდ 2 ვერ მოიგო. დიდებულ ფორმაშია იაია ტურე, რომელიც "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელია.

"ბარსელონაში" ჩემი როლი ლიმიტირებული იყო შუახაზში, არ შეიძლებოდა წამითაც დამეკარგა კონცენტრაცია. ინგლისის პირველობა უფრო ღიაა და მე შემიძლია როგორც დაცვაში ჩასვლა, ისე წინ გაჭრა", - განუცხადა უეფას ოფიციალურ საიტს ტურემ.

მიუხედავად ამისა, "ბარსა" მაინც ფავორიტია - კატალონიურმა გუნდმა ლიგის ბოლო 6 გათამაშებაში მინიმუმ ნახევარფინალს მაინც უწია.

მანუელ პელეგრინის, ალბათ, არ ეყოლება არგენტინელი სერხიო აგუერო, ხოლო ბრაზილიელი ფერნანდინიოს შანსი, ითამაშოს, უფრო დიდია. ჩილელ სპეციალისტს არც ჯეიმს მილნერი ეყოლება, მან ჯგუფურ ეტაპზე 3 გაფრთხილება "შეაგროვა".

ტატა მარტინოს სერიოზული საფიქრალი ამ მხრივ არა აქვს, რადგან ტრავმირებული ჯონათან დოს სანტოსი ისედაც არ ითვლება ძირითადის ფეხბურთელად.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი):

"ამ სეზონში მანჩესტერს, ფაქტობრივად, ერთი კლუბი ჰყავს. ასე რომ, ქალაქის პრესტიჟის დაცვა ჩვენ მოგვიწევს. როგორ უნდა გავაჩეროთ მესი? უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში. მესი ტოპ-ფეხბურთელია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" მხოლოდ მესია".

ხერარდო მარტინო (ბარსელონა):

"არანაირ პრიორიტეტს არ ვსახავთ. უნდა შევძლოთ ბურთზე კონტროლის მოპოვება, რადგან ეს საქმე კარგად გამოგვდის. თუკი ამასობაში გოლის გატანასაც შევძლებთ, დიდებული იქნება. თუ აქცენტს შემტევებზე გადავიტანთ, მაშინ მეტი სირბილი მოგვიწევს; თუ ნახევარდაცვაზე, მაშინ ბურთი უმეტესად ჩვენი უნდა იყოს. აქ, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, როგორ მოვიქცევით ხვალ.

"მანჩესტერ სიტი" ძალიან მომწონს. ამ გუნდს შეუძლია მრავალნაირად შეუტიოს, ფლანგებიდან თუ ცენტრიდან, საჰაერო ორთაბრძოლებით გავიდეს ფონს ან პასებით. "სიტი" კარგია საჯარიმოებისა და კუთხურების შესრულებისასაც. ამ გუნდს ბევრი გოლი გააქვს. რომ დავიცვათ თავი, ბურთი უნდა წავართვათ მეტოქეს.

"სიტი" ძალიან ჰგავს "ბარსელონას", თუმცა არ ვიტყოდი, რომ მინი "ბარსელონაა".

ნეიმარი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, მაგრამ ხვალ გადავწყვეტ, ითამაშებს ის პირველი წუთებიდან თუ მერე ჩაერთვება თამაშში. 6 წელია, ნახევარფინალში მაინც გავდივართ. ასე რომ, თუ გავვარდებით, ფანები ამას ვერაფრით გვაპატიებენ".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

18 თებერვალი. მანჩესტერი. "ეტიჰადი". 23:45

მან. სიტი (ინგ)-ბარსელონა (ესპ)

დისკვალიფიკაცია: ჯეიმს მილნერი (სიტი)

ტრავმა: ფერნანდინიო (?), სერხიო აგუერო (?) - ჯონათან დოს სანტოსი, კარლეს პუიოლი (?)

ბოლო 6 შეხვედრა ლიგაზე:

+5=0-1 +4=1-1

არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ბატონო ავტორო :))რატომ თვლით რომ "ივუარი" უფრო სწორი ფორმაა ვიდრე კოტ დიუარი? ამ სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება ქართულად არის კოტ დიუარი. "ივუარი" რუსული თითქმის სლენგია. რაც შეეხება "ტროფეის", თქვენც იგივე დაწერეთ რაც მე ვთქვი.. ეს არ არის ქართული სიტყვა, მას აქვს უამრავი ქართული ანალოგი... რადგანაც უცხო სიტყვათა ლექსიკონშია მოხსენიებული, არ ნიშნავს რომ ქართული სიტყვაა... ვვარაუდობ რომ ეს რუსულიდან ნათარგმნი სტატია :)))
პატივცემულ გიორგის
ტროფეი [ფრანგ. trophée] – 1. ომის დროს გამარჯვებულის მიერ ხელში ჩაგდებული საჭურველი და სხვა სამხედრო ქონება; ნადავლი. 2. ორნამენტული სამკაული, რომელიც გამოხატავს საჭურველს, აბჯარ-აბგარს. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი --- რაც შეეხება ივუარელს. ეს უფრო სწორი ფორმაა ვიდრე კოტ დივუარეალი. --- კარგი იქნებოდა ეს აქამდე გცოდნოდათ, მაგრამ არც ახლა არის გვიან
giorgi
"ტროფეი" და "ივუარელი" ქართული სიტყვები არაა...
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
ᓡᕐᓛ
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა