ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. I მატჩების წინათქმა: სათასო დასაწყისი

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. I მატჩების წინათქმა: სათასო დასაწყისი

22 თებერვალს, ჩემპიონატის ერთი გამოტოვებული მატჩითა და ოთხი სათასო შეხვედრით საქართველოში საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად განახლდება
ჩემპიონატის ერთი გამოტოვებული მატჩითა ("ზესტაფონი"-"სპარტაკი") და ოთხი სათასო შეხვედრით 22 თებერვალს საქართველოში საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად განახლდება.

რა თქმა უნდა, მეოთხედფინალი ისეთი სტადიაა, სადაც, სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

თუმცა, სიურპრიზი შესაძლოა ერთხელ ან ორჯერ მოხდეს, ანუ, რახან ამა თუ იმ გუნდმა მეოთხედფინალში გააღწია, ესე იგი, დაიმსახურა კიდეც ეს პატივი.

...ოთხი მეოთხედფინალური წყვილიდან ორი ისეთია, ფავორიტს რომ წინასწარ ვერავინ დაასახელებს; "მეტალურგი"-"დინამოს" დაპირისპირებაც დიდ ინტრიგას გვპირდება - ორივე გუნდში ხომ ამ ზამთრის პაუზის დროს ბევრი რამე თუ ვინმე შეიცვალა.

აი, რაც შეეხება მეოთხე წყვილს, აქ, შედარებით სუსტი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, რომ რახან "შუქურა" და "მერანი" ამ ეტაპამდე მოვიდნენ, შემთხვევითობა უნდა გამოვრიცხოთ..

მეტალურგი-დინამო

ანშლაგი არა გვგონია, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ შაბათს რუსთავის "ფოლადის" სტადიონის ტრიბუნებზე იმაზე მეტი გულშემატკივარი მოვა, ვიდრე პირველ ეტაპზე დადიოდა!

ჯერ ერთი, ბევრისთვის საინტერესო უნდა იყოს ერთიანად განახლებული "მეტალურგისა" თუ ასევე საგრძნობლად სახეშეცვლილი "დინამოს" სათასო დაპირისპირების ხილვა; თანაც, იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით "დინამო" ბევრად უფრო კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ჩემპიონატის მსგავსად, ეს გუნდი თასის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიცაა, რუსთავში ბევრს სჯერა, რომ, ფაქტობრივად, 95-პროცენტით გადახალისებული "მეტალურგი" უბრძოლველად არაფერს დათმობს.

ჰო, ამის წინა პირობას რამდენიმე (მათ შორის, მთავარი მწვრთნელის) ფაქტორიც იძლევა: ვარლამ კილასონია ოთხწელიწადნახევრიანი პაუზის მერე გაუძღვება მშობლიური ქალაქის გუნდს ოფიციალურ შეხვედრაში!

ამას გარდა, რუსთაველ გულშემატკივარს ის ფაქტიც უნდა ახარებდეს, რომ პირველად ამ ბოლო რვა წლის (!) განმავლობაში, "მეტალურგში" ადგილობრივი ფეხბურთელები "აბსოლუტურ უმცირესობაში" აღარ იქნებიან!

...სათასო დაპირისპირებების სპეციფიკას ხშირად ვუსვამთ ხაზს და ისიც არაერთხელ გვიხსენებია, რომ ფავორიტები ხშირად ვერ ამართლებენ თავიანთ სტატუსს. თუმცა, "მეტალურგის" ახალი თავკაცისა და ასევე ახალი ფეხბურთელების მსგავსად, არანაკლები მოტივაცია ექნებათ მეტოქის მწვრთნელსა თუ მოთამაშეებსაც! ჰო, "დინამოს" მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიასაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ისე როგორც დინამოელთა ახალწვეულებს.

მოკლედ, საინტერესო პაექრობის მოლოდინი გვაქვს და ვეჭვობთ, რომ ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა პირველსავე მატჩმა გამოავლინოს.

..."მეტალურგი" და "დინამო" თასზე შარშანაც შეხვდნენ და, ალბათ, ბევრს ემახსოვრება ის ნახევარფინალური დაპირისპირებები: პირველ მატჩში, რუსთავში რომ გაიმართა, გიორგი ყიფიანის დამოძღვრილმა გუნდმა 2:1 მოუგო გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ფავორიტ მეტოქეს. სწორედ მაშინ იყო, "დინამოს" იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა თავისი გუნდის მარცხი... ძლიერ ქარსა და "ფოლადის" ხელოვნურ საფარს რომ დააბრალა.

თუმცა, საპასუხო შეხვედრაში ინტრიგა აღარც ყოფილა: "დინამომ" 5 (!) უპასუხო გოლი გაუტანა "მეტალურგს" და ფინალშიც გავიდა.

"მეტალურგი" და "დინამო" ადრეც შეხვედრიან თასზე ერთმანეთს: 2006/07 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე თითო-თითო მატჩი მოიგეს; თუმცა, ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იყო 2009 წლის 30 მაისის მატჩი, როცა საქართველოს თასის ფინალში კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "დინამომ" პენალტების სერიაში აჯობა ვარლამ კილასონიას "ოლიმპს" (იმავე "მეტალურგს").

გეხსომებათ ეს, მართლაც, დრამატული ფინალი: გიორგი ნერგაძემ ძირითადი დროის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე გოლი რომ გაიტანა, ყველას ეგონა, რომ "დინამო" ამ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა. თუმცა, მატჩის ბოლო წუთზე, გიორგი მეგრელაძემ ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და შეხვედრაც დამატებით დროში გადაიყვანა. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი: პენალტების სერიაში "ოლიმპის" ფეხბურთელებმა ყველა დარტყმა... გააცუდეს და თასიც "დინამოს" დარჩა!

...1993/94 წლების სეზონში, რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე იმდროინდელი "მეტალურგი" (ოღონდ, ამ შემთხვევაში, "გორდას" სამართალმემკვიდრე) თასის ფინალში გავიდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა გივი ნოდიას "დინამოსთან" (ერთადერთი გოლი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა).

იმ მატჩის მონაწილე ერთ-ერთი ფეხბურთელი (ვარლამ კილასონია) დღესდღეობით "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელია, ორი კი... კვლავაც აგრძელებს თავის ხანგრძლივ და მართლაც ჩინებულ კარიერას! ჰო, ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილზე მოგახსენებთ, - 16 წლის "კობი" იმ დროს "მეტალურგში" თამაშობდა, ასევე 16 წლის "იაშკა" კი - "დინამოში"...

სიონი-ჩიხურა

არანაკლებ საინტერესო პაექრობას გვპირდება ეს წყვილიც: "სიონისა" და "ჩიხურას" ორრაუნდიან დაპირისპირებაში ძნელია რომელიმე გუნდს უპირატესობა მივანიჭოთ. უბრალოდ, საჩხერელთაგან განსხვავებით, "სიონს" ამ სათასო მატჩის მერე ერთიმეორეზე უმნიშვნელოვანესი 4 შეხვედრა ელოდება ჩემპიონატში: "ჩიხურას" ხომ, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს ზედა ექვსეულში მოხვედრა, ბოლნისელებს კი ამისათვის სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

თუმცა, სჯობს ისევ სათასო პაექრობაზე "გადმოვერთოთ" და, უპირველეს ყოვლისა, შარშანდელი დაპირისპირებები გავიხსენოთ: "მეტალურგი"-"დინამოს" მსგავსად, "სიონი"-"ჩიხურას" დაპირისპირებაც შარშან სწორედ ნახევარფინალში შედგა. პირველი მატჩი საჩხერელთა გუნდის გამარჯვებით (2:0) დამთავრდა და, ბევრის აზრით, ამ წყვილში ყველაფერი დამთავრებული იყო. მით უფრო, რომ დღევანდელი სიტუაციისაგან განსხვავებით, იმდროინდელი "სიონი" საჩხერელთა გუნდს ძალიან ბევრ კომპონენტში ჩამორჩებოდა.

საპასუხო შეხვედრამ კი საპირისპირო "სურათი" გვიჩვენა: უაღრესად ნერვულ და დაძაბულ მატჩში (სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეხლომ ორივე გუნდის ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი უჩვენა) "სიონს" სულ მცირედი დააკლდა მორიგი სენსაციის მოსახდენად (მანამდე ხომ ბოლნისელებმა, ყველასათვის მოულოდნელად, "ტორპედო" გამოაგდეს)! კოკა მიკუჩაძის გატანილი გოლით "სიონი" 1:0-ს იგებდა და ბოლოს შტურმიც მოუწყო მეტოქეს, მაგრამ "ჩიხურას" გამოცდილმა მეკარემ გიორგი სომხიშვილმა ჩინებული მატჩი ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაც იყო, საჩხერელთა გუნდი თავის ისტორიაში პირველად რომ გავიდა თასის ფინალში.

...არანაკლებ ინტერესს იწვევს სამწვრთნელო "დუელიც": "სიონის" თავკაცს ლადო ბურდულს ახალ ამპლუაში მოღვაწეობის არასრული ოთხთვიანი სტაჟი აქვს და აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ დებიუტანტი მწვრთნელი ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ დამარცხებულა!

რაც შეეხება მის გამოცდილ კოლეგას სოსო ფრუიძეს, ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ჩიხურა" საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე გუნდად ჩამოყალიბდა და შარშან დეკემბერში საქართველოს სუპერთასზე გამარჯვებაც მისი სამწვრთნელო კარიერის ლოგიკურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

ეს წყვილი აშკარად თანაბარი სიძლიერისაა და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მიმდინარე სეზონში (ჩემპიონატს ვგულისხმობთ) "სიონისა" და "ჩიხურას" ორივე დაპირისპირება ფრედ დამთავრდა.

ტორპედო-დილა

დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი შვიდწლიანი პაუზის მერე უბრუნდება აქტიურ ასპარეზს და 22 თებერვალს მშობლიური ქალაქის გუნდსაც დამოძღვრავს!

ამ წყვილშიც ძალიან ძნელია ფავორიტის "მოძებნა": "ტორპედოშიც" და "დილაშიც" პირველ ეტაპთან შედარებით ხომ შემადგენლობა სერიოზულად შეიცვალა.

ეგ კი არა, ქუთაისელთა გუნდში, ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელი ახალწვეულია და, აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, თუ რამდენად მოასწრებდა გამოცდილი რევაზ ძოძუაშვილი საკონტროლო მატჩებში გუნდის ურთიერთშეთამაშებას.

თითქმის ანალოგიურ სიტუაციაშია ძოძუაშვილის ახალგაზრდა კოლეგა რამაზ სოღოლაშვილიც - ზამთრის პაუზის დროს "დილადან" ხომ თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი წავიდა; თუმცა, გორელთა გუნდში ბევრი ისეთი ახალწვეულიც ირიცხება, სხვადასხვა ქართული გუნდების შემადგენლობაში საქართველოს თასზე წარმატებით რომ უასპარეზიათ.

...საქართველოს თასის ისტორიაში "ტორპედო" და "დილა" აქამდე ექვსჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და მცირე უპირატესობა ქუთაისელთა გუნდის მხარესაა: სამი მოგება, ერთი ფრე და ორი წაგება. თუმცა, ეს სტატისტიკა დღესდღეობით ხომ არაფერს ნიშნავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი

ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია

ᓒ

ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

ᓒᕝᜠ

"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი

ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?

გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...

ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ

რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის

ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ

რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა

გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ

ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო