საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
"ზესტაფონი" განახლებულ სეზონს გაძლიერებული და კარგად მომზადებული შეხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ "ზუგდიდმაც" საკმაოდ კარგი შევსება მიიღო, მასპინძელთა ესოდენ დამაჯერებელი გამარჯვება ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

ზემოიმერლებმა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარეს შეხვედრა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როცა სამბურთიანი ფორა შექმნეს და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, იქვე გადაწყვიტეს.

ნამდვილი ბენეფისი მოიწყო "ტორპედოდან" "ზესტაფონში" გადაბარგებულმა ნიკა საბანაძემ, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი მაქსიმე ქვილითაია სამჯერ დაამწუხრა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა...

პირველი ორი საგოლე კომბინაცია გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, თან ორივეში ერთი და იგივე ფეხბურთელები მონაწილეობდნენ - მარჯვენა ფრთაზე გრიგოლ დოლიძის აქტიურობისა და საჯარიმოში პასის შემდეგ ნიკა საბანაძემ მცველებს დაასწრო, სწრაფი და ლამაზი კომბინაციები ლოგიკურად დაასრულა და სამი წუთის ინტერვალში დუბლი გაიფორმა.

ზესტაფონელებს უპირატესობა არ დაუთმიათ. აქტიურ დოლიძეს საწინააღმდეგო ფლანგზე გამწესებულმა რევაზ გეწაძემაც აუბა მხარი - მისი უძლიერესი დარტყმა ქვილითაიამ გაჭირვებით მოიგერია.

დაახლოებით 40 მეტრიდან სახიფათოდ ურტყამდა გიორგი გურულიც, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ტაიმის შუაწელში მასპინძლები ცოტათი მოდუნდნენ და ზუგდიდელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. მათგან გამოსარჩევი იყო ლუკა გუგუჩიას ძლიერი დარტყმა, რომელიც მეკარე ბოიან პავლოვიჩმა მოიგერია.

შემდეგ ისევ მასპინძლებმა იგდეს ხელთ ინიციატივა და ტაიმის ბოლო წუთზე საბანაძემ მესამედაც იხეირა. საგოლე კომბინაცია კვლავ მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ოღონდ ამჯერად თემურ ღონღაძემ იაქტიურა - მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მცველებმა ბურთი პირდაპირ საბანაძის მიმართულებით მოიგერიეს და მანაც ქვილითაიას მესამედ გამოატანინა ბურთი ბადიდან.

მეორე ტაიმში სტუმრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ და გოლის გატანასაც ცდილობდნენ.

ნიკოლოზ აფაქიძემ შეარხია კიდეც მასპინძელთა კარის ბადე, მაგრამ მსაჯმა სტუმრები მეკარის წინააღმდეგ უხეშობისთვის დააჯარიმა და გოლი არ ჩათვალა, რამაც ზუგდიდელთა პროტესტი გამოიწვია...

გია გეგუჩაძის შეგირდები კიდევ უფრო მოდუნდნენ და სტუმრებიც ზესტაფონელთა საჯარიმოს გაუშინაურდნენ. ლომიას ძლიერი დარტყმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, გუგუჩიას კუთხურის შემდეგ კი კირკიტაძე სახიფათოდ ურტყამდა თავით, მაგრამ სიტუაცია მცველებმა განმუხტეს.

იქვე კირკიტაძის თავურ პასს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, მაგრამ ზუგდიდელებმა გატანა ვერც ამ ეპიზოდში მოახერხეს. იგივე ბედი ეწიათ გუგუჩიასა და აფაქიძის სახიფათო დარტყმებსაც.

დარჩენილ დროში გატანა შეეძლო "ზესტაფონსაც", როცა შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ ფანცულაია დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხიდან დარტყმული მცირედით ასცდა მიზანს.

ბოლოს ისევ ზუგდიდელებმა სცადეს ანგარიშის "დასველება", მაგრამ გუგუჩიას სახიფათო საჯარიმო დარტყმა პავლოვიჩმა ნახტომში მოიგერია.

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები

დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13

ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9

დ. გოგა (დინამო თბ) 9

ჩისკო (დინამო თბ) 8

მომდევნო ტური

2 მარტი

ჩიხურა-დინამო (თბ)

სიონი-ტორპედო

მერანი-მეტალურგი

ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი

ზუგდიდი-დილა

გურია-სპარტაკი

პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი

XXI ტური

9 მარტი, კვირა

გურია-ჩიხურა

სპარტაკი-ზუგდიდი

დილა-ვიტ ჯორჯია

ზესტაფონი-მერანი

მეტალურგი-სიონი

ტორპედო-დინამო

XXII ტური

16 მარტი, კვირა

ჩიხურა-ტორპედო

დინამო-მეტალურგი

სიონი-ზესტაფონი

მერანი-დილა

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

ზუგდიდი-გურია

საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

20 მარტი, ხუთშაბათი

დინამო-მეტალურგი (2:0)

დილა-ტორპედო (2:1)

ჩიხურა-სიონი (1:1)

მერანი-შუქურა (0:0)

შენიშვნა: ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპი 25 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
kirkitadzes magalitad aqvs 4000 lari... qvilitaias aqvs 3000 lari...daraselias 6000...da citaishvils romelic jer arc daumtkicebiat rashi aqvs 2000 lari???
ika
kide gjerat am gundis da am gundis xelmcgvanelobis xalxno? kide ityvit daraselia magariao? cina cels rom iko gundi imaze 100 jer ufro sustia da ususuri...tqvit erti vin moikvana daraseliam kargi fexburteli... aki axali clis mere gunds ar icnobto ...es sheasrua. moatria gundshi aravis ro ar unda iseti fexburtelebi da mati xelfasebi ikitxet erti?
123
zugdidi gortan tamashs moigebs, darasa asea xom? saidan moetriet kvela ertnairi arakacebi...
samegrelo
ზუგდიდმა მიიღო კარგი შევსება ნაღდად, რიგვავა და წურწუმია გუნდიდან გაუშვეს, სამაგიეროდ საკუთარ ქვეყანაში რომ არ სჭირდებათ ისეთი ფეხბურთელი მოათრიეს და ხლამი წიტაიშვილი დააამატეს ზემოდან. მათ გარდა ბევრია კიდევ, სხვა მიზნებით მოთრეული გუნდში.სანამ აბრიგინებულს არა დაკავებს დარასა, მანამდე ვერ ხვდები ცალტვინა ლუხუმა, რომ ეგ კაცი ყველას გაყ.....თ.
sandro kordzakhia
საგოლ ნიკუშ.. ჯიგრიანი კაცი ხარ და ეგრე გააგრდელე ძმისგულო.. წარმატებები!!!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"ზუგდიდის" კაპიტანი: იმედია, მონურ დამოკიდებულებას ბოლო მოეღება
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
არგენტინელსა და ქართველს შორის კონფლიქტი მოხდა - ინციდენტი სიონი-დინამოს მატჩზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ზუგდიდში უკრაინელი ინვესტორის ჩასვლას ელიან, ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"ზუგდიდის" კაპიტანი: ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის!
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
"ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული პოლონელი პროფესორი
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა