საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში გერმანია, შოტლანდია, ირლანდია, პოლონეთი და გიბრალტარი არიან.

"ჯგუფის ფავორიტი გერმანიის ნაკრებია, დანარჩენი გუნდები კი ისეთები არიან, ყოველთვის იბრძვიან იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ", - თქვა ქეცბაიამ პირველ არხთან საუბარში.

ასევე იხილეთ:

მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა

avoieee
რა გაახურეთ მართლა საქმე.მეორე ადგილზე არ გახვალთ და მართლა უნდა დაგაკოჭლოთ კაცმა.მაშინ ნუ გამოხვალთ მინდორზე და სხვასაც ნუ უფუჭებთ თამაშის შანსს.გათამამდით ძალიან.მაგან კიდევ მოიყვანოს ახლები,არ გაახურა საქმე.იპურჭყება და მარიაჟობს კამერების წინ.მაგარი იყავი ძმაო და თუ არ შეგიძლია წადი,მადლობლები დაგრჩებით.ამდენი ხალხის თავზე გადავლა იქნება?
nika
ნუ რეალურად მე4 ადგილზე გასვლა შეუძლია ჩვენს ნაკრებს (ყველას გვაქ სურვილი და გვინდა ჯგუფიდან გასვლა მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა, გოლი ვერ გააქვს გუნდს)
david67
გამოუსწორებელი ოპტიმისტები, მხოლოდ კენჭისყრის შემდეგ ხართ, ხოლო როგორც კი ტურნირი დაიწყება ყველა ყველაფერს მიხვდება. ქეცბაია წინა წელს მეხუთე ადგილით ამაყობდა, ახლა მეოთხეზე იქნებ გაიყვანოს, ნამდვილად დიდი პროგრესი იქნება. ეგ ირლანდია არ იყო 4-0 რომ გაგიდოთ ამხანაგურში, ახლა უფრო დიდი ანგარიშით მოგიგებთ. თქვენი საშველი არაა მაინც. ხმას ნუ იღებთ საერთოდ ქართული(არ არსებული)ფეხბურთის მამებო
giorgi
ის შესარჩევი ამ შესარჩევის მოსამზადებლად ხომ გამოვიყენეთ, და კიდე მე-3 ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ? ირლანდია და შოტლანდია რომელია აქედან გრანდი? მაგათთან ჩვენი მოსაგებია თამაში. ან ეს გერმანია ვინ გაგიხდათ? აქაოდა რობოტები არიანო უეჭველი მოგვიგებენო, სადაც საფრანგეთი გავამწარეთ და ესპანეთი კინაღამ, გერმანია როდის აქეთ გახდა ამისთანა "უძლეველი" ?! რაღაცა კომპლექსები და პროვინციული ზედმეტი პატივისცემა მოიშორეთ რა, ღმერთის წყალობით ყველა შესარჩევში ერთ გრანდს ვამწარებთ რომ მონური ფსიქოლოგია არ გაგვივითარდეს, და რა ეხლა ჩაბარდით გერმანიას?!!!!
temo
მე-3 ადგილი საკმაოდ წარმატებული შედეგი იქნება. გერმანიასთან შანსია არ არსებობს, პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელები ბორუსიის "დორტმუნდში" და ევროპის სხვა ძლიერ კლუბებში თამაშობენ, მათთანაც შანსი ძალიან მცირეა (ალბათ 1/9-ზე). ირლანდიელები ინგლისის პრემიერ ლიგის წამყვან კლუბებში თამაშობენ, მათთანაც ძალიან გაგვიჭირდება (შანსი 1/4-ზე). შოტლანდია კლასით ჩვენზე მაღალია, მაგრამ შანსები დაახლოებით 2/3-ზეა. გიბრალტარი არ ვიცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ძალიან სუსტები არიან. მოკლედ, რეალურია მე-4 ადგილი (ისიც საბრძოლველია), დანარჩენი უზარმაზარი მონდომების და გამართლების შედეგად თუ მიიღწევა.
malxazi
არსებობს ასეთი სიბრძნე:იაზროვნე პესიმისტურად და იმოქმედე ოპტიმისტურად,ასე რომ დავისახოთ მიზნად მესამე ადგილი და მივაღწიოთ მეტს თუ შეგვიძლია.
GiorgiG83
ობიექტურად, ჩვენდასამწუხაროდ გერმანია, შოტლანდია, ირლანდია და პოლონეთი ჩვენზე ძლიერია. გერმანიაზე საერთოდ საუბარიც არ არის, პოლონელთა ნაკრების 80 პროცენტი გერმანიაში სტაბილურად მაღალ დონზე თამაშOბს, ირლანდიაც და შოტლანდიაც პრაქტიკულად ლეგიონერთა ნაკრებებია (პრემიერ ლიგიდან) და ტრადიციულად ბრიტანულ სტილსვერაფერს ვუპირისპირებთ. გიბლარტარს ჯერ არ ვიცნობთ - გამოდის რომ ბოლოსწინა ადგილ ჩვენია - რეგრესი სახეზეა, სულსღაფავს ქართული ფეხებურთი - იქნებ გერმანელი ან ესპანელი (შედეგიდან გამომდინარე) სპეციალეიტები მოგვეწვია და მათ დაელაგებინათ სქემა როგორ შეIძლება ქვეყანაში საფუძვლიდან დაუწყო ფეხბურთს შველა. მიუხედავად იმისა რომ არ ვარ პესმისტი, ობიექტურად ამ ციკლისგან ვერაფერს მოველი - გარდა გიბლარტარის ძლევისა (ისინც ალბათ ყველა პრიმერა დივიზიონში თამაშობენ)
უგულავა
თუ გავედით სასწაული იქნება. იმიტომ, რომ ვერ შევედრებით ფეხბურთელებით ვერც პოლონეთს და ვერც ირლანდიას. შოტლანდიის ჩემპიონატი 10 თავით მაღლა დგას ჩვენზე. სპარტაკ-ნალჩიკი რომ ბუღტს თავზე დაახევს შენი ქვეყნის ჩემპიონს მერე ქეცბაიას რა უნდა მოთხოვო? მეოთხე ადგილიც არ იქნება მარტივი და საერთოდ, მთავარია ბოლო თამაშამდე გვქონდეს შანსი გასვლის შენარჩუნებული და კმაყოფილი ვიქნები
გელა
მოაშორეთ ეგ კაცი მაიდან, არ გადაგვაყოლა თავის ამბიციებს? მერე იტყვის ადრე მეოთხეზე გავედით ჯგუფში, ეხლა მესამეზეო (გავა კი გამსვლელ მესამეზე?). ფეხბურთი აღარ გვაქვს მაგის და მისნაირების გადამკიდე. სიჭინავასაც კითხეთ, იქნებ ეს ევროპის შესარჩევი მომდევნო მსოფლიოს შესარჩევისთვის გამოვიყენოთ, ევროპა რად გვინდა, მსოფლიო არ ჯობია? ვაი თქვენს პატრონს და მომკითხავიც რომ არ არის ვინმე.....
murtalo
მიეცით ის ფული რაც კონტრაქტით ეკუთვნის და მოაცილეთ ნაკრებს უმწეო "მწვრთნელი"!...
ჯ.ჩ.
ქეცბაია ისევ სცოდავს.არ შეიძლება ასეთი კომენტარი.გუნდმა უნდა იბრძოლოს ყოველ თამაშში და შეიძლება მეორეზეც გასვლა.სომხები ამ სიტყვებისთვის პასუხს მოითხოვდნენ.ისინი პორტუგალიაზე წინაც კი აყენებენ თავს.
Germane
ამბიციური მწვრტნელი ასე არ უნდა საუბრობდეს. რაც ქეცბეიამ ილაპარალა პროფესიონალისმტან არანაირი კავსირი არ აქვს. ანუ ნაკრების პეხბურტელებს ტავიდანვე მოტივაცია და იმედი დაუკარგა ევროპის ცემპიონატსე მოხვედრის.....!
nika
2014 წლის სეშარჩევზე ისლანდია გავიდა მეორეზე, ბოსნია საერთოდ მსოფლიოზე მოხვდა, არცერთს ყავს ვარსკვლავთცვენა გუნდებში მაგრამ იბრძოლეს, ასეთ ბრძოლას ვთხოვ ქეცბაიას, მესამე არა მეცხრე, თავიდანვე დანებება არ გამიგია
რეზო
შენ ხელში მეოთხე ადგილიც სანატრელი გვექნება. ახალგაზრდებმა თავისი ჟინით თუ ქნეს რამე იქნებ გაგვიმართლოს, მწვრთნელი მინუსი გვყავს. იმენა გრუზავს გუნდსაც და ხლახსაც პირველივე კომენტარიდან.
joni
ამბიცია კარგია, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეა. თუ ბიჭები თამაშთან ერთად ჯიგარსაც მოიშველიებენ იქნებ მესამე ადგილიც არ იყოს ზღვარი. ხორვატიაზე ძლიერი არც ერთი არ არიან გერმანიის გარდა და ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ყოველ შემთხვევაში რვა ისეთი თამაში მაინც იქნება და ისეთ გუნდებთან, რომლებიც ამხანაგურადაც კი არ გვეთამაშებიან. სამწუხაროა მაგრამ ჩვენი ფეხბურთის ავტორიტეტი ფაქტიურად ნოლია და მისი მოპოვება ბევრად ძნელია ვიდრე დაკარგვა.
SHUKOVANI
ზურა , ქართველი ვარ მეც მაგრამ , მაქსიმალისტთან ერთად რეალისტიც ვარ. აბსოლუტურად სულყველა ნაკრები ჩვენზე ძლიერია (მინიმუმ 1 თავით) გიბრალტარის გარდა. ნუ გიბრალტარი ჯერ არ ვიცი რას წარმოადგენს და ვის გამოიძახებს. აქამდე რომ ვიყავით მაქსიმალისტები არ ვხეხავდით ბოლო ადგილს ? მთავარი სიტყვა ითქვა რაც მთავარია რომ , გასვლისთვის ვიბრძოლებთ. დანარჩენს მატჩები გვანახებს.
reso
არ მაინტერესებს ტამაშის ხარისხი,მტავარია სახლში ყველა ტამაში მოვიგოტ
gia
martalia dave:xutshi tavidanvemesames rom daisaxav miznad-uimedo da umweo varo,ambob.
ზურა
მე პირადად ამ სიტყვების გამო მწვრთნელს დავითხოვდი... ან ვინ თხოვს ამ მესამე ადგილს ვერ გამიგია, დავიჯერო ფედერაცია? ქართველები მაქსიმალისტები ვართ და დადებითი შედეგი მხოლოდ ჯგუფიდან გასვლაა ბატონო თემურ და თუ ვერ გავალთ, დაკავებულ ადგილს პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია განეწყოთ და დაიმუხტოთ გასვლისათვის და თუ ნამდვილ ბრძოლაში დამარცხდებით, არავინ არ დაგძრახავთ.... თუმცა გიბრალტარმაც რომ გადაგვასწროს,... ნუ ამაზე არც კი მინდა ვიფიქრო :))))
zaali
dato, ფეხბურთთან, გარდა იმისა, რომ გულშემატკივრობ, სხვა რაიმე შეხება თუ გაქვს? არა? მაშინ გასაგებია თქველი კომენტარის შინაარსი. არაადეკვატური ხარ როცა ამბობ, ამ ჯგუფში თუ მესამე ადგილი დავიკავეთ, არ ყოფილა ჩვენი საშველიო". საინტერესოა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, გიბრალტარის გარდა, რომელი ქვეყნის ნაკრებს ჯობია ჩვენი ნაკრები? არც ერთს. გადახედე ფიფასა და ეფას რეიტინგებს. მხოლოდ გიბრალტალს უსწრებთ. ასე, რომ რეალობას შევხედოთ და სასწაულებს ველოდოთ. სასწაული კი მართლაც მესამე ადგილი იქნება, რისაც მე ნაკლებად მჯერა, სამწუხაროდ.
dave
ეს თავიდანვე წაგებულის პოზიცია რა უბედურებაა !!! თქვი შე დალოცვილო, ვიბრძოლებთ, თავს არ დავზოგავთ, ყველა თამაშზე ბოლომდე დავიხარჯებით, რაიხსტაგზე ისევ დროშას ავმართავთ და მომხვდურსაც დედას ვუტირებთ თქო... მოთამაშეც შეგულიანდება და გულშემატკივარიც... ყველა თამაშის წინ "მამაცი გული" უნდა აყურებინო ქეცბას !!!
erera
ამ ჯგუფში მესამე ადგილზე რომ გავიდეთ ძალიან მაგარი შედეგი იქნება. ძლიერ ჯგუფში მოვხდით სამწუხაროდ.
კახა
მესამე რა გარანტირებული ადგილია დასკვნითზე...ბოდიში და მართლა მგონია ***
zura
პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი მოსთხოვოს ფედერაციამ,ქეცბაიას ისე გამოზდის თითქოს ჩვენი ნაკრების მწვრთნელი რახანაა ვალში ვართ მთელი საქართველო მის წინაშე და ანგარიშვალდებული არაა ყოველი მატჩის შემდეგ გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების წინაშე.
zemo imereli
თუ გინდა მესამე ადგილზე გახვიდე, პირველი ადგილისათვის უნდა იბრძოლო ბაბაია, თუ გინდა პოლკოვნიკი გახდე, გენერლობაზე უნდა იფიქრო, ასე ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია, შენ კიდევ მეგრული არაფერი გაქვს, აქცენტის გარდა, ამიტომ ყველა ბრძოლა დაწყებამდე გაქვს წაგებული. ასეა ეს!
zezva
ალბათ მე-5 ადგილზე გავალთ. მე-4 დგილი დიდი მიღწევა იქნება. უნდა ვაღიაროთ, დღეს საქართველოს არ ყავს ის ფეხბურთელები, რომლებიც მე-3 ადგილს დაიკავებენ ჯგუFში
GIA
მესამე ადგილი, ეს ფაქტიურად შეუძლებელია აქ ისეთი გუნდებია ფაქტიურად მათი დამარცხება ფანტაზიის ნაყოფია. როგორ უნდა დაამარცხო ეს გუნდები როცა წინა შესარჩევ ციკლში მხოლოდ 3 ბურთი გაიტანე. ამის შემდეგ რა გამარჯვებაზე გვაქვს საუბარი, როცა შეტევა პრაქტიკულად გუნდმა არ იცის. ეს ქეცბაიამაც გადასარევად იცის თვითონ არა თქვა შეტევა სუპერმარკეტში ხომ არ იყიდება რომ იყიდოო.
Giga
ძალინ მიკვირს ასაკობრივი ნაკრებები ყოველთვის წარმატებას ახწევენ და ეროვნულ ნაკრებს რა მოსდის ვერვხვდები რა
dato
ამ ჯგუფშიც თუ მხოლოდ მესამე ადგილისთვის ვიბრძოლეთ, არ ყოფილა ჩვენი საშველი.
dato
ამაზე ადვილი ჯგუფი რა გვინდოდა?
irakli
მე-4 ადგილი რელურია ამ ჯგუფში. ტყუილად ნუ აიმედებთ ხალხს.
vakhtangi
გამოაცხადეთ ტენდერი და ვინც ჩამოაყალიბებს პროგრამას საპრიოზო, პირველ, მეორე ადგილზე გასვლისას ის დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად! საქართველოში ბევრია ჭკვიანი მწვრთნელი. ეს ადამიანი უკვე კაპიტულირებულია.
dave
ე ბიჯო თქვი მეორესთვის ვიბრძოლებთ თქო :)ცოტა მოგვატყუე, ჩვენც და ფეხბურთელებიც, მაგრამ ჩაუსახე რწმენა !!!
vasikobasialdze
დაიწყო იგივე ტყუილები,ასე ვიზამთ ისე ვიზამთ,რა უნდა ვქნათ,გამოვფხიზლდეთ ხალხნო და სიმართლეს შევხედოთ,ბოლო ადგილზე თუ არ გავედით მიღწევა იქნება,არ გამიგოთ ცუდათ თითქოს ჩვენების ცუდათ გამოსვლა მახარებს,პირიქით გული მტკივა ესეთ უსუსურ ფეხბურთს რომ ვთამაშობთ,ირლანდიას შოტლანდიას და პოლონეთს როგორ მოუგებთ?მე ვერ ვხვდები და თუ უკეთესი ვინმემ იცით თქვით
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს